Jump to ratings and reviews
Rate this book

100 ლექსი

Rate this book
ესმა ონიანი უზუსტესი დეტალების, უფაქიზესი სულის, უნატიფესი ნიუანსების, პოეტური მაქსიმალიზმის, ნათელი გულისა და "უნაპირო სიწმინდის" (მისი ეპითეტია) პოეტია, რომელმაც თავის კრისტალიზებულ ლექსებსა და ესეისტიკაში ახლებურად დაგვანახა და განგვაცდევინა ხელოვნებაში წმინდა სამების (მუსიკა, პოეზია, ფერწერა) მარადიული ერთიანობის, შერწყმა-შევსებისა და სივრცეში გატყორცნა-განვრცობა-განფენის კანონზომიერება.

200 pages, Paperback

Published January 1, 2010

1 person is currently reading
4 people want to read

About the author

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
4 (57%)
4 stars
2 (28%)
3 stars
1 (14%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 4 of 4 reviews
Profile Image for lis.
77 reviews3 followers
October 20, 2021
ვგიჟდები, ისე მიყვარს ეს ქალი.
ძალიან, ძალიან, ძალიან ❤️
Profile Image for NIGHTSTAND CHAOS.
113 reviews6 followers
February 4, 2024
,,ასე იქნება - თუკი ოდესმე
ვინმე ჩემს სიტყვებს მიეკარება,
გაღიმებულს, თავლმობჯენილს, ურყევ თანმხლებს
მას, შეუბოჭავს, ჩემს სულს იხილავს."

გადავშალე და აღმოჩნდა რებუსი, თავსატეხი. ჯერ ენამ გამაოცა, გამაგიჟა, აბსოლუტურად უნიკალური, თავისი ენა, არავის რომ არ გავს, და თან ისეთი ცოცხალი, მოდის და გულში და სულში შედის, თან ისეთი ბობოქარი, ყოველგვარი რევერანსების გარეშე. ვერ ვხვდები რატომ არის ესმა ასეთი უცნობი, რატომ ჰქონდათ ასეთი მიუღებლობა, არ შემჩნევა ამ გენიალური ადამიანის. ალბათ იმიტომ რომ მისი ადგილი არ იყო, ვინაიდან ბევრად უსწრებდა დროს.
Profile Image for Marine.
50 reviews
July 15, 2024
ესმა ონიანის კრებული “ისევ მე ვარ?! ისევ მოვსულვარ!”, ჩემთვის იყო ძალიან უცხო. მისი პოეზია იმდენად თვითკმარი და ყველაფრის მომცველია, რომ ძალიან ბევრ გრძნობას აღძრავს. სიყვარულს, აღმაფრენს, აღტაცებას, ზოგჯერ განრისხებას, ვნებას, თუმცა საბოლოო ჯამში, სულ სიყვარულია თავიდან ბოლომდე. რაც ყველაზე მეტად მომეწონა, ესმას ტექსტებში, ყოველ ნაბიჯზე სიახლეა. თითქოს არ ყოფნიდა სიტყვის ტრადიციული სახე. სხვა ალბათ, სხვანაირად იტყვის, მაგრამ მხატვრული ტექსტის საიდუმლოც ეგაა. მასში ყველა თავისას პოულობს.
ზოგადად მჩვევია გადაჭარბება, როცა რამე მომწონს, მაგრამ ესმა და მისი იდეალები იმდენად სცილდება ადამიანურ კანონზომიერებას, რომ უადგილო იქნებოდა ჩემგან. თან ეს თვითონ დააწესა. ამიტომ ისე მაღლა, ისეთი სიმაღლეებისკენ ისწრაფვოდა…
იყო აბსოლუტურად უკომპრომისო, ყველაფერში. პირველ რიგში, საკუთარი თავის მიმართ. როგორც თვითონ ამბობდა,როგორც წერდა, რაზეც წერდა, ვიზეც წერდა, ყველაფერში იყო უაღრესად მართალი. ეს ჩვენი ოპერატიული აღქმისთვის ზოგჯერ ძალიან არაკომფორტულია, როცა შენ რაღაც ჭეშმარიტს და მართალს გახსენებენ, მითუმეტეს ესმას დროს როგორც იყო.
არანაირი დაცინვა , ცინიზმი, სარკაზმი, ირონია, საერთოდ არაფერი. ვერცერთ ლექსში, სტატიასა თუ ესეში ვერ ვიპოვე შეფარული აზრი. ძალიან გახსნილი იყო და თუ გეკამათებოდა და არ მოსწონდა რაღაც, ესეც სულ სიყვარულით, მარტო სიყვარულით და კეთილგანწყობით. ამიტომ იყო ძალიან ლაღი, თავისუფალი და გაოცებული. როგორც თვითონ წერდა “სამყარო იმისთვისაა, რომ ყოველთვის გაიოცო”, ყველაფრით გაოცებული იყო, აღტაცებული, ზოგჯერ გაბრაზებულიც, მაგრამ წინ მიდიოდე, ისევ აგრძელებდე შეუპოვრად სიკეთისკენ გზას. და ზუსტად ჩემთვის ესმა არის სიკეთისთვის მებრძოლი იდეალისტი, ოღონდ სევდიანი და ძალიან ნაზი.
და გარემოს ხომ უნდა ეს ყველაფერი შეფუთოს და სიგიჟედ მონათლოს, რომ ჩვენ თავი კომფორტულად ვიგრძნოთ. ჩვენ ხო სულ შეგუებას ვეძებთ ყველაფერში და ესმა ყველაფერში ნამდვილი იყო.
Displaying 1 - 4 of 4 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.