ნოდარ მაჭარაშვილის ახალი, რიგით მესამე რომანი "ავი მუსაიფი" საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და ტრაგიკული მეფის, ერეკლე II-ის ცხოვრებასა და პოლიტიკურად რთულ ეპოქაზე მოგვითხრობს. საინტერესოდ საკითხავ, ისტორიულ-მხატვრული ჟანრის სათავგადასავლო რომანში, ავტორი ექსპრესიულად აღწერს ისტორიულ პერიპეტიებს, რომელშიც ირეკლება თანამედროვე საქართველოს ურთულესი სინამდვილეც. რომანი დიდ ინტერესს გაუღვიძიებს ახალგაზრდა მკითხველს. აქ ყველაფერია სიყვარული და სიძულვილი, ერთგულება და ღალატი, იმედგაცრუება და რწმენა, ბრძოლები და ინტრიგები, ქვეყნისთვის თავდადების და ზნეობის მაღალი და მარადიული ფასეულობები.
წიგნი როგორც ლიტერატურული შედევრი ნამდვილად არ არის, მაგრამ მართლაც ერთი ამოსნთქვით იკითხება. საოცრად გაცოცხლდა ჩემს წინ მეფე ერეკლე და თითქოს მასთან ერთად მეც ვიცხოვრე. ძალიან კარგი იყო, ერეკლეს ბრძოლები, შეცდომები, სასიყვარულო ისტორიები თუ ქართველების ღალატი...განსაკუთრებული იყო სოფიოსა ანტონ I სიყვარული, ყარჩიღა, ქართულ ლიტერატურას ბევრი ასეთი ნაწარმოები დაამშვენებს.
წიგნი,რომელიც უნდა წაიკითხო,სანამ ცოცხალი ხარ(თუ არ წაიკითხავთ მე მოგკლავთ). ჩემი ცხოვრება,შეიძლება ითქვას,იყოფა ორად: ცხოვრება “ავ მუსაიფამდე”(ბანძი), ცხოვრება “ავი მუსაიფის” შემდეგ(ბანძ-განძი)
უზომოდ მომეწონა. ასეთი წიგნი ბოლოს როდის წავიკითხე არც მახსოვს. წიგნის დამთავრების შემდეგ სპეციალურად წავედი სვეტიცხოველში,სულ სხვა ემოცია მქონდა. ყველას გირჩევთ,ვისაც ისტორია გიყვართ და გაინტერესებთ.
უბრალოდ არ შეიძლება ეს წიგნი არ გქონდეს წაკითხული❤️მსუბუქი ენით დაწერილი,უძლიერესი მეფის ,ურთულესი და მძიმე ისტორია კითხულობ და მასთან ერთად ხარ ყველა ბრძოლაში,გამარჯვებაში და გადაწყვეტილებაში👏👏👏👏