Jump to ratings and reviews
Rate this book

სკანდარა და სხვა მოთხრობები

Rate this book
ბექა ქურხულის ახალ წიგნს ბევრი დასამახსოვრებელი პერსონაჟი ჰყავს – რეალური თუ გამოგონილი, მწერლის ცხოვრებისეული გამოცდილებიდან თუ მისი სიზმრებიდან გადმოსული ტექსტებში. მათი ერთ სივრცეში თავმოყრა „საბას“ გამარჯვებული რომანის – „სამოთხიდან გაქცეულების“ ავტორს არ ეძნელება.

მიმზიდველი და ჩამთრევი თხრობის მანერა, ემოციურად დამუხტული ეპიზოდები და თითქოს ნაცნობი, მაგრამ სინამდვილეში ექსკლუზიურად მკითხველისთვის აღმოჩენილი/გაცოცხლებული გარემო – სხვა საქართველო – ესაა ბექა ქურხულის მოთხრობების მთავარი ღირსება. ის, რაც მაშინვე, ზედაპირზევე ჩანს.

კიდევ ერთი დასამახსოვრებელი თვისება ამ წიგნისა ის არის, რომ შიგნით ბევრი მოძრაობაა, მიწყდომ-მოწყდომა, კაცის გულისა და ბედის აფეთქებები, დინამიკა და „დრაივი“.
ერთი სიტყვით, ჩათრევას ჩაყოლა ჯობია...

236 pages, Paperback

Published January 1, 2018

1 person is currently reading
12 people want to read

About the author

Beka Kurkhuli

11 books4 followers
დაიბადა 1974 წელს. 1991 წელს დაამთავრა თბილისის I ექსპერიმენტული სკოლა. 1991-1996 წლებში სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, დრამის ხელოვნების ფაკულტეტზე (თამაზ ჭილაძის სახელოსნო).

პირველი ნოველები დაბეჭდა 1991 წელს. ამის შემდეგ მისი მოთხრობები სისტემატურად იბეჭდება ქართულ ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში.

1999-2004 წლებში იყო გაზეთ დილის გაზეთის რეპორტიორი, საქართველოსა და კავკასიის კონფლიქტურ რეგიონებში. ხშირად იყო მივლინებული სხვადასხვა ცხელ წერტილებში. აკეთებდა რეპორტაჟებს აფხაზეთიდან (გალის რაიონი, კოდორის ხეობა), ცხინვალის რეგიონიდან (ცხინვალი, ნიქოზი, დიდი ლიახვის ხეობა, თამარაშენი), ჩრდილოეთ ოსეთიდან და ინგუშეთიდან (ვლადიკავკაზი, ნაზრანი, მაგასი), აზერბაიჯანიდან (ბაქო), პანკისის ხეობიდან.

გამოცემული აქვს წიგნები: წერტილი... დაკარგული ტერიტორიის დაკარგული ადამიანები (2004 წ.), სახლი სხვაგან (2005 წ.), შეხვედრა მას შემდეგ (2010), ორი მთვარის ამბავი (2011), ზაფხულის მოკლე ღამე (2012), ქალაქი თოვლში (2013), ჩანაწერები 1993-2011 (2013), ღია კარის ქვეყანა (2014), სამოთხიდან გაქცეულები (2015).

ბექა ქურხულის სამოთხიდან გაქცეულები ლიტერატურული პრემია საბას 2016 წლის გამარჯვებულია „წლის საუკეთესო რომანის“ ნომინაციაში.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
4 (36%)
4 stars
5 (45%)
3 stars
1 (9%)
2 stars
1 (9%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 3 of 3 reviews
Profile Image for Keti Molashvili.
122 reviews6 followers
May 2, 2021
სკანდარას ვუწერ 5 ვარსკვლავს,
ისკანდერი არის პიროვნება
და ჩვენი ტკივილი, რომელიც სულ უნდა გვახსოვდეს.

მარადონას მარში: კარგია, უჰ! ძალიან კარგია! აფხაზეთის ამბებს ახლოდან გაცნობს და ტკივილს. ფინალიც კარგი აქვს, თითქოს ბანალური, მაგრამ კარგი.

ვოვა? ვოვა ვისაც ფეხბურთი, გუცაევი და ეგ თაობა გიყვართ ან გესმით, თქვენთვისაა დაწერილი. ისე კი, ეგეც კაია რაა.

შუაღამის ჩიტებში ცოტა დავიღალე.

მერე ძმაკაცებზე რაც დაწერა, ეგ იყო კარგი, კარგია როცა ვიღაც ასე ამოგიცნობს და შენზე წერს. ხაჩიკასაც კი უხაროდა და შენ ვინა ხარ რო არ გაგიხარდეს.

ბეთი შერვუდი: მოდი ბექა, ისევ როგორც ბიჭი, ისე წერე, მაინც რაააღაც არ გამოგდის ასე წერა. ცოტა ვერ გავიგე რაღაცები,
ერთი რაც გავიგე, კარგ ფილმებს უყურებ და საინტერესოდ აღწერე. მომეჩვენა რო იმ დროს დაწერა, თვითონაც რომ ცხოვრებას ფეხი ვერ აუწყო და უბრალოდ მოთხრობის წერამ იქნებ მიშველოს და რამე დავწეროო, ხოდა დაწერა 'რამე'.
Profile Image for Levan Tetrauli.
11 reviews
April 21, 2018
"მე რომ მანდ მოვალ, მოვუყვები ქრისტე ღმერთს, რატომ უნდა იყო შენ სამოთხეში! მანამდე კი სულ სხვა ამბავს ვიტყვი..."
ამ სიტყვებით იწყება და ძალიან მაგარი ისტორიების კასკადად ვითარდება ეს წიგნი! გომბორიდან ცხინვალში, თბილისში, აფხაზეთში, მექსიკაში და ისევ თბილისში ისე ვიმოგზაურე, რო შუაში ვერც ერთი მოთხრობის დასასრული გავიგე და ვერც მეორეს დასაწყისი.
პირველი review რო დამაწერინა, ეგეც ბევრს მეტყველებს, ასე მგონია.
Profile Image for Levan Shakulashvili.
275 reviews
February 4, 2019
ძალიან ძალიან ძალიან ძალიან გავბრაზდი ავტორზეც და ხალხზეც, მაგრამ კარგია, რომ "სკანდარა" და მსგავსი მოთხრობები იწერება. სხვების არ ვიცი, თუმცა ასეთი ტექსტები მე ძალზე მძაფრად მაგრძნობინებს ხოლმე იმ ზიზღს, რომელიც ჩვენ თვითონვე დავიმსახურეთ, ქართველებმა! სხვა მოთხრობებზე ვერაფერს ვიტყვი, ყველა საკმაოდ კარგი იყო და მომეწონა კიდეც.
Displaying 1 - 3 of 3 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.