Jump to ratings and reviews
Rate this book

საქართველოს ისტორია ტომი IV

Rate this book
„საქართველოს ისტორიის“ წინამდებარე, მეოთხე, დამამთავრებელ ტომში XIX-XX საუკუნეების საქართველოს ისტორიის დრამატული პერიოდია გადმოცემული - ეს არის უდიდესი პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური მოვლენების, დიდი ისტორიული ქარტეხილების, მსოფლიო ომების, რევოლუციების, ქართველი ერის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობის, სოციალური ილუზიების, შემოქმედებითი შრომის, სოციალური და კულტურული დაწინაურების ისტორიული ხანა.ტომს საფუძვლად დაედო არსებული ისტორიოგრაფიული მიღწევების შემოქმედებითი ათვისება. ნაშრომში გამოყენებულია საქართველოს ისტორიკოსთა რამდენიმე თაობის წარმომადგენელთა გამოკვლევები და მონოგრაფიები, მაგრამ ნაშრომი ძირითადად დაწერილია საქართველოს, რუსეთის არქივებსა და წიგნთსაცავებში ავტორების მიერ მიკვლეული ახალი მასალის გამოვლენისა და ისტორიოგრაფიულ მიმოქცევაში მათი ჩართვის საფუძველზე.

506 pages, Hardcover

First published January 1, 2012

1 person is currently reading
24 people want to read

About the author

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
4 (44%)
4 stars
2 (22%)
3 stars
2 (22%)
2 stars
1 (11%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 of 1 review
Profile Image for Ana Maisuradze.
Author 1 book73 followers
December 15, 2024
უკიდურესად იმედგაცრუებული ვარ ამ ტომით. ძველი ისტორიის ზედაპირულობა გასაგები და ასატანია, თუმცა, XIX-XX საუკუნეები ის დროა, როცა ბევრად მეტი რამ ვიცით და უპატიებელია.ძალიანაა დაწვრილმანებილი მუშური ამბოხებები და პარიების "შპილკაობა", სამაგიეროდ, ბევრი რამ აკლია, ან გაკვრითაა ნახსენები. არსადაა: "მამათა და შვილთა ბრძოლა", ვაჟას "პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი", "ვაჰ, სოფელო"-ში აღწერილი სასაკლაო კახეთში და უამრავი სხვა დეტალი. ეს ტომი აშკარად საბჭოეთისთვისაა დაწერილი, დაწვრილებითაა გადმოცემული ასევე საბჭოთა წარმოება, მეორე მსოფლიო ომი, დაჯილდოვებული ჯარისკაცები და ა.შ. ეტყობა შემდგომი რედაქტირება და ჩართული ანტიკომუნისტური პასაჟები, მაგრამ მთლიანობაში, ძალიან სუსტი ნაშრომია. ვფიქრობ, უახალი ისტორია ახლიდანაა დასაწერი. უახლესი არც დაწერილა, რიგი მიზეზების გამო.
Displaying 1 of 1 review

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.