იზა ორჯონიკიძის პოეზია ის სამყაროა, სადაც ადამიანის სული ჰარმონიას უნდა ეზიაროს, სრულიქმნას, დაიხვეწოს და გამთლიანდეს....” – წერს გურამ ასათიანი. ღრმა და მძაფრი დრამატიზმით გადმოცემული ქალური ბუნების მოტივები; ფაქიზი და ამავდროულად ბობოქარი პოეტური სამყარო – ასე იკითხება ამ გამორჩეული პოეტური ხმის მქონე ქალის შემოქმედება, რომელსაც დრო კიდევ უფრო მეტ ელვარებას და გამჭვირვალობას შესძენს.