"ზოროს" მთავარი "გმირია" თბილისი XIX-XX საუკუნეების მიჯნასა და უკვე შემდეგ, 70-იან წლებში. ავტორი გვახსენებს ქალაქის ისტორიას და გვაცნობს მის მკვიდრთაც: რიგით მოქალაქეებს, მუშებს, ხელოსნებს, პოლიციელებს, რევოლუციონერებს, ტერორისტებს, მეეზოვეებს... ჩვეული იუმორით მოგვითხრობს ისტორიულ ამბებს და დამაჯერებლად გვიხატავს გამოგონილ პერსონაჟებს.
ლაშა იმედაშვილის ამ წიგნით მკითხველი კიდევ ერთხელ შეიტყობს კამოს ისტორიას, გაიგებს რა ბედი ეწია ალიოშა დევდარიანის არქივს და თვალს გაადევნებს XX საუკუნის 70-იანი წლების ტერორისტის, ვლადიმერ ჟვანიას ამბავს.
საბჭოთა კავშირის თბილისი და თითქოსდა უბრალო თბილისელი მუშაკები. პოლიციელები, მეკუბოვეები, ხელოსნები, მუშები, რომლებსაც არაფრით გამორჩეული ცხოვრება ჰქონდათ. კამოს და სხვა ისტორიული ამბების მხატვრული პერიფრაზი.