შარლ მორის დე ტალეირან-პერიგორი ჟოზეფ ფუშესთან ერთად რევოლუციურ საფრანგეთში ღალატის სიმბოლოდ იქცა. საბჭოთა ცენზურის პირობებში გამოცემული ბიოგრაფია ბოლომდე სანდო ვერ იქნება, თუმცა აქაც ძალიან კარგად ჩანს მისი როლი ისტორიის იმ ჩარხს ტრიალში, რომელმაც დაამხო ბურბონთა ხელისუფლება, კონვენტი, დირექტორია, იმპერია, რესტავრაციის შემდგომი სამეფო, ისევ იმპერია... მაგრამ ვერც ტალეირანის უდიდეს დიპლოატიურ ნიჭს გავექცევით (რაც, რა თქმა უნდა, ვერ ფარავს კორუფციას, ღალატს, საკუთარი კეთილდღეობისთვის უშეღავათო ბრძოლას). სხვაგვარად იმ დროში საკმაოდ მხცოვანი ვერ დაასრულებდა სისოცხლეს საწოლში და არა გილიოტინაზე.