ნატო დავითაშვილის ახალი წიგნი „დაბრუნება“ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრს განეკუთვნება და ოთხ მოთხრობას აერთიანებს, თუმცა მკითხველს მათში ერთი საერთო ამბის ამოცნობაც შეუძლია. ეს არის წიგნი ჩვენს სამყაროზე, რომელიც შესაძლებელია, ასეთიც იყოს - ადამიანებითა და სხვებით დასახლებული. „მიუხედავად იმისა, რომ აქამდე მხოლოდ ფენტეზის ჟანრში ვწერდი, სამეცნიერო ფანტასტიკას არანაკლებ ვაფასებ და, შესაბამისად, ვკითხულობ კიდეც, თუმცა შევამჩნიე, რომ ამ წიგნებში აღწერილ მომავლის სამყაროებს ჩემი დღევანდელი ცხოვრების გაგრძელებად უმეტეს შემთხვევაში ვერ აღვიქვამ და ძირითადად გაუცხოებას ვგრძნობ. იქნებ ამიტომაც გადავწყვიტე, დამეწერა სამეცნიერო ფანტასტიკა, რომელში აღწერილ სამყაროსაც ჩემს პირად მომავლად წარმოვიდგენდი.“ ნატო დავითაშვილი
Natalie Davitashvili born 3 July, 1964 Natalie is a writer of fantasy fiction. Her first book, ‘The Story of Lile Iroeli’, was published in 2007. In the following year she won first prize in the ‘Golden Feather’ competition for unpublished works of children’s literature with ‘When the Winged Lions Return’, which was published in 2009. In 2011 her third book ‘In the Mist and beyond the Mist’ was published and it won the Tbilisi City Assembly Gala Literary Prize. Next book “Four Lands and Four Pillars” was published in 2012. In 2015 was published her Seventh book “Aia's Way”. Natalia has created her own unique world. The stories of all four published books unfold within this world which, as a main rule of the fantasy genre, has a strong logic and a firm structure.
შესანიშნავი მცირე კრებულია. ნაკლებს არც ველოდი ავტორისგან. <3 ისეთივე მოწოდების სიმაღლეზეა სამეცნიერო ფანტასტიკაში, როგორც ფენტეზიში. ვაპირებ ორსის ორდებიც მივაყოლო, როგორც ერთი სამყაროს ნაწილი. დარწმუნებული ვარ, იმედი არ გამიცრუვდება.
მართლაც როგორი ნაცნობი ელემეტებით და პარალელებითაა დახუნძლული ისტორიები. ბმაც რა სასიამოვნო სურპრიზებივითაა.
განსაკუთრებულად მესიამოვნა ის ამბავი, როგორ ოსტატურად იყო დაკავშირებული მოთხრობები — გარდა იმისა, რომ საზიარო სამყაროში ხდებოდა ყველა მოთხრობის მოქმედება, ერთმანეთთან პატარა დეტალებითაც იკვეთებოდნენ. დეტალებით კავშირის გარდა, საინტერესო იყო ის ხაზი, რაც ყველა მოთხრობას გასდევდა — ტექნოლოგიურ განვითარებას მოყოლილი ადამიანურობის დაკარგვა. ყველაზე მეტად მაინც "დაშლილების მეფე" მომეწონა, ჩემთვის ყველაზე მეტად უბრალო და თან ფანტასტიკური. მესმის, რომ მოთხრობებში სამყაროს უფრო დეტალურად შემოტანა ალბათ შეუძლებელია, ამიტომ ვისურვებდი, თითოეული მოთხრობა წიგნი ყოფილიყო და უფრო ვრცლად წამეკითხა ^^
კარგი მოთხრობები იყო, ადამიანური. რაღაც საკითხები მინდოდა, უფრო ღრმად ყოფილიყო განხილული, მაგრამ მოთხრობაში ვერ ხერხდება ასე ღრმად და ფართოდ საკითხების გაშლა, ამიტომ ვერ დავადანაშაულებ ქალბატონ ნატოს. მოთხრობების ერთმანეთთან კავშირი კარგი იყო. სამყარო უფრო მეტი მინდოდა, მაგრამ ესეც არ არის დიდი ნაკლი. დედამიწური კულტურის მარცვლებიც ოსტატურად და სახალისოდ იყო გაბნეული. საბოლოო ჯამში, ფრიად ვისიამოვნე.
ეს კრებული რამდენიმე წლის წინ წიგნების ფესტივალზე შევიძინე, მაგრამ ვერა და ვერ მოვაბი თავი წაკითხვას. ახლახანს TWBC.ge საიტზე აუდიო ვერსია აუტვირთავთ და გამიხარდა. კარგი ნარატორი ჰყავს წიგნს. უნიკალური სამყარო, ჰუმანოიდი და არაჰუმანოიდი არსებები, სხვადასხვა პლანეტები, მოთხრობებს შორის კავშირები, წერის სტილი - ყველაფერი მომეწონა და კიდევ მეტი მინდა. "ორსის ორდენის სამხეცეც" იგივე სამყაროში ხდება, როგორც მივხვდი და ამის გამო წასაკითხი წიგნების სიის თავში გადმოინაცვლა.