აკაკი გელოვანის წიგნი ,,მარად ცოცხალი ხელოვნება" მოგვითხრობს სახვითი ხელოვნების კორიფეებზე. მკითხველის თვალწინ აღიმართებიან ანტიკური საბერძნეთის, შუა საუკუნეებისა და ახალი დროის უდიდეს ხელოვანთა ნათელი სახეები: ფიდიასი, პრაქსიტელი, ბოტიჩელი, ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, რაფაელი, ტიციანი, რუბენსი, ჰოლბაინი, ვან-დეიკი, ველასკესი, რემბრანდტი, გოია, დავიდი, დელაკრუა და სხვა.
მწერალი, მთარგმნელი. ესეების, ნარკვევების, პოპულარული ბროშურების ავტორი.
პირველი ნაწარმოები 14 წლისამ გამოაქვეყნა. მესტიის პედაგოგიური ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. 1953 წლიდან სისიტემატურად ბეჭდავდა ლექსებს, მოთხრობებს, რომანებს. აღსანიშნავია წიგნი მსოფლიო ხელოვნების კორიფეებზე „მარად ცოცხალი ხელოვნება“. აკაკი გელოვანმა თარგმნა შ. ცვაიგის „მაგალანი“ და „დიდი ბალზაკი“, ჰ. ლაქსნესის „ისლანდიის ზარი“, ფ. ბოდენშტედტის „ათას ერთი დღე აღმოსავლეთში“, ა. გრიფიუსის „ქეთევან ქართველი“, რ. შუდერის „მიჯაჭვული ტიტანი“, გ. შვაბის „ოქროს საწმისი“ და სხვა. აკაკი გელოვანი ესეების, ნარკვევების, პოპულარული ბროშურების ავტორია. 1983 წელს გამოსცა მის მიერ შედგენილი ვრცელი მოთოლოგიური ლექსიკონი. მისი მოთხრობა „ჰუჯაბი- ქართული ტაძარი“ გამოიცა ხუთ ენაზე.