Jump to ratings and reviews
Rate this book

საღეჭი განთიადები: Sugar Free

Rate this book
ზურა ჯიშკარიანი პირველად მუსიკალურ პროექტში „Kung Fu Junkie“ გამოჩნდა. წარმატებული აღმოჩნდა მისივე შექმნილი პირველი ქართულენოვანი ჩეთბოტი „კიბერ გალაკტიონი“. დღეს ზურა რამდენიმე გამოცემისთვის წერს, არის ჩეთბოტების დიზაინერი და ჰიპ-ჰოპ დუეტ kayakata-ს წევრი. „საღეჭი განთიადები Sugar Free“, ზურა ჯიშკარიანის სადებიუტო რომანია, რომელიც კიბერპანკის ჟანრს განეკუთვნება და არეული ალგორითმების გამო, ციფრულ სამყაროში შემდგარი მეორედ მოსვლის შესახებ მოგვითხრობს. სანამ სასულიერო პირები რეალობას ჰაკავენ, რომ იქნებ რამენაირად შეაჩერონ პროცესი, „მოგზაურთა“ ჯგუფი მობილიზებას იწყებს, რათა სიმულაციაში გამომწყვდეული მესია დაიხსნას“. „რეალობა უკვე კარგა ხანია დაინგრა, მისი ხვრელებიდან ყოველდღიურად ჟონავს ქაოსი... მეშიახი კი აუცილებლად უნდა მოკვდეს. ეს ჩემი სტილია. მხოლოდ ასეთ სიკვდილს აქვს ძალა - შივას რევოლუციები. თან, ავატარები შეიძლება მოკვდნენ, მაგრამ გეიმერები არ კვდებიან."

192 pages, Paperback

First published January 1, 2018

36 people are currently reading
547 people want to read

About the author

Zura Jishkariani

4 books84 followers

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
233 (43%)
4 stars
169 (31%)
3 stars
86 (15%)
2 stars
35 (6%)
1 star
17 (3%)
Displaying 1 - 30 of 93 reviews
Profile Image for Shako Bregadze.
5 reviews12 followers
January 16, 2018
Kayakata-სა და Kung fu Junkie-ის სიმღერები ლიტერატურაში. ზურას ბლოგებითა და ლირიკებით თუ ვიმსჯელებდით, მისი ტექსტის ენობრივი სტრუქტურა და ლექსიკური ჰარმონია მოუხეშავი, დაუბალანსებელი და რთულად აღქმადი უნდა ყოფილიყო. ხოლო ის თემები, რომლებსაც რომანში შევხვდებოდით (ქალაქის გარეუბნული ურბანიკა, ტექნოლოგიების ზეობა, ნარკოტიკები) - მოსალოდნელი, ავტორის საქმიანობებიდან გამომდინარე.

სახეზე კი მხატვრულად ულამაზესი ტექსტი შეგვრჩა, სადაც მწერალი ახერხებს მსუბუქი ნოტებით, ნაცნობი თუ უცნობი ეპითეტებით, ალუზიებითა და მეტაფორებით შექმნას ნაწარმოების მთლიანი სტრუქტურა, რომელშიც ბარბარიზმებითა და სლენგით დატვირთული წინადადებები გაღიზიანების გამოწვევის მაგივრად, მკითხველს რომანის ატმოსფეროს ბუნებრივ მთლიანობას უქმნის.

დილა მარტივი და უბრალოდ ფრაზებით, როგორიცაა „მე ვიცანი ეს ჰორიზონტი - ჰორიზონტი ანანო იყო“, მკითხველის ემოციებზე ნატიფად თამაშობს და სიუჟეტური ხაზის დაძაბულ განვითარებასთან ერთად, ასეთი ფრაგმენტული თხრობით მსუბუქი სევდის, რომანტიკის, ღელვის, შიშისა და ბედნიერების განცდებს ტოვებს.

რაც შეეხება სიუჟეტს, რომელიც რომანს აშკარად ორ ნაწილად ყოფს: პირველ ნაწილში ჩანს თბილისი, რომელშიც ვცხოვრობთ. სოციალურ, პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ საკითხებზე ავტორი თავის აზრს ისე ოსტატურად გამოხატავს, და ტექსტში არა ამოჩრილად და უადგილოდ, არამედ სრულიად ბუნებრივად სვამს, გაღიზიანების მაგივრად, კეთილგანწყობა გიჩნდება მისი პოზიციებისადმი. მეორე ნაწილში კი, რომელიც უკვე სამეცნიერო ფანტასტიკის ზეიმსა და ავტორის მიერ ერთგვარ თამაშს წარმოადგენს მკითხველთან, ცოტათი ეჭვი მეპარებოდა, რომ სიუჟეტსა და ამ არარეალურობას საბოლოოდ მთლიანად დავიჯერებდი და წიგნი არაბანალურად დასრულდებოდა. თუმცა, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს
„მხოლოდ ასეთ სიკვდილს აქვს ძალა - შვას რევოლუციები“, როგორც ზურამ შვა განთიადები.

ძალიან ლამაზი და დახვეწილი რომანია, ყველა იმ აზრით, იდეითა და ტექნიკური საშუალებით, რომელსაც ავტორი იყენებს.
13 reviews3 followers
July 10, 2020
ახლა,ღამის სამ საათზე ჩავიძინებ და ზუსტად ვიცი როგორი სიზმრებიც დამესიზმრება.
Profile Image for Temuka Zoidze.
201 reviews63 followers
March 14, 2020
იმდენად, რამდენადაც ვერ შევიყვარე Kayakata, წინასწარ მქონდა მოლოდინი, რომ ვერც ამ წიგნს შევიყვარებდი, თუმცა კაცი ბჭობდა და უცხო ალგორითმი იცინოდაო: რამდენიმე გვერდის წაკითხვა კი დასჭირდა თვალს ენასთან მისაჩვევად, მაგრამ მერე ლამის მთელი წიგნი ერთიანად შევისრუტე, როგორც ჭამის შემდეგ მოწეული პირველი ღერი სიგარეტი.

მიუხედავად იმისა, რომ ზურა ჯიშკარიანის მიერ აღწერილ და ნაგულისხმევ სამყაროსთან უმცირესი შეხება თუ მქონია მხოლოდ და არც მაინცდამაინც დიდი ინტერესითა თუ სიმპათიით ვარ გამსჭვალული ამ ყველაფრის მიმართ, მაინც მივხვდი, რა შეიძლება იყოს ნამდვილი თრიფი.

რაღაცით აკა მორჩილაძეც მომაგონა: აქამდე მეგონა, რომ მხოლოდ მას შეეძლო თბილისის/საქართველოს მიმართ სევდა, გაბრაზება, უიმედობა და სიყვარული ერთდროულად გამოეხატა, მაგრამ ის, რასაც ავტორი ამ რომანის ბოლოსკენ ატრიალებს, წარმოუდგენელი ფანტაზიისა და განსაკუთრებული გრძნობების ნამდვილი ფეიერვერკია, რომელიც მხოლოდ ხრუშჩოვკებით გადავსებულ გეტოებში იშვებოდა.
Profile Image for Davit.
39 reviews22 followers
January 16, 2018
ბოლო ნაწილი არის სრული აღვირის ახსნა და სიგიჟე. ამ ბოლო ნაწილად ღირს მთელი წიგნი, რომელშიც სტრუქტურა, ფორმა, სიუჟეტი და სხვა მსგავსი ფორმალობების დედაცმოვტყან, ისეთი ხდება. აქ ზაზა ბურჭულაძის დიდებული ხანის ხმაც ისმის ("სულთათანა", "სიმფსონები", "შენ" და სხვ.), როცა ეს უკანასკნელი გალაკტიონს და შავ ხვრელებს ტყნავდა და კიდევ ერთი, ან რამდენიმე ნაბიჯით განსვლაა მისგან, გზის გაგრძელება ან ესტაფეტის ჩამორთმევა და მოუსვლელში გაქცევა.

გასაოცარია ბოლო ნაწილი. გასაშტერებელი. თუ მანამდე იბორძიკებთ, ბოლო ნაწილის ხათრით, როგორმე აიტანეთ და დაელოდეთ სცენებს, სადაც ტიფლისის წითელ უბანში გიდი არაბებს დაატარებს. ამენ.

მე მაინც მგონია, რომ ეს კაცი პოეტია და ეს წიგნი საერთოდ არ არის რომანი. რომანი არა ჩემიყლე. გადასარევი პოემაა.

(თუ ამას კითხულობ: ერთადერთხელ ნახსენებ კატას ვერ გაპატიებ მხოლოდ :D კარს რო ეცაცუნება) გარედან.
Profile Image for Lazare.
53 reviews2 followers
February 28, 2018
ॐ Rejoice everything ours - shine out ॐ
Profile Image for Nika Vardiashvili.
252 reviews25 followers
January 10, 2018
"ეძღვნება უილიამ ბეროუზის ნათელ ხსოვნას"
წიგნის მეორე ნახევარში წააწყდებით ამ წინადადებას, რაც ჩემი აზრით ცალსახად განსაზღვრას ამ წიგნის პირველ 100 გვერდს(ნუ ელექტრონულში ასე იყო). დარწმუნებული ვარ უილიამ ბეროუზს 21-ე საუკუნის საქართველოში რომ ეცხოვრა აუცილებლად იქნებოდა ზურა ჯიშკარიანის მეგობარი. პირველ 100 გვერდში National Geographic-ის ყველა თრიფში მივყვებოდი ჩუჟოის, შემდეგ კითხვა გამიჩნდა კიბერპანკი სადღაა მეთქი, ამ დროს კი კეთილი სამარიტელი გამოჩნდა ჩემთვისაც და კვარტეტისთვისაც(ჩუჟოი, კინგ-კონგი, მისტერ რექსი და ანანო).
სანამ წიგნის მეორე ნაწილზე გადავალ, რადგან ბეროუზი ვახსენე, წიგნისთვის კერუაკის ფუნქცია ზაზა კარამაზოვამ გასწია, ანუ სახელი მან შეურჩია.
რაც შეეხება მეორე ნაწილს, ეს უფრო დიდი თრიფია ვიდრე ნებისმიერი ლიტერატურული ნარკოტიკის აქამდე არსებული ვერსიებისა. ნარატივის კითხვისას ხვდებით რომ "ჩვენი რეალობა რომელიღაც სხვა ორიგინალი რეალობის პირატული ვერსიაა, საცდელი ვერსია, შექმნილი ჯერ კიდევ დაუდგენელი მიზნებით, სავსე ბაგებით, ცუდად დაწერილი კოდივით". მეორე ნაწილში აშკარად ბეროუზი სინთეზირდება ფილიპ დიკის "გიჟურ" იდეებთან და შედეგად ვიღებთ პირველ ქართულ კიბერპანკს.
ბოლოს იმასღა ვიტყვი, რომ თანამედროვე ქართულ წიგნებს ვაფასებ რამდენიმე ფაქტორიდან გამომდინარე, საქართველოში რომ არის დაწერილი, დებიუტია თუ არა, ჟანრში პირველი გარღვევაა თუ არა და ა.შ. მაგრამ ამ წიგნზე შემიძლია ვთქვა რომ ნებისმიერი ქვეყნისთვის თუ რეალობისთვის 5/5 წიგნია.
პ.ს. რაღაც მომენტში კაი თრიფები ისიც იყო თუ ზურას სიმღერებს უსმენდი და თან ამაყობდი რომ ეს წიგნი საქართველოში დაიწერა და მისი მკითხველი ხარ.
Profile Image for Kristina Surguladze.
82 reviews26 followers
May 30, 2020
ეს წიგნი პაზლს ჰგავს.
იწყება უცნაური სცენით, რომელსაც მოჰყვება ჩვეულებრივი (ან არაჩვეულებრივი) რამოდენიმე ადამიანის ჩვეულებრივი (ან არაჩვეულებრივი) თბილისური ცხოვრება. შემდეგ კი სადღაც შუაში, უცნაური დასაწყისი კვლავ იელვებს და მორჩა, თავად უნდა გადაწყვიტო ფინიშის ხაზთან მისულმა, თუ რა ხდებოდა მთელი ამ დროის მანძილზე, როცა კითხულობდი.
ან უკან უნდა მობრუნდე და გული უნდა მოგეწუროს იმის წარმოდგენაზე, თუ რა დარჩება შენგან ან შენი ქალაქისაგან ორასი წლის შემდეგ. (ავტვირთოთ ცნობიერი? :) )
პალტოში ჩაცმულმა ანგელოზებმა და დემიურგმა, რომელმაც, შესაძლოა, აკრძალულს გადააბიჯა და სამყარო შექმნა, ანატოლი ფრანსის "ანგელოზთა აჯანყების" გემო დამიტოვა. სწორად გამიგეთ, ეს არ იყო ცუდი, პირიქით, გაასწორა:)
რჩევები: წიგნში თუ დაიკარგებით, საკუთარი მოსაწევის ბოლს გაყევით, რომელიც აუცილებლად მიგიყვანთ "ქრისტეს ვნებანთან" , "დაკარგულ სამოთხესთან" , "შაითანის ცეკვასთან" ან "საიდუმლო სერობასთან." თუმცა დაიმახსოვრეთ, არასოდეს ენდოთ ჰოლოგრამას სიზმრების უბანში!
მაგრამ, დაე, იბოდიალონ რამდენიც უნდათ, ვიბოდიალოთ,რამდენიც გვინდა, აპოკალიფსი არ იქნება, რადგან ღმერთი მოკვდა.
და ვინ იცის, იქნებ მან მართლა თავად გადაწყვიტა ასე.. (?!)
რადგან ის ყველა ჩვენგანშია. :)
მანამდე კი, კიდევ ერთხელ გადაიმეორეთ, ამ სამყაროს არ უნდა გადარჩენა, ამ თამაშში ყველაფერი გაფუჭებულია.
რეალობა კი იყოს იმ რეალობის წილ, რომელიც დიდი ხანია დაინგრა და მისი ხვრელებიდან ყოველდღიურად ჟონავს ქაოსი.

მოკლედ, ჯიშკარიანი რომ გიჟი იყო, მაგას კი ვხვდებოდი, მაგრამ ამ დონზე თუ ქაჩავდა მისი გონების ჯურღმულები, მაგდენს აღარ მოველოდი.
წარმატებები მას
Profile Image for Mikheil.
Author 11 books117 followers
June 8, 2018
დიდი ხანია მინდა დავწერო ამ წიგნზე, მაგრამ ალბათ იმდენს მაინც ვერაფერს დავწერ, რამდენსაც ვგრძნობ, რამხელა კავშირსაც ვიჭრ ჩმს თვსა და ამ წიგნს შორის. თანაც, მართლა დამატებითი პასუხისმგებლობაა ის, რომ ერთ-ერთი პირველი მკითხველი ვიყავი, ჯერ კიდევ ვორდის ფაილში, რედაქტირებამდე. ვხედავდი დახვეწის, გარდაქმნის პროცესებს და მერე ვნახე ის საბოლოო შედეგი რაც მივიღეთ. შესაშური ამბავია!
ჰოდა, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს წიგნი არის მთავარი ნოვაცია, რომელიც ბოლო წლების ქართულ ლიტერატურაში გვაქვს!
სამ ძირითად მიზეზს გამოვყოფ:

1 - ენა:
სამწერლო ენა მთავარი სიახლეა ამ წიგნში. ეს არის სრულიად წარმოუდგენელი პოეტური თხრობა ქართულ ლიტერატურაში. თან უახლესი და თანაც ძველ ქართულ პოეზიასთან დაკავშირებული. რამდენადაც ტრადიციულია შეგრძნებები, იმდენად ახალია ამ შეგრძნებების გარეთ გამოტანა. აქ „ცისა ფერს, ლურჯსა ფერს“-ს ნეონის განათებები ცვლის და „სევდიანი ფიქრთ გასართველად“ პერსონაჟები მტკვრის ნაცვლად ჯადოსნურ მჟავებს და კრისტალებს მიაშურებენ. რომანში ხშირად შეგხვდებათ მოკლედ, ლაკონ(ი)ური ლექსები, რომელიც შესაძლოა არც იფიქროთ, რომ ლექსია. მაგრამ ზურა ჯიშკარიანის თხრობის მთვარი სიტკბო სწორედ ესაა - ყველგან პოეზიაა.

2-ამბავი:
ერთი შეხედვით კომიკური. მეორედ მოსვლაა, სამყაროში ალგორითმები ირევა და ამ შეცდომის გამო მესია ციფრულ სივრცეში მოდის. იქ კიდევ ვინმე უნდა წავიდეს სამოგზაუროდ, იხსნას მეშიახი. ჰოდა, ვის აქვს ამხელა მოგზაურობის ტრაკი თუ არა მათ, ვინც ყოველდღე თრიფავს?! და ეს ცალსახად მარგინალიზებული ადამიანები უცბათ სამყაროს ხსნისთვის არიან მზად. "საღეჭი განთიადები უშაქროდ"როგორც კიბერპანკს, ჯანქი ლიტერატურას და ცოტა საიფაისაც მოიცავს, ასევე ჩაყვინთავს ძველ ბერძნულ მითოლოგიაში და შუა საუკუნეების ქრისტიანულ ტექსტებში. ჰოდა, ასეთი აჯაფსანდალით იკვრება ეს ამბავიც, რომლის დასასრულშიც აუცილებლად გაგახსენდებათ გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, თავხედი წიგნი, ჩაკ პალანიკის „მებრძოლთა კლუბი“, მაგრამ არ აირიოთ, სულ სხვა სისხლი დუღს ამ რომანში. და საერთოდაც რომანის დასასრული, ბოლო გვერდები არის სრულიად თავანკარა თხრობა და სიგიჟე; დაკრავს ფეხს ავტორი და თავით გადმოეშვება კაცხის სვეტიდან. ისეთი დინამიკაა, ისეთი წნევა, ისეთი სიჩქარე იაპონურ ბულეთ-თრეინს დაუდგება გვერდით :დ

3-ხედვის წერტილი:
ეს მწერლის ხედვაა, მაგრამ მწერალი აქ ერთი არ არის. ზურა ჯიშკარიანი რამდენიმე ინკარნაციაა, ზურა დილას, ზურა შუაღამით, ზურა ფხიზელზე, ზურა თრიფში, ზურა გეტოში, ზურა დედაქალაქის ცენტრალური კორპუსის სახურავზე, ზურა შენს წინ და ზურას სიფათი ეკრანზე, ზურას ხმა დინამიკებში. კიდევ რამდენი ინკარნაციაა ვინ მოსთვლის?!

Must-read!
Profile Image for Tato Changelia.
31 reviews5 followers
January 20, 2018
ზოგადად ხო არსებობს წიგნები, რომელიც თავიდან ბოლომდე ატხადნიაკია, ისეთე წიგნებიც არსებობს, რომელიც ცოტა რაოდენობით პრიხოდია და დიდი რაოდენობით ატხადნიაკი, როგორც ცხოვრება, და არსებობს გამორჩეული, ვარსკვლავი ცაზე - წიგნები, რომელიც მთელი კითხვის განმალობაში ერთი დიდი პრიხოდია, ზოგჯერ ჰაშიშის, ზოგჯერ ანფეტამინის, ზოგჯერ MDMA-ის და ა.შ და ა.შ. სწორედ ასეთი წიგნია ზურა ჯიშკარიანის “საღეჭი განთიადები - უშაქროდ”, სადაც ავტორი ქმნის ცალკე რეალობას, სადაც ატხადნიაკი არ არსებობს მკითველისთვის და სადაც ყველგან, ტექსტის შრეებში თუ მიდამოებში პრიხოდები ყრია, უბრალოდ უნდა ირბინოს თვალებმა, როგორც მარიომ და მოაგროვოს, და ისიამოვნოს <3
Profile Image for Goga Saparashvili.
24 reviews10 followers
February 18, 2018
დედისტყვნა <3 მამისშიმშილი <3
ციფრული პიზდეცი. ყველაფერი ერთად
Profile Image for Mindia Arabuli.
Author 2 books73 followers
August 12, 2018
სამი მეცოტავება ოთხი მებევრება ;დ
'შენი თავგადასავალი' აკა მორჩილაძისა არის ამ წიგნის ბიძაშვილი ქართულ ლიტერატურაში. არაქართულში generation p და კიდერაღაც, წეღან გავიფიქრე და დამავიწყდა.
ჰოდა ასეთ წიგნებს სტილიზაციის overload-ში გადაშვების საფრთხე აქვთ ხოლმე, რაც ასე ასი გვერდის მერე სტილისადმი გაგულგრილებს, რაგინდ პოეტური იყოს და მაგას წამოეგო ცოტა. კინოში უკეთ განხორციელდებოდა თითქოს, მარა ეგ არაფერი.
ჰოდა სხვადანარჩენი რაცაა, კარგია :დ
და ალაგ-ალაგ ძაანაცკი
Profile Image for Megi.
226 reviews1 follower
June 18, 2025
this will never not be the most iconic and creative contemporary georgian novel, and it's so sad my english-speaking friends cannot read it (yet, hopefully).
Profile Image for Merab Xarshiladze.
21 reviews2 followers
January 19, 2023
თავიდან საინტერესო და მიმზიდველი იყო ამ კაცის ქვეცნობიერ ფანტაზიებში ჩასვლა, მარა ბოლოსკენ ძაან დავიღალე ამდენი მარაზმით.თითქოს ფორსირებულად განსხვავებული და საინტერსო იყო.
Profile Image for Sharle.
28 reviews4 followers
February 17, 2018
გამარჯობა, პატარა სალიო :))) ჰო, ეს წიგნი არის ძალიან, ძალიან კარგი... პირველი ორი გვერდი საერთოდ ვერ წაიღო და უცებ რომ ფიქრობ ამან მთელი წიგნი ტვინი უნდა მიდღნასო, მაგრამ ნწუ, მერე მოჰოდა და რა მოჰოდააა... მერე გაჰსენდება მიუნჰენში ზომბიკოს ,,რეჩები" და ჰვდები რომ წიგნის შუაში, რომელიც ყველაზე დიდი აფეთქებააა, უკვე მოსმენილი და უდესლესად შეკრული ამბავია... მერე მატარებელში ისევ წაუჰლევა და ტყიდან გამოსვლის მერე რაც ჰდება, ბრრრრრრრრრრ... ამბავი, ექშენი, ციფრული მეშიაჰი, კაცჰის სვეტი...აი ყველაფერი ვაბშე ყველაფერი გისწორდება... ტიფლისი ბლინნნ... წითელი უბანი.... შიგადაშიგ თჰრობით კიარყვება, მუსიკას აყოლებს წერის რითმას და უცებ რომ ვატყობ, თავის კანტურით ავყევი ტექსტს...
მოკლედ ჩემი უნიჭო კარგიც, რომ წერა არ ვიცი და ზურას ბევრი :21: :21: რომ წერა იცის და დაწერა :)))

პ.ს. დიკი ჩვენი არსობისა :პ
Profile Image for ლუკა ჭყოიძე.
118 reviews5 followers
December 20, 2020
თუ კითხვა ჭეშმარიტია, ის აუცილებლად ბოლო წერტილით მთავრდება. თუ არა და ღამის ოთხი საათისთვის მკითხველები ტოვებენ ზურას სიმულაციურ-კიბერნეტიკულ-ფსიქოდელიურ ლიტერატურას მწარე პროზაული ატხადნიაკით და მელანქოლიით იმის გამო, რომ რევოლუცია ისევ არ შედგა. ამჯერად - შედგა.
Profile Image for Celine Delacour.
5 reviews4 followers
February 11, 2018
ყველა სიტყვა, რაც თავში მომდის ამ წიგნის შესახებ რამის სათქმელად, ვფიქრობ, რომ ისე ვერ გამოხატავს იმას, რასაც ვგრძნობდი კითხვის პროცესში. შესაძლოა ის ენა, რაზეც ვლაპარაკობ და ვფიქრობ, არ არის საკმარისი ამის გამოსახატად და ან ფიეჩფიზე უნდა იწერებოდეს ამ წიგნის რივიუ, ან სი შარპზე ან ღმერთმა უწყის კიდე რაზე. ნეტა ჯავაზე?

ეს წიგნი არის ვირუსი, რომელიც ჩვენს სამყაროს უკეთეს სამყაროდ გარდაქმნის, არის პორტალი, რომელიც ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადამიანის ზურა ჯიშკარიანის ცნობიერში შევყავართ.

მიუხედავად იმისა, რომ წიგნი გაცილებით უფრო დიდი აუდიტორიისთვის იქნება საინტერესო, ვიდრე ქართველი მკითხველია, ის უამრავი რეფერენსი, რაც წიგნშია, მხოლოდ ქართველი მკითხველისთვისაა გასაგები.

ზუსტად ვიცი, რომ ამ წიგნს ალბათ ასჯერ მივუბრუნდები და პატარა ბავშვივით გავხაზავ საყვარელ ადგილებს, მერე კი, თბილისის გარეუბნებში პულვერიზატორით მივაწერ ქუოთებს ამ წიგნიდან.
Profile Image for Mariam Keshealshvili.
206 reviews
August 21, 2021
ქართველ ავტორებს დიდად არ ვწყალობ მაგრამ ზურა ჯიშკარიანი და ეს წიგნი არის რაღაც ახლაი ხმა ქართულ ლიტერატურაში.

sci-fi ჟანრი ვისაც უყვარს დიდია შანსი კიბერპანკის ჟანრიც მოეწონოს, პარალელი იმიტომ, გავავლე, რომ ეს უკანასკნელი საქართველოში არ არის ცნობილი და ნაკლებად პოპულარულია.

ზურა ჯიშკარიანი ამ სამყაროს განსხვავებულად რომ უყურებს ალბათ ამას მისი ფეისბუქ სტატუსებიდან და მუსიკალური შემოქმწდებიდანაც შეამჩნევდით, მაგრამ ეს წიგნი არის შედევრი.

ეს არის ყოველდღიურობის ანარეკლი იმ გეტოდან, რომელშიც ვცხოვრობთ და ეს ქარიშხლები, რომლებიც ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.

‘საღეჭი განთიადები’ არის გამორჩეული არამხოლოდ თავისი უნიკალური შინაარსით არამედ იმით თუ როგორ ერწყმის არეული ალგორითმები ქართულ რეალობას.

მოკლედ ვისაც ჯერ კიდევ არ წაგიკითხავთ აუცილებლად მოუგდეთ ხელთ ეს საოცრება!
Profile Image for Keso Gagoshidze.
222 reviews23 followers
February 15, 2024
ზურა ჯიშკარიანი პიონერია და ნოვატორი, სრულიად ახალი სიტყვის ავტორი ქართულ თანამედროვე ლიტერატურაში. ძალიან მომეწონა მისი გამორჩეული წერის სტილი, ასოციაციები, პარალელები, მეტაფორები, ადამიანების მონაცვლეობა ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული ილონ მასკით, თეა წულუკიანიდან დაწყებული ჰეროდოტეთი დამთავრებული. გარდა ამისა, ძალიან გულწრფელია და ძალიან იშვიათი უნარი აქვს, რეალობა შეულამაზებლად აღწეროს და მყოფადობიდან არამყოფადობაში გადაგისროლოს, და პირიქით.
თუმცა, მაინც მეტს მოველოდი. იმდენად მიქეს ეს წიგნი, სიუჟეტმა ცოტა იმედი გამიცრუა. მიუხედავად ამისა, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ძალიან მიყვარს თანამედროვე ქართული ლიტერატურული სტილი და ვფიქრობ, რომ ზურაც ნამდვილად დაიკავებს ღორსეულ ადგილს ქართველს მწერლებს შორის. დებიუტისთვის კარგი იყო, თუმცა უკეთესს მოველი მისგან.
Profile Image for Tami Murvanidze.
55 reviews6 followers
April 1, 2018
ამ წიგნში ყველაფერი თავდაყირაა , დაწყებული ენიდან დამთვრებული სტრუქტურამდე. კითხვისას „ საშინელი“ სიახლის განცდა მქონდა და მგონია, ზუსტად ასეთი განცდა ქონდათ წლების წინ ბრედბერს ან სხვა „რევოლუციონერ“ მწერლებს რომ კითხულობდნენ.
მწერლის ენა ძალიან ახლი და თან ნაცნობია მკითხველისთვის. წიგნი თავიდან ბოლომდე ქაოსია, მაგრამ ჯიშკარიანის პოზიცია და შეხედულებები ძალიან კარგად ჩანს. ზურას მუსიკასა და ბლოგებს ვინც უსმენთ ან კითხულობთ ზუსტად იცი როგორი „დაცურებული“ აქვს, მაგრამ ამ წიგნით მაინც გაგაკვირვებთ.
PS ამასწინ ბებიაჩემი კითხულობდა და ძალიან ვწუხვარ, რომ ვიდეოს ვერ განახებთ :დ
PPS “მეშიახი უნდა მოკვდეს. ეს ჩემი სტილია.მხოლოდ ასეთ სიკვდილს აქვს ძალა-შვას რევოლუციები.“
Profile Image for Tatia Kobidze.
93 reviews3 followers
September 25, 2023
სამ ვარსკვლავსაც საინტერესო იდეის გამო და ბოლო თავების გამო ვუწერ, თორემ, როგორც კითხვისას აღვნიშნე, ასე მგონია, კაია კატას სიმღერის ტექსტების გამეორებაა, ძალიან მწირი ლექსიკითაა დაწერილი. ეს აისები, დაისები, ნეონური ნათებები აღარ ახსენოს რა.

ინტერვიუებში და ბლოგებში ბევრად კარგი ტიპი და მწერალია, ვიდრე ამ წიგნში. პრეტენზიული მასწავლებელივით კი გამომდის მეტი შეგიძლიას ძახილი, მაგრამ მართლა ასე ვფიქრობ, თუ გარემოცვა გადაჭარბებულად არ შეაქებს და ყველაფერზე ტაშს არ დაუკრავს, წინ კიდევ უფრო კარგი ნაწერები გველოდება.
Profile Image for Tamta Tavberidze.
50 reviews7 followers
January 6, 2021
რეალობა ის ადგილია, რომლის ხვრელებიდანაც ყოველდღიურად ჟონავს ქაოსი და მეშიახი, იეშუა, იესო, უფალი ღმერთი ან თუნდაც ჰა ნოცრი, აქ აუცილებლად კვდება იმისთვის, რომ მისმა სიკვდილმა შვას რევოლუციები, რომლებიც ჭეშმარიტი ცეკვის დასასრულია.
ცეკვა კი აქ რეალურად ჭეშმარიტია.
Profile Image for Anna Shamatava.
13 reviews
December 24, 2022
ყველა ტექსტს ინტერესით ვკითხულობ, რაც ამ აბდაუბდა საუკუნესა და მასთან დაკავშირებულ პატარ-პატარა ეპიტაფიებს ეხება, მაგრამ ეს ტექსტი მხოლოდ მაგ თვალსაზრისით არ გახდა ჩემთვის განსაკუთრებული. ამ წიგნში იღვრება ზურას მუსიკა. მიყვარს მისი პერსონაჟები და სამყარო და ენა <3
Profile Image for Nika Meleksishvili.
99 reviews10 followers
August 17, 2021
ძნ სიფსიხე, ძნ საკაიფოდ იკითხება. არ ვიცი წიგნის პირველი ნაწილი უფრო მომეწონა, თუ მეორე, ორივე თავისებურად კარგი იყო და რაც შეეხება დასასრულს - მასთან დაკავშირებით ცუდი იმედები მქონდა, მაგრამ არ გაამართლა და კარგად დამთავრდა.

"ფსიქოდელიური ხილვები საშუალებას გვაძლევს, შევიმეცნოთ სამყაროების უსასრულობა, დროებით გავექცეთ მთავარი მავნე ნარკოტიკის – „რეალობის“ ტოტალურ კონტროლს. ოდესღაც ჩვენს პლანეტაზე ამ საშინელი ნარკოტიკის მწარმოებელი სადგურები ააშენეს. ეს სადგურები ატმოსფეროში ამ მავნე ნარკოტიკს უშვებენ. ამის შედეგია ის, რომ ჩვენ ვართ ასეთი აგრესიულები, ვერ ვხედავთ სხვა განზომილებებს. რეფორმატორების აზრით, „რეალობა“ უნდა გადანდგურდეს, „რაითა ჩვენ ვიხილოთ“. ნარკოტიკები ლოცვებისა და დიადი მიზნის შემდეგ მათი მეორე მთავარი იარაღია. ნარკოტიკები დროებით უვნებელყოფენ „რეალობის“ ეფექტს და ხალხს საშუალება აქვს, იხილოს."
Profile Image for Giorgi Baskhajauri.
139 reviews22 followers
July 22, 2018
ყველაზე განსხვავებული რამეა ეს ნაწარმოები ქართული სივრცისთვის და ამავდროულად ზედმიწევნით ქართული.
ტალღასავით არის ულამაზესი, სწრაფი და ისეთი მაგრად რომ შეგანჯღრევს.
P.S. ნეტავ ჯიშკარიანს რობაქიძე უყვარს?! მგონი კი
P.P.S. რას ვიფიქრებდი ქართულ ლიტერატურაში ქრაშს თუ აღმოვაჩენდი, მაგრამ ჩუჟოიზე დამენძრა :დ
Profile Image for Tinatin.
25 reviews
August 3, 2019
თხრობის განვითარება გამოშტერებამდე შესანიშნავია
Profile Image for Nini.
12 reviews2 followers
March 6, 2018
ჯაააანდაბა რა მაგარია !!
პირველივე წინადადებიდან წიგნის ბოლო გვერდამდე ამ ემოციით მიდიხარ.
ჰო, ისე ეს წიგნი მარტო წიგნი არ არის. სულიერია. ცალკე არსებაა. სუნთქავს და ყველგან თან დაგყვება.. ან გაიძულებს სულ მასთან იყო.
კითხვის დროს საინტერესო სვლებს აკეთებ. თითქოს წყლის ზედაპირზე იწვე და ტორტმანებდე.
ზევით, ქვევით.. დაცურავ ტალღებში უცნაური შეგრძნებით ხვდები შენს მძიმედ" საღეჭ განთიადებს" უშაქროდ და ფიქრობ კიბერსამყაროში მეორედ მოვლენილ იესოზე.. უშაქრო ყავასთან ერთად..

იცი. ეს "ნეეელი გაწელილი კვდომის პროცესები" უწვეტია. არც არასდროს დასრულებულა. ის ყოველ დღე აუცილებლად გასათენებელი განთიადებივით უეჭველია..

მინდა კიდევ ძალიან ბევრი რამე ვთქვა ამ არსებაზე, მაგრამ არ გამომდის, სიტყვებს ვერ ვპოულობ. შესაფერისს. ისეთს, რაც მის სიკარგეს დაგანახებთ და მოგანდომებთ წაგაკითხოთ და მერე ჩემსავით შეგიყვარდეთ..
ისე სიკარგეს თავი დავანებოთ.. აუცილებლად საკითხავი ამბავია, მე თუ მკითხავთ :დ

"პანიკა ყოველთვის იყო.
სამყარო მასში ჩაისახა. დიდი აფეთქება აფექტური მდგომარეობაა. სამყარო ცხოვრობს ამ პანიკით. ბუნების ხმები, რომლებიც ასე ამშვიდებს, მთებში დასასვენებლად წასულ ადამიანს - სინამდვილეში პლანეტარული პანიკის ხმაა, პატარა მწერებისა და ბაქტერიების თვითგადარჩენის, ბრძოლებისა და სიკვდილის ხმა"

Profile Image for Dimitri Shiukashvili.
75 reviews5 followers
January 19, 2020
"თუ ცეკვა ჭეშმარიტია, ის აუცილებლად რევოლუციით მთავრდება, თუ არა და დილისკენ ადამიანები ტოვებენ კლუბებს მწარე ატხადნიაკით და მელანქოლიით იმის გამო, რომ რევოლუცია ისევ არ შედგა" - ამბობს მეშიახი.

კაკ-მინიმუმ 100 გვერდი ვფიქრობდი, "თრეინსფოთინგის" სიუჟეტს უფრო გავს ეს ვიდრე კიბერ-პანკს მეთქი, მაგრამ მერე დაიწყო თავდავიწყება. ორი ამოსუნთქვით წასაკითხი წიგნია. საინტერესო ქეჩებს და გადახვევებს დაიჭერთ, გინდ ქართულ რეალობაში და გინდ ადამიანურ ყოველდღიურობაში. ახლა უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის პირველი ქართული ნამუშევარი ამ ჟანრში. თითქმის ყველა წიგნში ბილწსიტყვაობა ყურში ცუდად მხვდებოდა, აქ კი ეს ამ ბუნებრივობის ნაწილი იყო. ყოველ თავში ჩუჟოისთან ერთად მეც ვვარდებოდი თრიფებში. დასანანია, რომ ეს ეხლა წავიკითხე.

ტექსტი კი ასეთი რითმული და მელოდიური ჯერ არასდროს ყოფილა.

თავისუფლად იმსახურებს 5/5.
Profile Image for Levan Shakulashvili.
275 reviews
January 13, 2019
ამ ტექსტის ნაკლი ისაა, რომ მის პირველი ნახევარში მხოლოდ რამდენიმე გვერდია კარგი, დანარჩენი კი უბრალოდ აბსურდულობაში გადადის. მეორე ნახევარი კი მართლა მომეწონა, დასასრული ყველაზე მეტად. წიგნში ზოგადად ბევრი საყვარელი მომენტია, ბევრი კარგი ფრაზაცაა. ასევე თავისებურად ლამაზადაა შესრულებული ანუ მხატვრული ლიტერატურა მშვენიერი კალიგრაფიითაა გადმოწერილი კიბერენაზე. ბიბლიური ალუზიებიც, გასაოცრად კარგად ჩაჯდა სიუჟეტში. უბრალოდ ზოგადად რაღაც–რაღაც მომენტებს ამოვაკლებდი, რაც მეზედმეტა, მაგრამ ეს უკვე სუბიექტური შეხედულებაა. საბოლოო ჯამში კი ძალიან კარგი დებიუტია, ვთვლი, რომ რაიმე გარდამტეხი ან გასაოცრად ახალი არაა, უბრალოდ ძალიან დიდი hype ჰქონდა და შესაბამისად ძალიან დიდ მოლოდინს აჩენს მკითხველში, რაც მთლად ვერ გაამართლა, მაგრამ არაუშავს. მთავარია რევოლუცია შედგა.
Displaying 1 - 30 of 93 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.