მშვენიერი და ამაყი ელეონორა მდიდარი მებატონის ვახტანგ ხეთუბნელის ქალია. ლეკი ასლან გირეი - განთქმული ვაჟკაცი და თვალტანადი ყმაწვილი - "საქართველოსი და განსაკუთრებით, კახეთის დაუძინებელი მტერია". მაგრამ სიყვარულს შეუძლია შეცვალოს რეალობა...
Alexander Kazbegi (Georgian: ალექსანდრე ყაზბეგი, Aleksandre Kazbegi) (1848–1893) was a Georgian writer, famous for his 1883 novel The Patricide.
Kazbegi was the great grandson of Kazibek Chopikashvili, a local feudal magnate who was in charge of collecting tolls on the Georgian Military Highway. Alexandre Kazbegi studied in Tblisi, Saint Petersburg and Moscow, but on returning home, decided to become a shepherd to experience the lives of the local people. He later worked as a journalist, and then became a novelist and playwright. In his later life, he suffered from insanity. After his death in Tbilisi, his coffin was carried across the Jvari Pass to his hometown of Kazbegi (now renamed Stepantsminda), which also preserves his childhood home as a museum in his honor.
His most famous work, the novel The Patricide is about a heroic Caucasian bandit named Koba, who, much like Robin Hood, is a defender of the poor. Koba has nothing but contempt for authority, a proclivity towards violence, and a firm belief in vengeance. Kazbegi's work was a major inspiration to Iosif Jughashvili, later known as Joseph Stalin, who used Koba as a revolutionary pseudonym.
რაც უფრო მეტად ვეცნობი ამ კაცის შემოქმედებას, მით უფრო ვისისხლხორცებ მწერლის სტილს, მით უფრო მეტად მომწონს ყაზბეგის შექმნილი გარემო, სული, ესთეტიკა. ელეონორა ის გმირია, სულ ზემოთ, უშბაზე იალბუზსა და შხარაზე მაღლა რომ დგას, თუმცა ერთ წამში ჩამოვარდება ქვემოთ, დაეშვება იმაზე დაბლა ვიდრე ვინმე ოდესმე ყოფილა, ამის მიზეზი კი ის იქნება, რაც ყველაზე მეტადაა მტკივნეული ჩვენ ცხოვრებაში. სიმართლე.
ყაზბეგს არ ვწყალობ, მაგრამ ეს მართლა რა კარგი რამე დაუწერია… ამ რამდენიმე გვერდში ზუსტად წარმოაჩინა ქართველი თავადი კაცი, ქალი, ამაყი მსახური და ღირსეული მტერი. საოცარია, ასე აღწერო ეგოცენტრული ქალის სახე და ზუსტად დაასახელო გამიჯნურებას მოყოლილი ავადობის მიზეზები. ელეონორასაც რომ თავი დავანებოთ, ნათლად დავინახე სიგიჟემდე შეყვარებული კაცი და ახლაღა გავიგე მისი. ახლა მივხვდი, რატომ არის შეუძლებელი სხვას მითხოვებული საყვარელი ქალის ქმრის ცოცხლად დატოვება. ,,ცეცხლს გავატან შენს სამყოფელს, შენს სიყვარულს ქარს, და მოგიკლავ, მოღალატევ, მაგ ნაფერებ ქმარს.” აი, რისთვის იყო მზად ასლან გირეი. აი, რაზე იყო წამსვლელი. და, თავის მხრივ, ელეონორამ რა დათმო თავმოყვარეობისა და ქედმაღლობის გამო… ამ ქალისა და მისი ღირსეული მსახურის, კრეჭიაშვილის, გარეგნული კონტრასტი კიდევ იმპულსია, რომ მათი შინაგანი სილამაზეც ასევე თვალშისაცემად განსხვავებულია ერთმანეთისგან. ,,-საზიზღარი ხარ, მაგრამ მაინც მიყვარხარ!.. მიყვარხარ და უშენოდ ცხოვრება არ შემიძლიან!..” რა გითხრათ, წესიერი რივიუ რომ შემხვედროდა, ამ მონაჩმახს არ დავწერდი. მენანება გულწრფელი შეფასების გარეშე, იმიტომ რომ მართლა წასაკითხია, მით უმეტეს, როცა ქართული ლიტერატურა გიყვარს კაცს.
ჩემთვის ყველაზე გამორჩეულ სახელთა სიაში უცვლელად არის ორი - ლატავრა და ელეონორა. პირველიც და მეორეც ძლიერ, ცოტათი შეურაცხად და დიდებულ ქალებს მახსენებენ, მერე რა, რომ ყაზბეგის ამ მოთხრობამ მეორეზე ცოტათი, სულ ცოტათი წარმოდგენა დამაკარგინა.
ელეონორა არის ქალი, რომლის ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნაც არაა მარტივი, მითუმეტეს ასეთ პატარა ნაწარმოებში. და კიდევ უფრო რთულია ამ ქალის გაგება - ოღონდ გაგებაში გამართლება არ მოიაზროთ, თუ ღმერთი გწამთ…
ულამაზესი წერის სტილი აქვს ყაზბეგს, და ყაზბეგი არის კაცი, რომელსაც ვპატიობ ასე შეუფარავად კაცის ლინზიდან ქალის აღქმას, მხოლოდ იმიტომ, რომ არც ქალის პერსპექტივა დაივიწყა.
ელეონორა არის შორენა პარალელურ სამყაროში :)
დაე იმას ერგოს ჩვენი გული და ხელი, ვინც არ გვაპატიებს იმას, რაც უპატიებელია, მისთვის, თორე სხვები რა შუაში არიან.
“გეძებდი ყველგან... მახრჩობდა სიცხე და მწვავდა ჯვარის მხურვალე რკინა. მე ყველაფერი გადავივიწყე, არ არის ზეცა... არ არის ბინა. არის ჩვენ შორის მთელი კედელი და ბრძოლა მძაფრი, ცეცხლის მდებელი. ჩემში აღმოჩნდა ბედის მკვნეტელი, ჩემში აღმოჩნდა ამფეთქებელი. ო, მე იმედი დავკარგე ზეცის: არც მინდა შენი ყალბი ტახტები; მსხვერპლი ქვეყნიურ ძალის ასკეცის - მტვერი იყავი, მტვერი გახდები. არის სიჩუმე, ბნელი ცხედარი, მის ტანზე შავი ცეცხლის გაჩენა, აპოკალიპსის მძაფრი მხედარი ვინც ქაოსებში შემოაჭენა” - ლევან კრეჭიაშვილი და ეს ლექსი ამიერიდან განუყოფელნი არის ჩემთვის.
●მიჯნურურობის ისარს გაემსჭავლა ლეკი ყმაწვილის ,ასლან გირეის გული მდიდარი მებატონის შვილის- ელეონორას მიმართ. (,,ელეონორას ნახვამ ასლან გირეი ერთბაშად დაიმორჩილა ,თავი მოახრევინა და მედიდურობის მძებნელი მებატონე დაბორკილებულ მონად გახადა...") ერთი შეხედვით თაყვანისმცემლებს მიჩვეული ქალის გულშიც ისადგურებს გრძნობა ,მაგრამ მისი ხასიათი, ჩვეული პატივმოყვარეობა უფლებას არ აძლევს რომ ბრმად მიჰყვეს,, გულის წადილს" ,,...ამ წუთებში ელეონორა ემსგავსებოდა ძუ ვეფხვს ,რომელიც თავის ტოტებ ქვეშ დამორჩილებულს მსხვერპლსა ჰგრძნობდა და მის უღონო ,შემაძრწუნებელ თრთოლას აღტაცებაში მოჰყვანდა." ● ,,...მე მიყვარს ასლან გირეი,მიყვარს ძალიან და ამის დამალვას საჭიროდ არა ვხედავ..მხოლოდ ამასვე დავუმატებ;როგორც უნდა მიყვარდეს ასლან გირეი ,როგორც უნდა ვგინდებოდე მისთვის,მას არ გავყვები,ჩემს უფლად არ გავხდი..."- ამ სიტყვებს ათქმევინებს სიამაყე, განსხვავებული მრწამსი , ქედმაღლობა ,თავმოყვარეობა და სხვა მსგავსი თვისებები,რომლითაც იყო შემკული.... ●საბოლოოდ ამ პერსონაჟზე სწორ შეფასებას(და დასკვნას) მწერალი მასზე შეყვარებულ ლევანს ათქმევინებს : 💔,,ქალი,რომელიც ამდენ მოძმეს გასწირავს თავმოყვარეობითვის ,ქართველის ცოლობის ღირსი არ არის!..."
შრომის სამართლის ზეპირ გამოცდაზე სანამ ჩემი რიგი მოვიდა იმდენი დრო მქონდა.. ძალიან საინტერესოდ წავიკითხე... ყოჩაღ კრეჭიაშვილს, გმირულად მოიქცა!! P.S. (ჯერ კიდევ არ შევსულვარ გამოცდაზე)
ელეონორას საბოლოო გადაწვეტილება... მიღებულად ვერ შევიცანთ, ვერც მე და ვერც ერთმა გმირმა. ეს იყო სიამაყე, თავმოყვარეობა და დასახელებულ თვისებათგან გამოწვეული დასასრული.
ისეთ ადამიანთა დანაკარგმა ამატირა ნაწარმოების ბოლოს (სპოილერის გამო არ ვასახელებ მათ), რომ... როგორ მოველოდი?
“… გინდა ჩემი ტანჯვა და ვასრულებ შენს ბრძანებას. მაგრამ იცოდე, ისე მიყვარხარ, ისე, რომ სხვას ასე სიყვარული არ შეუძლიან.”
“ქალი, რომელიც ამდენს მოძმეს გასწირავს თავმოყვარეობისათვის, ქართველის ცოლობის ღირსი არ არის!…მე უბედური ვარ, რომ მიყვარხარ, ვიცი, რომ ჩემის გადაწყვეტილებით სიცოცხლეს მოვიწამლავ, მაგრამ შენი ქმარი კი არ შევიქნები.”