What do you think?

ვა, სოფელო...
“ვა, სოფელო” ზაირა არსენიშვილის მეორე რომანია. აქამდე მას, როგორც სცენარისტს, უფრო ვიცნობდით. ბოლო წლებში კი ძალიან მცირე ინტერვალით გამოაქვეყნა ჯერ “რეკვიემი ბანის სოპრანოსა და შვიდი ინსტრუმენტისათვის” (1997 წ.), ხოლო 2002 წელს “ვა, სოფელო”.
534 pages, Hardcover
First published January 1, 2002
About the author
Zaira Arsenishvili
7 books49 followersდაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1954 წელს, 1956 წელს თბილისის II სამუსიკო სასწავლებლის ვიოლინოს კლასი.
მუშაობდა მუსიკის პედაგოგად. 1957–1971 წლებში უკრავდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრში. 1972 წლიდან იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" მწერალთა გაერთიანების" კინოდრამატურგი, 1975 წლიდან მეორე შემოქმედებითი გაერთიანების რედაქტორი. დაწერილი აქვს სცენარები ფილმებისათვის: "როცა აყვავდა ნუში"(1972), "აურზაური სალხინეთში"(1975), "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე"(1978), "დღეს ღამე უთენებია"(1983), "ორომტრიალი"(1986), "ვალსი პეჩორაზე"(1992), აგრეთვე სცენარი ილია ჭავჭავაძის "კაცია–ადამიანის?!" საეკრანო ვერსიისათვის(1979), მისი მოთხრობის მიხედვით დაიდგა კინონოველა "ბედნიერება"(2009). კინოდრამატურგი.

Ratings & Reviews
Friends & Following
Create a free account to discover what your friends think of this book!
Community Reviews
Displaying 1 - 30 of 80 reviews
May 10, 2021
ხომ ამდენი შესანიშნავი რამ ითქვა ამ წიგნზე და ქება არ მოკლებია, მაინც იმაზე შთამბეჭდავი რამ აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. ალბათ, უფრო იმის გამო, რომ როცა ამ რომანის ღირსებებზე საუბრობენ, პირველ რიგში ავტორის ენას უსვამენ ხაზს და მეც მხოლოდ პოეტურ ნაწერს ველოდი ამბისა და ფაბულის სიმცირით (მგონი, აქამდე ამიტომაც გავაჭიანურე ლამის ამ შვიდასგვერდიანი წიგნის წაკითხვა, მოსაწყენი იქნება მეთქი), არადა "ვა სოფელოს" ფურცლებზე ამბები ვითარდება, სხვა ყველაფერი მონაგონია: ნამდვილი სიყვარული, მეგობრობა, ტკივილი, ტრაგედია, ბოროტება და მეოცე საუკუნე ცოცხლდება.
"კომპრესორის გაბმულ დუგდუგში, ბულდოზერის გუგუნში, მიწის სიღრმიდან ამოტანილ ქვა-ღორღის ხრიალსა და მეტრომშენებელთა გადაძახილებში... ამ ყურისწამღებ, მუდმივ ხმაურში, ვგრძნობ, რომ ჩემკენ შორეული ხმები მოიკვლევენ გზას..." - აი, ზუსტად ერთ-ერთი ასეთია ზაირა არენიშვილის ხმაც, რომელიც თანამედროვე პრობლემებისგან დაღლილს და პატარა ნიჟარაში შეყუჟულს გიპოვის, ჩაგეხუტება, სულ სხვაგან გაგახედებს და სახეშიც გაგილაწუნებს.
უფრო ვრცლად: http://go.on.ge/29tg

April 19, 2020
კარანტინის დროს წაკითხვას არ გირჩევთ, ბევრ ლამაზ მოგზაურობას და ბოდიალს მოგანდომებთ და ეგ არ გვაწყობს
November 19, 2019
ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი რომანია, რაც კი ოდესმე წამიკითხავს.
მწერალი ყოველ გვერდზე აღტაცებულს მტოვებდა პირველ რიგში სამწერლო ენით და მერე ყველაფერი დანარჩენით: სიუჟეტით, ეპოქის შეგრძნებითა და გადმოცემის ხერხებით, პერსონაჟების პორტრეტებითა და ხმებით, თხრობის ძალიან დუნე და აუჩქარებელი რიტმით.
ყველაფერი უმაღლესი ოსტატობითა შესრულებული.

May 17, 2023
უკვე ძალიან ბევრი კარგი რამე დაიწერა ამ წიგნზე და აღარ განვმეორდები.
უსიტყვოდ 5⭐.
უსიტყვოდ 5⭐.
September 6, 2020
როგორ შეიძლება ზაირა არსენიშვილს მხოლოდ სიკვდილის შემდეგ ღირსებოდა დამსახურებული შეფასება... განა ყველა მწერალი შეძლებდა ევასა და გიოს უკვდავი სიყვარულის (ეს სიტყვათა შეთანხმება ყოველთვის პათეტიკური მეგონა, მაგრამ აქ არა),საყვარელი ქალის ქმრის მკვლელისა და სიმამრის დამსმენის ასეთი შთამბეჭდავი თვითმკვლელობის აღწერას? სისხლიანი საბჭოთა რეჟიმის დაუვიწყარი სცენებით წარმოჩენას? ამ წიგნს თუ წაიკითხავთ, ვერც ერთს დაივიწყებთ - ვერც "სისხლიანი ქორწილიდან" სიმღერით მიმავალი ხალხის გზას გოგლგოთისკენ, ვერც ღამით ოჯახის წევრთა მიერ "მოპარული" გვამის გადასვენებას დახვრეტილთა საერთო საფლავიდან, მღვდლის გაკრეჭვის, დაობლებული ბავშვის სიკვდილის, კომუნისტის შვილის გაგიჟების და სხვა ეპიზოდებს... რომელ ერთს... ეს ნაწარმოები ხომ ეპოქის სახეა... და იმ ადამიანების, რომლებმაც შექმნეს ეს ეპოქა, რომლებსაც ცხოვრება დაუნგრიეს ან თავად დაუნგრიეს ცხოვრება სხვებს...
January 22, 2020
საოცარი წიგნი. სარდაფში, მიცვალებულის გასაპატიოსნებლად ჩასული ბებიასა და შვილიშვილს შორის გამართული საუბრით გაშლილი კახეთის და საქართველოს სისხლიანი წარსული, რევოლუციის შემოსვლა, 1924 და 1937 წლები, თელავური "სისხლიანი ქორწილი", უმაგრესი ენით დაწერილი უმაგრესი წიგნი, სადაც ყველანი ჯალათები და წმინდანები მაინც ადამიანები არიან!
June 16, 2021
ბოლოს ესე როდის ვღვარე ცრემლები წიგნზე არ მახსოვს :D
July 31, 2022
“ვერ მოვითმინე და შევხედე. სკამზე დაყუნცული, თიხის ცუდად გამომწვარ, დამსკდარსა და დაშაშრულ მოხუც კერპს ჰგავდა, რომელსაც სულ არ ეკითხებოდა გარშემო რა ხდებოდა. იჯდა და უწამწამო, დაყვლეფილი თვალებით ტახტის კიდეზე მოპარპალე სანთელს მისჩერებოდა.”
სამწერლობო ენის მხრივ ეს რომანი ახალი სიტყვაა ქართულ პროზაში. 👌
სამწერლობო ენის მხრივ ეს რომანი ახალი სიტყვაა ქართულ პროზაში. 👌
February 4, 2021
სპირიდონა კი რომ იცით იმ ამბავს როცა ეუბნება ევას, აი, ის თავი არის კალმის გაქანების გაქანება 💥
December 15, 2020
რატო იყო ეს წიგნი ასეთი მივიწყებული?
May 7, 2023
არ ვიცი უფრო ლამაზია თუ უფრო სევდიანი, ძალიან კარგი რომ არის ეგ ვიცი <3
December 24, 2021
როგორი ლამაზი და სევდიანია... 🤍
August 7, 2022
მშვენიერ იყო, მშვენიერი 💜 რაღა დავამატო კარგი შეფასებები აქვს საკმაო რაოდენობით მოგროვილი.
March 27, 2021
მშვენიერი.
კარგი ენით ნაწერი.
ზოგიერთი სიტყვისთვის ლექსიკონი გადმოვიღე.
საინტერესო ამბები.
ბევრი სითბო და სიყვარული.
ბევრიც ტკივილი.
კახელი თავადებიც რა კეთილები ყოფილან 🥰
კარგი ენით ნაწერი.
ზოგიერთი სიტყვისთვის ლექსიკონი გადმოვიღე.
საინტერესო ამბები.
ბევრი სითბო და სიყვარული.
ბევრიც ტკივილი.
კახელი თავადებიც რა კეთილები ყოფილან 🥰
January 13, 2022
კარგა ხანია ასეთი კარგი არაფერი წამიკითხავს.
ბავშვის თვალით დანახული ფერადი და ლაღი, მაგრამ სასტიკი და უსამართლო სამყარო, სავსე სიხარულით და სევდით, ბედნიერებით და უბედურებით…
ამ წიგნში ყველაფერია, რასაც ადამიანობა ქვია, მთელი თავისი ღირსებით და სისაძაგლით.

July 4, 2023
რთული მაგრამ კარგი წიგნი იყო, ისეთი ქართულით არის დაწერილი რომ საკმაოდ მღლიდა რამაც ძალიან გამიგრძელა ამის დამთავრება, მაგრამ ღირდა.
February 6, 2026
ძალიან, ძალიან კარგი წიგნია. რომ ვკითხულობდი მეგონა მეც ვიჯექი იმ ცივ, ნესტიან სარდაფში და ნახევრად ცოცხალ მოგონებებს ვისმენდი.
January 8, 2021
ორი დღეა არაფერი გამიკეთებია ამ წიგნის კითხვის გარდა, ბევრი ვიცინე, უფრო მეტი კი ვიტირე. სასწაულად აღწერს მწერალი თითოეული გმირის ისტორიას, შეუძლებელია არ განიცადო მათი სიყვარული, ტკივილი, ტრაგედია, ბედნიერება. ყველა ქალი აღფრთოვანებას იწვევს და ბავშვების თვალით დანახული და განცდილი იმ დროების სისასტიკე უბრალოდ გულს გიხლეჩს. აუცილებლად წაიკითხეთ, დიდი სიამოვნება გელით 🙄🥰
December 13, 2020
ეს არის, მდიდარი, ლაზათიანი ენით დაწერილი შესანიშნავი რომანი. რეჟიმთან კეკლუცობის გარეშე მოყოლილი უმძიმესი ამბებით, საოცრად მგრძნობიარე, მშვენიერი და ოდნავ გულუბრყვილო.
August 6, 2022
უჰ რა გემრილი ლუკმა იყოოო...ნეტავ იმ ბებია ბაბუების ასაკის ხალს წააკითხა ეს წიგნი, რომლებიც დღემდე სტალინსა და საბჭოთა კავშირს მისტირიან...ბევრი წავიკითხე და ვისმინე ამ წიგნის შესახებ, მაგრამ დასაწყისი ისეთი იყო, ხომ არ გამიცრუვდა მოლოდინი-თქო, მაგრამ არა! წიგნის კითხვის დროს გამახსენდა გველის პერანგი, 1984, საბრალონი...თითქოს ყველაფერი ერთად ამოტივტივდა...ეს არის ნაწარმოები, რომელიც ალბათ ყველაზე კარგად აღწერს იმ ბნელ და საშინელ პერიოდს, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი შეეწირა უსამართლოდ. თითქოს მეც ბებია ევას გავუთენე ღამე(მათნაირი ბებოც რომ მყოლოდა კარგი იქნებოდა :))და მეც გავიზიარე ცხოვრების სიტკბოცა და სიმწარეც მათთან ერთად. ჩიკო ხომ ცალკე აღსანიშნია, როგორ გამოხატავდნენ იმ დროინდელი ბავშვები თან დიდი ბელადის თავსმოხვეულ ამბავს და რეპრესიებს
July 19, 2023
#ვასოფელო 📖
#ზაირაარსენიშვილი✍️
ერთ ბნელ სარდაფში გაცოცხლებული ტკივილიანი ისტორია და მხოლოდ კახური არა, ქართული სისხლიანი ქრონიკები. რუსუდანი კი ამბების მხატვრული მემატიანეა, ეპოქის ქარტეხილებში გამოწვრთნილი, გასპეტაკებული , გამშვენიერებული , რადგან როგორც ავტორი ამბობს, ,,მშვენიერების დასაბამი მარადიულ გაოცებაში, ჭმუნვასა და შეკრთომაშია.”

January 12, 2021
ახლა ვზივარ და სიტყვებს ვეძებ, ვფიქრობ რა შეიძლება ვუწოდო ამ წიგნს და მგონია, ვერც ერთი სიტყვა ვერ იქნება საკმარისი .
შეიძლება წიგნი წაიკითხო, ძალიანაც მოგეწონოს, თუმცა დროთა განმავლობაში მიგავიწყდეს , შთაბეჭდილებები გაფერმკრთალდეს...
მაგრამ არის ამბები, ვერაფრით რომ ვერ დაივიწყებ, ვერაფრით რომ ვერ ამოიგდებ თავიდან. ამ წიგნში მოყოლილი ამბებიც ასეთია ჩემთვის. მგონია, რომ ყოველთვის მემახსოვრება.

April 25, 2023
ამაზე მეზარება რევიუს წერა,უბრალოდ ბრავო.
May 26, 2022
არ ვიცი რა დავწერო ამ წიგნთან დაკავშირებით, უბრალოდ ძალიან, ძალიან კარგია❤
July 24, 2020
არ ვიცი, სადმე თუ არსებობს სიტყვები, რომლებიც ამ წიგნის ღირებულებას სრულად აღწერს.
ვზივარ ახლა და ვფიქრობ, რომელი ნაწილი შეიძლება გამოვყო განსაკუთრებით, მაგრამ არ გამოდის მარტივად, თუმცა მაინც ვიტყვი, რომ ჩიკოს პერსონაჟის შესახებ კითხვას ფიზიკური ტკივილის განცდამდე არაფერი უკლდა.
სისხლიანი ქორწილის ეპიზოდის უხსნებლობაც არ იქნება სწორი, ამაზე ტრაგიკული და უსამართლო მომენტი ალბათ ძალიან ცოტა გვაქვს ახლო წარსულში და გუგლში სულ 2-3 სტატია იძებნება მის შესახებ, ზაირა არსენიშვილმა კი მისი დეტალური აღწერისას მექორწილეთა სახლიდან "გეპეუსკენ" მიმავლებს თელავის გვიანი ზაფხულის ნიავიც გვაგრძნობინა.
პერსონაჟებს საზღაურის არსებობის სჯერათ და მე არ მინდა დავიჯერო, რომ ამ წიგნის საზღაური წაუკითხაობა და დაუფასებლობაა, 2002 წელს გამოსულა პირველად და აქამდე ისე მოვიდა, მეორედ გამოცემამდე ადამიანების ძალიან მცირე ნაწილმა იცოდა მის შესახებ, არ ვიცი, როგორ და რანაირად, მაგრამ მინდა, რომ ბევრი ვიმსჯელოთ, ვიკვლიოთ და ვეძებოთ ამ წიგნის შესახებ, ბოლოს და ბოლოს საკუთარ ისტორიაზე მაინც გავიგებთ მეტ რამეს, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ეს.

May 10, 2023
უარყოფითი პერსონაჟის ცხოვრებაც იმდენად ტრაგიკულია, რომ თითქოს მის მდგომარეობაში შესვლას და გაგებას ცდილობ. ქალი პერსონაჟები კიდევ ცალკე საკითხია, რა მაგარი ქალები არიან სამივე. რუსუდანზე განსაკუთრებით შეყვარებული ვარ.
October 19, 2020
ყელში დიდი ბურთი რომ გაგეჩხირებათ, აი, ეგეთი წიგნია.
რა ცუდია რომ ზაირა არსენიშვილი სიცოცხლეშივე არ დაფასდა.
რა ცუდია რომ ზაირა არსენიშვილი სიცოცხლეშივე არ დაფასდა.
November 9, 2020
მართლაც რომ "ვა,სოფელო"
დიდი ხნის წინ დავამთავრე ეს საოცარი წიგნი და ერთ დღესაც კარგ გემრიელ რივიუს დავუწერ. ახლა სიტყვამწირობას განვიცდი და არ ეკადრება ასეთ დიად რამეს უბრალოდ "დიადი" :))
დიდი ხნის წინ დავამთავრე ეს საოცარი წიგნი და ერთ დღესაც კარგ გემრიელ რივიუს დავუწერ. ახლა სიტყვამწირობას განვიცდი და არ ეკადრება ასეთ დიად რამეს უბრალოდ "დიადი" :))
January 15, 2023
This is such an important book; I hope it will be translated into other languages too, someday.
The story describes events mostly from the 1920s-50s in the small town of Telavi. It is a gruesome, heartbreaking novel that details what kind of hell people have to go through every day. If anyone’s wondering whether major events are made up here, fortunately, there is a one-hour interview with the author (who passed in 2015) where she tells her life story, and it is basically a sum of the entire plot.
Among other important events, Arsenishvili describes the story of a ‘bloody wedding’ in 1924 and how people were shot on Gigos Gora in Telavi.
One of the most heartbreaking things, however, is probably the story of Chiko and his letter to Stalin; the kid begs Stalin to jail him together with his parents because he cannot live without them.

January 17, 2022
წიგნი, რომელიც გულზე თავის ნაკვალევს გიტოვებს💔
Displaying 1 - 30 of 80 reviews