ახალგაზრდა, მომხიბვლელი ქართველი მწერალი ქალი ეგვიპტეში მიემგზავრება. უცხო, უჩვეულო და ანდამატივით მიმზიდველი სამყარო მას მოულოდნელობებით ხვდება. მთავარი მოულოდნელობა კი ახოვანი, ვერცხლისფერთვალებიანი ბედუინია. თამთას მოგზაურობა იქცევა თავბრუდამხვევი, წარმოუდგენელი მოვლენების დინებად, რომელიც ძირფესვიანად ცვლის მის ცხოვრებას.
ამ წიგნს ნამდვილად ვერ დავუკარგავ ე.წ."ექშენს". ისე გადადიხარ ფურცლიდან ფურცელზე, ვერც კი გრძნობ. გითრევს ძალიან. ვერ ვიტყვი, რომ ეს საუკეთესო რომანია, რაც წამიკითხავს. მომენტებში ძალიან ხელოვნური იყო დიალოგები, გადამეტებული პათეტიკა და ზედმეტი რომანტიზმი.ნუ, მე მეზედმეტა, თორე ვიღაცებს ალბათ მოსწონთ.
კარგი რომანია სიყვარულზე, აი რაღც ვეფხისტყაოსნისეული, ინფორმაციასაც გვაწვდის უდაბნოსა და ბედუინებზე, ერთადერთი რაც არ მომეწონა, ეს იყო ჩანართები, სადაც პერსონაჟები საქართველოს ისტორიას უყვებიან ეგვიპტელებს. ასე ვიქცევით ყველა ქართველი უცხოელებთან (ძირითადად) მაგრამ მხატვრულ ნაწარმოებშ ასეთი დიალოგები უადგილოა და რაღც ერმალოს ფილმებში გაჟღერებული დიალოგები მომაგონა თვისი სტილით. ალბათ ქართველი რომ ვარ იმიტომ. უცხოელი მკითხველისთვის შიძლება ასეთი გადამეტებული და უადგილო არ ყოფილიყო.
ერთი წაკითხვით არაუშავს. თუმცა ვფიქრობ რომ იდეიის მითვიისებას აქვს ადგილი წლების უკან მაქვს წაკითხული ბედუინი ნეფრტარის ურაკპარაკზე იდებოდა ნაწყვეტ ნაწყვეტ სანამ წიგნად გამოიცემოდა ბევრი რამ ამოღებულია სიუჟეტი თითქმის ერთნაირია ამიტომ გამიჩნდა ეს აზრი რაღაცა პერსონაჟების სახელებიც თითქმის მსგავსია ნუ ეს ჩემი სუბიექტური აზრია. წარმატებებს ვუსურვებ მწერალს.
უკიდეგანო უდაბნოში გატაცება, ქვიშის დაუნდობელი ტალღები და მათში ჩაკარგული ცივი, ნაცრისფერი თვალები. ❣ ... ეს არის წიგნი, სადაც, წარმომავლობა, ეროვნება თუ ტრადიციები უძლურია გრძნობასთან, რომელსაც უზრიული ღაზალი ჰქვია. ‼💕🎴💗 უმაგრესი წიგნია. მონაკვეთები ვეფხისტყაოსანსაც მაგონებდა რატომღაც...😂😇გირჩევთ ყველას! 💞
საერთოდ ახალიმწერლებისფობია მაქვს :)) მგონია რომ დრო ტყუილად უნდა დავკარგო, მაგრამ გავრისკე და ეს წიგნი ავიღე ხელში და....
უი ცუდი ნამდვილად არ იყო :) ადვილად იკითხება, საინტერესო სიუჟეტი აქვს, მოსაწყენი და გაწელილი ადგილების გარეშე.. ერთადერთი რაც არ მომეწონა იყო ძალიან ბევრი ნამეტნავად მაღალფარდოვანი სიტყვები და ფრაზები, რაც წიგნიდან ისევ რეალობაში მაბრუნებდა, იგივე შემიძლა ვთქვა მთავარ პერსონაჟ- ბედუინზე- ძალიან რომანტიული და სევდიანია და ჩემს წარმოსახვაში ეს ნამდვილად არ უხდებოდა...
just perfect, I have no words ❤️ეს წიგნი აუცილებლად უნდა წაიკითხოთ უბრალოდ ფრაზებს გადახედეთ . რამოდენიმე ჩემ საყვარელ ფრაზას დავწერ წიგნიდან : ❤️ ,,ამქვეყნად მხოლოდ სულიერი სიმდიდრე დააფასე რადგან იგი არასდროს გაუფასურდება "❤️
❤️ ჯოჯოხეთის შვიდი წრის გავლაც ,რომ დამჭიდეს და ჯინებთან შებრძოლება ,სულიც რომ მომთხოვოს ეშმამ, მაინც გადაგარჩენ თამთა"❤️
❤️სულში მიჩქმლულ ჭრილობებს ერთი თავისებურება აქვთ,ისი ჯერ ფსკერზე ჩადიან,მათი არსებობა თითქმის ავიწყდება ადამიანს ,მაგრამ უეცრად მოვარდნილი ქარიშხალივით ატყდებიან და დაიწყებენ ხოლმე ტკივილს "❤️
❤️ის ქალთევზაა ,რომელიც ჩემს ფიქრთა ოკეანეს მართავს"❤️
,, ❤️ მხოლოდ ტანჯვაში იბადება ბედნიერება და იწმინდება სული სიბინძურისგან"❤️
ანუ უბრალოდ წაიკითხეთ ❤️ ისიამოვნეთ❤️ არ ინანებთ❤️
ბევრი სწორი მესიჯი მოდის წიგნიდან, თუმცა იმდენად ხელოვნურია დიალოგები ჩემში არანაირ ემოციას არ იწვევს და რაღაცნაირად ეს მესიჯიც იკარგება ამ ძალით გამოძერწილ საუბრებში.
ბანალურ სიუჟეტზე რომ არაფერი ვთქვა, ინფორმაციული ჩანართები იყო იმაზე მეტი ვიდრე მხატვრულ ნაწარმოებს და მითუმეტეს რომანს შეეფერება.
მარტივად იკითხება, დროის გასაყვანად შეიძლება წაიკითხო მაგრამ, არამგონია რამე ღირებულის სწავლა შეძლოს მკითხველმა ამ წიგნიდან.
ერთ ვარსკვლავს იმან გადაარჩინა, რომ უარესებიც წამიკითხავს (აღიარება ხელისგულზე). 🥲
I wanted so much to like this, but it was little more than just a stringing together of cliches and stereotypes, and a poor translation with numerous typos. Nonetheless, I'm glad I bought it to encourage the Georgian publishing industry to put out more English translations. Hope the next one's better!
I rarely read romantic fiction, the only reason I picked up this book is that it had been translated from Georgian into English, and very few Georgian authors are translated into English. This is a Georgian bestseller, Georgia is a small market, so this merely relates to over 30 000 books having been sold.
The translation leaves much to be desired. There were way too many typos, and there were also lots of mistakes in English.
The geographical integrity of the tale is also somewhat lacking. Whilst, I realise that the climate is changing, we don’t yet have wet monsoons (the wet seems superfluous describing a monsoon) in the Sahara.
I also find it interesting that there is all the talk of Tamta, a young woman from the Occident, who goes to the Orient, but when journeying from Tbilisi in Georgia to Cairo in Egypt, she will actually have been travelling west. I appreciate in ancient times Egypt and the Eastern Mediterranean was considered the Orient, but these days if we talk about the Orient in English we are thinking of China or South East Asia.
The story is about a Georgian girl who is kidnapped by a Bedouin in Cairo, there is much emphasis on the Bedouin’s scintillating grey eyes, and like a victim of Stockholm Syndrome, she falls in love with her captor. Her brother ventures to Egypt to find her and finds “it is difficult to drive through the desert at night.” (I’d have thought it would be difficult to drive in the Egyptian desert period). The Bedouin’s earlier love interest, Elham, is jealous of the new girl and schemes to kill Tamta.
Aside from all the errors and typos it is an easy read but this isn’t a genre that interests me. It didn’t notch my heart.
საინტერესოდ დაიწყო, და დიდი იმედები მქონდა, მაგრამ ბევრი რაღაც არ მონეწონა. მაგალითად არ მომეწონა მთავარი წყვილი. ზოგიერთი ისეთი მომენტიც იყო, რომ მეგონა ზღაპარს ვკითხულობდი, დასასრულიც არ მომეწონა.
დავბრუნდიიი😁 9/10🏜 ,,სხვა უდაბნოს საიდუმლო" წიგნი მოგვითხრობს,ქართველ მწერალ გოგონაზე, რომელიც გადაწყვეტს კაიროში წასვლას,მიუხედავად იმისა რომ ეს მის ირგვლივ მყოფებს არ სურს.დაიქირავებს გიდს,რომელსაც დაჰყავს ყველგან და აცნობს მას კაიროს ისტორიას.მაგრამ თამთას მოგზაურობა როდია უბრალო,ის სრულიად წარმოუდგენელი რეალობის წინაშე დადგება,მას თავს გადახდება უამრავი ისტორია. წიგნის უნიკალურობა სწორედ იმაში რომ,ყოველი ისტორიის შემდეგ მეგონა რომ თამთას ისტორიები აქ წყდებოდა,მაგრამ არა,ყოველი გვერდის შემდეგ ვაანალიზებდი რომ ეს ასე არ იყო,სრულიად წარმოუდგენელი მოვლენები ვითარდებოდა ყველა გვერდზე🫨. თამთა გვაცნობს ეგვიპტის მოკლე ისტორიას,და ეგვიპტეს აცნობს საქართველოს ისტორიას,რაც ყველამ უნდა ვიცოდეთ,და ჩვენს გარდა უნდა იცოდეს მთელმა მსოფლიომ🥰🇬🇪 თუ გინდათ იცოდეც ცოტა რამ ეგვიპტის და საქართველოს შესახებ,ეს წიგნი ამას ძალიან საინტერესოდ გადმოცემს,თანაც ისე რომ არ დაიღლებით.... ავტორი საჰარასავით უკიდეგანო გრძნობებს აღწერს,ის გადმოცემს,მონატრებას,ტანჯვას,ცრემლს,სევდას, და ამავდროულად მოულოდნელი ქარიშხალივით,მოულოდნელ დიდ ბედნოერებასაც. ჩემთვის ეს წიგნი იყო ემოციების სასწაული ცვლილება, დასაწყისში სულ სხვა განცდები მქონდა ერთ-ერთი პერსონაჟის მიმართ,ბოლოს კი სულ სხვა. ,,უცნაური გამოუცნობი რამ ყოფილა ცხოვრება,ვის საით წაიყვანს ცხოვრების ბილიკი,კაცმა არ იცის!"💙🖊 მადლობა ავტორს ამ წიგნისთვის.❤️ ია კარგარეთელი P.S. ამ წიგნზეც ვნანობ აქამდე რომ არ წავიკითხე.
ჩემი აზრით ერთ-ერთი ნიჭიერი და წარმატებული მწერალია საქართველოში. აქამდე უდაბნო ჩემთვის ერთი მშრალი, ქვიშით გამოტენილი ადგილი იყო და არასდროს მქონია სურვილი დამეთვალიერებინა. თუმცა მთავარ გმირთან ერთად მეც დიდი სიამოვნებით ვიმოგზაურე, გავიცანი კულტურა და ხალხი, რომელზეც ძალიან ცოტა ვიცოდი. უდაბნო გახდა რაღაც მომაჯადოვებელი, ვარსკლავებით გადაჭედილი ადგილი, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ აუცილებლად ვესტუმრები.
წიგნი მომეწონა, 2 დღეში წავიკითხე. უბრალოდ ვფიქრობ ოდნავ უფრო საინტერესო შეიძლებოდა ყოფილიყო. ჩემი აზრით, “ბედუინის” მსგავსი არაა და არც მისგან აქვს მწერალს “გადაწერილი”. ბედუინში ნახსენები ადგილები/სიტყვები მეორდება, თუმცა ეს მხოლოდ იმის ბრალია , რომ ვითარება აქაც და “ბედუინშიდაც” ეგვიპტეში ვითარდება. სხვა მხრივ სიუჟეტით და ყველაფრით ეს წიგნი განსხვავებულია “ბედუინისაგან”.
თუ გსურთ წაიკითხოთ რომანი, რომელიც ძალიან მარტივად იკითხება და არ ჭირდება ბევრი ფიქრი, თუ თუ სად რა იგულისხმა მწერალმა, მაშინ ეს შესანიშნავი წიგნია თქვენთვის. მომეწონა იას წერის მანერა. საინტერესოდ ვითარდებოდა მოვლენები წიგნში. გირჩევთ წაკითხვას!
ერთ დღეში წაკითხვადი წიგნია. სიუჟეტი კარგად ვითარდება, მაგრამ ძალიან ბანალური, ზედმეტად ფილოსოფიური ფრაზებითაა სავსე, გატაცება რომანტიზირებულია?! ბესტსელერის კვალობაზე იმედგაცრუებული ვარ.