2113 წელი. ახალგაზრდა დემნა ციციშვილი სიკვდილის წინ კოსმოსში გადასახლებულ მამას ეცნობა და მთელ თავის განვლილ ცხოვრებას უყვება, რათა მისი ისტორია ახალი სამყაროს ახალი ადამიანებისთვის დავიწყებას არ მიეცეს. მამა-შვილის პირველ და უკანასკნელ დიალოგში იშლება თბილისის პრეაპოკალიპტური ისტორია, სადაც ყველაფერი მეცნიერულ ბაზისზე დაფუძნებული რელიგიით იმართება.
ჯაბა ზარქუა მკითხველს პირველად 2011 წელს გაეცნო სადებიუტო კრებულით "ვარმშტადული პარადოქსი", 2012 წელს კი მისი პირველი რომანი "მკითხველი უნდა მოკვდეს" გამოიცა, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული კონკურსის მთავარი პრიზი გადაეცა წლის საუკეთესო ქართული რომანისთვის. ხუთწლიანი პაუზის შემდეგ ავტორი მკითხველს დაუბრუნდა ახალი რომანით, რომელიც ერთ უწყვეტ, გაბმულ დიალოგს წარმოადგენს.
ჯაბა ზარქუა დაიბადა 1988 წელს. სწავლობს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში. რამდენიმე წელია წერს მოთხრობებს. მონაწილეობს ლიტერატურულ კონკურსებში. 2009 წელს გახდა ლიტერატურული კონკურსის "ალუბლობა 2009" პირველი პრემიის მფლობელი; 2010 წელს ლიტსახელების კონკურსში "მეტრო" მოიპოვა პირველი ადგილი; მისი მოთხრობები შესულია კრებულებში: "წერო", "თხუთმეტ-თხუთმეტი" და "15 საუკეთესო".
წიგნს როგორც დასაწყისი, ისე - დასასრუიც მრავლის მთქმელი აქვს. იშვიათად თუ შეხვდებით მომავალზე "მოლაპარაკე" წიგნს:) თეორია საკმაოდ ლოგიკური და რეალისტურია. მთელი წიგნი ერთი დიდი დიალოგია, ამის წყალობით 2 დღეში მოვახერხე მისი დასრულება. მოკლედ - წიგნს გირჩევთ, ყველას, ვისაც გაინტერესებთ საქართველოს (და არა მარტო) მომავალი და მასთან დაკავშირებული თეორიები🤝🏻
anu dzaan saintereso da martivi wasakitxi iyo, da grma azric ido. In my opinion am wignshi religiis mtliani arsi devs, regor moevlina samyaros mesia rodesac mas is yvelaze metad swirdeboda da rogor sheidzleba adamianis shecvla tu mas swor gzas achveneb. Da vinmes aucileblad unda etqva about all of those disturbing scenes. Da am wigns meire nawilic unda sadac yvela trigger warning iqneba chamotvlili, so martla ar velodi aseti shinaarsis wigns but i think it's still really good book. Definitely 16-18+