Jump to ratings and reviews
Rate this book

გაყრა

Rate this book

Unknown Binding

Loading...
Loading...

About the author

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
1 (5%)
4 stars
5 (27%)
3 stars
11 (61%)
2 stars
1 (5%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 3 of 3 reviews
Profile Image for Nika Meleksishvili.
104 reviews10 followers
November 27, 2020
“ვახ, რა ლამაზი ხელი გქონიათ, კნეინა!
შენ ჩემი ასომთავრული უნდა ნახო!” - ეს ფლირტის მომენტი დამაკლდა.
December 23, 2018
გიორგი ერისთავი დაიბადა 1813 წელს სოფელ ოძისში. ცხოვრების საფუძვლიანმა გაცნობამ და დიდმა გამოცდილებამ გიორგი ერისთავის შემოქმედებაში თანდათან გააბატონა რეალიზმი.
კომედია "გაყრა" ქართულ სცენაზე წარმოდგენილ იქნა 1850 წელს, რითაც საფუძველი ჩაეყარა ქართულ თეატრს.
კომედიაში წარმოჩენილია თავადთა ნაწილი, რომელთათვისაც გაუგებარია ახალი ეკონოკიური პროცესები და ყველანაირ ღონეს ხმარობენ ძველი მამულების შესანარჩუნებლად. პარალელურად, ბიუროკრატიული აპარატის მოხელეები თავადაზნაურობაში ხედავენ შემოსავლის წყაროს და ქრთამს იღებენ მოდავე თავადებისაგან. თავადები, საბოლოო ჯამში, იძულებულნი არიან ფულის სასესხებლად მიმართონ ვაჭრებს და სწორედ მათი გავლენის ქვეშ ექცევიან. მთავარი, რაც ფეოდალებს აუძლურებთ, ავადმყოფური პატივმოყვარეობა და ქიშპობაა.
ანდუყაფარ დიდებულიძე გაუნათლებელი თავადია, რომლის მთელი ტრაგედიაც არის ის, რომ თერგდალეული ძმა, ივანე, გაყრას უპირებს. მამაპაპეული ოჯახის გაყოფა ანდუყაფარს სამარცხვინოდ მიაჩნია. ამიტომაც ამბობს: "ჰეი, ოჯახო, კარგო ოჯახო, შემდგომ გაყრისა ვის დავენახო!" ანდუყაფარს არც მოურავის, ბარამის რჩევა მოსწონს. ბარამის თქმით, ანდუყაფარმა გლეხებისაგან უნდა აკრიფოს ფული და მოისყიდოს სასამართლო, რის შემდეგაც ივანეს გაყრაზე უარს ეტყვიან. მაგრამ ანდუყაფარი გრძნობს, რომ დღეს თუ არა ხვალ ივანე მაინც თავისას გააკეთებს. საბოლოოდ, ქიშპი იქამდე მივა, რომ რამდენიმე ცალი მინისა და ერთი მუთაქისათვის, ანდუყაფარი ძმას მოსაკლავად გაიმეტებს.
პავლე დიდებულიძის სახით ერისთავმა დაგვიხატა სახე იმ თავადისა, რომელიც არ ფიქრობს ოჯახზე და პირადი სიამოვნებისათვის ცხოვრობს. გონებრივად გამოფიტულ პავლეს ოჯახის მოვლა ცოლისათვის მიუნდვია. ამიტომ რაც არ უნდა გეკითხათ, ყოველთვის გიპასუხებდათ: „ჩემმა მაკრინემ იცისო.“ პავლე ფიქრობა, რომ მის ცოლს თამარ მეფის დროს რომ ეცხოვრა, უეჭველად „ვეზირობას მისცემდნენ.“
გაყრაში პავლე მონაწილეობას საერთოდაც არ მიიღებდა მონაწილეობას, მაგრამ ცოლის მიერ წაქეზებული აქტიურობს და მუთაქას მაგრად ებღაუჭება. ყველაფერში ნაწილს მოითხოვს, თუმცა თვითონაც არ იცის, რა ნაწილზეა საუბარი. გონებრივი სიღატაკით პავლეს ჰგავს იმერელი აზნაური ლომინ გოდაბრელიძე.
გიორგი ერისთავი თავის კომედიებში გვიჩვენებს აზნაურთა ძველი თაობის დაცემას, რომელთა სასიცოცხლო ძალებიც ამოწურულია. რაც შეეხება, ახალგაზრდა არისტოკრატების დაპირისპირებას, ისინი უფრო მაღალ მორალურ თვისებებს ამჟღავნებენ. მათ აკლიათ ნებისყოფა და საქმის ნაცვლად დროს ოცნებაში ხარჯავენ.
ივანე დიდებულიძე ოცნებობს ცხოვრების ახლებურად მოწყობაზე. მაგრამ ივანე თავის ცოდნას ვერ უფარდებს რეალობას. თავმომწონე ივანე, რომელსაც სიყვარულის გარეშე დაქორწინება უებდურებად მიაჩნია, ცოლად შეირთავს მიკირტუმის ქალს- შუშანას, ფულის გამო. სხვა მიზნებისაკენ მსწრაფი ივანე, სრულიად სხვა სიტუაციაში აღმოჩნდება.
Profile Image for Lika Liparteliani.
16 reviews
November 28, 2023
ისტორიული მნიშნვნელობის მქონე კარგი კომედიაა. ეს პიესა სრულად გადმოსცემს დროების ზეგავლენას, რომელმაც ადამიანები აიძულა განეცადათ მკვეთრი ცვლილებები, რომლებიც, რა თქმა უნდა, აისახა ინდივიდების პიროვნულ მახასიათებლებზე. ფოდალიზმის სრული კრახი. “ზნეობით მრუდე” თავადაზნაურები ოდესღაც წარმოსადეგი რეპუტაციის შენარჩუნებისთვის ყველა გზას მიმართავენ. გიორგი ერისთავმა ნათლად გადმოსცა თავადაზნაურობის რეალური სახე, რომელიც დამახასიათებელი იყო XIX საუკუნის საქართველოსთვის. ამ ნაწარმოებში ფეოდალები და მათ შორის უბრალო ადამიანებიც უკიდურესი ქმედებებით ცდილობდნენ სტატუსის შენარჩუნებას. ეს ყველაფერი გამოწვეულია გაღატაკებული გონიერებით და ისეთი ღირებულებების დაკარგით, როგორებიცაა: ურთიერთობა, თანაგრძნობა, ერთგულბა, სიყვარული და ა.შ.
ვფიქრობ, ეს ინტელიგენციის ახალ გამოძახილს წარმოადგენდა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ სპექტაკლში თბილისის ცნობილი არისტოკრატია მონაწილეობდა, რომელთა შორის თვითონ ავტორიც იყო.
Displaying 1 - 3 of 3 reviews