გრიგოლ რობაქიძის რომანები – "გველის პერანგი" და "ფალესტრა" (ეს უკანასკნელი დაუმტავრებელი დარჩა) – ოციან წლებში დაიბეჭდა ქართულად და მის მერე აღარ გამოცემულა მწერლის აწერილი ბიოგრაფიის გამო. ჩვენდა სასიხარულოდ, ამ ბოლო წლებში საზოგადოებრივ ცხოვრებაში მომხდარმა სიახლეებმა და გარდაქმნამ შესაძლებელი გახადა ყველას კუთვნილი ადგილი მივუჩინოთ ჩვენი კულტურის ისტორიაში. რანაირიც არ უნდა იყოს გრიგოლ რობაქიძის ცხოვრება და საქმიანობა ემიგრაციაში, მისი შემოქმედების შეუფასებლობა 20-იანი წლების ქართული მწერლობისათვის არ იქნება სწორი. ამიტომაც ვაწვდით მკითხველს გრიგოლ რობაქიძის რომანებს და დავსძენთ: სერიის – "ქართული საბჭოთა რომანი" – საერთო ფორმა რომ არ დაირღვეს, არ ვბეჭდავთ შესავალ წერილს მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე; ამგვარი წერილი დაერთვის მწერლის თხზულებათა ერთტომეულს, რომელსაც "მერანი" მოკლე ხანში მიაწვდის მკითხველს. რომანების ტექსტები იბეჭდება პირველი მწერლისდროინდელი) უბლიკაციების მიხედვით, მხოლოდ სულ უმნიშვნელო პუნქტუაციური და კორექტორული ხასიათის ცვლილებებია შეტანილი.
სერიის შემდგენელ-რედაქტორები: გურამ გვერდწითელი, გურამ ფანჯიკიძე რედაქტორი: ავთანდილ ჩხიკვიშვილი გამომცემლობის რედაქტორი: ნ. ახალკაცი მხატვარი: სპ. ცინცაძე მხატვრული რედაქტორი: ჯ. ზენაიშვილი ტექნიკური რედაქტორი: ო. კაპანაძე კორექტორები: ნ. ლომიძე, თ. ფირცხალავა, რ. გოცირიძე
Grigol Robakidze [Georgian: გრიგოლ რობაქიძე] (October 28, 1882 – November 19, 1962) was a Georgian writer, publicist, and public figure primarily known for his exotic prose and anti-Soviet émigré activities.