What do you think?

პატარა ქალაქის ზღაპრები
სერია "მოსწავლის არჩევანი" გთავაზობთ ქართული და მსოფლიო ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებს, რომლებიც ამ პროექტში მოზარდთა ასაკის, ინტერესებისა და უნარების გათვალისწინებით არის დაჯგუფებული. სერიაში შესულია როგორც სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული ნაწარმოებები, ასევე ე.წ. კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა, წიგნები, რომელთა გაცნობა მოზარდს შეაყვარებს კითხვას და მნიშვნელოვნად გააფართოებს მის თვალსაწიერს. წიგნები დაყოფილია 6 ჯგუფად კლასების მიხედვით, თითოეულ მათგანს ერთვის სახალისო სავარჯიშოები...
156 pages, Paperback
First published January 1, 2014
Ratings & Reviews
Friends & Following
Create a free account to discover what your friends think of this book!
Community Reviews
Displaying 1 - 5 of 5 reviews
February 24, 2021
ეს არის სიყვარულის, სიკეთის და სულიერების სახელმძღვანელო. ავტორი პირდაპირ შენ გულს ელაპარაკება, შენ შინაგან ბავშვს, რომელსაც არაფერი უნდა გარდა სიყვარულისა. ეს არის წიგნი გაფრენაზე მეოცნებე, სიზმრისმხედველ, ცისარტყელაზე მოცეკვავე ადამიანებზე. და რატომ მარტო ადამიანებზე, არსებებზე, რადგან ,,სიზმრის მხედველი კაცი და სიზმრის მხედველი ბეჰემოთი უფრო ჰგვანან ერთმანეთს, ვიდრე ორი კაცი, რომელთაგან ერთი ხედავს სიზმრებს და მეორე კი - არა". ისინი თავიანთ შინაგან ხმას უსმენენ და მიჰყვებიან, ცისარტყელაზე ცეკვავენ, ანათებენ, ბავშვებს ოცნებებს უსრულებენ, ცაში იყურებიან და მზის დანახვისას ყველაფერი ავიწყდებათ. მათ დასცინიან, დევნიან, მათ არ იღებს საზოგადოება, ისინი სისტემის გარეთ არიან. ამავე დროს ისინი უყვართ ყველაზე უანგარო სიყვარულით, რადგან ყოველთვის მოიძებნებიან სხვა "სიზმრისმხედველები."
და მაინც ,,არაფერია უფრო ნაზი და მსუბუქი, ვიდრე სიზმარახდენილი ბეჰემოთი".
და მაინც ,,არაფერია უფრო ნაზი და მსუბუქი, ვიდრე სიზმარახდენილი ბეჰემოთი".
December 13, 2021
"დიდი ხნის წინათ სახლებს ბუხრებით ათბობდნენ."
არ ვიცი ეს ზღაპრები დიდებისთვისაა თუ პატარებისთვის .. ალბათ უფრო მათთვის ვის გულშიც პიტერ პენი ისევ ცოცხლობს და დროის ბრუნვამ არ გაუუხეშა სული.
გურამ პეტრიაშვილის გამოგონილი ქალაქი ჩემთვის დიდი ხნის წინ თეთრსულელას ამბით დაიწყპ. დიდი ხნის წინ თქო ვამბობ და ვგულისმობ ერთ საოცარ წიგნს " ბიჭო , ვისი ხარ მალხაზი " რომელიც 5 წლისას მაჩუქა დედამ და რომელშიც საოცარი ამბები ეწერა. ერთ- ერთი ასეთი საოცრება თეთრსულელა იყო რომელიც ბოროტი ადამიანების გამოისობით ცისარტყელის გასაწმენდად ავიდა და მერცხლებს შეერჩია . იმდენ ხანს ვტიროდი მის ამბავზე რომ , " ქეთოს მერცხალიც" კი გადამიფარა :)
ადამიანურობას, სილაღეს , სიმშვიდეს და სასწაულების რწმენას გასწავლის პეტრიაშვილის ზღაპრები. მახსოვს დედა მიყვებოდა ხოლმე მასზე,რომ კლასელები იყვნენ ერთი სოფლიდან. რანაირი იყო :)

May 7, 2021
სევდით და სიმბოლიზმით ოსკარ უაილდის ზღაპრები მომაგონა. თემები ხშირად მეორდებოდა, თორემ უკეთ შევაფასებდი. ალბათ, ერთიანად არ უნდა წამეკითხა.
July 12, 2020
სიტყვები არ მყოფნის, ისე ძალიან მიყვარს “პატარა ქალაქის ზღაპრები”.
March 17, 2023
რომელიმე კიდურს გავიღებდი, გურამ პერიაშვილთან და ეგზიუპერთან ერთად ჩაის წვეულებისთვის.
Displaying 1 - 5 of 5 reviews