Jump to ratings and reviews
Rate this book

ოთარაანთ ქვიარი

Rate this book
ერეკლე დეისაძის მოთხრობების კრებული „ოთარაანთ ქვიარი" ავტორის მიერ ბოლო დროს დაწერილ ოთხ მოთხრობას აერთიანებს: „მწვადამიანი“ (...ვეტყვი, რომ საშობაო სუფრაზე მის ხორცს არ შევჭამ, რადგან ყველაფერი რაც გიყვარს, არ იჭმევა); „გემრიელად მიირთვით“ (...დედაჩემმა მითხრა, სახლში წადი და ქმარს მიხედე, კარგი ცხენი მათრახს არ დაირტყამსო, შვილები გაუჩინე, ბავშვი ყველაფერს დაალაგებსო); „სიზუსტე“ (...როცა ადამიანი კვდება, მარხავენ. ტუსის შემთხვევაში პირიქით მოხდა. ჯერ დამარხეს და მერე მოკვდა); „ოთარაანთ ქვიარი“ (...მე დავკარგე მშობლები, ოჯახის წევრები, მაგრამ ვიპოვე საკუთარი თავი, რომელიც არც არასდროს დამიკარგავს);



ერეკლე დეისაძე ამ მოთხრობებში მხატვრული ოსტატობით, თხრობის ლაკონიური ხერხის გამოყენებით, თანამედროვე მკითხველისთვის გასაგებ ენაზე ახერხებს მოთხრობის კლასიკურ ყალიბში მოაქციოს თავისი სათქმელი და ჩვენი თანამედროვეობის უმწვავეს თემებზე შეაჩეროს მკითხველის ყურადღება: ბავშვების ცხოვრება ქუჩაში, ომი და მისი შედეგები, ქალთა მიმართ ძალადობა, საზოგადოების გავლენა ადამიანის ცხოვრებაზე და სტერეოტიპების ტყვეობა, ხელისუფალთა გულგრილობა, სექსუალური უმცირესობები და მრავალი სხვა.



ამ წიგნის ქართულ გამოცემამდე, ერთ-ერთი მოთხრობა „სიზუსტე“ ბრიტანულმა გამომცემლობა „კომა პრესმა“ ქართული პროზის ინგლისურენოვან ანთოლოგიაში შეიტანა, უახლოეს მომავალში კი ერეკლე დეისაძის მოთხრობების ეს კრებული გერმანიაშიც გამოიცემა.

Paperback

Published January 1, 2018

42 people want to read

About the author

Erekle Deisadze

11 books34 followers
დაამთავრა ქუთაისის პირველი საჯარო სკოლა. აგრეთვე შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი.
მუსიკალური კარიერა დაიწყო ჯგუფში „პარალელური თაობა“. 2010 წელს გამოსცა პოლიტიკურ-რელიგიურ თემებზე დაფუძნებული წიგნი „საიდუმლო სირობა“, რომელსაც საზოგადოების არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. რელიგიურ წრეებში წიგნი მკრეხელობად და რელიგიის, კერძოდ კი, მართლმადიდებლობის შეურაცხყოფად მონათლეს. გაიმართა საპროტესტო აქციები წიგნის გაყიდვიდან ამოღების მოთხოვნით. საზოგადოების მეორე ნაწილში კი პირიქით, მოწონება დაიმსახურა და ერეკლე დეისაძის მხარდასაჭერი აქციები მოაწყვეს.
2012 წელს დააარსა პანკ-ჯგუფი „40 კილომეტრში“. გადაიღო პოლიტიკური ხასიათის კლიპები. მონაწილეობა მიიღო კლიპში „სისტემა უნდა დაინგრეს“, რომელიც საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში მომხდარ სკანდალს მიეძღვნა და ქართველმა არტისტებმა გააპროტესტეს ძალადობა ციხეებში.
2013 წელს გამოსცა რიგით მეორე წიგნი „დამლაგებელი“. რომანში ასახულია საქართველოს რეალობის ავტორისებული ხედვა.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
23 (34%)
4 stars
15 (22%)
3 stars
23 (34%)
2 stars
4 (5%)
1 star
2 (2%)
Displaying 1 - 14 of 14 reviews
Profile Image for Salo Lipartia.
36 reviews9 followers
March 26, 2019
მადლობა, რომ ერთი თვის განმავლობაში ხინკალს ვერ ვჭამდი.

Profile Image for la Maga De Rayuela.
139 reviews32 followers
June 6, 2018
"მწვადამიანის" წაკითხვა რომ დავასრულე , ვერ ამოვისუნთქე.
და საერთოდაც, მგონია, რომ ერეკლემ იცის, რაზე უნდა გვესაუბროს.
Profile Image for Levan Shakulashvili.
275 reviews
June 4, 2019
" მაგრამ ვიპოვე საკუთარი თავი, რომელიც არც არასოდეს დამიკარგავს. "
Profile Image for Sandro Mikeladze.
84 reviews3 followers
June 27, 2022
ეს მოთხრობების კრებული ერეკლემ, რომ გავიცანი, დაიწუნა. ასე მითხრა ახლა, გამოცემიდან წლების მერე დიდად აღარ მომწონსო.
პირველი ორი მოთხრობით, სიმართლე რომ ვთქვათ მეც არ ვარ კმაყოფილი, მაგრამ აი მეორე ორი მოთხრობა, ვგულისხმობ “სიზუსტეს” და “ოთარაანთ ქვიარს”, მაინც ჩემთვის საინტერესო და კარგი გამოდგა ქართული თანამედროვე ლიტერატურის კვალობაზე.
ეკოსთვის ნაცნობი და არახალი თემებია კარგად მოყოლილი. სოციალური უთანასწორობა - რომ ‘სახელმწიფოს სიზუსტე უყვარს’, სიღარიბე, განსხვავებულობის მიუღებლობა და განსხვავებულებისთვის საკუთარ თავში რწმენის ძიების პრობლემა, რომ ისინი ასეთები არიან და ეს ნორმალრია.

პირველი ორი მოთხრობა ცოტა ტარანტინოსეულად ბევრი სისხლით და ძალადობით დასრულდა, რომელიც კითხვის პროცესში სურათში საერთოდ არ ჯდებოდა და ამიტომ ჩემთვის საინტერესო მაინცდამაინც არ აღმოჩნდა.
Profile Image for თინათინ გაბუნია.
40 reviews1 follower
April 15, 2020
ძალიან მომეწონა. ერეკლეს ნიჭში ეჭვი არც არასდროს შემპარვია, თუმცა ლიტერატურაშიც ასეთ კარგს არ ველოდი. იკითხება ძალიან ადვილად, გამართულადაა დაწერილი.
ზუსტად არის გადმოცემული პრობლემები, რომლებზეც ხშირად უნდა ვისაუბროთ.
მიყვარს როგორც მუსიკოსი და ახლა უკვე პატივს ვცემ როგორც მწერალს.
ვფიქორბ რომ დიახ, გულის არევამდე უნდა მიგიყვანოს ავტორმა რომ კარგად დაინახო როგორ საზიზღრობებზე ვხუჭავთ თვალს.
ვთვლი რომ სწორი მიდგომითაა რეალობა გადმოცემული, წერის სტილის მაღალ ხარისხს კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს.
Profile Image for Tami Murvanidze.
55 reviews6 followers
August 10, 2018
პირველ რიგში, მუსიკა უფრო კარგად გამოსდის. მაინც სკოლის მოსწავლის წერის სტილი აქვს. მოთხრობები სენსიტიუტ და აქტუალურ თემებზეა , აი, დაახლოებით მელაშვილის "მარინეს ანგელოზების" მსგავსი.
თითქოს კარგი მომენტებიც აქვს, მაგრამ ერთიანობაში სუსტია და ოდნავ ყალბიც მეჩვენებოდა.
პ.ს" გემრიელად მიირთვით" კარგია.
პ.პ.ს ნარკატაკატა:დ
Profile Image for Ucha Bedukadze.
2 reviews
September 15, 2019
მუსიკა ბევრად უკეთ გამოგდის ერეკლე. თითქოს აქტულურ თემებზეა, მაგრამ თან ვერ არის :დ მარილი აკლიაო რომ იტყვიან ეგეთია, ოღონდ ამას სუნელებიც აკლია და მოხარშვაც.
Profile Image for ნატი.
84 reviews
February 24, 2020
იცის რა რასაც აკეთებს.
უცებ შემოსაკითხი, დონე წიგნია. უბრალოდ გემოვნებასაც დიდი როლი აქვს ამ შემთხვევაში.
Profile Image for Ani Didishvili.
38 reviews2 followers
March 21, 2021
სიზუსტე - 3.5
მწვადამიანი - 3
გემრიელად მიირთვით - 3.2
ოთარაანთ ქვიარი - wtf, ძაან ბანძი
Profile Image for Mari.
14 reviews
August 6, 2025
Ძალინ კარგი იყო 🌻
Profile Image for Ana Maisuradze.
Author 1 book73 followers
June 7, 2018
ტრადიციულად სკანდალური :)
ყველაზე მეტად "გემრიელად მიირთვით" მოეწონა ^_ ვფიქრობ ყველა ძალადობის მსგავსი ისტორია ასე უნდა სრულდებოდეს :)
Profile Image for Nika Vardiashvili.
252 reviews26 followers
June 5, 2018
ერთადერთი მოთხრობა რომელსაც იმაზე დიდი შეფასება ეკუთვნის ვიდრე 3, "სიზუსტე-ა". "გემრიელად მიირთვით-საც" არაუშავს, ნორმალურია. დანარჩენ ორ მოთხრობაში რისი თქმა უნდოდა ეკოს, ჩემთვის დიდი კითხვისნიშანია, "ოთარაანთ ქვიარი" = ბაბუხადიას "ბაყაყები". საკმაოდ დიდი რეგრესია "რუსული არდადეგები-ს" შემდეგ.
Displaying 1 - 14 of 14 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.