რაზეა ეს წიგნი? სიუჟეტი მარტივია ორი მეგობარი მთის მღვიმეში ჩაკარგული საიდუმლო სამხედრო ბაზას პოულობს და უცნაურ თავგადასავალში ეხვევა. ეგ არის და ეგ. ისე კიდე ეს წიგნი მგონ ძმაკაცობაზე, ერთგულებაზე, სამშობლოზეა, იმაზეა, თუ რად შეიძლება ვაქციოთ ქვეყანა ზედმეტი სიყვარულით, დაუფიქრებლობით, უთქმელობით, უმოქმედობით. ეს უცნაური წიგნია, ცოტატი ფანტასტიკური, ცოტათი გასართობი, ცოტათი სათავგადასავლო, ცოტათი დეტექტიური, საბოლოო ჯამში კი არც ერთი, ან ყველა ერთად. აბა სად შეხვდებით ერთად სხვაგან ვანო მერაბიშვილს, სტალინს, იულიუს კეისარს, თემურ ლენგს, პრეზიდენტს, მუჰამედს, ფანტომასს და უამრავ სხვა თქვენთვის ნაცნობ ისტორიულ თუ ლიტერატურულ პერსონაჟს. და მაონც ჩემი აზრით ამ არეულ-დარეულ წიგნში ყველაზე მეტია - სიმართლე! სიმართლე და სხვა არაფერი!
ძალიან ვიხალისე ^_^ ისე ბეწვზეა გადარჩენილი კილასონია, მთავრობა რომ არ შეცვლილიო, ნამდვილად რამეს შესტენიდნენ და ეხლა იჯდებოდა გლდანის ციხეში :) ნაკლები მასხარაობისთვისაც დაუჭერიათ ხალხი :)