Jump to ratings and reviews
Rate this book

სად ხარ, ლაზარე

Rate this book
როცა რუსული გვარი გაქვს და რუსის არაფერი გცხია,თანაკლასელები კი გემტერებიან,თითქოს შენ ბომბავდი მათ მიწას;როცა პირველად დათვრები და ვერც მიხვდები,კატას კუდზე დანას ისე დაუსვამ; გოგო,რომელიც გიყვარს,სულ ტყუილად გგონია პლანეტაზე ყველაზე მაგარი გოგო;როცა უცნობი ქალის გამო,ძლიერ ქარში ზღვის ნაპირას რომ ზის,ტალღებს ეძგერები შენი ნავიანად და როცა კიდევ ბევრი რამ ხდება შენ თავს ისეთი,შენი ბრალი რომ არის და თან არ არის,-მაშინ იწყებ ლაზარეს ძებნას და უხმობ:"სად ხარ,ლაზარე.აღსდექი მკვდრეთით,თორემ დამერხა"

142 pages, Paperback

Published January 1, 2018

1 person is currently reading
23 people want to read

About the author

Luka Baqanidze

4 books7 followers

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
9 (40%)
4 stars
7 (31%)
3 stars
4 (18%)
2 stars
2 (9%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 3 of 3 reviews
1 review
February 11, 2022
"სად ხარ, ლაზარე..." თანამედროვე ქართული ლიტერატურის ნამდვილი GEM_ია, თავისი უბრალო და ნაცნობია, ყოველდღიური წერის სტილით, რომლის გამოც ძალიან მარტივია თითოეული იმ ემოციის მიღება, რომელსაც ავტორი თავის პერსონაჟებს აძლევს. დრამატული და საინტერესო სიუჟეტის ფონზე ბევრი ისეთი ხაზია, რომელიც საკუთარ თავზე დაგაფიქრებთ, თქვენ რომელი ხართ: ამ წიგნის პროტაგონისტი თუ ანტაგონისტი ან თქვენთვის ვინ არის ლაზარე? თვქენთვის რა არის იმედი?

****SPOILER ALERT****
რეალურად ნაწარმოებში ხომ იმ პერსონაჟად უნდა წარმოიდგინო თავი, რომლის გარშემოც ვითარდება მოვლენები, მაგრამ აქ ყველაფერი ცოტა სხვანაირადაა. არა, საბოლოოდ ნამდვილად იგრძნობ, როგორია სანდრიკად ყოფნა, თუმცა მანამდე გრადიენტულად, წაკითხვისთანავე მიხვდებით, რომ თქვენც სანდრიკას კლასელებივით ხართ, თქვენც ყვირიხართ - "რუსებს რა...." და არც თქვენ გსიამოვნებთ თქვენ გარშემო რუსული გვარების გაგება, თუმცა მალევე აღმოჩნდებით სანდრიკას ტყავში და მისი თვალით თავადვე შეხედავთ თქვენს, ჩვენს ამაზრზენ, ქსენოფობიურ გამოვლინებებს, რომელმაც შეიძლება სრულიად უდანაშაულო ბიჭს მთელი ცხვორება დაუნგრიოს, მხოლოდ იმიტომ, რომ მას რუსული გვარი აქვს.

მოკლედ, ბევრი რომ არ გამიგრძელდეს, წაკითხვად ღირს, საკმაოდ მოკლე, თუმცა სიანტერესო და ღრმა ნაწარმოებია, ისეთი, 15 წუთში რომ წაიკითხავთ და 15 დღე იფიქრებთ.
Displaying 1 - 3 of 3 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.