ბევრი მომენტი სკოლაში სწავლის და მშობლებთან ურთიერთობის მომეჩვენა რომ შელამაზებულია, მაგრამ მაინც საკმაოდ საყვარელი წიგნია და მეც უცნაურად ვგრძნობდი თავს ზაფხულში სკოლა როცა მთავრდებოდა. ერთხელ ჩემ პირდაპირ მეტროში იჯდა პატარა ქერათმიანი გოგო,ხშირად იღიმებოდა და თამარ გეგეშიძის "საშლელებს" კითხულობდა, გვერდით ერთი ქალი ეჯდა და ხანდახან აკითხებდა ეს გოგო ნაწტვეტებს. იმის მერე მეც ძაან მინდოდა ორივე წიგნის წაკითხვა და ზუსტად ისეთი გრძნობა მქონდა დასრულების შემდეგ როგორიც იმ მომენტში როცა იმ გოგოს ვაკვირდებოდი.
" -ბებო, ტორტზე დათუნია დასვი ! - ერთხელ დათიმაც მიაკითხა
- არა,დათი, რას ამბობ,დათუნიას ახალ წელს აქ რა უნდა, - გაიკვირვა ბებიამ ,- თავის ოჯახთან ერთად იქნება ტყეში " ^^
მშვენიერი საბავშვო საკითხავი ლიტერატურაა, თუმცა, როგორც "მშვენიერ საბავშვო საკითხავ ლიტერატურას" სჩვევია, არც დიდებისთვისაა ურიგო. მით უფრო, რომ ავტორი ამ ყველაფერს საკუთარ სამასწავლებლო ("პედაგოგიურ" არ მოუხდა) გამოცდილებაზე დაყრდნობით წერს და დღევანდელ სკოლებში არსებულ სიტუაციაზეც გვიქმნის წარმოდგენას.
ერთი ისაა, რომ პირველ პირში თხრობისას ოდნავ სკეპტიკურად ვუყურებ ხოლმე თერთმეტი წლის ბავშვების გრამატიკულად იდეალურად გამართულ წერით თუ ვერბალურ მეტყველებას და ეს სკეპტიციზმი არ მაძლევს საშუალებას დავივიწყო ფაქტი, რომ ყოველივე ამას სინამდვილეში ზრდასრული, ენის კარგად მცოდნე ავტორი წერს.
თამარ გეგეშიძე, სხვაგვარად, თამუნა, ქართულის მასწავლებელია და ყველაზე კარგად ხედავს იმ პრობლსმებს, რომლებიც დღეს მოზარდებს აქვთ, როცა, ბავშვებს ხშირად მოსდით კონფლიქტი...
I liked it very much, easy to read, also easy enough for my level of Georgian. It is nice that it is about the current time and reality in Tbilisi, though I got a bit of a feeling that it is still from the eyes of our generation. Bitter sweet nostalgic about the school years.