Jump to ratings and reviews
Rate this book

ელეგია და სხვა

Rate this book
წიგნში შესულია ვახტანგ ჯავახაძის მიერ 2012-2016 წლებში დაწერილი ლექსები, რომლებიც პერიოდულად ქვეყნდებოდა ლიტერატურულ პრესაში და მკითხველის ინტერესსა და გამოხმაურებას იწვევდა.

მაგრამ ამ მხრივ, არა მხოლოდ ვახტანგ ჯავახაძის შემოქმედების, არამედ თანამედროვე ქართული ლიტერატურისთვის უპრეცედენტო აღმოჩნდა „ელეგია: „ყელსაბამი“, რომელმაც ერთი ხელის მოსმით დაამსხვრია მითი, რომ პოეზიას არ კითხულობენ. ივლისის თქვეში (მაშინ, როცა ყველა ისვენებს ან შვებულებისთვის ემზადება) გამოქვეყნებულმა ლექსმა ერთბაშად დაიპყრო სოციალური ქსელი და რამდენიმე დღის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემად იქცა.

ამ წიგნში კარგად ჩანს ვახტანგ ჯავახაძის პოეტური პროფილი, რომელიც მუდამ თანამედროვეა, ახალი ფორმებისა და სათქმელის მაძიებელი, სიყალბისა და უძრაობის უარმყოფელი.

2017 წელს ავტორს ამ წიგნისათვის ლიტერატურული პრემიები ლიტერა და საბა გადაეცა. ნომინაცია წლის საუკეთესო პოეტური კრებული.

148 pages, Hardcover

First published January 1, 2016

17 people want to read

About the author

Vakhtang Javakhadze

8 books3 followers

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
26 (89%)
4 stars
3 (10%)
3 stars
0 (0%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 7 of 7 reviews
Profile Image for Salo Lipartia.
36 reviews9 followers
February 21, 2018
"გირეკავენ და სახლში არა ხარ და არამარტო სახლში არა ხარ."
აი, ეს ფრაზა მაქვს თავში ყოველ დღე. ანუ, ყოველ დღე კი არ ვკითხულობ ამ ლექსს, უბრალოდ ჩემი ტელეფონის ლოქ სქრინზე ძალიან ლამაზად ბრწყინავს.
80 reviews6 followers
February 18, 2021
..
ფოტოსურათებს გადავამრავლებ, რომ ნაწილ-ნაწილ გადაგარჩინო.
გადავამრავლე და მომევლინე უფრო საჩინო და თვალსაჩინო.

ახლა ბევრი ხარ და მემუქრება ღამე ბნელი და ღამე ღარიბი..
ისე ბევრი ხარ, არ მეშინია, თუ რომელიმე გამეპარები
..
Profile Image for effanineffable.
99 reviews3 followers
November 5, 2024
“ყველგან შენ ხარ და შენ აღარა ხარ, ყველა ნივთი და ყველა საგანი —
შენ მიიზიდე, შენ მიითვისე, შენ ამოავსე ჩვენი საკანი,
რომელიც თითქოს ცარიელია, საიდუმლოა თითქოს სერობა,
სადაც ერთმანეთს ედავებიან შენი შენობა და უშენობა” <33
Profile Image for Kristy Mika.
30 reviews
August 9, 2025
მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს პატარა ძმას, რომ უყვარს ლიტერატურა და განსაკუთრებით ქართული პოეზია, რომ არა ის, ალბათ ამას ვერც ვერასდროს გავეცნობიდი.
Displaying 1 - 7 of 7 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.