Jump to ratings and reviews
Rate this book

პატარა ქვეყანა

Rate this book
ესაა რომანი ცვლილებების, ილუზიებისა და შიშების შესახებ, რომელშიც ავტორი ჩვეული სარკაზმით მოგვითხრობს, როგორ ცხოვრობდა ხალხი ცვლილებებით სავსე ეპოქაში; რას ეგუებოდა და რას უძალიანდებოდა; რა მოსწონდა და რა – არა; როგორ შეირაცხა ახალგაზრდა მწერალი წმინდანის შეურაცხმყოფლად სატირული მოთხრობის გამო; როგორ გადაურჩა ეკლესიისგან განკვეთას და რა როლი შეასრულეს ამ აბსურდულ ამბავში პატარა ქვეყნის სამმა პრეზიდენტმა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქმა.

501 pages, Paperback

First published January 1, 2018

9 people are currently reading
124 people want to read

About the author

Lasha Bugadze

31 books70 followers
Lasha Bugadze (Geogian: ლაშა ბუღაძე), born in Tbilisi in 1977 is a Georgian novelist and playwright. He graduated from I. Nikoladze Art College and Shota Rustaveli Theatre and Film Georgian State University, the Faculty of Drama and Ivane Javakhishvili Tbilisi State University, the Faculty of Art. He is the author of numerous novels and of plays that have been performed in many European cities. His works have been translated into French and English. Bugadze focuses his critical and ironic attention on inter-generational relationships and describes situations in which people fall victim to their prejudices, rigid ideas or stereotypes. He won the Russia and Caucasus Region category of the BBC International Radio Playwriting Competition in 2007 and one of the two top prizes in 2011 for his play The Navigator. Bugadze is a writer and presenter of literary programs broadcast on radio and TV by the Georgian public broadcaster. He is also a gifted cartoonist. He lives and works in Tbilisi.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
63 (43%)
4 stars
49 (33%)
3 stars
25 (17%)
2 stars
6 (4%)
1 star
2 (1%)
Displaying 1 - 17 of 17 reviews
Profile Image for Davit.
39 reviews23 followers
February 27, 2018
აჰა, ბატონო, არაბაბულიკური ვნებები, როგორც იქნა :) თვითირონიის მომაკვდინებელი დოზა და ჩვენი უახლესი ისტორია. როგორც ყოველთვის, გადასარევი იუმორის გრძნობა. საშინლად სასაცილო და სევდიანი წიგნია (პრინციპით: რა გვაცინებს, რა :)

უნდა გახდეს ბესტსელერი. უნდა წაიკითხოს ყველამ.
ჩემი პროგნოზი: გახდება ბესტსელერი. წაიკითხავს ყველა. ამ წიგნზე ილაპარაკებენ, იმიტომ, რომ ის ამას იმსახურებს.

პ.ს. დიდი და სერიოზული რეცენზიის დაწერა მომინდა, ჭკვიანური სიტყვებით და ტერმინებით, კრიტიკოსებს რომ უყვართ ტყლაშუნი, ისეთებით.
Profile Image for მაიკო დოხნაძე.
56 reviews3 followers
February 6, 2019
ეს წიგნი ნათლად აჩვენებს, რამდენი რამე შეიცვალა ორიათასიანების დასაწყისიდან და ამავე დროს, რამდენი რამეა კვლავ უცვლელი. შეიძლება ახლა შუქი აღარ ითიშება, თუმცა კვლავ აქტუალურია ეკლესიის ზედმეტად ჩართულობა სახელმწიფოს საქმიანობაში და მისი სურვილი, ყველაზე და ყველაფერზე გავლენა იქონიოს ქრისტეს სახელით. დღემდე მოქმედებს პატრიარქის ხატი და დღესაც თავგასულები არიან მღვდლები, როგორც მაშინ. დღესაც აქვს გავლენა ეკლესიას მედიაზე (რაც უნდა იძახონ, რომ მედია დამოუკიდებელია და ბლა ბლა ბლა) და მოკლედ, ბევრი რამ კვლავ უცვლელია და სამწუხაროდ, კიდევ დიდხანს იქნება ასე, სანამ ქვეყანაში განათლების დონე არ ამაღლდება.
ხო, რაც შეეხება თავად წიგნს, მომენტებში ძააალიან გადავიღალე. გაიწელა სიტუაცია ძალიან. ეტყობა, რომ ავტორს ბევრი ლაპარაკი უყვარს :))) ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა. :დდ მოკლედ, ეს წიგნი აუცილებლად წასაკითხი და გასააზრებელია.
პ.ხ. ძალიან დამაინტერესა, ნეტა რა რეაქცია მექნებოდა 2002 წელს რომ წამეკითხა მსგავსი მოთხრობა თამარ მეფეზე (მაშინ სკოლის მოსწავლე ვიყავი და ყოველ კვირა დღეს წირვას ვესწრებოდი, ეს ერთადერთი გზა იყო გართობისთვის და სახლიდან გასვლის მიზეზი იმ შავ-ბნელ პერიოდში). სავარაუდოდ, გავლენებიდან გამომდინარე, მეც აღვშფოთდებოდი, თუმცა მიხარია, რომ ბავშვური კომპლექსები დავძლიე და თავისუფლების ფასი ვისწავლე.
Profile Image for Ana Darsadze.
18 reviews
July 7, 2018
ვფიქრობ,"პატარა ქვეყანა" ქართველი ერისთვის შექმნილი აუცილებლად წასაკითხი წიგნების სიის ერთ-ერთი ღირსეული ლიდერია.
Profile Image for Ramil Karimzada.
60 reviews7 followers
December 5, 2021
Kitabın arxasında qeyd olunan məlumat - "romanda yeni sözün, yeni mövqenin cəmiyyətdə necə çətinliklə yer almasından söhbət açılır", məni bu müasir gürcü ədəbiyyatı nümunəsini oxumağa daha da həvəsləndirdi. Əsər Qafqaz xalqlarının fərqli dini, siyasi, sosial-iqtisadi xətt izləməyinə baxmayaraq, nə qədər ortaq milli-mədəni dəyərlərə malik olmasını nümayişkəranə şəkildə göstərir. Bədii cəhətdən güclü əsər olduğunu düşünmürəm. Amma, sizi yaxın gürcü tarixi, həmçinin gürcü xalqının öz kiçik ölkələrində hansı dəyərləri müqəddəsləşdirib toxulunulmaz etdiyi haqqında ciddi fikir sahibi edir. Azərbaycanlı oxucular bunlardan özləri üçün maraqlı nəticələr çıxara bilər.

Əsər təəssüf ki, yaxşı tərcümə olunmayıb. Çoxlu orfoqrafik səhvlər var idi.
Profile Image for Dato Kvaratskhelia.
60 reviews22 followers
April 25, 2019
საინტერესო და კარგი წიგნია, ბევრი რამის გაგება შეიძლება იმაზე როგორ მოქმედებენ ამ ქვეყანაში: ტელევიზიები, პოლიტიკოსები, "უწმინდესები" და აშ. შესაბამისად კარგი იქნება თუ ბევრი ადამიანი წაიკითხავს, მაგრამ როგორც რომანს ჩემთვის დიდი მხატვრული ღირებულება აქვს-მეთქი ვერ ვიტყოდი, პირად ცხოვრებაზე საუბარმაც დიდად ვერ დამაინტერესა, ალბათ ჯობდა მთლიანად დოკუმენტურ სტილში დაეწერა.
Profile Image for Tebro Pkhikidze.
141 reviews5 followers
September 23, 2023
ის ამბები, რასაც ეძღვნება ეს წიგნი, ძალიან კარგად მახსოვს და ამის მიუხედავად, მაინც ინტერესით წავიკითხე. კარგია, როცა ადამიანს აქვს უნარი, რაღაც-რაღაცებს იუმორით შეხედოს, თუნდაც პოსტ ფაქტუმ. რაც არ უნდა იყოს, თავის დროზე მართლა ემუქრებოდა ხელყოფის საფრთხე.
Profile Image for Leila Beruchashvili.
25 reviews4 followers
May 31, 2018
ძალიან ვენესუელურად არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ ვერაფრით გავარკვიე ვინ არის მთხრობელის 10 წლის დის მამა, როდესაც მისი მშიბლები ერთმანეთს “თითქმის 20 წლის წინ დაშორდნენ”. ვინმე სხვა კაცი გაკვრითაც კი არ არის ნახსენები 🧐🤔
Profile Image for Ana Maisuradze.
Author 1 book73 followers
May 14, 2018
ძალიან სიმბოლური იყო, ახლა, ამ წიგნის წაკითხვა, როცა ადამიანები ქუჩაში თავისუფლების დასაცავად ვიყავით გასულები.
Profile Image for Kristina.
270 reviews9 followers
November 28, 2018
ლექციებს როცა წავიკითხავ რელიგიასა და პოლიტიკაზე საქართველოში, ეს წიგნი აუცილებლად შევა სავალდებულო საკითხავ მასალად. ხო, კიდევ მადლობა უნდა ვუთხრა ავტორს რომ დაწერა და მინდა ჩავეხუტო #პათეტიკა
Profile Image for Nini.
12 reviews2 followers
December 25, 2018
ვფიქრობ, ამ წიგნზე უკეთ ვერცერთი ისტორიის ნარკვევი თუ ნაშრომი მოგცემთ ზუსტ ინფორმაციას ჩვენი ქვეყნის, რელიიგიის თუ ხალხის შესახებ. ყველა ჩვენგანი ამოიცნობს საკუთარ თავს და ოჯახის წევრს, კარის მეზობელს. ამ წიგნით, ლაშა, სარკეში გვახედებს, გვინდა თუ არა ეს ჩვენ. გვაფხიზლებს და გვეუბნება რომ დროა "პატარა ქვეყნის " და " პატარა ადამიანების " კომპლექსებიდან გამოვიდეთ. დანარჩენი თავად უნდა ნახოთ.


პ.ს. ვისაც, ლაშასთან ერთად სიცილ-ხორხოციც გსურთ ახლა, ზუსტად ის დროა რომ გადაშალოთ და დაიწყოთ კითხვა. 🙏👏❤
Profile Image for Khatia Si .
1 review
November 13, 2018
ცოტახნის წინ დავიწყე კითვხა და ძალიან მომეწონა, სევდიანი, ირონიული , თვითკრიტიკული რომანია უახელის ისტორიით 90-იანების მომენტებმა ბავშვობა გამახსენა სწორედ იმ ავბედით 89 წელს დავიბადე 9 აპრილიდან რამდენიმე თვის შემდეგ, მოკლედ ბევრი, რომ აღარ გავაგრძელო ძალიან კარგია
Profile Image for Tornike Zviadauri.
4 reviews
January 25, 2020
ლაშა ბუღაძეს ყველა სახის იარაღი აქვს, რაც გულისხმობს რომ მისგან ძლიერი მწერალი ყალიბდება. დაფასებას დრო ესაჭიროებაა რომ მისი ნოველები უცხოურ ქვეყნებში თუნდაც მრავალფეროვნებისა და განათლების სიცხადის მიზეზად გავიდეს.
Profile Image for Luka Kitia.
6 reviews1 follower
September 25, 2024
შესანიშნავი ავტოეთნოგრაფიული/ავტობიოგრაფიული ნაშრომი და ძალიან საინტერესო რეფლექსია ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაზე, განსაკუთრებით რელიგიურობის ისტორიაზე.
Profile Image for Keti Ubilava.
27 reviews4 followers
August 14, 2018
ამ წიგნის წაკითხვის მერე მივხვდი, რატომ უყვარს ასე ძალიან ლაშა ბუღაძეს რუშდი :))
Profile Image for Sandro Mikeladze.
84 reviews3 followers
March 20, 2022
ვისაც საქართველოს უახლესი ისტორია და ქვეყნის შიდა პროცესები აინტერესებს ერთ-ერთი გამორჩეული წიგნი იქნება მათთვის. გარკვეულწილად ავტობიოგრაფიულიცაა და ქართული ეკლესიის სახეს (რომლის ნაწილიც თავად კათოლიკოს პატრიარქიცაა) იდეალურად აჩვენებს. ბუღაძის ჩვეული სარკასტული თხრობა ძალიან უხდება ამ დროის და სიტუაციების აღწერას.
Displaying 1 - 17 of 17 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.