Jump to ratings and reviews
Rate this book

ზამთრის ზღვა

Rate this book
„ზამთრის ზღვა“ გაგა ნახუცრიშვილის პირველი რომანია.

რომანს სამი თაობის პერსონაჟები ჰყავს – საბჭოთა ხელისუფლების მიერ რეპრესირებული, ტოტალიტარული სისტემის რღვევაში მოყოლილი და დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული ადამიანები. მათი ცხოვრება ისეთია, როგორიც ის დრო, რომელშიც ცხოვრობენ.


მთავარი გმირი ანდრო „ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული“ თაობიდანაა. ანდრო ბებიის ანდერძს ასრულებს და რეპრესირებული ოჯახის ტრაგიკულ ამბავს წერს, ის საკუთარ თავზეც გვიყვება – ჯერ იყო ომი, რომელიც თითქოს არც დაწყებულა და არც არასდროს დამთავრდება, ემიგრაცია, როგორც გადარჩენის მცდელობა, მეგობრობა, კიდევ ერთი გადარჩენის გზა და სიყვარული, რომელიც მას წარსულის დავიწყებასა და სინამდვილესთან დაბრუნებაში ეხმარება.

136 pages, Paperback

Published January 1, 2018

1 person is currently reading
6 people want to read

About the author

Gaga Nakhutsrishvili

10 books1 follower
დაიბადა 1971 წელს. 1988 წელს დაამთავრა თბილისის 53-ე საშუალო სკოლა, 1993 წელს კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. სწავლობდა როთენბურგის (გერმანია) გოეთეს ინსტიტუტში, ხოლო რეკანატიში (იტალია) იკვლევდა ჯაკომო ლეოპარდის.



სხვადასხვა წლებში მუშაობდა ისტორიის მასწავლებლად, ჟურნალისტად, კითხულობდა ლექციებს თანამედროვე ქართული ლიტერატურის შესახებ.



ავტორია წიგნებისა: უაზრო მგზავრი (1996), სიმარტივე (2000), გამგზავრება და მოლოდინი (2002), უცაბედად (2006), სხვანაირი დრო (2007), გოგო და ევროპა (2009), სტროფი (2012), მუუ (პიესა, თანაავტორი: ზურაბ ქიქოძე, 2012), ჰორიზონტს იქით (2012), ორი ათას 13 (2014), სისულელის ტრაქტატი (2015), ბარნოვის 122 (2016).



2017 წელს ინტელექტმა გამოსცა მისი პირველი რომანი ზამთრის ზღვა.



2003 წელს გადაეცა ლიტერატურული პრემია საბა საუკეთესო პოეტური კრებულის ნომინაციაში.



მისი ლექსები ნათარგმნია გერმანულ, სლოვენიურ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე და შესულია სხვადასხვა ანთოლოგიაში.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
3 (27%)
4 stars
3 (27%)
3 stars
5 (45%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 2 of 2 reviews
Profile Image for Qristina Baqradze.
11 reviews
February 3, 2026
მთავარი გმირი, სახელად ანდრო ჩანაწერების სახით გვიყვება ამბავს სიყვარულზე, ომზე, დაშორებაზე, მოგონებებზე…
მისი მონათხრობი იკარგება დროსა და სივრცეში. ერთ წუთს აწმყოში ვართ, მომდევნოში კი წარსულში, შემდეგ უცებ სიზმრების სამყაროშიც დავეხეტებით და ამ სამყაროებს შორის ორიენტაცია თუ დაღლილ გონებაზე კითხულობთ ცოტა რთულია . პროცესს აიოლებს ის ,რომ პატარა , თითო ან ორ ფურცლიანი თავებია ხოლმე და თუ რამე ვერ გაიგეთ შეგიძლიათ ისევ გადაიკითხოთ.

მომწონს წარსულის ნაწილი და მოთხრობილი ამბები გერმანიაში სწავლაზე, იქაურ მეგობრებზე, საუკეთესო მეგობარზე, დაღუპულ ადამიანებზე. მომწონს ის ატმოსფერო, რაც ამ ჩანაწერებს სდევს. სიყვარული, რომლისგანაც ანდრო გაიქცა, წარსულის მოგონებები , რომლებშიც ცხოვრობს. ამ ნაწილებში მართლა ვისიამოვნე კითხვით.

რაც შეეხება ნაწილს, რომელიც არ მომწონს, ეს არის აწმყო და ანდროს დიალოგები მარისთან. ჩემთვის უშინაარსო და მოსაწყენი იყო, აი უღიმღამო ფილმები რომ არის , ერთმანეთ მობეზრებული, მონოტონური ტემბრით რომ ლაპარაკობენ, ეგეთი დიალოგები იყო ხოლმე მათ შორის . მოწყენილობისგან ვკვდებოდი როგორც კი მარისთან დიალოგი იწყებოდა.
ასევე არ მომწონდა მის მეგობართან დიალოგები , რომელიც ჟარგონებით იყო სავსე და სალიტერატურო ენას არ უხდებოდა .
Displaying 1 - 2 of 2 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.