ამქვეყნად ყველაზე დიდი და ლამაზი ყვავილია რაფლეზია, მაგრამ მისი სილამაზით დატკბობა შორიდან ჯობს, რადგან შხამიანია. რაფლეზია პარაზიტია, სხვა მცენარეების ხარჯზე ხარობს და გვამის სუნი ასდის. 20 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ სიყვარული გაქრა. ოდესღაც სასურველი ქალის თითოეული ჟესტიც კი აღიზიანებს, აუტანელ რუტინად ექცა. სწორედ ამ დროს სულზე მოუსწრო მივლინებამ მაროკოში, სადაც თურმე სიყვარული ელოდა. რა შეიძლება მოიტანოს რწმენამ, რომელიც სიყვარულსა და კაცთმოყვარეობას უნდა ქადაგებდეს, და რა შუაშია რაფლეზია.
“რაფლეზიამ” უფრო ნათლად წარმოაჩინა გაციებული ცოლ-ქმრის ურთიერთობა, შემდეგ კვლავ დამეგობრება, მაგრამ არა სიყვარულის მხრივ. წარმოაჩინა წრფელი სიყვარული, რომელიც შეიძლება გეგონოს რომ აქვეა, მაგრამ სინამდვილეში მსოფლიოს მეორე მხარეს გელოდება და გიხმობს. ეს წიგნი გვიყვება ქალთა დამცირებაზე, გაუპატიურებაზე, მათ ლიმიტირებულ უფლებებზე და გადარჩენის იმ მწარე გზებზე, რომელმაც შეიძლება ფატალური შედეგიც გამოიღოს. “რაფლეზიამ” მიმახვედრა, თუ რამდენად მოკლე დრო გვაქვს დარჩენილი და როგორ მაქსიმალურად გამოვიყენოთ თითოეული დღე, არ შევწიროთ სიცოცხლე ყოველნაირად ჩემოქცეულ ურთიერთობას, რომელსაც აღდგენა არ უწერია. იმაზეც გაფიქრებს, რომ არცერთი დღეა ერთნაირი და ერთი საათიც კია საკმარისი, რომ 360 გრადუსით შემოგიბრუნდეს ფორტუნა. ყველაფერი გარდამავალია, მითუმეტეს ადამიანის ყოფა. ელოდე ადამიანს, მაგრამ მხოლოდ გხვდებოდეს მისი გვამი დაბრუნებულს, ხვდები რამდენად უძლური ხარ ამ ცხოვრების მიმართ, რამდენად დამპალია სიკვდილი და სიყვარული, როგორ არ შეგიძლია რაიმე მოიმოქმედო და ფიქობ, ნეტავ სხვანაირად გაგეკეთებია რაიმე, და იქნება ცოტა კიდევ გაგეხანგრძლივებინა იმ ადამიანის სიცოცხლე, რომელიც ახლა სულ ერთია, დაიწვება, დაიმარხება თუ წყალში გადახტება. ის მკვდარია.
This entire review has been hidden because of spoilers.
ბევრჯერ შეგიძლია ამ წიგნს დაუბრუნდე და რაც მეტს იფიქრებ, მეტ დეტალს აღმოაჩენ. პირველად სიუჟეტი მარტივად გეჩვენება და ბევრ რამეს შესაძლოა, ყურადღება არც მიაქციო. ბრავო, მე ძალიან მომეწონა.
✅ უნდა დავუფასოთ ავტორს ე.წ. research. ადამიანისგან, რომელიც მაროკოში ნამყოფი არ არის, ძალიან კარგი აღწერაა.
კიბატონო, აქტუალური საკითხებია; კიბატონო, წყალივით იკითხება; კიბატონო, ლამაზი აღწერებიცაა, ადგილებით დაწყებული, ტანსაცმლით დამთავრებული. ალბათ სხვა კიბატონოებიც.
მე არ მიყვარს ასეთი თემები წიგნებში. რაღაც ისე აეწყო, მოსალოდნელის საპირისპირო ემოციები მრჩება ხოლმე. მოვლენებიც რაღანაირად სწრაფადგანვითარებულია, ერთიანად ლაგდება და იხსნება ყველაფერი. კარაქივით. ცხოვრებაში ასეც ხდება ალბათ, ესეც კიბატონო) უბრალოდ, ჩემთვის რჲავიცი, აბა?
ჩანაფიქრი მეტად კარგია და კიდევ უფრო ეფექტური იქნებოდა წინა ათწლეულის დასაწყისის ერთი ცნობილი ფილმის დასასრული რომ არ მოეგონებინა ჩემთვის (რაც, ცხადია, წიგნის ნაკლი ნაკლებადაა).
თავად ამბავიც მარტივად და საინტერესოდ იკითხება. მით უფრო, თუ მანამდე სხვა რივიუები გაქვს წაკითხული და იცი, რომ ბოლოში სტანდარტულ დასასრულს არ უნდა ელოდე. თუმცა კი ორი "უკეთესობის სურვილი" მაინც გიჩნდება: 1. დასაწყისში შექმნილი იდუმალება, ჩილიმის კვამლივით რომ ერტყმის გარს პერსონაჟებს, მალევე იფანტება და ეს ისტორიას ზედმეტად ყოფითად აქცევს და 2. წარსულიდან გამოხმობილ მოგონებებსაც ხელოვნურად გამძაფრების ელფერი დაჰკრავს. ეგაა და ეგ.
ავტორმა რაფლეზიას ყვავილს შეადარა ადამიანების ცხოვრება, რომელიც გარედან ერთი შეხედვით ლამაზი ჩანს, მაგრამ შიგნიდან დამპალია, ყოველდღიური პრობლემებითა და დარდითაა სავსე. სასიამოვნო და ადვილად წასაკითხი წიგნია, რომელშიც მართალია მძიმე ამბავიც არის მოთხრობილი, რაც ანალიზას გადახდა ბავშვობაში, ძმების მხრიდან გაუპატიურება, სახლიდან გამოქცევა და ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყება, თუმცა ამავდროულად ის წლების შემდეგ, მარაქეშში პოულობს თავის ნამდვილ სიყვარულს, ცხოვრების გაგრძელების მოტივაციას, ანტუანს. ანტუანსაც, თავის მხრივ, გაგიჟებით შეუყვარდება ანალიზა, ქალი, რომელიც სულის მშველელად მოევლინა ყველაზე მძიმე დროს და აუყვავილა და აუგიზგიზა გულში მიმქრალი ცეცხლი. თუმცა, მათი სიყვარული ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა, რითიც ძალიან გამაკვირვა ავტორმა.
This entire review has been hidden because of spoilers.
ძალიან ადვილად და სასიამოვნოდ იკითხება, ფინალიც მომეწონა.
"ადამიანიც ასეა, შორიდან, სხვისი თვალით, ძალიან ლამაზად ჩანს მისი ცხოვრება. გგონია, რომ ბედნიერია, წარმატებულია, ცხოვრებით დამტკბარია, რეალურად კი, საკმარისია მიუახლოვდე, გაიცნო და მერე დაინახავ, რომ ეს ბრწყინვალე ცხოვრება მოჩვენებითია. რეალურად კი ლპება, კვდება საკუთარ დარდში, პირად პრობლემებში, წარსულის ტკივილებსა და შეცდომებში."
ვერ მოვწყდი, ძალიან ადვილად იკითხება და თან ინტერესი ყოველი გვერდით უფრო ღვივდება. ძალიან ემოციური და ამავდროულად მსუბუქი წასაკითხი წიგნია. რაც ძალიან მომეწონა რომ ეს ისტორია ასეივე აღქმით და ემოციით წაიკითხება სხვა ენებზე!
დასასრული ნამდვილად მოულოდნელი იყო. თავად წიგნი ძალიან მარტივის, ადვილა და სწრაფად იკითხება. ერთ საღამოს წასაკითხი ისტორიაა. ბოლომდე ვერ ჩამოვყალიბდი, ფინალი მომეწონა თუ არა.
მარტივად წასაკითხი, ჩამთრევი ისტორიაა. ვერ ვიტყვი რომ სიუჟეტი განსხვავებულია ან პერსონაჟები არიან უნიკალურები. ვილნევის ფილმი incendies გამახსენა ნაწილობრივ. ჰო, დასასრული ნამდვილად მოულოდნელი იყო.