ადამიანს საკუთარი თავიდან გაქცევისა და სხვად გადაქცევის ცნობისწადილი უხსოვარი დროიდან აწვალებს. ხშირად ამას განაპირობებს შინაგანი პრობლემები, ხშირად კი გარემო, სადაც ამა თუ იმ პიროვნებას ცხოვრება უხდება. მეტამორფოზა რთული გზაა, რომელიც დიდ მსხვერპლზე - საკუთარი თავის უარყოფაზე გადის. ახალგაზრდა მწერლის, შოუ ბაბუხადიას პირველი რომანის ცენტრალური პრობლემაც სწორედ ეს საკითხია: როგორ ახერხებს ესა თუ ის ადამიანი დაასამაროს თავის თავში თავისივე თავი და წამოდგეს სრულიად ახალ ადამიანად. კარნავალური სულისკვეთებით გაჯერებული ეს ბრწყინვალე ტექსტი, რომლის გასაგებადაც მკითხველს შესაბამისი ლიტერატურული და ფილოსოფიური კონტექსტის კარგად გააზრება ესაჭიროება, ქართული ლიტერატურისათვისაც კარგად ნაცნობ თემატიკას სრულიად ახალი, განსხვავებული და თანამედროვეობის ადეკვატური მხატვრული ხერხებითა და რაც მთავარია, უჩვეულო და სასიამოვნოდ გასაკვირი მწერლური ნიჭიერებით გთავაზობთ.
ისეთი პიარი ქოანდა გამოცემისთანავე, რომ შემომეკითხა მიუხედავად იმისა რომ კრიტიკულად ვიყავი განწყობილი და ჰოი საოცრებავ წაკითხვის მერე უფრო კრიტიკულად განვეწყვე.
პირველ რიგში სრული დომხალია, რა უნდოდა ავტორს საერთოდ ვერ გავიგე. თანამედროვე რეალობის კრიტიკა სავსე ანტიკური ლიტერატურის ალუზიებით? კაი ერთი, როგორი ორიგინალური ყოფილა. პირველად გვესმის მსგავსი რამ. კრიტიკას რაც შეეხება მაგ მხრივ საკმაოდ ბევრი რამ დაიწერა თუნდაც 2017ში და მაგალითად მაიაკოვსკის თეატრს ვერც გროტასკით და ვერც ოსტატობით, ჩემი აზრით ბაყაყები ვერ შეედრება, ნაკლებად ადეკვატურიც მეჩვენება მაგ მხრივ.
ისევ კრიტიკას და საზოგადოების მხილებას თუ დავუბრუნდებით არაფერი ახალი არ ამომიკითხავს ეკლესიაში თურმე ფარისევლები ყოფილან და ტელევიზიაში ინტრიგნებიო. რას არ გაიგებ კაცი. კიდევ ერთი რამ რაც ამ წიგნში არ მომწონს არის ის, რომ თითქოს სპეციალურად ხმაურის გამოსასწვევად არის დაწერილი, (ჰომოსექსუალური ინცესტი აღწერა ტი შტო) თითქოს იმის იმედი აქვს ავტორს ციტატებს ამოიკითხავს ასავალ-დასავალის რედაქტორი ჯაჯანიძის შოუშიო. მაგრამ ალბათ მაგის იმედიც არ უნდა ქონდეს იმიტომ რომ, წიგნს ავტორის გინების ლეგიტიმურობის შესაქმნელად იყენებდნენ და თუ ავტორი არ ჩანს ცარიელი წიგნი, არცერთ ასავლელ-დასვლელს არ სჭირდება. წიგნს ხომ არ დასვამენ სტუდიაში და კითხავენ ეს რა თაობა მოდიხართო შენც მწერალი ხარ და კ.გამსარუდიაცო. და რომც გამოჩნდეს ასე მგონია მოძველდა ეს ყველაფერი და ვეღარ გაყიდის ეგეთ შოუს ბატონი გია.
დამრჩა განცდა, რომ ძალიან ბევრი რამე იყო მოქცეული ერთ პატარა წიგნში - ყველაფერი ეპატაჟური, რასაც "იმ ხალხის" აღშფოთება შეეძლო + ინტელექტის ჭარბი და ზოგჯერ დამღლელი დემონსტრირება + ცოტა მოსაბეზრებელი ყიყინ-ყაყანი თუ ცნობიერების ნაკადები ყველა მხრიდან. ამ ყველაფერმა კი, საბოლოო ჯამში, ცოტა აჯაფსანდალი შექმნა.
ანტიკური დრამაც გასაგებია, ძველი მითებიც, წერის დამჯდარი სტილიც და ალბათ, რაღაც პრინციპით დაწყობილი სტრუქტურაც, მაგრამ წიგნი ძირითადად მაინც მკითხველებისთვის არის და არა - ლიტერატურათმცოდნეებისთვის.
პ.ს: ეპატაჟი თუ იყო საჭირო, ალბათ, როზენკრანც-გილდენსტერნის წაბაძვით, "ილია და აკაკი არიან გეები"-ს დარქმევა ჯობდა. "ის ხალხი" სათაურს იქით მაინც იშვიათად კითხულობს ხოლმე.
არიან ადამიანები, რომლებიც არც მწვადს წვავენ და არც შამფურს. ამ ავვტორმა კი მწვადიც დაწვა და შამფურიც. ერთის მხრივ ვითომ გაბოროტებულ მღვდლებს დასცინის, მეორეს მხრივ კი გეი თემა. ისე გამოყავს, რომ ისინი მართლაც პროვოკაციულები არიან, ჰყავთ ვიღაც რუხი კარდინალი და ა.შ. მოკლედ, მგონი არ მომჩვენებია, რომ წიგნი ჰომოფობიურია...
გოლდინგსაც უწუნებდნენ მოჭარბებულ და ხშირად იოლად ამოსაცნობ ალუზიებს. მე გავერთე მიუხედავად იმისა, რომ სატირ(უ)ალი რომ არა, სასაცილო იქნებოდა ჩვენი დღევანდელი საწუმპეთი. ჰაიპებზე მონადირე ცხვირაბზუებული ნიკა გვარამია - სა(ნ)ჯაიასი (ოკუპანტების ენა ფუუ, ხიხია... ) თავისი დიოსკურებით ისევეა თავისუფალი, როგორც ნიკოდიმოს "რჯულით ფარისეველი" ან რელიგიის სხვა წარმომადგენლები. ყველანი, მართლაც, ქართლოსიანელები არიან. ყიყი
თავიდან 3 დავუწერე, მაგრამ მერე ვნახე, რომ „სამანიშვილის დედინაცვლისთვისაც“ 3 მქონდა დაწერილი და ჩამოვაკელი.
პირველ რიგში, ქართულ ლიტერატურას რეფლექსური ხასიათი აკლია, რაც ამ წიგნში გარკვეულწილად ნამდვილად არის და იმ თემებზე საუბრობს, რომლებიც, შეიძლება, აშკარაა და ისედაც ყველამ იცის, მაგრამ კულტურულ სივრცეში მსგავსი დემონსტირირება არ მომხდარა. ავტორი თითქოს ყველანაირად ცდილობს, დადებითი პერსონაჟის სახეს გაექცეს და ყველასთვის უარყოფითი თვისებების მიკერების ხარჯზე შექმნას, ვითომ და, ავთენტური ქართული თანამედროვე რეალობა. წიგნში არის მონაკვეთები, სადაც ეს მცდელობა წარმატებულად სრულდება. უფრო დასაწყისში. დასასრულისკენ კი ავტორი უკვე ზედმეტი ალუზიებით თამაშობს და სიუჟეტს ხელოვნურად იმდენად ხლართავს, ნებისმიერი კონკრეტული დასკვნის გამოტანა შეუძლებელი ხდება, გარდა იმისა, რომ საშინელ სივრცეში ვცხოვრობთ, რომელიც ინდივიდუალისტური იდეებით გამსჭვალული ადამიანების იდეოლოგიით იმართება. ეს კი, იდეაში, ტექსტს მხატვრულ კონტექსტს უკარგავს და ისედაც ყველამ ვიცით. ახალი კი ამაში მხოლოდ ისაა, რომ ავტორი არა რომელიმე მხარეს, არამედ ორივე მხარეს ერთდროულად აკნინებს.
რაც შეეხება თვითონ ტექსტს, ალბათ, ჩანაფიქრის დონეზე, კარგადაცაა აგებული და წერის სტილიც კარგია, თუმცა მონაკვეთებში ზედმეტი ალუზიები, ქვეტექსტები, დაფარული სათქმელები; ხშირად ზედმეტად უადგილო, გამომწვევი და ხელოვნურად სკანდალური სცენები საერთო სურათის აღქმას საგრძნობლად აძნელებს, რაც, ფაქტობრივად, კრახის ტოლფასია.
საბოლოო ჯამში, ყველაზე საინტერესო ისაა, ვინ დგას ამ წიგნის უკან. ვინ გაბედა და ილაპარაკა საქართველოში არსებული ძირითადი პრობლემური კასტების უარყოფით ასპექტებზე ერთდროულად. რაღაც ვარიანტები მაქვს, რომლებიც შეიძლება, საერთოდ არ გამართლდეს, თუმცა ავტორის გამჟღანვებით გამოწვეულ შოუს ნამდვილად დაველოდები.
"ბაყაყების" არსებობა ძალიან მიხარია. იცით რატომ? იმიტომ, რომ უბრალოდ დიდი ოდენობით დრამა და ხალისი მოიტანა თან. მახსოვს რამხელა ჰაიპი ი��ო როცა გამოიცა, ყველა ეძებდა თუ ვინ იყო შოუ ბაბუხადია, ძალიან ბევრი თეორია მოვისმინე და მეც ვერთობოდი ამით. მოკლედ, ერთპიროვნულად გაახალისა ქართული ლიტერატურული სამყარო. წაკითხვა მხოლოდ ახლაღა მოვახერხე და მინდა ვთქვა, რომ ბევრად ცუდი მოლოდინი მქონდა ( მკითხველთა შეფასებების გამო) მაგრამ მასეთი ცუდიც არ გამოდგა. აქტუალურ–გადაღეჭილი თემებიაო, კი ბატონო მაგრამ 99.9% წიგნებისა მასეთია და მე სულაც არ ვთვლი, რომ თუ მრავალჯერაა ნათქვამი რამე, იმ თემაზე აღარ უნდა დაიწეროს. ბევრი ძალით "იი რაიმე სკანდალური ვთქვა" და არასაჭირო პასაჟიც, რომ იყო ეგეც გასაგებია, ბათ სთილ – ით ვოზ ფან. პ.ს ისე არისტოფანესთან სირცხვილია, ჯერ რომ ეს წავიკითხე და პირველად, ცოდვით სავსე სამყაროში დრამატურგის მაძებრად – ბერი ნიკოდიმოსი წარმომიდგა და არა ღვინის სუნით დამძიმებული დიონისე, მაგრამ არაუშავს, როგორმე გამოვისყიდით ამ ცოდვასაც.
საინტერესო იდეაა, მაგრამ თავად წიგნი საშინელი წასაკითხია (unreadable mess, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ).
ისეთი შეგრძნებაა, რომ ავტორს ძალიან უნდოდა ფსევდოინტელექტუალიზმის გაკიცხვა (ყველა სხვა მიზანთან ერთად) და ყველაზე დიდი ფსევდოინტელექტუალი თავად აღმოჩნდა.
ასეთი მოკლე რომ არ ყოფილიყო (და უფასოდ რომ არ ჩამეგდო ხელში, მადლობა lit.ge-ს) ალბათ არც დავამთავრებდი კითხვას, მაგრამ მცირე ზომის (და უფასოდ ხელში მოგდების) გამო სინდისმა დამქენჯნა :დ
თავიდან წიგნის საინტერესო მომეჩვენა,შუა ნაწილში კი დამღალა და ნერვები მომიშალა რამდენიმე თავმა,მაგრამ ბოლო თავი რომ წავიკითხე,მივხვდი,რომ თავდაპირველი განცდა სწორი იყო.
იათაშვილმა დაპოსტა ქარუმიძის ვოლზე ზაზა ბურჭულაძისააო და გაარტყა ასიანში. ეგ მე კი ვიცოდი, მარა რახან ითქვა ფაქტებსაც დავდებ. მაგის მეტი ამას ვინ იკისრებდა. ბურჭულაძისეული ტვინის ღუნვაა რა.