ახალი ტიპის, ემანსიპირებული - ზედმეტად ბურჟუაზიულად ჟღერს, გათვისუფლებული ქალი - სამშობლოს, ოჯახის და კულინარული ყოფის, ასევე წარსულის სხვა ყველა გადმონაშთისაგან, მათ შორის იუმორისა და ღიმილის გარეშე.. ქალი კოჟანკაში შემოსილი, კაბურით და ცხოვრებაზე მკაცრი, 7,63 კალიბრის შეხედულებით, პირობითად მემარცხენე უნივერსალისტი.
- აი, ასეთი ადამიანის ამბავს გვიყვება (ნარატორი - კაპიტალისტურია და) დიქტორი - ირონიული, პროვინციალისტი ფუნქციონერი 80-იანებისა, მოკლედ 'ინტილიგენტი'.
საქმე ხდება ქვეყანაში, სადაც ლაგერები და უპრეცედენტო მშენებლობები ახალ ეპოქას ქმნიან - გაუმარჯოს ამხ. დიდ მესაჭეს! საქაღალდე, საქმე, ოქმი, ხელმოწერა და გადასახლება, დახვრეტა.. სამხედრო-ფიზკულტურული ტიპის პატრიოტი და 'დინამოელი'- გიმნასწიორკით, ჩექმებით და ისევ კაბურით, ფხიზელი და შეურიგებელი, ახლა უკვე 7,62 კალიბრის მზერით ტროცკისტებისადმი, იმპერიალიზმის ჯაშუშებისადმი, ხალხის მტრებისადმი, რომლებსაც უნდათ, რომ ჩმოშალონ საბჭოეთის ნორჩი ქვეყანა და ა.შ..
აბა, აქ ვის უნდა ვუბალეიშიკოთ? - 'Ебала жаба гадюку, гадюка плакала, а жаба - квакала'..
იმას კი არ ვამბობ, რომ სულ ცუდი ხდებიდა იმ დროს - რაღაცა კარგიც იყო; 1990-91 წლების თბილი სინათლით განათებული დღეებიც იყო, მაგრამ დემოკრატია არასოდეს ყოფილა..