ამ კრებულში შეტანილია ეგნატე ნინოშვილის ცნობილი ნაწარმოებები: „პალიასტომის ტბა“, „გოგია უიშვილი“, „განკარგულება“, „ქრისტინე“ და სხვები. მწერალმა ამ მოთხრობებში გლეხთა უნუგეშო ყოფა, უკიდურესი სიდუხჭირე, სახელმწიფო მოხელეთა ძალმომრეობა და თავგასულობა ასახა.
ასეთი ზიზღის საჯარო გამოცხადება, როგორიც ეგნატეს შემოქმედებაა, როგორი იშვიათია და როგორ ძალიან მიყვარს. პირველი ის უნდა ვთქვა, რომ ყველაფერი ერთ სამყაროში მიდის. ყველა მოთხრობა იგივე წიგნისაა, თითქოს უბრალოდ მხოლოდ გმირები იცვლებიან. ეგნატეს ხმაც და შემოქმედებაც ძალიან განმეორებადია, ყველა სიუჟეტი იგივეა, ყველა პერსონაჟი წივილი და ბრძოლაა.
ხიდჩატეხილობაა ეგნატესშემოქმედება. თავად-აზნაურების ზიზღი, მდიდრების ზიზღი, მაღალ სოციალურ საფეხურზე მდგომი ხალხის ზიზღი. იმიტომ ერთი მისხალითაც კი, ერთ მომენტშიც კი არ ყავს ეგნატეს გლეხის გარდა ვინმე დადებითად წარმოჩენილი. ყველა ნაგავია, ღორი და უსულგულო. და ეგ რადიკალიზმი ძალიან კარგია. და ყველაზე მთავარი საზოგადოების ზიზღი. ერთმანეთის ვერ გამტანი, მაბეზღარი, ყველანაირად მყრალი, შურიანი, გამკიცხავი საზოგადოების. ქომუნითი რაცაა, სოფლისა თუ ქალაქის, ეგნატესთან ყოველთვის ჩაჯმულია, მშიშარა, ლაჩარი და არასწორი. თავისი აზრი არ გააჩნია და სამარცხვინოა, როგორც ჩვენი საზოგადოება.
ეს წიგნი იმ დროის ყველა პრობლემას ურტყავს: გლეხებისთვის უბაჟოდ ტყეში ნადირობის თუ ხის ჭრის უფლების დაკარგვას, უაზრო და მუდმივი გადასახადების სიმძიმეს, თავადების და მდიდრების მუდმივ ძალადობას, სასამართლოსა თუ ყველა სხვა ბერკეტის, მამასახლისის, მღდლის, მწერალის კორუფციაში ჩაფლობას, განათლების უფლების შეუძლებლობას.
მოკლედ, ძაან <3 ერთადერთი ცოტა მეტი პროგრესული იდეები დამაკლდა თვითონ მწერლისგან, მაგრამ ეგ მე ვარ რაღაცნაირი და მაგიტომ, ვერც მოთხოვ ალბათ, არ ვიცი.
„სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადით ძირსა?! მაგრამ ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა.” მაგრამ ვაი რომ გასწირა ქრისტინე ღმერთმა, დედამისმა, მამამისმა და ყველამ ვისიც სჯეროდა. რამდენი ქალი ყოფილა ქრისტინეს და მარიტასნაირი, სხვისი შეცდომის და ცოდვის გამო, წამში გარიყული და სასიკვდილოდ გამეტებული „სოფლის თვალი“. და რისთვის? სადმე უჩანს ბოლო ამ პატრიარქატულ სისტემას?
ეგნატე ნინოშვილის სხვა მოთხრობებიც აუცილებლად უნდა წავიკითხო. ეს მოთხრობა ძალიან ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ, დაფიქრებასთან ერთად კი, აგატირებთ. ეს არის მოთხრობა, რომლითაც ავტორი "შელამაზებულად" გადმოსცემს ზიზღს აზნაურების მიმართ, და მდგომარეობას, სადაც პატრიარქალურ ჯაჭვს შეუძლია მსხვერპლად გაქციოს. "ქრისტინე" ამ ჯაჭვის მსხვერპლი გახდა.