რომანის მთავარი გმირი ფოტოგრაფი გოგოა, რომელიც ღამის კლუბში ახალგაზრდა მამაკაცს შეხვდება და აღმოაჩენს, რომ ამ ადამიანის ცხოვრება საიდუმლოებებითაა მოცული. ნელ-ნელა აცნობიერებს იმასაც, რომ გაუცნობიერებლად, თვითონაც ამ საიდუმლოს მონაწილე გახდა და გადაწყვეტს, ნებისმიერ ფასად გაიგოს სიმართლე. ძიება მას მეცხრე ფლიგელში მიიყვანს...
ალბათ უფრო 3.5-ს დავუწერ. არ იყო ცუდი წიგნი. საკმაოდ საინტერესო იყო, უბრალოდ განსხვავებულ დასასრულს ველოდებოდი. მაგრამ, ალბათ, სხვა დასასრულით შეიძლება არც მომწონებოდა. მოკლედ, წაკითხვად ღირდა
საკმაოდ კარგი წიგნია, საინტერესო ნიუანსებით. ავტორის წერის სტილი ადვილი და სასიამოვნოა, არ გღლის. მარტივად, რომ ვთქვათ მგზავრობისას წასაკითხი წიგნია, ცოტა თავგადასავლებით, თავსატეხებითა და იდუმალი პერსონაჟებით. თეა, საინტერესო მწერალია და ვფიქრობ მომავალში უკეთესი წიგნებით დაბრუნდება, ეს ჟანრიც ძალიან მოიხდინა.