Jump to ratings and reviews
Rate this book

მოსიარულე გაკვეთილები

Rate this book
სამყაროს გაბედული ადამიანები ცვლიან, პატარა მოქმედებები, ინიციატივები, შთაგონება და ფანტაზია – აი, რას შეუძლია ადამიანები გააბედნიეროს.

ლელა კოტორაშვილის სკოლა მხოლოდ ის ადგილი არაა, სადაც ცხრილის რუტინაში მოქცეული ბავშვები სხვადასხვა საგნის სიმძიმეს მორჩილად ეზიდებიან. ლელა კოტორაშვილის სკოლა შემეცნების, თავგადასავლის, მოქმედების, თამაშის, სიყვარულის და გაბრწყინებული თვალების ადგილია.

შეაბიჯეთ ამ სკოლაში, რომელიც საქართველოს მიტოვებულ მთას სულ სხვაგვარად აცოცხლებს და ქალაქსა და სოფელს შორის ერთ დიდ, ცისარტყელას ხიდს გადაჭიმავს (დიანა ანფიმიადის ბოლოსიტყვაობიდან).

511 pages, Paperback

Published January 1, 2018

30 people want to read

About the author

Lela Kotorashvili

1 book1 follower

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
10 (66%)
4 stars
3 (20%)
3 stars
2 (13%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 5 of 5 reviews
Profile Image for Ana Maisuradze.
Author 1 book73 followers
January 29, 2019
ძალიან საყვარელი წიგნია. პირველივე გვერდებიდან ამიჩუყა გული. <3 თან რაჭველი ვარ და რაჭაზე წიგნმა განსაკუთრებით ამიჩუყა გული <3 ავტორი და ყველა ის ახალგაზრდა პედაგოგი, რომლებიც რაიონებში მიდიან სასწავლელად, ძალიან დიდ და კეთილშობილურ საქმეს აკეთბენ. ყველაზე მეტად რაც იხარია კი ისაა, რომ ავტორმა ბავშვებს წიგნი შეაყვარა. <3
წიგნი სავსეა გამორჩეული მხატვრული ნაწარმოებებით, ასევე სიკეთით და სევდით, რადგან რაჭის სოფლები ნელ-ნელა იცლება ხალხისგან. სკოლები იცლება ბავშვებისგან. გაკვეთილზე კი თით-ოროლა ბავშვი ზის, ისიც, თუ გაუმართლათ.
ყველას ვურჩევ ამ საოცარი წიგნის წაკითხვას. განსაკუთრებით მოქმედ და მომავალ პედაგოგებს და ყველას ვინც ბავშვბის აღზრდითაა დაკავებული.
Profile Image for Anny.
17 reviews
July 18, 2024
რა უცნაური ყოფილა საკუთარი თავის წიგნში პოვნა. თითქოს დრო გაიყინა და შემიძლია ნებისმიერ დროს შევხვდე ჩემს პატარა თავს და გავიხსენო როგორი ვიყავი. წიგნის ფესტივალზე რომ გადავაწყდი და მეგობარს რაღაცები ამოვუკითხე ცრემლები მომადგა. არ ვიცი ამ ემოციას რა ჰქვია, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, ის რაც იმ პერიოდშ ჩემს ცხოვრებაში ხდებოდა ნამდვილი მაგიაა.

p.s. არაფერს ვამბობ ზოგადად წიგნის სიუჟეტზე, რადგან იმდენად საინტერესოა თუ აღწერა არ წაიკითხე ვერც მიხვდები, რომ ეს რეალური ამბებია. ჩვეულებრივად მხატვრული ტექსტია, რომელიც ჩემთვის comfort book-ადაა ქცეული.
Profile Image for Natia Gogichaishvili.
73 reviews2 followers
January 16, 2019
არაფერს ვიტყვი იმაზე, რა შრომა დგას ჯერ ამ ყველაფრის მოფიქრება-შექმნის და მერე ჩაწიგნების ამბებს უკან. როგორც უნდა ვეცადოთ, ვერასოდეს გავიგებთ, მარტო ლელას ეცოდინება.

ვთქვი, ეს დღეებია, უწერაში ვცხოვრობ-მეთქი, მართლა ასე იყო.
არაერთი მიზეზი მაქვს საიმისოდ, რომ მნიშვნელოვანი გახდეს ეს ნაძვისსურნელიანი წიგნი ჩემთვის. ვფიქრობდი და არც მოვტყუებულვარ, ზუსტად ის განწყობა მომიტანა, რაც ასე მენატრებოდა.
ერთ პირს მოვრჩი, მაგრამ კიდევ ბევრჯერ მივუბრუნდები, როცა ისევ მომენატრება ჰაერი, სიმშვიდე, ნაძვები, ბავშვები და სკოლა.
მადლობა ❤
Profile Image for Kristina Surguladze.
82 reviews26 followers
April 24, 2020
როცა ეს წიგნი პირველად დავიკავე ხელში, ვიფიქრე, მე აუცილებლად პირველი უნდა ვიყო, ვინც გუდრიდსზე მასზე რამეს დაწერს-მეთქი და მაგრამ დამასწრეს :) . უბრალოდ ახლა, როცა უკვე რახანია კითხვა დავასრულე ერთთავად იმდენი რამ მიტრიალებს თავში, რომ არ ვიცი, მოკლე განხილვაში რა შეიძლება დაიწეროს. ის, რაზეც ამ წიგნმა ყველაზე მეტად დამაფიქრა, ერთ პატარა და საყვარელ წიგნის მაღაზიაშიც მოვყევი, ზუსტად ერთი კვირის წინ. ორმაგად სასიხარულო და დასამახსოვრებელი ამბავი იყო. ერთი ის, რომ პირველად ვისაუბრე წიგნზე საჯაროდ და მეორე ის, რომ ეს წიგნი ჩემი ძვირფასი მეგობრის დაწერილია.
ახლა კიდევ მთელი დილაა ვზივარ და ვწერ თუ როგორ შეიძლება შევაყვაროთ პატარა ადამიანებს კითხვა და როგორ შეიძლება გამოვიყენოთ "მოსიარულე გაკვეთილები" , როგორც სასწავლო რესურსი. პარალელურად უკვე რაჭის გაზეთშიც დროა რამე გავგზავნო და სხვა რაზე დავწერო თუ არა ისევ და ისევ ლელას წიგნზე, რათა უფრო მეტმა ადამიანმა წაიკითხოს. ისეთებმა, ვინც ლელას არ იცნობს, ვინც ჩვენ არ გვიცნობს და ამდენი უცნობი ადამიანების მიერ დაწერილი რევიუებისა და სტატიების შედეგ გადაწყვეტს, რომ აიღოს და წაიკითხოს.
წარმატებებს და მკითხველებით სავსე ცხოვრებას ვუსურვებ ამ წიგნს <3
Displaying 1 - 5 of 5 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.