Jump to ratings and reviews
Rate this book

აღიარება ხელისგულზე

Rate this book
რადა მოდებაძეს, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტს, ბევრი თანატოლის მსგავსად, კომპლექსები და შიშები არ ასვენებს. ის გამუდმებით იბრძვის საკუთარ თავთან და გარესამყაროსთან. მოდებაძეს ვერ ამჩნევენ ან დასცინიან, ამიტომ ბოროტდება და ყურადღებას "ბინძური გზებით" იქცევს. მთავარ პერსონაჟს გამუდმებით ამცირებს ანდრია მახარაძე, უნივერსიტეტში ყველაზე პოპულარული ბიჭი. რადას ეზიზღება კურსელი და გადაწყვეტს, ჭკუა ასწავლოს. ანდროს საიდუმლოებების გამოსააშკარავებლად, გოგონა კურსელის წარსულში იწყებს ქექვას. სულ მალე ჩვეულებრივი Hate Story ნამდვილ ომში გადაიზრდება... ომში, რომელიც ბრაზით, სიძულვილით, სიყვარულით, ვნებით, ტყუილით, მონატრებით, გაუგებრობებით, ღალატითა და ინტრიგითაა სავსე.
"აღიარება ხელისგულზე" არის რომანი ადამიანურ სისუსტეებზე, შეცდომებზე, სინანულზე, მომავლის იმედზე, ბედნიერებისთვის ბრძოლაზე, ცხოვრების არსის შეცნობაზე, საკუთარი თავისა და "შენი ადამიანის" ძიებაზე...

450 pages, Paperback

Published January 1, 2018

116 people are currently reading
1365 people want to read

About the author

Tatuli Ghvinianidze

2 books52 followers

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
195 (19%)
4 stars
117 (11%)
3 stars
157 (15%)
2 stars
201 (20%)
1 star
334 (33%)
Displaying 1 - 30 of 83 reviews
Profile Image for Tatia.
6 reviews
June 26, 2018
ეს წიგნი უნდა წაიკითხოს ყველა დამწყებმა მწერალმა რომ კარგად გაიგონ როგორი წიგნი არ უნდა დაწერონ.
Profile Image for Giorgi Baskhajauri.
139 reviews22 followers
March 10, 2018
დავიწყე, მივხვდი რომ მაკულატურაა, რამდენიმე გვერდი გამოვტოვე და ისევ ვცადე, მაგრამ აღარ შემიძლია ავიტანო, თუნდაც ერთი სიტყვით მეტი
Profile Image for america manns.
14 reviews5 followers
March 9, 2018
1 star.იმიტომ რომ ძალიან გაწელილი/უაზრო სიუჟტი აქვს ამ წიგნს .ამდენი ქება რად უნდა ამ წიგნს დღემდე ვერ ვხვდები,რომ გიჟდებიან.მეგობრის გაგიჟებული რჩევით წავიკითხე.გინდათუარა იმდენი ვიტირე შენც უნდა წაიკითხო და მოდი ვნახოთქო.წიგნის ბოლო სიტყვამდე ვატრიალებდი კითხვებს:სად უნდა მეტირა?? ნეტა იქ ხომ არა ანდრიამ რომ უღალატა რადას?ნოო ან იქ რადამ რომ მიატოვა?? წტფ?
რადაც ხომ სულელი გოგოა.ანდრია ბიჭია და უფრო ;დ ჯერ ხო არმესმის ასეთი იდიოტობა საქართველოში სად უნდა მოხდეს+გოგო დაინტერესდრეს ბიჭის ამბით,რომ მერე ჟურნალში გამოაქვეყნოს.წავიდეს იმ ბიჭის გამზრდელ დედ-მამასთან შემდეგ ნამდვილ დედასთან.
pfff kill me now.
მოკლედ დიდი სისულელე იყო,ესაა ჩემი კომენტარი.
This entire review has been hidden because of spoilers.
Profile Image for ანა.
125 reviews7 followers
Read
August 12, 2022
ზოგადად ერთი ჩვევა მაქვს, რომელსაც ხან კარგ და ხან ცუდ შედეგამდე მივყავარ. წიგნის კითხვას თუ დავიწყებ, აუცილებლად უნდა დავასრულო. მიუხედავად იმისა, მომწონს თუ არა. ამ წიგნთან დაკავშირებით ალბათ ლანძღვის მეტი მართლა არაფერი მაქვს სათქმელი. რასისტული და ჰომოფობიური განცხადებები ალბათ მთელ სიუჟეტში გხვდება, რაც მოწმობს ძალიან ბევრ რამეზე :დ სიუჟეტი იაფფასიანი, პერსონაჟები სულელები, პროტაგონისტი კი უბრალოდ ერთი დეგენერატი გოგო. ლექსიკა, რითაც ეს წიგნია დაწერილი, არის უაზრო და საშინელი. ქალბატონ თათულის, სამწუხაროდ არ გააჩნია მხატვრული ტექსტის წერის უნარი და საერთოდ არ მესმის ეს წიგნი როგორ გახდა ან ბესტსელერი, ან კიდევ ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული. ალბათ, არასდროს დავადებ ხელს ქართველი (ახალგაზრდა) მწერლის ტექსტს. სრული დებილიზმი.
Profile Image for Levan Shakulashvili.
276 reviews
August 7, 2019
მომავალ შეხვედრამდე
- Xoxo, გოგონა მაღალ ქუსლებზე.
Profile Image for Katie Kasradze.
4 reviews10 followers
July 5, 2018
ამ წიგნის კითხვა დავიწყე და დიდი წვალების შემდეგ დავამთავრე კიდეც, უბრალოდ ცნობისმოყვარეობის გამო: მაინტერესებდა როდემდე მეყოფოდა მოთმინება :) გასაგებია, რომ ყველა ვერ შექმნის უკვდავ ნაწარმოებებს, უამრავი წიგნი არსებობს, რომელიც ასე ვთქვათ, დიდი არაფრის მომცემია, მაგრამ სასიამოვნოდ მაინც იკითხება, რასაც ამ წიგნზე ნამვილად ვერ ვიტყვი.

დავასრულე კითხვა და მიახლოვებითაც ვერ მივხვდი, რისი თქმა სურდა ავტორს. ან ამ ხალხს რა მოსწონს და აგიჟებს. ან რატომ ტირიან. ან რა ფრაზებს იწერენ და ასტატუსებენ.

მოკლედ, ჯერ კიდევ გაურკვევლობაში ვარ და არ მაქვს იმედი, ამოვხსნა პერსონაჟების ტიპაჟები. ერთი რამ ცხადია: როცა საქმე ლიტერატურას ეხება, "ლაიქებით" და სმს-ებით არ უნდა ხდებოდეს "გამარჯვებულის არჩევა.

წიგნის წაკითხვას რაც შეეხება, რჩევაა თვითონ გადაწყვიტოთ, თორემ მეც მირჩიეს წაიკითხე არ ინანებო : )))))

P.S. სათაური კარგი აქვს : ))) არ იფიქროთ, რომ მარტო ცუდს ვხედავ.
Profile Image for Tamuna.
71 reviews5 followers
March 10, 2018
მოკლედ ჩემო კარგო მეგობრებო- განსაკუთრებით წიგნის მოყვარულო საზოგადოებავ! ეს წიგნი არის დაბალი დონის, უხარისხო საკითხავი, მდარე და საშინელ ენაზე დაწერილი, ყოველგვარი მხატვრული ღირებულებისგან დაცლილი რომანი. ბევრი დებიუტანტის წიგნი წამიკითხავს, მაგრამ ასეთი იაფფასიანი და საშინელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში არაფერი მინახავს. მოკლედ, იმის თქმა მინდოდა რომ არ დახარჯოთ ფული ამ წიგნის საყიდლად და არ დაკარგოთ დრო ამ სისულელის წასაკითხად.
Profile Image for ႧႠႩႭ TAKO.
37 reviews3 followers
August 2, 2019
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სიუჟეტის არარეალურობას, ავტორის ფანტაზიებს, პერსონაჟების განუვითარებლობას, დიალოგების ერთფეროვნებას, უაზროდ ბევრ პერსონაჟს, გაწელილ თხრობას, არა საჭირო ისტორიებს და ა.შ. ტექსტში წამოჭრილი უამრავი ცხოვრებისეული ამოცანიდან , ყველა ამოუხსნელი დარჩა მწერალს. გამოსავალი ვერ დაგვანახა.
Profile Image for Ana Maisuradze.
Author 1 book74 followers
August 1, 2019
რომანის ავტორი, თავისი პერსონაჟის მსგავსად, სცენარისტი უფროა, ვიდრე რომანისტი. ამ ამბიდან მშვენიერი მინისერიალი გამოვიდოდა თინეიჯერებისთვის. როგორც რომანი კი ზედმეტად გაწელილი, მომენტებში მოსაწყენი და არასაჭირო, მესამეხარისხოვანი გმირების ისტორიებითაა დამძიმებულია. თითქოს მწერალს სურდა ერთიანად მოეცვა ყველა თემა, თვისი აზრი დაეფიქსირებინა. არადა ჯობდა ეს ამბები შემდგომი რომანებისთვის შემოენახა. მთავარი ამბავი კი რაღაცნაირი დაუმთავრებელი დარჩა. რაღაც დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დატოვა.
Profile Image for მაიკო დოხნაძე.
56 reviews3 followers
July 17, 2019
ამ წიგნს იმაზე ცუდი შეფასებები აქვს, ვიდრე იმსახურებს. გასაგებია, რომ ის ვერასოდეს გახდება მსოფლიო კლასიკა და არამგონია, მეორედ დაუბრუნდეს მკითხველი, მაგრამ ვაღიაროთ, ამაზე უარესებიც წაგვიკითხავს. ნუ, მე წამიკითხავს. :)
წიგნი იდეალური ნამდვილად არაა. იყო მომენტები, როცა ძალიან გაწელილი მომეჩვენა. განსაკუთრებით, როცა მეორეხარისხოვან გმირებს ეთმობოდა დრო და საერთოდ არ იყო ჩემთვის საინტერესო მათი ისტორიები. მიუხედავად ნაკლოვანებისა, ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. ვ���რ ვიტყვი, რომ წიგნმა რამე დამიტოვა და მასწავლა, თუმცა ისეთი სიუჟეტია, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ საინტერესო ახალგაზრდული სერიალი გამოვიდოდა ლამაზი მსახიობებით. :)))
მოკლედ, ისეთი საკითხავია, ზაფხულში, ჰამაკში რომ უნდა იკითხო, ან ტრანსპორტში. დროის მოსაკლავად გადასარევია.
Profile Image for a.
8 reviews
April 30, 2025
არის თუ არა “აღიარება ხელისგულზე” კარგი წიგნი?

ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის მიღება მართლაც, რომ ძალიან ძნელია. პირველ რიგში იმიტომ, რომ ყველას სხვადასხვანაირი შეხედულებები აქვს და ამაში ცუდი არაფერი არ არის, გემოვნებაზე ხომ არ დაობენ?! ამ კომენტარით მე ჩემს პირად აზრს გამოვხატავ, ამიტომაც გთხოვთ, რომ გულთან ახლოს არ მიიტანოთ ჩემი სიტყვები და არც შეურაცხყოფად ჩათვალოთ.

მაშ ასე, თათული ღვინიანიძეს ”აღიარება ხელისგულზე” არის თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი. წიგნში რადა მოდებაძე სწავლობს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, მესამე კურსზე, შესაბამისად ის უნივერსიტეტის გაზეთში(თუ სწორად მახსოვს) წერს სტატიებს მოსწავლეებზე და არამარტო.

მოცემულ წიგნში ძალიან ბევრი ისეთი რამ ხდება, რაც ქართულ რეალობას საერთოდ არ შეესაბამება, ამიტომაც ავტორს უფრო ვურჩევ ფანტასტიკის ჟანრში მუშაობას.

სანამ წიგნს დავასრულებდი, ვფიქრობდი, რომ ეს ჩვეულებრივი “wattpad story” იყო, მაგრამ დამიჯერეთ ასეთი ფანტაზიური ისტორია ვოტპადში კი არა,თურქულ სერიალებშიც არ შეგხვდებათ.

ასევე წიგნი არის ძალიან გაწელილი,მითუმეტეს მეორე ნაწილი, იმის შემდეგ რაც რადა ლონდონში ჩადის(ეს წიგნი ქართული რეალობაზე უნდა ყოფილიყო),ყოველი გამვლელის ისტორიას ვიცნობთ, რაც მართლა არ არის საინტერესო.

მე პირადად ისიც კი ვერ გავარკვიე რომელი ასაკისთვის არის მოცემული ნაწარმოები.ამას ზრდასრული ადამიანი ნამდვილად არ წაიკითხავს, მაგრამ არც თინეიჯერებისთვისაც არ იქნება კომფორტული, ალბათ 16-17-18 წლის მოზარდებისთვის.

დიახ წიგნი არ არის შედევრი,მაგრამ დროის გასაყვანად გამოდგება, იმიტომ რომ მე პირადად რაღაც მომენტებში დამაინტერესა, რა თქმა უნდა მთლად ისტორია არ იყო იმდენად ჩამთრევი,მაგრამ იმდენად ცუდიც არ იყო როგორც ყველა ამბობს.

მე ამ წიგნის მიმართ ნეიტრალურად ვარ განწყობილი,არც მომეწონა და არც პირიქით.

და ბოლოს გავცემ პასუხს პირველად დასმულ კითხვაზე.არა, ”აღიარება ხელისგულზე” არ არის კარგი წიგნი. როგორც უკვე ვთქვი წიგნი შეიძლება წაიკითხოს დროის გასაყვანად, მაგრამ ამის მაგივრად გირჩევთ, რომ წაიკითხოთ რაიმე სხვა ნაწარმოები, ამ წიგნის შეძენას კი მხოლოდ იმ შემთხვევაში ვამართლებ თუ მართლა არ გექნებათ არაფერი სხვა წასაკითხი.

როგორც უკვე ვთქვი ეს არის ჩემი პირადი აზრი და ძალიან მადლობელი ვიქნები თუ პატივსცემით მოეპყრობით 🙏 მადლობა.
Profile Image for celia st james moriarty.
35 reviews
October 26, 2022
მიუხედავად იმ მრავალი კრიტიკისა რაც სხვა მკითხველებს და ასევე მეც მაქვს ამ წიგნთან, ამაზე ბევრად უფრო კატასტროფული წიგნებიც არსებობს და ვფიქრობ რომ ავტორის შრომა მაინც დასაფასებელია. წიგნი მარტივად წასაკითხია, და მინდა ვთქვა საკმაოდ შემთრევიც რადგან ერთ დღეში ისე დავასრულე ვერც გავაცნობიერე. პერსონაჟები ძალიან ცუდად ჩამოყალიბებული, თუმცა მთლიანობაში მართლა არ არის იმდენად ცუდი რომ ამდენი ზიზღი მიეღო ავტორს
Profile Image for Salome Mgebrishvili.
100 reviews22 followers
May 2, 2018
იმედები გამიცრუა.
ისეთი აჟიოტაჟი გამოიწვია ამ წიგნმა, ბევრად მეტს ველოდი.
Profile Image for Ath3na.
9 reviews
April 23, 2022
ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომ მომეწონა ეს წიგნი არის ის რომ ჩემი reading slump-დან ამომაგდო
Profile Image for Nanuka Tkebuchava.
7 reviews
February 3, 2022
რავი, თავიდან წაკითხვა აღარ მომინდა…ისე არაუშავდა
5 reviews
August 13, 2022
this book broke me😢😭 but this is reality this is what you should be aware of
ვფიქრობ რომ ამის მიუხედავად ბევრი რამ ვისწავლე ამ წიგნით და რეკომენდაციას ვუწევ
This entire review has been hidden because of spoilers.
Profile Image for nina.
9 reviews1 follower
April 15, 2024
აუცილებლად წაიკითხეთ თუ გულით გსურთ დროის გაფლანგვა
3 reviews
March 19, 2022
I LOVE THIS BOOK SO FRICKING MUCH. IF YOU'RE PLANNING ON READING IT ANYTIME SOON, I'M TELLING YOU RN JUST DO IT. READ THE GOOD DAMN BOOK. you will thank me later <3
Profile Image for Nanuka Dolidze.
3 reviews
January 9, 2024
ამას 3 მხოლოდნიმიტომ ვუწერ რომ წლების უკან მაქვს წაკითხული და როგორც “დამწყებ” თინეიჯერს ისე ვაფასებ. ლონდონის ამბები სისულელეა. საქართველოზე ცუდი იერი, სისულელეა. ამდენი ფანტაზია, სისულელეა. ამდენი გინებები, სისულელეა. მატარებელში თანამშრომლების წარსული მოყოლა და მაგაზე მთელი თავის მიძღვნა, სისულელეა. ბოლოს საერთოდ რა ხდება მოკლედ აი სულ ავირიე დავირიე და ძაან 2016 წლის პერიოდში გადამიყვანა რო თურმე არსაიდან გამოჩნდა ჰოლივუდის დირექტორი !! (თუ როგორც იყო არ მახსოვს კარგად) უბრალოდ სამს იმიტომ ვუწერ რომ ბავშვობაში რაღაც, არვიცი, რაღაც ისეთი დამიტოვა, თუმცა ახლა ვფიქრობ ორზე ხომ არ შევცვალო. მოდი იყოს ორი 😂😂
This entire review has been hidden because of spoilers.
Profile Image for Keso Gagoshidze.
222 reviews23 followers
February 15, 2024
რავი, ჩვეულებრივი თანამედროვე რომანია.
ციტატები ძალიან წვეტიანი, "რომანწიკა" არ ვიცი, ზედმეტად ბანალური და ბევრგან წაკითხული. ერთი ისაა, რომ ასეთი "რომანწიკა" მეც კი, თავიდან ფეხებამდე რომანტიკოსს ძალიან ქრინჯად მომეჩვენა.
ისე კი, მშვენიერი ახალგაზრდული სერიალი დაიწერებოდა ამ რომანზე, დრამატული და გულისამათრთოლებელი თინეიჯერებისთვის.
Profile Image for Salome Nodia .
86 reviews7 followers
January 13, 2019
ვერ დამიჯერებია რომ დავასრულე კითხვა :) არც წაკითხვამდე მესმოდა და არც შემდეგ მესმის ამ რომანის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი. იყო რამდენიმე საინტერესო ფრაზა და ეს შეფასებაც მხოლოდ მისთვის დაიმსახურა ჩემგან.
November 24, 2019
წიგნი , რომელიც გასწავლის როგორი არ უნდა იყოს ლიტერატურა , მწერალი , ფაბულა , მონოლოგი , წერის სტილი , მანერა , გადმოცემა სიუჟეტი , მაგრამ მაინც დადებად ვაფასებ ვისწავლე თუ როგორი უნდა ოყოს წიგნი.
July 11, 2021
ნამდვილად შეუდარებელი წიგნია.
ვისაც მოულოდნელობები იზიდავს ეს წიგნი სწორედ მათთვისაა. ძალიან მარტივად იკითხება. ღამეებიც კი გავათენე რომ ეს წიგნი წამეკითხა ისე ჩამითრია. ავტორი ემოციებს კარგად გადმოსცემს და ბილწსიტყვაობასაც არ ერიდება. ყველა დეტალი გულდასმითაა შექმნილი. მართლაც შთამბეჭდავია.
Profile Image for Keti Molashvili.
123 reviews6 followers
February 7, 2021
წავიკითხე იმიტომ, რომ გამეგო რას კითხულობდნენ თინეიჯერები, ხოდა თქვენ არ წაიკითხოთ! ბინდი ხომ იცით, ეს უარესია 😑
Profile Image for Lana.
28 reviews1 follower
March 14, 2024
პირველ რიგში რომელი ნორმალური დაარქმევს თავის შვილს კრავაიას რადა??

მიუხედავად იმისა, რომ მთავარი პერსონაჟი ჩემთვის თავისი პირველივე მოქმედებიდან აუტანელია. ნორმალურად დაწერილი წიგნია, განსაკუთრებით პირველი ნაწილი. ადვილად წასაკითხია, სასაცილო და საინტერესო. მეორე ურევს და ისეთი გაგრძელება აქვს აი მე რომ პირველად დამეწერა წიგნი და ყველა ჩემი იდეის, შეხედულების და აზრის გადმოცმა, რომ მდომებოდა უცებ, სწრაფად და ერთდროულად. საბოლოო ჯამში, ისე გამოუვიდა ავტორს, რომ ას ოც პრობლემას შეეხო და ბოლომდე არცერთს არ ჩაწვდა. თავისი სათქმელის გადმოსაცემად იმდენი ახალი პერსონაჟი მოგვაყარა, თავიანთი tragic backstoryebit რომ ძალიან რთული იყო მათი მოწონება, სიყვარულზე ხომ საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი. ხელოვნურად ჩანდა ლონდონის ამბებში ამ ხალხის ჩამატება, რადგან არ ჰქონდათ არც მთავარ პერსონაჟებთან და არც მთავარ მოქმედებასთან არანერი კავშირი. თუმცა, ვერც იმას ვხვდები ხალხი, რომ ათრევს ამ წიგნს საშინელებაა არაფერი აზრი არ დევს და არც რეალისტური არიო. არავის უთქვამს, რომ რაიმე სასწაულ ფილოსოფიურ მიგნებებს წავიკითხავდი ამ წიგნის გადაშლისას, ის იყო რასაც ველოდი. თან მატარებელში დავიწყე კითხვა და დრო ძალიან სწრაფად, მარტივად და სასიამოვნოდ გამატარებინა. საბოლოო ჯამში, თუ გულის გადაყოლება, იუმორი და სწრაფი საკითხავი გინდათ დროის გასაყვანად გირჩევთ. სიღრმისეულ და რაიმე ახალის სწავლა თუ გინდათ სხვა წიგნი წაიკითხეთ.

"ჩვენ გვჯერა იმის, რისიც გვსურს, რომ გვჯეროდეს. ხანდახან სწორედ ეს განსაზღვრავს სინამდვილეს."
"სუბიქტური და ობიექტური რეალობა, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ერთმანეთისგან განსხვავდება. თუმცა, სუბიექტური რეალობა ზოგჯერ ობიექტურ მომავალს განსაზღვრავს, მომავალი კი ერთ დღეს რეალობად იქცევა."
"ზოგჯერ, ვფიქრობ, რომ მხოლოდ სამ შემთხვევაში არსებობს ბედისწერა: დაბადება, სიყვარული და სიკვდილი. შენი არჩევანია ცხოვრებას ვის დაუკავშირებ, მაგრამ ვერ გააკონტროლებ, ვინ შეგიყვარდება."

SPOILERS!!!!!!!
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.

ბოლოს ერთად რომ არ დარჩნენ, ჩემი აზრით, კიდევ უფრო მეტად დაუკარგა აზრი წიგნს. და რაღაც დაუკმაყოფილებელი დამტოვა.
Displaying 1 - 30 of 83 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.