„ფინეთის პატარა სოფლის მახლობლად, უცნაურ ტყეში, სადაც მუდმივად ზამთარია, ცხოვრობს უგო – პატარა ბიჭი, რომელსაც გარესამყაროსთან ურთიერთობას უკრძალავენ. სასახლეში გამოკეტილი უგოს ერთადერთი იმედი ინგეა – კეთილი და მამაცი გოგონა, რომელიც არც კი იცნობს მას, მაგრამ ძალებს არ იშურებს მის დასახსნელად. ბავშვების ხიფათით სავსე თავგადასავალი კი მას მერე იწყება, როცა ინგე უგოსგან უცნაურ შეტყობინებას მიიღებს. შეძლებენ კი ბავშვები, გაუმკლავდნენ დიდ ბოროტებას, რომელიც მხოლოდ მათ კი არა, მთელ კაცობრიობას ემუქრება მეცნიერების სახელით?"
„14 კრისტალის თეორიის“ ავტორი, ნილს სიმეონი, სინამდვილეში ახალგაზრდა რეჟისორი, მსახიობი, მხატვარი და სცენარისტი გიორგი მასხარაშვილია, ეს კი მისი სადებიუტო ნაწარმოებია, რომელიც ავტორისავე ილუსტრაციებითაა გაფორმებული.
რა არ მომეწონა 1. ძალიან ბევრი არაფინური გვარი სეთინგის მიუხედავად. წარმოიდგინეთ საქართველოში რომ იყო სეთინგი და - ძე და -შვილი დაბოლოებით ერთი გვარიც არ შეგხვდეთ :დ ა მასე დამაკლდა -ნენ. ჩეხ/გერმანელ პერსონაჟებზე არ მაქვს საუბარი. 2. ინგეს პერსონაჟი მომენტებში ძაან აუხსნელად ქრინჯი იყო. უგოს 'დიდური' საუბარი იყო ახსნილი და მაგაზე პრობლემა არ მქონია 3. სექსიზმის არაკომფორტული გაელვებები სამწუხაროდ
წიგნი, რომლისგანაც მშვენიერი მულტფილმი გამოვიდოდა. ჭეშმარიტად საერთაშორთაშორისო დონის საბავშვო ქიგნია და არაფრით არ ჩმოუვარდება ამ სერიის სხვა წიგნებს.