ახალგაზრდა ქართველი ქალი ნინა კაიროში სტუმრად ჩადის ბიძასთან და მის დაუკითხავად მიემგზავრება საჰარაში საფარიტურზე, რომელიც, როგორც აღმოჩნდება, ადამიანების გამტაცებლების მიერაა ორგანიზებული. ჯგუფის გამყოლი ნინას ესვრის. დაჭრილი ნინა კლდოვან უდაბნო ჰამადში იკარგება. სრულიად მოუმზადებელს, მშიერმწყურვალს გარდაუვალი სიკვდილი ელის. უიმედოდ დარჩენილი გოგონა შემთხვევით გადაეყრება არაბულ ბედაურს, რომელიც მას თავის მძიმედ დაჭრილ პატრონთან მიიყვანს. ეს – ბედუინი ალ ქაბირია... „ბედუინი“ ქართველი ავტორის, ნეფერტარის, სადებიუტო ნაწარმოებია. თავდაპირველად იგი ჩაფიქრებული იყო, როგორც ლიტერატურული თამაში და 2011-2015 წლებში ცალკეულ თავებად ქვეყნდებოდა ლიტერატურულ პორტალზე ურაკპარაკი.ცომ, შემდეგ კი ერთ მთლიან წიგნად იქცა. სათავგადასავლო რომანი, რომელშიც უდაბნოში მარტო დარჩენილი ორი ადამიანის გაუმხელელი სიყვარულის ძალიან საინტერესო და დაძაბული ამბავია მოთხრობილი, სხვა თვალით დაგვანახვებს ჩვენთვის სრულიად უცხოსა და შორეულ სამყაროს და მთლიანად შეგვიცვლის დამკვიდრებულ წარმოდგენას „ერთფეროვანი“, „უსიცოცხლო“ უდაბნოს შესახებ.
ყველაზე მეტად წიგნში იმას ვაფასებ, რომ სხვა საქმეს გულს ვეღარ ვუდებ და მინდა შეუჩერებლად ვიკითხო. ძალიან კარგი წიგნია. ავტორს მოქნილი წერის მანერა აქვს. გიზიდავს და ისე გადადიხარ ფურცლიდან ფურცელზე, ვერც კი გრძნობ. დღე-ნახევარში მოვრჩი წიგნს და არ მინდოდა, დასრულებულიყო. ბოლოს, სანამ სიტუაციაში გავერკვეოდი, ცრემლიც კი წამსკდა იმედგაცრუებულს, მაგრამ ბოლოს დავმშვიდდი. ❤ მოკლედ, ავტორს წარმატებები და ვისაც უნდა წიგნის საშუალებით სრულიად სხვა სამყაროს და საინტერესო თავგადასავლებს ეზიაროს, აუცილებლად უნდა წაიკითხოს "ბედუინი". კარგა ხანია, ასე ნასიამოვნები არ დავრჩენილვარ წიგნით. ❤
სულ შემთხვევით აღმოვაჩინე ეს წიგნი,მარტინის რომ ვსვამდი დედაჩემთან ერთად მაშინ,დედაჩემის მეგობარი იძახდა ღამე გავათენე ამის კითხვაში ეს რა ყოფილაო,და დავინტრიგდი. ღამე ნამდვილად არ გამითენებია მაგრამ ძალიან ლამაზი,არაერთფეროვანი ზღაპარი წავიკითხე
რასაც ველოდი , იმაზე ბევრად უკეთესი აღმოჩნდა. თავად ავტორის დამოკიდებულება იყო ძალიან კარგი და სწორი მის მიერ შეთხზულისადმი, _ შრომა, მონდომება, ცოდნა, მახვილი თვალი ჩანდა თითოეულ წინადადებაში. იმდენად საინტერესო იყო, რომ რამენიმე საათში წავიკითხე.
„ბედუინი“ ქართველი ავტორის, ნეფერტარის ( ნინო ჭიპაშვილის), სადებიუტო ნაწარმოებია. რომანი სათავგადასავლოა და არა სასიყვარულო ისტორია, თავგადასავლების დაწერას კი დამაჯერებლი ცოდნა სჭირდება. ავტორი ამას ძალიან კარგად ახერხებს , იცის, მკითხველს ვერ მოატყუებს, ამიტომაც გეოგრაფიული სიზუსტე, ქიმიის, ფიზიკის, ზოოლოგიის, გეოლოგიისა და ასტრონომიის მთელი რიგი საკითხები ზედმიწევნით კარგად აქვს ახსნილი. რომანი სათავგადასავლოსთან ერთად შემეცნებითიცაა, ვინაიდან მკითხველი სხვადასხვა სწორ ინფორმაციას ეცნობა ზემოთ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. ინფორმაცია აფრიკის, კერძოდ ეგვიპტის, მცენარეულ საფარზე, ცხოველებზე, აფრიკული ტომების წეს-ჩვეულებებზე... იმაზე, რა ბრძოლა გადაიტანა ქართველმა გოგომ უდაბნოში სიცოცხლის შესანარჩუნებლად; ახალგაზრდა ქართველი ქალი ნინა (ნილნა) კაიროში სტუმრად ჩადის ბიძასთან და მის დაუკითხავად მიემგზავრება საჰარაში საფარიტურზე, რომელიც ადამიანების გამტაცებლების მიერაა ორგანიზებული. ისე ხდება, რომ ნინა კლდოვან უდაბნო ჰამადში იკარგება. სრულიად მოუმზადებელ, უიმედოდ დარჩებილი გოგონა სასიკვდილოდაა განწირული, მაგრამ იგი შემთხვევით გადაეყრება მალის იმპერიის მმართველის, მანსა მუსას პირდაპირ შთამომავალს ალ ქაბირს, რომელიც ბედუინია უდაბნოში და მის არაბულ ბედაურს, ჯადარს, რომელსაც ადამიანივით ესმის ყველაფერი. ავტორი ძალიან კარგად აღწერს, როგორ შეიძლება უდაბნოში წყლის მოგროვება; მოხეტიალე ქვიშასა და ქვიშის ქვეშ მდინარეს; ძალიან საინტერესოა ტუარეგების ტომის ისტორია, გასაოცარია, რომ ამ ველურ ტომებს ყელზე ჯვრები ჰკიდიათ. საინტერესო პერსონაჟია ტომის დედოფალი ჰილალე, ვინც ალ ქაბირზეა შეყვარებული. ტუარეგების ენაზე სიყვარულს „სულის სიმღერა“ ჰქვია. ;) აღსანიშნავია, ალ ქაბირის კავშირი მიჯაჭვულ ამირანთან მისი წარმოშობითა და მხარზე დახატული ლომითა და მგლით. და ბოლოს, მთავარი, უდაბნოში მარტო დარჩენილი ორი ადამიანის გაუმხელელი სიყვარულის ძალიან საინტერესო და დაძაბული ამბავი, სიყვარულის, რომელზეც მთავარი გმირები არ ლაპარაკობენ და ერთმანეთის მიმართ ნდობა, რომლის მოპოვებაც „სიყვარულის მოპოვებაზე ძნელია“. განსაკუთრებით საინტერესოა პროლოგიანი ეპილოგი, როდესაც ნილნა უკვე საქართველოშია და ხუთი წლის შემდეგ ალ ქაბირისგან მემკვიდრეობას იღებს. მემკვიდრეობასთან ერთად იღებს საჩუქარს, დღიურს, სადაც ჩანახატებია: თუ როგორ ეძინა საჰარაში, დაჩოქილ აქლემზე მიყრდნობილს, მეორეზე სადღაც, სივრცის სიღრმეში თუ როგორ მიდიოდა ზურგშექცეული, მესამეზე ცხენზე მჯდომი, ცეცხლიანი შოლტით როგორ იგერიებს ველური ფოცხვრების ალყას. მეოთხე ნახატზე, ნილნას სუნთქვა შეეკრა, პატარა ტბაში დედიშობილა მდგარი ხელებგაშლილი ეგებება ამომავალ მზეს. ამ დღიურთან ერთად ის იღებს ლაზურიტის მთლიანი ქვისაგან გამოთლილ, მუქი ლურჯი ფერის სამაჯურს, რომელსაც მთელ წრეზე არაბული წარწერა აქვს: „ ნამდვილ სიყვარულს არ აქვს ბედნიერი დასასრული, რადგან ის არასოდეს მთავრდება“. ასევე მოვარდისფრო აბრეშუმიც იყო, ის ვუალი, რომელიც ნილნას ფარაფრაში არაბულ ტახტზე კაბასთან ერთად გაშლილი, მის სუნთქვაზე რომ ირხეოდა. მასში არაჩვეულებრივი ოქროს გრძელი საყურეები იყო გახვეული, საყურეებზე მწვანედ მოკრიალე, წვეთის ფორმის ზურმუხტებთან ერთად, საჰარაში ნაპოვნი მისი ოქროს მარცვლები ქანაობდა. ნილნა ადვილად გაშიფრა ამ არაბულ-ირიბული საჩუქრების მნიშვნელობა: ოქრო ბედისწერისთვის მადლობას იუწყებოდა, გრძელი საყურე-საჰარაში განვლილი გრძელი გზა. წყვილი ზურმუხტის წვეთი-ალ ქაბირის თვალები იყო, ოქროს მარცვლები-ორი გული, რომლებმაც ერთმანეთი იპოვეს და მაინც შორს იყვნენ ერთმანეთისაგან, მაგრამ მთავარი თვითონ საყურე იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ოქროს გულებს, ისევე როგორც თვალებს, ერთმანეთის დანახვა მხოლოდ სარკის, ანუ სიზმრის მეშვეობით შეუძლიათ. ალ ქაბირი ამ საჩუქრებით მიანიშნებს, რომ ცოცხალია, ეს მაშინ, როცა ყველას გარდაცვლილი ჰგონია და დგილ-მდებარეობასაც, სადაც იმჟამად იმყოფება. ამ მინიშნებით ალ ქაბირი არჩევანის საშუალებას აძლევს ნილნას. თუ სიყვარული ისევ გაგრძელდებოდა, ნილნა აუცილებლად მონახავს მას, თუნდაც ნულოვან მერიდიანზე, „სადაც ყველაფერი მთავრდება, იქ ყოველთვის შეიძლება დაიწყოს ახალი...ათვლის წერტილი“. ბოლოს კი ჩანს, რომ რომანი იწერება ესპანეთში... მოკლედ, წიგნი კარგად იკითხება, მკითხველი მათთან ერთად მოგზაურობ ფათერაკებითა და ხიფათების სავსე საჰარას უდაბნოში.ისეთია, ერთი ამოსუნთქვით რომ კითხულობ გადაღლილ გონებაზე და რაღაც მომენტები სიამოვნებას გგვრის. ერთხელ წაკითხვად ღირს.
2 საათის წინ მოვრჩი ამ წიგნის კითხვას... ბოლო რამდნეიმე წლის განმავლობაში ასეთი საინტერესო და არანორმალურად ფანტასტიური ენით ნაწერი წიგნი არ წამიკითხავს. სხვა წიგნი რომელზეც მსგავსი რეაქცია მქონდა ეს ი���ო დათო ტურაშვილის "ტყეების მეფე".
ყველა მოვლენა რაც ნილნას გარშემო ხდება, არის აღწერილი საინტერესოდ და დეტალურად. ფაქტიურად მონაწილე ხდები რა ამ დიდი თავგადასავლის.
ავტორს უღრმესი პატივისცემა ჩემსგან. ყველანაირი ნიუანსი ჩადებული არის. ერთგულება, დამოკიდებულება, ურთიერთპატივისემა, სიყვარული რათქმაუნდა, ასევე რელიგიური საკითხებიც, ადათი, წესჩვეულებები და ასე შემდეგ. ძაან რეკომენდაციას ვუწევ ამ წიგნს.
არ ვიცი რით დავიწყოო საოცარი იყო, სიტყვები არ მყოფნის, უმარავი ემოცია, გულის ფანცქალი, დაძაბულობა, შიში... ძალიაააან დამენანა რომ დამთავრდაა ( პერსონაჟები ისეთი რეალური იყო, ნამდვილები, არაფერი ზედმეტი.. წერის სტილიც მარტივი და შინაურული თითქოს ჩემი მეგობარი მიყვედბოდა ყველაფერს...
ყველაფერი პერსონაჟებთან ერთად განვიცადე,სრული სიცხადით, ხან რა გადავიტანე ხან რა...
ყოველთვის მეგონა რომ ეს იყო რაღაც ლათინოამერიკული სერიალივით ნაწარმოები, რაღაც ბანალური, უბრალოდ რომ წაიკითხავ, გაერთობი და დაივიწყებ. მერე ბევრმა მიქო და გადავწყვიტე პირისპირ შევხვედროდი. ჩემს ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ეს არის ულამაზესი ისტორია, რომელიც საჰარის უდაბნოში ისე გამოგზაურებს რომ იქ ფეხის დადგმაც არ დაგჭირდება. იკითხება ერთი ამოსუნთქვით, შიგადაშიგ სუნთქვის შეკვრით, რეალობას მოწყვეტით და სხვა სამყაროში გადაშვებით. ნათლად ვხედავდი უდაბნოს ენითაღუწერელ პეიზაჟებს. განვიცადე უწყლობა, შიმშილი, სიცხე, სიცივე, შიში, შევებრძოლე ფოცხვერებს, მუხლი მოვუყარე ტუარეგების ულამაზეს და ბოროტ დედოფალს, დელტაპლანით გვექეცი მკვლელს, დავუმეგობრდი მსოფლიოში უსაყვარლეს და უერთგულეს ცხენს, ვიმოგზაურე აქლემით, საფლავში ცოცხლად დამარხულიც აღმოვჩნდი სადაც უდაბნოს მელია იყო ჩემი მასპინძელი და რაც მთავარია მიყვარდა თავდავიწყებით, შეფარულად, ხან გაუცნობიერებლად და საკუთარ თავთან არაღიარებით... მთელ ამ პოეტურობასთან და რომანტიკულობასთან ერთად შემეცნებითი ნაწარმოებიცაა, უამარავი საინტერესო ფაქტით დატვირთული. ამის შემდეგ ვეღარავინ დამარწმუნებს რომ ეს ყველაფერი მე არ გადამხდენია თავს.
This entire review has been hidden because of spoilers.
5 ვარსკვლავი წიგნს განსაკუთრებული წერის სტილისთვის, არაერთფეროვანი სიუჟეტებისთვის, საოცრად აღწერილი ბუნების პეიზაჟებისთვის, ულამაზესი პერსონაჟებისთვის და საინტერესო ინფორმაციისთვის უდაბნოზე, ბედუინებზე, ტუარეგებზე მათ წესებსა და ტრადიციებზე...... ჯერ კიდევ შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ და შეიძლება არეულად დავწერე.
ჩემთვის ერთ ერთი უსაყვარლესი წიგნია. ავტორი უაღრესად განათლებულია წიგნიდანაც კი ნათლად ჩანს. იმდენად რეალურად აქვს აღწერილი თითოეული დეტალი , იმდენად გითრევს სიუჟეტი გინდა რომ არასდროს დასრულდეს. ჩემგან უდიდესი რეკომენდაცია ამ წიგნს.
ეჭვგარეშეა, რომ ეს წიგნი ნამდვილი შედევრია. მართალია თანამედროვეა, თუმცა ვთვლი, რომ ქართულ თანამედროვე წიგნებს შორის ყველაზე ღირებული, ყველაზე ძვირფასი და ყველაზე მრავალფეროვანია სიუჟეტის მხრივ. წიგნი ზუსტად დღეს დავასრულე. ისე ვიყავი მასზე მიჯაჭვული, რომ გაკვეთილებზეც კი ჩუმ-ჩუმად მეპარებოდა თვალი მისკენ და როგორც იქნა, ბოლო დასვენებაზე ძლივს დავამთავრე. განსაკუთრებით ემოციური ჩემთვის ის მომენტი იყო, როდესაც ალ ქაბირის სავარაუდო გარდაცვალების ცნობა მოვიდა. მეგონა, ეს სიმართლე იყო და თვალებიდან ცრემლები გადმომცვივდა. ამ დროს ჩემს მეგობრებს გიჟი ვეგონე და მართლაც, ამ წიგნმა მე გამაგიჟა და გადამრია 💕💕💕 მეტ პოპულარობას იმსახურებს ნეფერტარი და მე დიდი სიამოვნებით ვისურვებდი მეორე ნაწილის, ან თუნდაც კიდევ ერთ თავს, სადაც გავიგებდით, რა გადახდათ მათ.
ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი, საოცრად მოთხრობილი, ძალიან საინტერესო ისტორია. კითხვა რომ დავიწყე წიგნი ვეღარ დავხურე დასრულებამდე, დასრულების შემდეგ კი გაგრძელება მინდოდა ჰქონოდა. წარმოუდგენლად დიდი შრომა და დევს ამ წიგნში და ისეა მოთხრობილი, რომ სიუჟეტურად ვხედავდი მონათხრობს. ვგუგლავდი უამრავი ადგილისა თუ მათი ბინადრების შესახებ ინფორმაციას რომ ვიზუალური წარმოდგენა კიდევ უფრო მეტი მქონოდა. საოცარი ფილმი ან რამდენიმე სერიანი სერიალი გამოვიდოდა ამ ნაწარმოებიდან. მანამდე კი, ვფიქრობ, აუცილებლად უნდა ითარგმნოს ინგლისურ ენაზე.
ძალიან დიდხანს ვფიქრობდი წამეკითხა თუ არა ეს წიგნი. მეშინოდა, რომ გადაშლისას ბანალური, ერთფეროვანი და არაფრით გამორჩეული ისტორია დამხვდებოდა და იმედს გამიცრუებდა. მიხარია, რომ შევცდი და წილად მერგო ის სიამოვნება, რომ ამ თავგადასავლის ნაწილი ვყოფილიყავი. მართლაც ერთი სიამოვნება იყო უდაბნოსა და მასში მცხოვრები ტომების წეს-ჩვეულებების გაცნობა. თითქოს მეც მთავარ გმირთან ერთად ვხვდებოდი ახალ-ახალ განსაცდელს, ვიძენდი გამოცდილებას და გადარჩენისთვის ვიბრძოდი. მადლობა მწერალს ასეთი საინტერესო წიგნისთვის!
მეგობრობის, სამშობლოს სიყვარულის ადამიანობის ნათელი მაგალითი. ნინაა იყო ის გოგო რომელმაც სიცოცზლის ისყვარულის გამო უამრავი გასაჭირი გამოიარა და იბრძოდა. ეს წიგნი გვასწავლის იმას რომ თითოეული დღე უნდა გამოვიყენოთ ისე როგორც ბოლო დღე. დავტკებეთ თითოეული წამით რადგაკნ არცივიცით მომავალში რა გველოდება როგორი სიძნელეები, შესაძლოა ისეთი დღე გათენდეს როცა წტყალიც კი სანატრელი გახდება და წყალსაც კი დავაფასებთ
წიგნი, რომელიც ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. ზოგისთვის უდაბნო უსიცოცხლოა ზოგისთვის კიდევ თავისუფლება.... თითქოს მეც მონაწილე ვიყავი და მათთან ერთად გადამხდა ეს ამბავი. დასასრულს გული ისე ამიჩქარდა... ყელში ბურთი გამეჩხირა და ყველა ემოცია ერთბაშად მომაწვა... "ორი ადამიანის გაუმხელელი სიყვარული"
ძალინ ლამაზი და საინტერესო ენით არის დაწერილი, ბევრი საინტერესო ინფორმციაა უდაბნოს შესახებ და საოცარი თვგადასავალია არწერილი ისე რომ თვალს ვერ მოსწყვეტავ კითხვას. კინო კადრივით გამდევდა თვალწინ მთელი სიუჟეტი. ისე ერთი კარგი ჰოლივუდის ფილმი გამოვიდოდა.
საოცრად ვისიამოვნე ამ წიგნით ❤ ქართულ ენაზე და ქართველი მთავარი გმირით ასეთი საინტერესო სათავგადასავლო წიგნის კითხვა ნამდვილად დიდი სიამოვნება იყო... დიდი მადლობა ავტორს შესანიშნავი წერის სტილისთვის.