Jump to ratings and reviews
Rate this book

კეთილი მიწა

Rate this book
მოთხრობები
უმცროსკლასელთათვის

მე ვიცნობ ერთ ბიჭს. ის ბიჭი რომ მეოთხე კლასში იყო, ზამთრის ერთ დილას სკოლის ეზოში მედუდუკე ჩიტები დაინახა, – დიახ, დიახ, სწორედ ასე ჰქვიათ ბეღურაზე საკმაოდ მოზრდილ ამ მოვარდსიფრო ქოჩორა ჩიტებს, – ვერხვის კენწეროზე ისხდნენ და დაინტერესებულნი გადაჰყურებდნენ ქალაქს. ბიჭს დიდად გაუხარდა მედუდუკეების დანახვა და აღტაცებით დაიძახა:
– ჩემი სოფლის ჩიტები! ბიჭებო, გოგოებო, ჩემი სოფლის ჩიტები!
ბიჭებისა და გოგოების ერთი ნაწილი სიამოვნების ღიმილით შესცქეროდა ხან მედუდუკეებს, ხან ბიჭს, მეორე ნაწილმა კი სიცილი დააყარა.
- ეე, ეე! კარგად დააკვირდი, ბიჭო, შენი სოფლის ინდაურები ხომ არ არიან, ან ინდაურები, ან თხები!
დასცინოდნენ მთელ დღეს, მარტო იმ დღეს კი არა, მერეც.
ჩემი ნაცნობი ბიჭი კბილებს კბილებზე აჭერდა და ითმენდა, მაინც ამხანაგები იყვნენ ის მქირდავები და, – აბა რა უნდა ექნა, – ითმენდა.
თუ შენც დასაცინ ამბად მიგაჩნია ამ ბიჭის აღტაცება, ამ პაწაწინა წიგნის წაკითხვას მე არ გირჩევ. თუ ფიქრობ, რაღაც კარგი იყო ამ აღტაცებაში, მაშინ წაიკითხე. იმედი მაქვს, ჩვენ ერთმანეთს გავუგებთ.

რედაქტორი: ლ. ქადაგიშვილი
მხატვარი: გ. ღლონტი
მხატვრული რედაქტორი: ჯ. ყავლაშვილი
ტექნიკური რედაქტორი: ნ. შველიძე
კონტრ.-კორექტორი: ლ. სულთანიშვილი
კორექტორი: გ. ტოგონიძე
გამომშვები: თ. ბუღაძე

42 pages, Paperback

First published January 1, 1984

2 people are currently reading
21 people want to read

About the author

Revaz Inanishvili

21 books24 followers
რევაზ კონსტანტინეს ძე ინანიშვილი დაიბადა 1926 წლის 20 დეკემბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში, მოსამსახურის ოჯახში. მშობლიურ სოფელში ხუთი კლასი დაამთავრა.
1937 წელს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა თბილისში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის წლებში (1943–45) მუშაობდა 31-ე ქარხანაში. შემდეგ სწავლობდა საავიაციო ტექნიკუმში, რომელიც არ დაუმთავრებია.
1947 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, 1949 წელს სწავლა მიატოვა დის ოჯახის სიდუხჭირის გამო და მუშაობა დაიწყო “სამგორის” არხის მშენებლობაზე.
1951 წელს კვლავ დაუბრუნდა სწავლას და 1956 წელს დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1952 წელს დაოჯახდა და ოთხი წელი ცხოვრობდა ლიტერატურული შრომით.
1960 წლიდან მუშაობა დაიწყო საბავშვო გამომცემლობა “ნაკადულში”.
1966 წელს გადავიდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" სასცენარო განყოფილებაში.
1985-1988 წლებში მუშაობდა მწერალთა კავშირის მდივნად.
1989 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე (1991) იყო ჟურნალ "დილას" რედაქტორი.
პირველი მოთხრობა "სახსოვარი" გამოაქვეყნა ალმანახ "პირველ სხივში" 1950 წელს, ხოლო პირველი კრებული "პირველი მოთხრობები" – 1953 წელს. მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, გერმანულ, ბულგარულ, სომხურ და სხვა ენებზე.
რევაზ ინანიშვილი გარდაიცვალა 1991 წელს. იგი დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
16 (72%)
4 stars
4 (18%)
3 stars
2 (9%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 of 1 review
Profile Image for Kakha.
569 reviews
October 5, 2018
მე ვფიქრობ, რომ თუ წიგნის მოყვარულს, რომელიც იცნობს ბატონი რევაზის შემოქმედებას და არ წაუკითხავს მისი საბავშვო მოთხრობები, მერე კი გაუმართლა და წაიკითხა ისინი, აუცილებლად კიდევ ერთხელ აღმოაჩენს ამ უნიჭიერეს, კეთილშობილ და დიდ ქართველ მწერალს. კი, დიდი მწერალია, ნამდვილად დიდი, აბა, სხვა შემთხვევაში, "ფშას", "კეთილ მიწას", "ჩიტიფაფობას", "შემოდგომის დღეს", "მეთოვლეებს" და ბევრ სხვა, არაჩვეულებრივად ღრმად სულში ჩამწვდომ, გულის უკიდურეს კუნჭულებში მიმწვდომ მოთხრობას ვერ დაწერდა იგი.
კრებულის ამ გამოცემაში სულ 11 მოთხრობა შევიდა: ლოჭინში, ძველი სასაფლაო, ჩემი წარმომავლობა, უშიშარი ბიჭი იოსება, კეთილი მიწა, მელიაშვილი და შოშიაშვილი, ჩიტიფაფობა, შემოდგომის დღე, მეთოვლეები, ფშა, მაყვალზე.
ვინ წაიკითხავს ამ ჩემ ნაწერს აქ, მაგრამ ვინიცობაა და ვინმემ მოჰკრას თვალი, გთხოვთ, წააკითხეთ თქვენს ბავშვებს ეს მოთხრობები, სხვა კარგი ქართველი მწერლების საბავშო ნაწარმოებებიც.
Displaying 1 of 1 review

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.