Jump to ratings and reviews
Rate this book

მხიარული ოჯახი ...და სხვებიც

Rate this book
გაიცანი დუდო და მისი ოჯახი. კატებიანი დირექტორი და უუმკაცრესი მერი მასწი,
ექს-ცენ-ტრი-კული წითელბანტა და სიმონზე შეყვარებული ნორა, ტარტალინა კუზინე თხიან-ჩემოდნიან-ჩიტებიანად, ბაყაყი კუანა (აჰ, უკაცრავად, კუაკუა) და სხვები.
ჰო, და კიდევ ჯადოქარი პოსი, რომელიც ერთხელ ისე გაბოროტდა, რომ...
მოკლედ, წაიკითხეთ წიგნი ბავშვებმაც და დიდებმაც

156 pages, Paperback

First published January 1, 2017

1 person is currently reading
22 people want to read

About the author

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
4 (66%)
4 stars
2 (33%)
3 stars
0 (0%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 of 1 review
2 reviews
February 9, 2018
ის რა ოჯახია,მით უფრო მხიარული ოჯახი ვერ ერქმევა,თუ ერთხელ მაინც "სოკოკინა" არ მოუმზადებია ქალაქგარეთ, სუფთა ჰაერზე სასეირნოდ გასულს. და ეს წიგნი "მხიარული ოჯახი " თავისი პერსონაჟებით და მოსაყოლი ამბებით, თემებით, ღირებულებებით,იუმორით, გულწრფელობით,უსერიოზულეს პრობლემებზე ძალიან მსუბუქად,ბავშვურ ენაზე მოსაუბრე - თქვენი აუცილებელი საკითხავი გახდება. ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი მაგარი საბავშვო მწერალი მოაწერდა ხელს ამ ტექსტს! თხრობის საოცარი სტილი, დინამიკა, ამბებეის კორიანტელი, ხასიათების სიმრავლე, მოულოდნელობები, დაცლილი ყოველგვარი პათეთიკისგან, ფანტაზიის ფოიერვერკი და ეს საოცარი სახელდებები! ლელა გილოცავ! ეს უკვე ნამდვილი საბავშვო ლიტერატურის ნამდვილი კარის ნამდვილი შეღებაა და ნამდვილი წიგნია, რომელიც ბავშვების არაერთი თაობის საკითხავად იქცევა აქაც და სხვა, ნებისმიერ, საბავშვოლიტერატურიან ქვეყანაში. აბა, სრული სვლით წინ! ბევრი ასეთი წიგნი ჩვენ ბავშვებს და არა მხოლოდ, ბავშვებს. ყველას დიდ სიხარულს განაცდევინებს ის დიდი სიყვარული, რაც ამ წიგნში არსებობს! ის რომ ილუსტრატორიც, წიგნის ავტორი ლელაა, კიდევ სხვა ხიბლს მატებს წიგნს! ძალიან,ძალიან გილოცავ, შენც, მკითხველო!!! ასეთი წიგნებს მართლა შეუძლია, გააბედნიეროს მკითხველი! ბავშვებს შეაყვაროს კითხვა და განა მარტო კითხვა ?! შეაყვაროს ცხოვრება, დააფიქროს უამრავ პრობლემაზეც, დაეხმაროს გამოსავლის მოძებნაშიც და სწორი ფასეულობების და დასკვნების გამოტანაში, საკუთარი თავის მათან ტანაზიარობასა და იდენტიფიცირებაში. ეს რომ უცხოელ მწერალს დაეწერა, სასწრაფოდ თარგმნიდა 37 ქვეყანა ,ან 42, ან სულაც, 63... აბა, ვნახოთ , ქართველ ავტორს როგორ გავახარებთ? როდის ვიტყვით,რომ ჩვენც გვაქვს მსოფლიო ბესტსელერი თანამედროვე საბავშვო წიგნები?!
"მხიარული ოჯახი და სხვებიც", ლელა ცუცქირიძე, გამომცემლობა "საგა". 2017, თბილისი.
Displaying 1 of 1 review

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.