დათო გორგილაძის მოთხრობების ყველა პერსონაჟი ხელშესახები და ნამდვილია – უწყინარ გლობალურ ფორუმზე მივლინებისას სკანდალებში გახვეული ტატო, ყოფილი მასწავლებელი და ციხიდან ახალგამოსული იზა, რომელიც მოულოდნელად მილანში ჩარჩენილ თავის ყოფილ მოსწავლეს გადააწყდება; სავალდებულო სამხედრო გაწვევას გამოქცეული და „ზღაპრულ მძღნერში“ აღმოჩენილი გევორქა და თბილისის ქუჩებში უჩვეულო ამპლუით განკაცებული ღმერთი.
როგორც ფილმის საწყის ტიტრებში მიანიშნებენ ხოლმე – წიგნი რეალურ ამბებზეა დაფუძნებული, მაგრამ ავტორის ბრწყინვალე წარმოსახვის, ოსტატური თხრობისა და იუმორის წყალობით ეს რეალური ამბები ჩამთრევ თრილერად იქცევა, რომელიც ერთ ჩვეულებრივ კინოსეანსზე ნაკლებ დროში შეგიძლიათ წაიკითხოთ.
დროსაც რომ თავი გავანებოთ, დათო გორგილაძის მოთხრობების კრებულში მთავარი ალბათ ისაა, რაზეც ერთგული ტაქსის მძღოლი ეპატიჟება ნაბახუსევ მგზავრს დილაუთენია: „ორი სავსე კათხა, ხუთი პატარა თევზი და ორი შავი პური“, და იქვე დააზუსტებს მენიუს: „თუ არ გვეყოფა, გავაბევრებთ“.
ეს ბოლო წლებია "დავამუღამე", რომ ჩემი ლიტერატურული ცხოვრებიდან ისე არაფერი არ მიყვარს, როგორც ქართველი თანამედროვე ავტორებით არფრთოვანება. ხო რაღაცნაირად ჟღერს, მაგრამ საკმაოდ ბევრი ყოფილა მაკულატურებს შორის მოქცეული ობოლი მარგალიტები და მიყვარს ამ მარგალიტებით ტკბობა. რა? სად? როდის? 13 წლიდან ვთამაშობ და ამ ასაკიდან დათო გორგილაძე ჩემთვის "ბატონი წამყვანის" მოადგილე იყო. მერე ფეისბუქზე დავიმატე, რამდენიმე პოსტზე გულიანად ვიცინი, რამდენიმეზე ცრემლებიც ვღვარე და მივხვი, რომ ეს კაცი მწერალია და კარგი მწერალი და საოცრად ველოდი მის მიერ მოყოლილ ამბებს წიგნის ფორმა როდის მიეცემოდა. ჰოდა, ამიხდა ეს ოცნება სტუდენტურ კრიზის გადარჩენილი 6 და 50ით ნანატრი კრებული ჩემს ხელთ აღმოჩნდა და საოცნებო ძილიც მიისაკუთრა. მწერალს ძალიან კარგი ენა და სტილი აქვს, კითხულობ და ხვდები, რომ აქ მოგონილი არაფერია, ან თუა ძალიან ცოტა. ხვდები, რომ ავტორს უცხოვრია, უგრძვნია, ბევრი სათქმელი დაგროვებია და აჰა, გვეუბნება კიდეც <3
ხანშიშესულ მეძავთა კლუბი 4/5 როზას სახელი 5/5 კორპორაცია "შეგვიკვეთეთ ჭორები" 5/5 ღმერთი სამსახურშია 4.5/5
სასიამოვნოდ შეკრული მოთხრობების კრებული. მახსოვს როგორ წავიკითხე დათოს ბლოგი "დახიე და გადააგდე" და აღფრთოვანებული დავრჩი. აღფრღოვანებული ვარ თითოეული მითხრობითაც. "თუ გინდათ, მწერლები გახდეთ, შეგიძლიათ ამ მეგობრულ რჩევებს თვალი მიადევნოთ, მაგრამ თუ ლიტერატურის ღმერთობა გინდათ, მაშინ ეს წერილი დახიეთ და გადააგდეთ." ბლოგი ასე დამთავრდა, თვითონ აშკარად ლიტერატურულ ღმერთობას უმიზნებს, მაგრამ სამსახურშია.
ამ ბოლო დროს თანამედროვე კაც ავტორია მიერ დაწერილ ქართულ ლიტერატურას მივადექი და ყველა მათგანი რაღაცნაირად ქურდული, გამოტვინებული ენით წერს, ზუსტად ისე როგორც უმეტესობა საუბრობს. განსაკუთრებით თუ პირველ პირშია დაწერილი, კითხულობ და ასე გგონია ქართველი კაცის თავში ზიხარ, მის ფიქრებს უსმენ და იტანჯები, გეცოდება თვითონ ეს კაციც, შენი სამშობლოც და საკუთარი თავიც. ფიქრობ რომ როგორც ქვეყანას, ერს, საზოგადოებას მაგარი დარხეული გვაქვს. ზოგი ავტორი ამას შეგნებულად აკეთებს, მაგალითად ეს მოთხობების კრებულიც ამის ნათელი მაგალითია, ზოგმა უბრალოდ არ იცის როგორ წეროს სხვანაირად, ვერ ხვდებიან ყველაფრის ტრაგიკულიბას. კითხულობ და საერთო სულისკვეთებას ერთი სიტყვით გამოხატავ- უნიათობა.
"ვაჟა-ფშაველას რო სმაილებით ეწერა, ვაჟა-ფშაველა არ იქნებოდა"
"საერთოდ ეგრეა, უცოდინარი კაცი საკუთარ უსუსურობას რო გააცნობიერებს, ერთადერთ იარაღად გინება რჩება."
ძალიან გემრიელად და სასიამოვნოდ კი იკითხება, გავიწყებს ვინ ხარ და სად ხარ, უბრალოდ კითხულობ და ვსიო, მეთქი 3 იანს დავუწერ თქო, მარა მოთხრობები რომ ცალ-ცალკე ‘შევაფასე’(ჩემის ჭკუით) 4 გამოვიდა, ჰოდა იყოს 4, რა მნიშვნელობა აქვს.
პ.ს ის ამბავი უმბერტო ეკოზე თუ მართალია მითხარით, რო უფრო მეტი ვიცინო :დდ❤️
კითხვის დროს ვერ ძღები. ისე მალე გადიხარ ბოლოში, თან იცი რომ საშუალოდ 2 საათში წაიკითხე, თან კიდე აღარც გახსოვს, თუ როდის დაიწყე, რადგან მთლიანად ეფლობი იმ "არანორმალურ" მოვლენებში რაც შიგნით არის აღწერილი. პერსონაჟებში ამოვიცანი როგორც საკუთარი თავი, ასევე ჩემი ნაცნობები და მეგობრებიც. პირველი ისტორია ძალიან გულთან ახლოს მოვიტანე, თითქოს დღემდე ვნერვიულობ ტატოს მაგივრად, ყოველ ჯერზე როცა ფეხზე გაკეთებულ ბრასლეტიანი გოგო მხვდება სადმე. კორპორაციაზე ვიხარხარე, მეთქი რა მაცინებს, თავს ვიკავებდი, მაგრამ როგორ გინდა არ გაგეცინოს. ჩვენი მწარე რეალობა იყო ნაჩვენები. ყველას ღმერთი სამსახურშია, დათო გორგილაძის ღმერთი ძალიან გავდა ჩემსას და ისეთია, როგორიც მეც მეგონა. ეგ იყო რა.
რატომღაც ვერაფერს ვეღარ ვკითხულობ ამის მერე, კიდევ მინდა დათო გორგილაძის ისტორიები.
ჯერ ვერ ჩამოვყალიბდი დათო უკეთესი ბლოგერია, მწერალი, აწ უკვე ფეისბუქ ინფლუენსერი (ღიმილის სმაილი), თუ რსრ-ს წამყვანი. ერთი ის კი ვიცი რო კაი კაცია, რაღაცნაირი უშუალო და ნამდვილი, ცოტა სევდანარევი იუმორით და თვითირონიით. პერსონაჟებიც მაგიტომ გამოუვიდა ალბათ ასეთი.
ვფიქრობ, მაგრამ დასაწყისი ვერ მოვუძებნე ამ რევიუს. რომელ მოთხრობაზე დავწერო, იმაზე რომელიც ყველაზე მეტად მომეწონა?! თუ ყველაზე ერთად?! არ ვიცი, "ხანშიშესულ მეძავთა კლუბზე" ვიტყვი რამდენიმე სიტყვას, იმაზე რომელმაც გამთიშა და "კითხვისას დრო ისე გამეპარა, არც კი მიგრძვნია" დამმართა. "ცეკვა ისეთი რამეა, უნდა იცეკვო იქ და მაშინ, სადაც და როდესაც თავისუფლებას იგრძნობ ან მაშინ, როცა თავისუფლების მოთხოვნა გინდა. თან, ისე კი არა, "სამი, ოთხი, იიი". არა ძმაო, ეგრე სად არის. უნდა იცეკვო ისე, როგორც გაგისწორდება. იქნიე ხელები და ფეხები, აქნიე ტრაკი. მთავარია, რო შენმა კიდურებმა შენს ტვინს უთხრან, რო რაღაცისთვის იბრძვი მაგ დროს, ამას რაღაცისთვის აკეთებ. ძველები თუ ხმალს იქნევდნენ, შენ ხელებს იქნევ და თან, ამ ხელებით არავის კლავ, უბრალოდ იქნევ, რა. ასე იბრძვი, ასე შეგიძლია და იმიტომ." ცოტა ვინმეს თუ შეუძლია ყველაფერი თქვას ბრტყელ-ბრტყელი და მონუმენტური სიტყვების გარეშე, უბრალოდ რამდენიმე სწორი წინადადებით, ეს დათოს ძალიან, ძალიან კარგად გამოსდის, რასაც ზემოთ მოყვანილი ამონარიდიც მოწმობს. და ჰო, ბევრ სხვა რამესთან ერთად, ერთი მნიშვნელოვანი რამე კიდევ ერთხელ დავუმტკიცე საკუთარ თავს- რომ სამყაროში იმდენი ღმერთი არსებობს, რამდენიც ადამიანი და მერე რა, იყოს ამ მოთხრობაში ტაქსისტი.
და ჰო.2. ვერ წარმოვიდგენ თუ რა უნდა იყოს გამოსახული ამ წიგნის გარეკანზე, თუ არა "ძალიან შორს, თოვლიან მდელოზე გაუნძრევლად მდგარი დიდი და უშიშარი ირემი, ვიღაცის სიყვარულს რომ დარაჯობს, კამერისკენ იყურება და, თუ მოუნდება, იცეკვებს კიდეც".
მეტს არაფერს დავწერ (ნუ, ვერ), უბრალოდ სასწრაფოდ იყიდეთ და წაიკითხეთ.
أول مرة أقرأ الادب الجورجي بل وأول مرة اتعرف على جورجيا اكتر الرواية دي بجانب الحبكة الادبية ال فيها بس كانت كفيلة تخليني أعرف جورجيا واعرف معلومات كتيرة عنها وعن موقعها ولغتها ويمكن كمان الاكل الشعبي ال هناك أما بالنسبة للقصص ال جوا فهي سعدتني كتير أفهم طبيعة الشعب الجورجي البردو مش بيختلف عن الشعب المصري كتير خالص غير في بعض الاشياء البسيطة دا غير المشاعر الكتيرة والنهايات ال غير متوقعة (بس مش قوية مقارنة بمجموعات قصصية تانية بردو) الخليتني اقف عندها شوية وديما هتلاقي كل قصة كانت ليها الشخصية المميزة ال فيها وآثرها بردو سواء كان من نينو كاشو جيورجي تازو مشاكل هتوجهك في المجموعة القصاصية هي الاسامي يا جماعة الاسامي كانت صعبة اوي أجمعها أما بالنسبة للترجمة فبجد الترجمة جميلة جدًا وكانت سلسة خاصةً ان مترجمة الكتاب كاتبة وقرأتلها عمل (مخرج للطوارئ) فاسلوبها كان جميل جدًا تقيمي كان بناء على التجربة الفريدة والمثيرة وأن بسبب نفس ال��تاب عرفت معلومات لذيذة جدًا خليتني كأني اخدت طيارة سافرت جورجيا ورجعت وال
يقدم لنا هذا الكتاب ٤ قصصٍ مثالية في متعتها وخفة ظلها، بدءاً بقصة "نادي الغانيات المسنات" التي تحكي عن "قسطنطين" حبيس الكسل واللغة الإنجليزية الركيكة، ومجموعة الأحداث التي يمر بها عند حضوره لمؤتمرٍ ما، في مدينةٍ ما، وبين أشخاص لا يكترث لأمرهم. لننتقل إلى "لا مهرب من خشبة المسرح" التي تسدل الستار على أحداث سوداوية ومفجعة لقصة حب وحقد طفولي. أما قصة "اسم الوردة" فهي القصة التي أحببتها بشكل خاص وذلك لبراعتها وغرابتها، والحدث الختامي الذي "شهقت" في دهشة عند بلوغه! ختاماً بـ "شركة الشائعات المحدودة" التي تتركك مع أثر ابتسامة تجدها عندما تكتشف بأن جورجيا قد لا تكون بعيدة/غريبة عنّا تماماً بعد إغلاقك للكتاب.
კარგი ამბების ესკიზების ნაკრებს ჰგავს ;დ ჭორების მოთხრობა რომ ყოფილიყო ერთი 100 გვერდი ან მეტიც, კარგად ფეხგაშლილი სამყაროთი ძაან კარგი გამოვიდოდა, მარა ახლა ეგ ესკიზობა დამიტოვა