Jump to ratings and reviews
Rate this book

ანტისაბჭოთა ისტორიები

Rate this book
ცნობილი ჟურნალისტის, ოლეგ პანფილოვის სტატიების კრებული "ანტისაბჭოთა ისტორიები" რუსული იმპერიალიზმის ერთ-ერთ უსაშინლეს იარაღს - ტყუილზე დამყარებულ იდეოლოგიურ პროპაგანდას - ეძღვნება. ამ წიგნის მთავარი თემა სიცრუეა, რომელსაც კრემლი სამი ძირითადი ისტორიული ეტაპის - რომანოვების იმპერიის, საბჭოთა ხელისუფლების და თანამედროვე, პუტინის პერიოდის - განმავლობაში პერმანენტულად და ეფექტურად იყენებს თავისი "ველიკოდერჟავნიკული" მიზნების განსახორციელებლად,მოსახლეობის დასამონებლად, მეზობელი ქვეყნების დასაპყრობად.

391 pages, Paperback

First published January 1, 2015

1 person is currently reading
28 people want to read

About the author

Oleg Panfilov

11 books2 followers
Профессор Государственного Университета Илии (Грузия), автор и ведущий программы на русскоязычном телеканале ПИК. Автор сценария 8 фильмов, один из которых — «Возвращение в Ягноб» получил гран-при Международного кинофестиваля «Образ веры». Автор более 2000 статей, опубликованных в газетах и журналах России, США, Пакистана, Ирана, Израиля, Польши, Болгарии, Германии, Чехии, Швеции. Соучредитель общественных организаций — Фонд Вахтанга Кикабидзе, Georgian International Media Center и HGO Resourse Center.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
2 (11%)
4 stars
13 (72%)
3 stars
3 (16%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 6 of 6 reviews
Profile Image for Ana Maisuradze.
Author 1 book74 followers
April 18, 2018
ნამდვილად საჭირო და კარგი წიგნია რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის დასანახად და გასააზრებლად, თუმცა ფაქტიურად ერთსა და იმავეს იმეორებს ძალიან ხშირად და როცა ასე ერთიანად კითხულობ წიგნს, ცოტა მოსაბეზრებელია. უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა თუ რა დამაკლდა ამ, სტატიებში.
პანფილოვი წიგნში ხშირად ახსენებს საქართველოს საკითხს, მის ისტორიულ ურთიერთობას რუსეთთან და ა.შ. გვიყვებ კრემლის მეთოდებზე მართოს სიტუაცია მეზობელ ქვეყნებში და გამოტოვებული აქვს მნიშვნელოვანი მეთოდები და ბერკეტები, რითაც იბრძვის რუსეთი:
1) ყვება რუსეთის მართლმადიდებლური ეპარქიის კორუფციაზე, მის კავშირზე ფეესბესთნ და ავიწყდება ახსენოს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც ასევე მათი შნირია და რუსულ რიტორიკას იყენებს, გამოირჩევა ანტიდასავლური და პრორუსული პროპაგანდით. მაგალითად ერთი ასეთი ინსტრუმენტია ჰომოფობია. ის ჰომოფობიური განწყობა რაც არის ჩვენს ეკლესიაში, დაკავშირებულია დასავლეთთან და პირდაპირ ანტიდასავლური პროპაგანდის ნაწილია.
2) ლაპარაკობს რუსული პრესის პოლიტიკურ დემაგოგობაზე და მათ თვისუფლებაზე. ამბობს რომ საქართველოში რუსული არხები აკრძალული იყო და არ ახსენებს რამოდენიმე ქართულ ბეჭვდით მედიას, რომელიც მიშას დროსაც კი შეუფერხებლად გამოიცემოდა და ღიად პრორუსული და ანტიდასავლური რიტორიკის მატარებელია.
Profile Image for Torsten.
277 reviews12 followers
May 23, 2020
2.5
დავიწყოთ იმით, რომ ანტისაბჭოთა ისტორიები, რეალურად არის ანტირუსული ისტორიები, მაშასადამე, რუსეთი, როგორც საბჭოთა ტრადიციების გამგრძელებელი და ა.შ.
წიგნი არის სტატიების კრებული. ცხადია სტატიები, რომლებმაც შეიძლება 400 გვერდი გაავსოს ერთ წელიწადში არ იწერება. ჰოდა, წლების მანძილზე, როგორც ჩანს, თავად ავტორს ავიწყდება, რომ რასაც ახლა ამბობს, უკვე ნათქვამი აქვს სხვა სტატიაში - ზუსტად იმავე სახით, ან ოდნავ განსხვავებულად. ეს იწვევს იმას, რომ 400 გვერდიან წიგნს ვკითხულობთ იმის შესახებ თუ რა ცუდია რუსეთი და თითქმის ყოველ მეორე გვერდზე ერთი და იგივე მიზეზებია რუსეთის სიცუდისა. თუკი იზოგავ და ნელა კითხულობ, არაუშავს. მაგრამ ერთბაშად მოსაბეზრებელია.
ამ რუსეთის სიცუდის ფონზე, (რაც ვიცით რომ ასეა!) გამოკრთება ფერადი და თავისუფალი დასავლეთის სახე-ხატება (აქაც ვიცით ზოგიერთმა ის, რაც საჭიროა რომ ვიცოდეთ :) ), მეტადრე შეერთებული შტატებისა.
ახლა კარგიცა ვთქვათ: ძალზე გვყვარობს პანფილოვი, როგორცა ჩანს, მაგრამ ზოგჯერ ფუჭი და ზედმეტი ქებისგან ხომ შეიძლება რომ გაწითლდეს პატიოსანი ადამიანი? როდესაც ადამიანს სხვა ენა არ ესმის, თუნდაც დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდეს იმ უცხო გარემოში, მაინც ვერ წვდება იმას, რაც ხდება რეალურად. აი, ქართული რომ ესმოდეს, ალბათ მიხვდებოდა, რომ რასაც რუსეთზე და რუსი ხალხის მენტალიტეტზე ამბობს, სამწუხაროდ ჩვენც გვეხება და ჩვენთვისაც ნაცნობია - რუსი ქრისტე ან ქართველი, წმინდა სტალინი, ან პუტინი, ან ზვიადი, ან 80 პროცენტი მართლმადიდებელი, რომლის 80 პროცენტი ცოტა მწყრალადაა რწმენასთან, ცხოვრება რომელსაც ტელევიზორი და მაცივარი განსაზღვრავს, ქსენოფობია, სიძულვილის ენა და ა.შ.
ერთი სიტყვით, ცუდი წიგნი არაა, სახალისო საკითხავიც კია. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს სახალისოც, როდესაც მესამედ და მეოთხედ გხვდება, გიკარგავს ხალისს.
Profile Image for Natia Morbedadze.
843 reviews83 followers
August 13, 2023
როგორც სხვა სტატიების კრებულები, აქაც ვხვდებით განმეორებას, თუმცა დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ და მსგავსი წიგნების კითხვა. სამწუხაროდ, ვერც ოლეგ პანფილოვი და ვერც ვალერია ნოვოდვორსკაია, რომელსაც წიგნი ეძღვნება, ვერ მოესწრნენ პუტინის რეჟიმის დაცემას, მაგრამ ეს დღე სულ უფრო და უფრო ახლოვდება. მთავარია ჩვენ შევხედოთ არსებულ ვითარებას სწორი კუთხით, გავაანალიზოთ საბჭოთა და პუტინის რუსეთის იდენტური "თვისებები" და წინააღმდეგობა ჭეშმარიტ თავისუფლებასთან.
Profile Image for Nikusha .
75 reviews2 followers
May 26, 2020
Როგორც თავად ოლეგ პანფილოვი აღნიშნავს, წიგნი სამცნიერო ნაშრომს არ წარმოადგენს. Ესაა გამოცემული სტატიების კრებული, Თუმცა, ამის მიუხედავა, მასში ბევრი საინტერესო დეტალი/ფაქტია მოყვანილი, რომელზეც ნამდვილად ღირს ყურადღების გამახვილება.

Ზოგადად, ალბათ, ბევრ ჩვენგანს აქვს წარმოდგენა (თუნდაც ზედაპირული) რუსული ძალმომრეობითი, არაჰუმანური პოლიტიკის შესახებ, რომელიც დიდი ხანია ყალბი ზღაპრული პროპაგანდით კვებავს, ასაზრდოებს და აბრმავებს თავისსავე მოსახლეობას.
Წიგნში Სწორედ ამ თემაზე დაწერილი საკმაოდ ბევრი სტატიაცაა შესული.

Პანფილოვი წერს თანამედროვე რუსეთის, საბჭოთა კავშირის და რუსული იმპერიის შესახებაც საქართველოსთან მიმართებაში. Ადვილად იკითხება ჩვენს მიმართ მისი დაუფარავი კეთილგანწყობა.

Ძირითადად, მაინც საუბარია მეოცე საუკუნიდან მოყოლებული დღემდე პერიოდის რუსულ სახელმწიფოზე.
Სადაც თითოეულ სტატიაში იგრძნობა ბინძური, უსამართლო, უფლებაშემლახავი რუსული პოლიტიკისა და სახელმწიფოს დასასრულის/განადგურების დიდი სურვილი. იმედია ასეც მოხდება! ))

26 მაისი. 2020 წელი
Profile Image for EleneB.
58 reviews3 followers
August 14, 2019
საკმაოდ საინტერესოდ აგებული და ინფორმატიული წიგნია. სასიამოვნოა ისეთი წიგნის კითხვა, რომლის უკანაც უამრავი კვლევა და სტსტისტიკა დგას. ალბათ მასში ჩადებული უზარმაზარი შრომის გამო ავტორმა ვერ გაიმეტა ეს 400გვერი 100ში ჩაეტია, რაც ვფიქრობ, თავისუფლად იქნებოდა შესაძლებელი.
Displaying 1 - 6 of 6 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.