Jump to ratings and reviews
Rate this book

მზე, მთვარე და პურის ყანა

Rate this book
„სიყვარულს ასე თუ ისე სიცხადე შეაქვს იმ გაუგებრობაში, თუ რატომ ებღაუჭებიან სიცოცხლეს გამწარებით ეს საცოდავი ადამიანები“.
თემურ ბაბლუანი, „მზე მთვარე და პურის ყანა“ (მანუშაკა მელოდება)

ძალიან რთულია, დაამტკიცო შენი უდანაშაულობა, როცა კრიმინალები მოკვლით გემუქრებიან, პროკურატურისთვის მთავარია, საქმე გახსნილად გამოაცხადოს, „გამოვლენილი დამნაშავე“ გააციმბიროს ან თუნდაც დახვრიტოს. კიდევ უფრო რთულია, ნახევარი ცხოვრება სხვის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო გაატარო ციხეში, სადაც შეიძლება ჭლექმა მოგიღოს ბოლო, თუ ვინმეს თვალში არ მოუხვედი, სიცოცხლეს გამოგასალმოს ან სულაც უბრალოდ ჭკუიდან შეიშალო. დიახ, რთულია. თუმცა ამ ყველაფრის გაძლება და მასთან ბრძოლაც კი შეიძლება, როცა იცი, რომ შენს დაბრუნებას ვიღაც, თუნდაც მხოლოდ ერთი ადამიანი ელოდება.
ცნობილი ქართველი რეჟისორის, თემურ ბაბლუანის „მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)“ სათავგადასავლო რომანია, რომელშიც აღწერილი ერთი თბილისელი ბიჭის დარდითა და ტკივილით სავსე ცხოვრების ამბავი ერთი ამოსუნთქვით იკითხება.

496 pages, Paperback

First published January 1, 2018

177 people are currently reading
2276 people want to read

About the author

Temur Babluani

1 book82 followers

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
1,180 (56%)
4 stars
512 (24%)
3 stars
279 (13%)
2 stars
82 (3%)
1 star
44 (2%)
Displaying 1 - 30 of 164 reviews
Profile Image for Mikheil.
Author 11 books117 followers
October 20, 2021
ძალიან მოკლედ რომ მოვჭრა, თემურ ბაბლუანის წიგნს აქვს თავისი პლიუსებიც და მინუსებიც.

მინუსებია ის, რომ პერსონაჟის სახე არ ვითარდება, რომ რამდენიმე მონაკვეთი უბრალოდ არადამაჯერებელია და ძალიან სუბიექტური დასასრული აქვს ტექსტს

პლიუსები კი ისაა, რომ საბჭოთა სინამდვილე, იმდროინდელი განუკითხაობა არის ძალიან ცხადად გადმოცემული და არსად ქართულ ლიტერატურაში არ მახსენდება წიგნი, სადაც ერთდროულად ამდენი ამბავი გადახდენოდეს მთავარ პერსონაჟს.

მგონია, რომ ტექსტის ძალიან დიდი ნაწილი რეალური ამბავია :) who knows?

და კიდევ... ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი page-turner, რომელიც გვაქვს დღევანდელ ლიტერატურაში. ჩემნაირმა ნელმა მკითხველმაც კი ეს 500 გვერდი 3 დღეში წავიკითხე.

Profile Image for Marita Mazanishvili.
65 reviews12 followers
August 12, 2018
მთელი წიგნი შიშში, მოუთმენლობაში და აქა-იქ ტირილში გავატარე, თან ვფიქრობდი, მეტი რაღა უნდა მოხდეს-მეთქი, მაგრამ ზუსტად ისეთი წიგნია, იმაზე ბევრად მეტი რომ ხდება, ვიდრე წარმოგედგინა.

თვითგადარჩენა ხომ ყველა ადამიანის ინსტინქტია, მაგრამ ამ წიგნის მთავარი გმირის ინსტინქტი - სიყვარულისთვის გადარჩენაა. გაიქცე, გადაურჩე, გამოძვრე, წახვიდე, იბრძოლო, ყველაფერი ქნა, რადგან იცი, რომ სადღაც ძალიან შორს, შენი სიყვარული, მანუშაკა გელოდება.

ისეთი ემოციური ტექსტია, კითხვის შუაში ვჩერდებოდი და კიდევ ერთხელ ვახსენებდი ჩემ თავს, რომ წიგნია, გამოგონილია და მთლად ნუ გადაყვები მეთქი :დ მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, კარგ წიგნს ყველგან გადაყვები, სადაც წაგიღებს.

ბოლოს იმაზე ფიქრში წამიღო, რომ ამ წიგნის ზეგდამოჭრილი ქვესათაური იქნებოდა “ეგეთია ცხოვრება”. ხომ ძალიან ბანალურად ჟღერს, მაგრამ ზუსტად ეგეთია. დარწმუნებული ხარ, რომ შენ ხარ ყველაფერზე პასუხისმგებელი, გამგებელი, შენ წყვეტ ყველაფერს, მაგრამ შეიძლება ისე დატრიალდეს ყველაფერი, ერთმა პატარა ნაბიჯმა ისე შეცვალოს შენი ცხოვრების გეზი, რომ ცხოვრება კანონზომიერების ნაცვლად ერთ ცუდ ხუმრობად, ირონიულ ჩაფიქრებად მოგეჩვენოს. შენ კი ამ დროს განზე იდგე, ან არც იდგე, ჭიანჭველასავით აქნევდე ხელებს, როცა სინამდვილეში ყველაფერი თავისით ხდება შენს თავს, შენ გარეშე.

ესეთია ჯუდეს ცხოვრებაც. წიგნის პირველ გვერდებზე, ახალგაზრდობაში ყოფნისას რომ გავიცანი, მის სიბერემდე მიგვიყვანა ავტორმა და რანაირად ქრონოლოგიურადაც არ დავალაგე მისი ცხოვრების თაიმლაინი, მაინც
არ მჯეროდა რომ ეს ამბები, ერთი ადამიაის ცხოვრებაში მოხდა. ერთი, ჩვეულებრივი, ღარიბი, საბჭოელი ახალგაზრდის ცხოვრებაში, რომელიც იმდენად სავსეა, რომ რამდენიმე ადამიანის გამოცდილებაც კი ვერ დაიტევდა.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, 10/10
Profile Image for Oto Bakradze.
656 reviews42 followers
December 3, 2021
მთელი წიგნის განმავლობაში ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ფილმისთვის ან სერიალისთვის განკუთვნილ სცენარს ვკითხულობდი. მომენტ ვიდეო თამაშიც შეიძლება საკაიფო გამოვიდეს ისეთი ექშენია გვერდიდან გვერდამდე. მაგარი ფეიჯ თარნერია, სწრაფად იკითხება დაწყებული საბჭოთა კავშირის ისტორიებიდან დასრულებული ნაციონალების რეჟიმით. თუმცა მხოლოდ ამბების თხრობაა და არანაირი დამოკიდებულა არცერთი პერსონაჟის მიმართ არ გიჩნდება. მეტიც, მომენტებში ისეთი ### ქცევები აქვს ჯუდეს, თანაგრძნობის მაგივრად შეიძლება აგრესიის/ზიზღის გრძნობა გაგიჩნდეს.

დროის გასაყვანად მშვენიერი წიგნია.
Profile Image for Oto Nemsadze.
13 reviews
April 23, 2021
ტყუილი დროის კარგვა იყო. ეს წიგნი იაფფასიანი ყვითელი პრესის ბოლო გვერდზე უნდა დაბეჭდილიყო და მაშინაც მოსაბეზრებელი და ცარიელი იქნებოდა.
June 25, 2019
"ღმერთო ჩემო, ნეტამ რატომ გამოგვიგონე ეს საცოდავი ადამიანები, რაში გჭირდებით-მეთქი?"

წუხელ ნაშუაღამევს მოვრჩი კითხვას და იმდენად ემოციური იყო, მთელი ღამე არ მეძინა. ამ კაცმა ჯერ ბავშვობა მიქცია სევდად უძინართა მზით და ახლა ეს...
შარშანდელი ზაფხულის შემდეგ ნორმალურად წიგნი არ წამიკითხავს, ვიწყებდი, არ ვამთავრებდი, შემდეგ სხვას ვიწყებდი და ა.შ. ჰოდა ეს ის წიგნი იყო, რომელიც ხელიდან ვერ გავაგდე, თვალი ვერ მოვწყვიტე და ყველგან ვკითხულობდი. რომ მოვიცლი, ბლოგზეც დავუწერ გემრიელ რეცენზიას, მანამდე კი მინდა ყვეელას გირჩიოთ; შვებულებაზე/არდადეგებზე ამაზე კარგ წასაკითხს ვერაფერს ნახავთ.
Profile Image for Keto Sikharulidze.
33 reviews70 followers
February 17, 2023
ავტორი: თემურ ბაბლუანი
შეფასება:10/10
გამომცემლობა: sulakauripublishing

აღწერა: წერისას ბევრი ვიფიქრე როგორ დამეწყო და მივხვდი, რომ ამას მნიშნველობა არ აქვს, მთავარია გითხრათ, რომ ამბავი, რომელიც ამ გენიალურ წიგნში გენიალურად მოყვა გენიალურმა თემურ ბაბლუანმა, არის ამბავი ადამიანისა, რომლის ცხოვრებაც ღრუბლებს ზევით წყდება და ღმერთები ბოროტად ეხუმრებიან. ეს არის ისტორია სიყვარულისა, რომელმაც ბევრჯერ სცადა გადარჩენა და მოახერხა კიდეც. როგორც გრძნობა ცალკე არსებული ცხადია გადარჩა, ამ გრძნობის მატარებლების საცოდაობის ხსენება კი ცალკე ამბავია. ისტორია ჯუდეს ირგვლივ ვითარდება, რომელსაც მანუშაკაზე ფიქრმა და ერთგულებამ პოლარული დათვი, წლების მანძლზე შებმული უღელი და ყველაზე მნიშვნელოვანი-საკუთარი თავი დაკარგვა დააძლევინა. სიუჟეტი სიახლეებითა და მოულოდნელობებით არის სავსე, ამ სამყაროში კი ყველაფერი ერთმანეთთანაა კავშირში. ბევრ რამეს სწავლობ, თუნდაც იმას, რომ შენი წილი სიკეთე სადღაც ოდესღაც აუცილებლად დაგიფასდება, ან იმასაც, რომ შენი თავის მეტი არავისგან გიწევს ხოლმე გაქცევა და მათავარი იმასაც, რომ შენი წილი სიმართლე თოვლიან გზას სულ გაგიკვალავს, რაც უნდა დაუჯერებლად გეჩვენებოდეს ბედის ამგვარობა. ერთ დღესაც კი თვალს რომ გაახელ და შენს დათოვლილ, გამოქვაბულის ისტორიებსავსე, მაწანწალებთან ერთად ლუკმაპურის მშოვნელ ძველ დროს გაიხსენებ, რომელიც ოდესღაც შენი ყოველდღიურობა იყო, უკვე სახლში იქნები, სითბოთი და სიყვარულით გარშემორტყმული, მაგრამ ცრემლის გორგალი მაინც ჩამოგივარდება იმის გამო, რომ რაც ოდესმე გიქნია, აკეთებ ან გააკეთებ ერთ გრძნობასა და ადამიანს უკავშირდება, სამყარო კი ამ კავშირს ისე ათამაშებს, როგორც პატარა ბავშვი ნათურის ჩაქრობა-ანთებით ერთობა ხოლმე.

ეს არის წიგნი, რომე��მაც 1 დღეში 3 ჯერ გამომატოვებინა დანიშნულების ადგილი, იმდენად ჩამითრია სიუჟეტში, რომ ამ სამყაროს მომწყვიტა და მერე უკან მიწევდა ხოლმე დაბრუნება, შუა გზაში გამოფხიზლებულს. ეს არის წიგნი, რომელმაც ღამეები გამათენებინა და წიგნი, რომელმაც მაოცნება, ნეტავ ცოტას კიდევ გაგრძელდებოდეს-მეთქი. ამიტომ, ჯერ ეს წაიკითხეთ და მერე სხვა დანარჩენი! <3
Profile Image for Natia Morbedadze.
827 reviews83 followers
August 7, 2020
ამ წიგნის მიხედვით ძალიან კარგი ფილმის გადაღება შეიძლება, მით უმეტეს, რომ მისი ავტორი ძალიან კარგი რეჟისორია... მეტიც - კითხვის დროს გეგონებათ, რომ ფილმს უყურებთ და ყოველ ახალ კადრში რაღაც ახალი გელოდებათ - აი, 17 წლის ჯუდე "ძველი ბიჭებით", ლოთებით და უბრალო მშრომელებით დასახლებულ უბანში ცხოვრობს, მანუშაკა უყვარს და მომავლის გეგმებს აწყობს... შემდეგ კადრები იცვლება და ერთმანეთს ენაცვლება საბჭოთა დროის ბანაკები, რუსეთი, აზია, მონასტერი, 90-იანების თბილისი... დროსთან ერთად იცვლება ჯუდე - მისი უიღბლობითა და იღბლით სავსე ცხოვრება და მხოლოდ ერთი რამ რჩება უცვლელი - მაღალი, ხრიოკი გორაკების ზემოთ, ერთ მხარეს მთვარე ანათებს, მეორე მხარეს – მზე. სამანქანო გზა გორაკს გადმოივლის და პურის ყანაში ეშვება. პურის ყანაში მანუშაკა დგას. ჯუდეს ნაჩუქარი იასამნებით მოქარგული ჟაკეტი აცვია და გზას გაჰყურებს. სახეზე მოუთმენლობა აწერია და აშკარად ეტყობა, რომ იმ გზაზე ვიღაცის გამოჩენას ელოდება... ჯუდეს ელოდება, რომელიც სიყვარულის გამო გამწარებით ებღაუჭება სიცოცხლეს...
Profile Image for Ana Maisuradze.
Author 1 book73 followers
April 25, 2018
ძალიან სევდიანი, დაძაბული, საინტერესო, ჩამთრევი და დრამატული წიგნია.
მთელი წიგნი ადამიანის უიღბლობასა და უკუღმართ ბედზეა.
ცალკე წიგნი დაიწერებოდა მანუშაკას უიღბლობაზე და მის მოლოდინზე.
Profile Image for ႧႠႩႭ TAKO.
37 reviews3 followers
December 25, 2018
"სულ ერთი სიტყვა მეყო პასუხის გასაცემად:-მიყვარს-მეთქი."
February 9, 2020
არსებობს კარგი წიგნები, ცუდი წიგნები და გარდამავალი წიგნები. ეს წიგნი ჩემი აზრით არის სადღაც შუაში, კარგს ვერ დავარქმევ, მაგრამ ცუდი წიგნი რომ ვუწოდო, ძალიან არასწორი ვიქნები. მიუხედავად იმისა, რომ საინტერესო საკითხავია და მოსაწყენი არ არის, სიუჟეტის დიდი ნაწილის განმეორება დამღლელია, ცოტა მეტი გინდა მკითხველს. მთავარი პერსონაჟს განვითარება საერთოდ არ იგრძნობა, პირველ და ბოლო გვერდზე, მოხუცი და ახალგაზრდა ჯუდე იდენტურია, რაც ამ წიგნის ყველაზე დიდი ნაკლი მგონია. ფილოსოფიას არც ვეძებდი, ამიტომ არ მწყენია, რომ ვერ ვიპოვე. მეორე მხრივ, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ თანამედროვე ქართული მწერლობა, როგორც ინგლისურ ენაში იტყვიან, over the top პოსტმოდერნიზმითაა გადატვირტული და ეს წიგნი დაცლილია ყოველივე მსგავსისგან. თუმცა კი არის ელემენტები, მაგრამ ძალიან ცოტა. ღირსებებში მივაწერდი წიგნის ადამიანურობას, კარგად არის დაჭერილი პიროვნული ასპექტები, მაგრამ კიდევ ერთხელ, ყველა პერსონაჟი მეტნაკლებად ერთპროფილიანია. ერთადერთი, რომელსაც ეს ერთპროფილიანობა უხდება, არის მანუშაკა, რომელიც, მე ვფიქრობ, ძალიან საინტერესო სახეა ქართულ ლიტერატურაში. არ მახსენდება სხვა მსგავსი, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ქალის ყველა სტერეოტიპსაა მორგებული, მაინც ძალიან უხდება ეს პასიურობა. მანუშაკად ღირდა ეს წიგნი, სხვა რომ არაფერი. წასაკითხია, არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ ღირს, ნამდვილად ღირს.
Profile Image for Clara.
102 reviews
October 3, 2025
Die Lebensgeschichte von Dschude hat mich in ihren Bann gezogen und lässt mich auch nach Beendigung des Buches nicht mehr los. Nachdem ich es heute Mittag zu Ende gelesen habe, würde ich mir nun wünschen, noch ein paar Kapitel vor mir zu haben.
Die Geschichte hatte mich auch durch den georgischen Hintergrund sehr interessiert, so wird ein natürlicher Verlauf der Ereignisse von Sowjetunion zu georgischer Unabhängigkeit und schließlich Rosenrevolution skizziert. Ich habe mich besonders gefreut, bekannte Ereignisse oder gar Schauplätze der Geschichte wiederzuerkennen.
Leider handelt es sich hier um das einzige Buch des Autors, wodurch ich meinen Kummer über das ausgelesene Buch nicht mit weiteren Werken stillen kann.
Profile Image for Lasha Senashvili.
2 reviews1 follower
August 14, 2018
წიგნი არც ისე დიდია, მაგრამ არც პატარა ეთქმის. აქამდე ერთი ძალიან ცნობილი მწერლის ნაწარმოებს ვკითხულობდი. ბაბლუანის რომანზე პატარაა, მაგრამ უკვე მეორე თვე დაიწყო და ვერ ვასრულებ. ჰოდა, გუშინ წინ ამ წიგნის წაკითხვა გადავწყვიტე. თავიდან პესიმისტურად განვეწყვე, დიდხანს ვერ მოვრჩები მეთქი, მაგრამ ზუსტად ერთ დღეში დავასრულე. უფრო სწორად, მოთმინება არ მეყო რომ თუნდაც ორ დღეზე გადამენაწილებინა. ავდექი და ხარბად, ეგოისტურად 24 საათში დავასრულე.

მთელი წიგნი ერთი ამოსუნთქვით იკითხება. ჯუდეს ცხოვრების ყველაზე მოულოდნელი და საინტერესო ეტაპი ძველი თბილისიდან იწყება და რუსეთის მთელ ტყე-სტეპებს მოგატარებს თან ისე რომ დასვენების ან ამოსუნთქვისთვისაც ვერ მოიცლი. წიგნი სავსეა ისეთი მომენტებით, როცა ფიქრობ როდესმე ხომ უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი, სადღაც უნდა გაჩერდეს, თითქოს ბედნიერი ან დრამატული დასასრული აღარ გაღელვებს, უბრალოდ გინდა რომ მორჩეს.

ჯუდე მარტოა მთელ ამ დავიდარაბაში. გულუბრყვილო ბავშვობიდან დაწყებული მისი ბოლო მოგაზაურობით დასრულებული. მარტოა ფიზიკურად, მაგრამ სიზმრები და იღბალი( ამას თუ შეიძლება იღბალი დავარქვათ) არასდროს ტოვებენ, გადამწყვეტ მომენტებში თითქოს მის მხარეს არიან. იღბალი ყველასთვის სხვადასხვა რამეა. ჩემთვის ალბათ ლატარეაში დიდი ფულის მოგება იქნებოდა იღბალი, ჯუდესთვის კი...მოკლედ, ამას თვითონ წაიკითხავთ.

რაც არ მომეწონა ფინალია. არა იმიტომ რომ ბანალურია ან ცუდი. უბრალოდ წიგნია ისეთი რომ სხვანაირად ვერ დასრულდებოდა. უფრო სწორად ყველას ჩვენეული ვერსია გვენდომება, მაგრამ მაინც ყველაზე ოპტიმალური და ლოგიკური ვარიანტი იყო.
Profile Image for Mariam Keshealshvili.
206 reviews
January 31, 2025
მიყვარს ასეთი წიგნები.. სქელტანიანი და დაწყებიდან დასრულებამდე, რომ თავისუფლად ვეღარ სუნთქავ.

ვერ დავთვლი რამდენჯერ მომადგა ცრემლი, არა სასიყვარულო სენტიმენტალურ მომენტზე.. არამედ ადამიანურ ყოფაზე - ცხოვრობდე, ეგუებოდე, მაგრამ რაღაც გულში არ გაძლევდეს მოსვნებას და აგრძელებდე ბრძოლას. მერედა თით���ოს ძალიან ლიტერატურულია თუ რამდენად უიღბლო შეიძლება იყოს მთავარი პერსონაჟი, მაგრამ განა ასე არ ვართ ადამიენების უმეტესობა რეალურ ცხოვრებაში?!

გულწრფელი შეფასება კი ასეთია - ოდნავ გაწელილია და აქ მივხვდი, რომ უფრო სცენარი იყო, რამდენიმე ეპიზოდის სისტემატური გამეორებაც წიგნის შუაში ოდნავ მომაბეზრებელი, მაგრამ იმდენად გაინტერესებს დასასრული, რომ მაგ ეპიზოდსაც ერთი ამოსუნთქვით კითხულობ.

ამ წიგნსაც თავისი ხასიათი უნდა, მგონია რომ ასე ერთ მშვენიერ დღეს ავიღებ-წავიკითხავ ჟანრი არ არის, გამოსვლის დღიდანვე თაროზე მიდევს და ამდენი წლის შემდეგ არ ვიცი რატომ - მომინდა შუაღამისას კითხვა დამეწყო. ნადმვილად გაამართლა.
Profile Image for Tebro Pkhikidze.
141 reviews5 followers
October 18, 2021
დაბალი დონის ქმნილებაა-ქაოსური თხრობით, პრიმიტიული პერსონაჟებით, უამრავი ტყუილით. დროში სერიოზულად არის აცდენილი რეალობას. დღეს მაინც არის მისაწვდომი ლიტერატურა ციმბირის ბანაკების თემაზე და, მაგათ ფონზე საერთოდ არარაობაა. დასასრული საერთოდ რაღაც ანეკდოტივითაა-ერმალო მაღრაძის აბსურდული "ფილმები" მომაგონა. სცენარადაც არ ივარგებდა, ჩემი აზრით. ტყუილებზე რა სცენარი უნდა აიგოს.
Profile Image for Mariam Nozadze.
1 review1 follower
August 15, 2018
"სიყვარულს ასე თუ ისე სიცხადე შეაქვს იმ გაუგებრობაში, თუ რატომ ებღაუჭებიან სიცოცხლეს გამწარებით ეს საცოდავი ადამიანები."
💖💖💖
ჩემი საყვარელი წიგნი - თბილისელი ბიჭის დარდითა და ტკივილით სავსე ცხოვრების ამბავი, ერთი ამოსუნთქვით იკითხება. 💖💖💖
Profile Image for Ana Darsadze.
18 reviews
November 27, 2018
მაშ ასე,
ჩემი აზრით, აღნიშნული წიგნის მასობრივად მომხიბვლელი ღირსება, მასში აღწერილი თითოეული ისტორიის თანმდევი რეალურობის ელფერია.
მიუხედავად იმისა, რომ თხრობა მონოტონური და დამღლელია, "მზე, მთვარე და პურის ყანა" კარგი სათავგადასავლო წიგნია.
Profile Image for Sopio Gochashvili.
21 reviews12 followers
January 9, 2021
მანუშაკა...💔 ჩემი მოკრძალებული აზრით ეს წიგნი სკოლის სასწავლო პროგრამაში უნდა იყოს შეტანილი.
Profile Image for Merab Xarshiladze.
21 reviews2 followers
August 3, 2023
საინტერესოა და უმარტივესად იკითხება. რომ დადებ და სხვა რამის კეთებას დაიწყებ გეფქიქრება ნეტა მერე რა ხდებაო. თუმცა სიუჟეტი ფანტაზიაშია გადავარდნილი, პერსონაჟების უმეტესობის პიროვნება ან ძალიან ბუნდოვნად ან საერთოდ არ ჩანს.
წიგნის ჩემთვის საკვანძო მომენტები არასაკმარისად ემოციური იყო, შეიძლებოდა ბევრად უფრო დრამატულად და ოსტატურად შეეფუთა.


მარა მთლიანობაში გაასწორა, კარგი იყო.

ეხ მანუშაკა, ჩემო კარგო გოგო!
29 reviews
October 4, 2025
Ich habe das Buch während eines Georgienurlaubs gelesen und habe es nicht bereut. Zuerst habe ich etwas gebraucht, um reinzukommen, aber dann hat es mich gepackt. Das Buch ist sehr spannend und lässt einen irgendwann nicht mehr los. Die Sprache ist eher lakonisch. Manchmal hätte ich mir gewünscht, dass die Ich-Person etwas mehr von ihren Gefühlen preisgibt.
Profile Image for lizz.
211 reviews
August 8, 2025
ან გემოვნება არ გივარგათ ანდა გიხდიან რო ეს ყლეობა წიგნები ასე აფასოთ ;დ
Profile Image for Lasha Khojanashvili.
52 reviews12 followers
August 21, 2018
ერთი ამოსუნთქვით იკითხება, კარგი ნაწარმოებია, ქართული კულტურისა და სოციალური ფონის გათალისწინებით შეიძლება ითქვას რომ 80-90 იანი წლების ქრონიკაა, თუმცა ეს წიგნი არა სოციალურ ფონზე არამედ რიგითი ადამიანების ბედზე უფროა და შესაბამისად ავტორიც არა საბჭოთა წარსულზე, ძმათა ომზე. სააკაშვილის პერიოდზე საუბრობს არამედ ადამიანებზე რომელთათვისაც არავინ არაა, მათ შორის არც საზოგადოება არც სახელმწიფო. რაღაცით ოიდიპოს გავს, ბედისწერა რომელსაც ვერ ცვლის მოკვდავი, ყველაფერი დეტერმინირებულია, ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია და შენ რიგითმა არარაობამ უნდა მიიღო და გაატარო სხვა გზა არაა ან დანებდე და სუიციდით დაასრულო ცხოვრება... მთელ წიგნს ფონად გასდევს სიზმრები, არ ვიცი ავტორს ფროიდი, იუნგი, ინდუიზმი თუ ქართული წარმართული მითოსის ზეგავლენა აქვს, მაგრამ სიზმრები კიდევ უფრო ამძაფრებს პერსონაჟთა განსაზღვრულობას, სიმცირეს, შეზღუდულობას "ლევიათანთან" არა სახელმწიფოს არამედ გარემო რეალობის მიმართ, ყველაფერი გადაწყვეტილია, ყველაფერი განსაზღვრულია... განცდა დამრჩა რომ ოთარ ჭილაძის "ყოველმან ჩემმან მპოველმანს" აქვს რაღაც გაუცნობიერებელი ზეგავლენა ავტორზე, ამიტომ თუ ოთარი არ წაგიკითხავთ, მგონი შეავსებდით ამ განცდას. ბოლოსკენ დასასრულზე, ეს არაა კლასიკური "ჰეფი ენდი" ნამდვილად, რადგანაც ნარატივი განუსაზღვრელია და გაღიმების საბაბს ვერ ვხედავ...პირიქით დამასევდიანა... მაგრამ რაღაც დამაკლდა დასასრულთან მიმართებით, აი რაღაც აკლია ფინალს, თითქოს დაჩქარებულია, თითქოს სადღაც ეჩქარებოდა ავტორს, მაგრამ ეს ალბათ ჩემი ინტერპრეტაცია უფრო არის ვიდრე ნაწარმოების რელური შეფასება
Profile Image for Last Melancholic.
144 reviews43 followers
November 15, 2019
ამ წიგნს რასაც ნამდვილად ვერ დაუკარგავ, არის ის რომ ძალიან სწრაფად იკითხება, სიუჟეტი მუდმივად დაძაბულ და უკიდურესად დრამატულ ვითარებაში მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა, მთელი წიგნის განმავლობაში არ მტოვებდა გაბრაზების შეგრძნება. როგორ შეიძლება ,ადამიანი ასე მარტივად იდგე და საკუთარ ცხოვრებას გარედან უყურებდე. იქცე მარიონეტად სხვების ხელში და საკუთარი სიმართლის დამტკიცება არც კი სცადო?
შეიძლება ბევრი მიზეზი არსებობს, თუ რატომ არ ქონდა სიმართლისათვის ბრძოლას აზრი, მაგრამ , ჩემი აზრით არც მთავარ პერსონაჟს შეუწუხებია თავი იმაზე ფიქრით,თუ როგორ დაეღწია თავი ამ მდგომარეობიდან. იქ მიდიოდა სადაც ცხოვრება მოსვრიდა და იმას აკეთებდა,რასაც ვიღაც "ავტოროტეტები " ჩასძახოდნენ.
პერსონაჟებს და მათ "უნიათობას" რომ თავი დავანებოთ, თვითონ სიუჟეტიც სავსეა ზედმეტად არადამაჯერებელი და ზღაპრის ელემენტებით შეზავებული ნარატივით, რა თქმა უნდა ,ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, მაგრამ ამის დამაჯერებლად გადმოცემაც ცოტა უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს.
თუმცაღა ,თუ უახლოეს წარსულს გადავხედავთ, არც 90-იანი წლებია დამაჯერებელი და მოყოლის დროს ზოგჯერ გამონაგონის ელფერი დაკრავს:)
მოკლედ, მთლიანობაში მაინც ღირს ამ წიგნის წაკითხვა.
2 reviews13 followers
January 7, 2021
წიგნში მოთხრობილია საინტერესო თავგადასავალი - ისტორია, რომელიც ერთი ამოსუნთქვით იკითხება. წიგნს აქვს თავისი ღირსებები, თუმცა, თუ ღრმა მორალის მქონე, ან დახვეწილი მხატვრული ენით შექმნილ ნაწარმოებს ეძებთ, "მზე, მთვარე და პურის ყანა" ასეთი ნამდვილად არაა.

****************SPOILERS*****************
*****************************************
*****************************************
*****************************************
წიგნის ძირითადი ნაწილი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ მთავარი პერსონაჟი როგორღაც მისი უბედურების გამომწვევ ადამიანებზე უნდა ამაღლებულიყო. ტროკადეროს და ხაიმას ბოროტმოქმედებებს საბოლოოდ უნდა გამიჯვნოდა და უსამართლოდ დაკარგული ცხოვრება საკუთარი ძალისხმევით დაებრუნებინა. თითქოს მისი ურყევი თვითგადარჩენის ინსტინქტი, მანუშაკას სიყვარული და შრომის უნარი ამაზე მიუთითებდა. მაგრამ საბოლოოდ ჯუდემ (თუ თავად ავტორმა) თითქოს ვერ გაუძლო ცდუნებას - ტანჯული პროტაგონისტის "ბედნიერი დასასრული" მისივე მტანჯველების მიერ დაკარგული წლების სანაცვლოდ ნაჩუქარ უკანონოდ ნაშოვნ მილიონებზე აიგო. ამ დასასრულმა მე პირადად იმედები გამიცრუა. ვფიქრობ, ასეთი დასასრული რომ არა, ნაწარმოებს ჰქონდა პოტენციალი ბერად უფრო სულში ჩამწვდომი და ღრმა ყოფილიყო.
Profile Image for ნატი.
84 reviews
April 4, 2020
თამაზ, დამიჭირე არაყი და დამელოდე.

ეს არის წიგნი, რომლის წაკითხვაც გამოსვლის დღიდან მინდა, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ეს დღეებია ჩავუჯექი. ნეტავ აქამდე რატომ არ ვქენი ეს?!
ჩემი აზრით, ის წიგნია, რომელსაც გადამეტებული შეფასება არ აქვს და მართლაც არის ის, რასაც ამბობენ.
ადვილი ენით, კარგი ისტორია და იმ დროის რეალობა აქვს აღწერილი. შეიძლება გააპროტესტოთ ის ადვილი სტილი, რომელსაც ბაბლუანი იყენებს, მაგრამ ამ ისტორიას მაღალფარდოვანი "ბრიტანული" სტილი საერთოდ არ მოუხდებოდა.
"მზე, მთვარე და პურის ყანა"-მ მაიძულა და ღამეები გამათევინა, თვალები მატკინა, მატირა-მომენტებში გამაცინა კიდეც. (აღარაფერს ვამბობ ფრჩხილებზე, ნერვიულობამ რომ შეიწირა :დდდდ)
რომ შემეძლოს ექვსაც დავუწერდი.
საუკეთესოდ ვაღიარებ!
Profile Image for Giorgi Papuashvili.
27 reviews
October 19, 2022
ჯუდემ უცებ, არსაიდან, ვენები რო ამოიჭამა პირველი დაკითხვის დროს, მაშინ მივხვდი ამ წიგნს 3 ვარსკვლავით რო შევაფასებდი.
მთლიანი წიგნი ერთი ბიჭის მიერ საძმოში სატრაბახოდ მოყოლილ ჩხუბის ისტორიას გავდა.
წაკითხვად ღირდა, მაგრამ მთლიანობაში წიგნმა რამე კონკრეტული განცდა არ დამიტოვა. აშკარად ვერ ჩამოყალიბდა ბაბლუანი ჰეფი ენდით უნდოდა წიგნი დაემთავრებინა თუ ტრაგიკულად. პლიუს, პერსონაჟებს განვითარება აკლდათ და ხშირად მათთვის არადამახასიათებელი მოქმედებებიც ქონდათ.
გავიგე, ვიღაცას მართლა გადახდენია მსგავსი ამბები. თუ ნამდვილი ისტორიაა, საღოლ, ვინც ამას გაუძლო, მაგრამ მაინც ეჭვი მეპარება ისტორია რეალური იყოს.
Profile Image for Nino Meladze.
577 reviews14 followers
April 21, 2019
სერიალივით წიგნია, ბევრი თავგადასავლით და განცდით. რატომღაც მგონია ამ ისტორიის უმეტესობა რეალური ამბავია, ვიღაცის მოყოლილი. შეიძლება ცოტა შელამაზებული ისტორიაა მაგრამ ფაქტია რომ ინტერესს აღვივებს და აღვივებს.
მაგრამ ჩემთვის ყველაზე მთავარი ერთი რამ იყო ამ წიგნში: ის განცდა რომ ვიღაც გელოდება ყველაზე უიმედო დროსაც კი. ეს გაიმედებს, ძალას გმატებს და რაც არ უნდა სირთულე გქონდეს წინ გამოძრავებს. ყველას უნდა ჰყავდეს ან რეალური ან წარმოსახვითი მანუშაკა... მაშინ ეს მსოფლიო უფრო კეთილი გახდება
Profile Image for Nika Meleksishvili.
99 reviews10 followers
July 8, 2020
ძალიან ჩამთრევი და ერთი ამოსუნთქვით წაკითხვადი წიგნია, რომ მიუჯდები, ოდნავ გაივლი ერთ-ორ თავს და ვეღარ სწყდები ვეღარანაირად. სევდიანი და ძალიან რეალურია პროტაგონისტის ცხოვრება, საბჭოთა ნოსტალგიაც აქვს გარკვეულწილად და მისივე კრიტიკაც. მეოცე საუკუნის საქართველოში დატრიალებულ ამბებს ძალიან ნაცნობი ამბავივით გვიყვება, თითქოს ფილმში ნანახის ან ყურმოკრული ამბების ავტორისეული ინტერპრეტაციაა ერთი უბრალო ბიჭის ცხოვრებაში ჩაქსოვილი.
Displaying 1 - 30 of 164 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.