შვეიცარიელი მწერალი ფრიდრიხ დიურენმატი (1921-1990), უპირველეს ყოვლისა, ცნობილია, როგორც ფსიქოლოგიური დეტექტივის დიდოსტატი. წიგნი დიურენმატის ორ ნაწარმოებს აერთიანებს.
დრამატული ბალადა „მინოტავრი“ არის სევდიანი ამბავი ურჩხულზე, რომელიც მინის კედლებიან ლაბირინთში გამოკეტეს და რომელიც ცდილობს, გარშემო არეკლილ უთვალავ ორეულთან დაამყაროს ურთიერთობა.
„დავალება, ანუ დამკვირვებლების დამკვირვებლის დაკვირვება“ ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური დეტექტივია, სადაც სიუჟეტი უცნაური შემთხვევითობებისა და გასაოცარი დამთხვევების ფონზე ვითარდება. ამ სამყაროში არავინ არავის ენდობა. აქ ყველა ყველას და ყველაფერს აკვირდება. იმარჯვებს ის, ვინც ცდილობს, ძალადობის, ტყუილის, საზოგადოებრივი აზრით მანიპულაციის მექანიზმის ახსნას, ვინც მოვლენების კულისებში იხედება და მათ იდუმალების ნიმბს აშორებს.
Friedrich Dürrenmatt (1921 – 1990) was a Swiss author and dramatist.
Dürrenmatt was born in the Emmental (canton of Bern), the son of a Protestant pastor. His grandfather Ulrich Dürrenmatt was a conservative politician. The family moved to Bern in 1935. Dürrenmatt began to study philosophy and German language and literature at the University of Zurich in 1941, but moved to the University of Bern after one semester. In 1943 he decided to become an author and dramatist and dropped his academic career. In 1945-46, he wrote his first play, "It is written". On October 11 1946 he married actress Lotti Geissler. She died in 1983 and Dürrenmatt was married again to another actress, Charlotte Kerr, the following year.
He was a proponent of epic theater whose plays reflected the recent experiences of World War II. The politically active author gained fame largely due to his avant-garde dramas, philosophically deep crime novels, and often macabre satire. One of his leading sentences was: "A story is not finished, until it has taken the worst turn". Dürrenmatt was a member of the Gruppe Olten.
მე ხო თხელი წიგნები ძაან მიყვარს [მამენტ ვის არ უყვარს], მარა დავალება არ წამიკითხავს, მინოტავრს ვუწერ სამს. რო ვკითხულობდი მეგონა რო იმენა 3 დღის სიცოცხლე მქონდა დარჩენილი.
გასაჯმეინებელი წიგნია ყველა თაროდან.
დაჟე ეს დიურენმარტი მომკვდარა და მაინც ვერ დავაფასე
მინოტავრი მომეწონა, მაგრამ დავალება ძალიან დამღლელი აღმოჩნდა. აზრი მეფანტებოდა ხოლმე, ზედმეტად კარგად უნდა კონცენტრირდე, რომ ბოლომდე გასაგებად წაიკითხო. უფრო მაგარ რამეს ველოდი, იმედები გამიცრუა.
იგრძნო, რომ სინამდვილეში ბევრი კი არა, ერთადერთი მინოტავრი არსებობდა, რომ არც მანამდე და არც მერე მსგავსი არ არსებობდა და არც იარსებებდა - ერთდროულად გაძევებულიც და დატყვევებულიც, და ლაბირინთიც მის გამო შეიქმნა, მხოლოდ იმიტომ, რომ მინოტავრად დაიბადა, არსებად, რომელსაც არსებობის უფლება არ ჰქონდა; ლაბირინთს საზღვარი უნდა დაეცვა, რომელიც ცხოველს ადამიანისგან ყოფს და ადამიანს - ღმერთებისგან, რათა სამყაროს წესრიგი არ დაირღვეს და ისიც ლაბირინთად არ გადაიქცეს, რათა სამყარო იმ ქაოსს არ დაუბრუნდეს, რომლისგანაც იშვა. და როცა მინოტავრმა ეს იგრძნო - სწორედაც რომ იგრძნო და არა მიხვდა, ეს გონების განათება იყო და არა ჩაწვდომა, რომელიც ადამიანის მიერ ცნებებით შემეცნებას კი არ ჰგავდა, არამედ მინოტავრის შეგრძნება იყო სურათ-ხატებითა და გრძნობებით - მოცელილივით წაიქცა და ისე მოიკუნტა, როგორც ოდესღაც იწვა პასიფაეს მუცელში; ოცნებობდა, რომ ადამიანი გამხდარიყო. ოცნებობდა, რომ ელაპარაკა, ოცნებობდა სხვებთან ძმობაზე, ოცნებობდა მეგობრობაზე, ოცნებობდა დაცულობაზე, ოცნებობდა სიყვარულზე, სიახლოვეზე, ადამიანურ სითბოზე და თან იცოდა, რომ ურჩხული იყო და ბედისგან არც მეტყველება ერგებოდა, არც ძმობა, არც მეგობრობა, არც სიყვარული, არც სიახლოვე და არც სითბო. ამ ყველაფერზე ისე ოცნებობდა, როგორც ადამიანები ოცნებობენ ღმერთებზე, ადამიანები - ადამიანური სევდით, მინოტავრი კი - ცხოველის სევდით.
This entire review has been hidden because of spoilers.
მე და ჩემს მეგობარს, სოფის გვაქვს ასეთი ხუმრობა, რომელსაც მხოლოდ სანახევროდ გავამხელ - ერთი ფილმია, სულ რამდენიმე თვის წინ ვნახეთ, თან კაი ძველი ფილმია, მაგრამ ნაგლად ვამტკიცებთ ასე სხვებთან ჩვენი ბავშვობის საყვარელი ფილმია ნანახი როგორ არ გაქვთ, ხალხო - თქო.
ეგრე ვიქნები ზუსტად მინოტავრზეც. სიმართლე ვთქვა ვერ ვხვდები ამდენ უარყოფით რევიუს ამ წიგნზე, განსაკუთრებით პირველ მოთხრობაზე, რომელიც ძალიან კარგი გადააზრება და პერსპექტივაა ყველასათვის გადაღეჭილი მითის, თან ისე, რომ არც ზედმეტი რომანტიკულ ხასიათს აძლევს, (ავე, სიმღერა აქილევსზე და კირკე) არც გაუგებრად გელაპარაკება.
მეორე მოთხრობა - დავალება. ჩემი აზრით, ყველაზე დიდი ღირსება ამ ტექსტის, მაინც მისი სტრუქტურაა :დ
საბოლოო ჯამში ორივე მოთხრობა საკმაოდ მომეწონა.
პ.ს. კიდევ ერთი ჩემი მეგობარია, მათე, რომელსაც გაქანებული სნობი ვგონივარ, მაგრამ მათეს არ მოუსმენია ჯერ, როგორც მართლა სნობურად შემიძლია მოვთხარო ვინმე გადაკარგული ავტორის, მართლა გადაკარგული წიგნი და ცხვირი ავიბზუო - აუ, ეგ როგორ არ გაგიგია, - მეთქი. მოემზადე მათე,ჩემო ოქრო, მინოტავრი მოდის.
მინოტავრი - თითქოს ერთდროულად ბრბოც არის და სრული მარტოობაც. პატარა,მაგრამ ძალიან ძლიერი ტექსტია. არიადნეს დანახვით მინოტავრი პირველად აღმოაჩენს თავის თავში სილამაზეს,რადგან მანამდე მის გარშემო სრული ქაოსი იყო. თითქოს მასთან შეხვედრა იყო რეალობასთან პირველი შეხება.მაგრამ ტრაგედია ისაა რომ ეს მომენტი ძალიან ხანმოკლეა.სამყარო ყველაფერს ლამაზს ძალიან მალე შთანთქავს და გარშემო ისევ მარტოობას, შიშს და ძალადობას თესავს.
მინოტავრი 4/5. დავალება 2.5/5. მეორე ნაწილში რამოდენიმე ძალიან საინტერესო დიალოგი იყო, თორემ 2.5-საც არ დავუწერდი :დდ ძალიან ჩახლართული მეჩვენა, შეიძლება მეორედ რომ წამეკითხა, უფრო გამერკვია რეალურად რა მოხდა, მაგრამ მეორედ წაკითხვის არანაირი სურვილი არ მაქვს
კითხვის დროს ვინმე უნდა გაკვირდებოდეს და შენც უნდა აკვირდებოდე, როგორ გაკვირდება, ოღონდ შეუმჩნევლად და ამ დროს ორივეს უნდა გაკვირდებოდეთ ვინმე სხვა, რომელსაც ასევე ჩუმად აკვირდებიან
Eng: In retrospect, I only cared to read The Minotaur, which still wasn't very good. It's a waste of time.
Geo: წიგნი რამოდენიმეჯერ მომხვდა თვალში და საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ მეყიდა (კიდევკაი ფასდაკლებით მაინც). არ ვიცი თარგმანში იყო მთვარი პრობლემა თუ მართლა სისულელე იყო, მარა არ ვარგოდა.
მინოტავრის მოქმედებები ისე ვითარდება, გეგონება სიუჟეტი ცეკვავს ან დამალობანას გეთამაშება, თან გაშინებს. დავალება ზედმეტად ჩახლართულია, თუ ძაან არ კონცენტრირდი - მოსაწყენი. დასამუღამებელი წიგნია. მთლიანად თუ არ აჰყვა სიუჟეტს მკითხველი, სრული ნაგავია.