Jump to ratings and reviews
Rate this book

ზინკა ადამიანი

Rate this book
იყო და არა იყო რა, იყო ერთი ქალაქი, რომლის მცხოვრებლებიც, განსაკუთრებით კი ისინი, მდინარის გაღმა რომ ცხოვრობდნენ, იფიცებოდნენ, ჩვენი ქალაქი ამქვეყნად ყველაზე მშვენიერია და აქ ისეთები ხდება, სხვა ქალაქებს არც დაესიზმრებათო.

სწორედ ამ ქალაქში, ყოფილი რევოლუციონერის მოედნის პირველ ნომერში ცხოვრობდა ხეიბარი მუსიკოსი ალექსი ადამიანი, რომელსაც ბედმა ძალიან მძიმე ცხოვრება არგუნა, მაგრამ იმავე ბედმა გაუღიმა კიდეც და განუყრელი აკორდეონი რავიატა, უახლოესი მეგობრები – კოტიკო და დათა, მასზე ფარულად შეყვარებული თამრიკო და შვილიშვილი ზინკა აჩუქა.

ანა კორძაია-სამადაშვილის ახალი რომანი „ზინკა ადამიანი“ სწორედ ამ ადამიანების ცრემლიან-ღიმილიან ამბავს მოგვითხრობს. ერთ ზღაპრად აკინძულ, ერთი შეხედვით დაუჯერებელ ამბებში არავინ იცის, რა არის გამოგონილი და რა – მართალი, მაგრამ ამ ისტორიებში, როგორც ნაკვერჩხალში – ჯადოსნური სასახლე, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის თბილისის ნამდვილი ამბები ირეკლება.

152 pages, Paperback

First published January 1, 2019

22 people are currently reading
469 people want to read

About the author

Ana Kordzaia-Samadashvili

20 books130 followers
Ana Kordzaia-Samadashvili (Tbilisi, 1968) est auteure, critique littéraire et traductrice littéraire allemand-géorgien. Entre 2003 et 2011, elle a publié un roman et deux recueils de nouvelles. Ses nouvelles ont aussi été publiées dans des anthologies de nouvelles. Ana Kordzaia-Samadashvili a traduit en géorgien des œuvres, entre autres, d’Elfriede Jelinek et Reinald Goetz.
Prix obtenus (entre autres) :
- Prix de la traduction du Goethe Institut pour la meilleure traduction (1999: Elfriede Jelinek, Die Liebhaberinnen)
- Prix littéraire SABA pour le meilleur Début (2003)
- Prix ‘Parnasi’ pour le Bestseller de l’année (2005)

ანა კორძაია–სამადაშვილი (თბილისი, 1968 წ.) არის მწერალი, კრიტიკოსი და გერმანული ლიტერატურის მთარგმნელი. 2003–დან 2011 წლამდე გამოქვეყნებული აქვს ერთი რომანი და მოთხრობათა ორი კრებული. მისი მოთხრობები ასევე შესულია სხვადასხვა ანთოლოგიებში. ქართულად ნათარგმნი აქვს ელფრიდე იელინეკის, რაინალდ გეცის და სხვათა ნაწარმოებები.

მოპოვებული აქვს ჯილდოები:
– გოეთეს ინსტიტუტის პრემია საუკეთესო თარგმანისთვის (1999 წ., ელფრიდე იელინეკის „საყვარლები“)
– ლიტერატურული პრემია „საბა“ საუკეთესო დებიუტისთვის (2003 წ.)
– წიგნის მაღაზიათა ქსელ „პარნასის“ პრემია „წლის ბესტსელერისთვის“ (2005 წ.)
- მესამე ადგილი "წლის საუკეთესო მოთხრობისთვის" (2005 წ., "ისტორიული მეხსიერება")


Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
167 (31%)
4 stars
168 (31%)
3 stars
144 (27%)
2 stars
40 (7%)
1 star
7 (1%)
Displaying 1 - 30 of 81 reviews
Profile Image for Nika Japaridze.
4 reviews9 followers
September 10, 2022
ლილი ბებო იცოდე ამას შენთვის ვწერ. ალბათ ვერასოდეს წაიკითხავ ვერც ამას და ვერც ამ წიგნს, ალბათ რა, ვერასოდეს წაიკითხავ. მაგრამ მინდა იცოდე, რომ მე შენ გიპოვე. ამ წიგნში გიპოვე, ამ წიგნში ვიპოვე დედაშენიც და შავ-სქელ თმიანი შენი დაც, აქვე ვიპოვე მამაშენი, მედლებით მკერდ დამშვენებული. ამ წიგნში გიპოვე შენც, მომღერალი, მოცეკვავე ადამიანი, სპილოს ძვლისაგან დამზადებული აკორდეონი რომ გაგვს შენახული კარადის ძირში. აქ გიპოვეთ ყველანი, ამ იტალიურ პატარა ეზოში, რომლის ისტორიები სამუდამოდ დამამახსოვრდება და სამუდამოდ დაილექება ჩემს გონებაში. ლილი ბებო, მინდა იცოდე, რომ ყველა ლამაზი შენ ხარ აქ, შენ და შენი ლამაზი, მარა უტვინო დაიკო. ყველანი თქვენ ხართ, ნინიკოც, პროკოფიევნაც, ნიგოც, გულნარაც, ზინკებიც და ადამიანებიც. მინდა ყველამ იცოდეთ, რომ მიყვარხართ ადამიანებო და სულ მეყვარებით. და მართლაც რა ოქრო ამბავია, ჰა?!
Profile Image for Temuka Zoidze.
201 reviews65 followers
May 17, 2021
ამ ავტორის წიგნებზე ხშირად მსმენია, რომ ცოტა გაურკვეველი სიუჟეტი აქვს, აბდაუბდა თხრობაა და კიდევ ვინ იცის, მართლა რას არ მოროშავენ. ანა კორძაია-სამადაშვილის წერის სტილის გამო მე პირადად მგონია, რომ მის წიგნებს კი არ ვკითხულობ, არამედ ვისმენ (მისივე ხმით): როგორც საუბრისას, პირადად მოყოლისას გაგანდობს მეგობარი მაგარ ამბავს, აქა-იქ გადაუხვევს, ხან რას მიედება და ხან რას, რადგან თვითონაც მეხსიერების ლაბირინთებში მოგზაურობს და გულით უნდა, ყველაფერი შენც ისე იგრძნო, როგორც მას ახსოვს, აი ეგეთი გულწრფელი თხრობა აქვს, რომელიც ნელ-ნელა აგიჩქარებს პულსს და ბოლოს გულიც შეიძლება გაგიხეთქოს.
"ზინკა ადამიანი" ერთდროულად სასტიკი და თან კეთილი წიგნია, რომელიც გვაიძულებს, კიდევ ერთხელ გავუსწოროთ თვალი ამ სამყაროში გაჩენილი ადამიანის უკიდეგანო მარტოობას, ამავდროულად კი იმ ლამაზების, თამრიკოებისა და ნიგოების დაფასებას გვასწავლის, რომლებიც ჩვენ გვერდით არიან. ხოლო თუ ეგენიც არ არიან, მაშინ, აი, ასეთი წიგნები არიან საუკეთესო ამხანაგებიც და მანუგეშებლებიც.
Profile Image for მწვანე კოღო.
142 reviews11 followers
October 17, 2020
არ მეგულება სხვა წიგნი, სადაც სიკვდილი ასე უბრალოდ, გადაკვრით, მაგრამ, ამავდროულად, უდიდესი ტრაგიზმით იყოს აღწერილი.

ძალიან ლამაზი ამბავი, ფონად დამშვენებული უძირო კაეშანით.

,,გამოცდილება არ ნიშნავს, რომ რამეს აღარ იზამ, გამოცდილება ისაა, რომ ზუსტად იცი, რომ ამასაც გადაიტან."
Profile Image for Ninette.
32 reviews1 follower
February 15, 2023
“წარმოუდგენელი სიხარულია, როდესაც ვიღაცა, აი, ასეთი ახალგაზრდა, ლამაზი და გადასარევი, გეუბნება, რომ იცით, მე წავიკითხე “ზინკა ადამიანი” და, ნუ, მერე რასაც იტყვის უკვე მნიშვნელობა არა აქვს იმიტომ, რომ წნევა მიწევს, ვიფოთლები, ვფიქრობ, რომ რა ბედნიერი ვარ, ჩემო გულო, რა მაგარია…”

ავტორი
ანა კორძაია-სამადაშვილი 1968 წელს დაიბადა და 1989 წელს ფილოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ასპარეზზე გამოჩნდა, როგორც “მგონი, მკითხველი და სულ ცოტათი მწერალიც”. ჟურნალისტური და სამწერლობო საქმიანობის გარდა, 1999 წელს გოეთეს ინსტიტუტის პრემია ელფრიდე იელინეკის “საყვარლების” თარგმანისთვისაც დაიმსახურა. როგორც თავად იხსენებს, სუსტი ფანტაზიის მქონეს რომანების წერის სიმამაცე გაზეთ “24 საათში” აპოვნინეს, სადაც მიმზიდველი ანაზღაურებისა და თბილი ხალხის გამო აღმოჩენილა. თუმცა, ალბათ, უფრო მრავლისმთქმელი იქნება, მის შემდეგ სიტყვებს თუ მოგახსენებთ: “სულ რომ არ ვიმუშავო და გროშ-კაპიკი არ მქონდეს და ყოველდღე თითო მეგობართან ვისადილო ისე, რომ ისინი ვერც კი მიხვდნენ, როგორ მშია, ალბათ, ერთი, სამი წელი ლამაზად გავატან”. ერთ ჩვეულებრივ ადამიანსა და მის ურთიერთობებს უსაზღვრო მნიშვნელობა ენიჭება მის შემოქმედებაშიც - ანა კორძაია-სამადაშვილის შუშანიკიც კი, ქართლის საპიტიახშოს დედოფალი კი არა, სიონის მოპირდაპირედ მცხოვრები გრძელნაწნავიანი გოგოა. ადამიანის გარდა კიდევ ერთი სატრფო ჰყავს მწერალს - თბილისი, ქალაქი, “სადაც ბავშვებს არ უშლიან ღრიანცელს და ძაღლებს არ უშლიან ყეფას”.

რომანი
ერთ დღესაც გაიფიქრა,: “თბილისს, რომელიც ნამდვილად ძველისძველი ქალაქია, ლეგენდები პრაქტიკულად არა აქვს. ნებისმიერ ქალაქში არსებობს ვიღაც სული ან პერსონაჟი, რომელიც შეიძლება შემოგეყაროს - ან სიხარულს მოგიტანს, ან დაგღუპავს, ან, პირიქით, რაღაცა დიდი ბედნიერების ნიშანი იქნება და სხვა და სხვა... რა თქმა უნდა, მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირი ასეთი ფესვგამდგარი იყო თბილისში, არავის არ სჭირდებოდა შენი თბილისური მითოსი.” ხოდა, ადგა ანა კორძაია-სამადაშვილი და 2019 წელს თავად გამოაქვეყნა თბილისური ზღაპარი “ზინკა ადამიანი”, რომელზეც 6 წლის განმავლობაში მუშაობდა.
რომანი მეოცე საუკუნეში დარჩენილ ლამაზ გოგოებს ეძღვნებათ, ამიტომ ავტორს არც იმ საუკუნის საბჭოური თბილისისა და რეპრესიების აღწერა დავიწყებია,: “ამის მამა, საცოდავი, მაგარი კაცი ყოფილა, თბილისის უნივერსიტეტს ოქრო შესწირაო, ქართველ სტუდენტებს საზღვარგარეთ სასწავლებლად უშვებდაო, რავიცი… მერე შეეშინდა მაგრად, საკუთარ სახლში ერთ ოთახში რომ შეაგდეს და ჩეჩმაში რომ გაუშვეს ცოლ-შვილიანად, მაგრად დაფრთხა. იფიქრა ეტყობა, საცოდავმა, გვარს გამოვიცვლიო და მარლენიძე გახდა, მარქსი-ლენინი” . თანაც, ლენინი და ხრუშჩოვი უძღვიან წინ ირონიულად თავების უმრავლესობას.
თუმცა მწერალს ნამდვილი თბილისი ყოფილი რევოლუციონერის მოედნის პირველი ნომრის ეზოში ეგულება, სადაც ხუთი პერსონაჟი არარადან ჩნდება და არარაშივე უჩინარდება. არავინ იცის, რა არის მათ ცხოვრებაში გამოგონილი და რა - მართალი, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ, თუნდაც ამბის დასაწყისში ცრემლებით ამტკიცებდეს პატარა ბიჭი, რომ 2 ადამიანს ერთად ყოველთვის 20 თითი აქვს, ისინი სინამდვილეში არაფრით ჰგვანან ერთმანეთს… ამ 150 გვერდზე თქვენ შეხვდებით კოჭლებს, ცალფეხებს, მარჯვენა ხელზე ორ თით შერჩენილებს, დარდიანებს, ხალასებს, მაგრამ ყოველთვის სიყვარულის მაძიებელთ…

ამბავი
ბავშვთა სახლში აღმზრდელისაგან დაკოჭლებულმა ალექსი ადამიანმა საყვარელი და, ზინკა, დაკარგა, წლების შემდეგ კი ქორწინების ღამეს გარდაცვლილი ცოლის სახლში, თითქოს, ციდან მოევლინა შვილიშვილი, პატარა ზინკა. ადრე თუ მეგობრად მხოლოდ აკორდეონი რავიატა ჰყავდა, რომელსაც “როცა ახალგაზრდა იყო, ტრავიატა ერქვა, მაგრამ ისე მოხდა, რომ პირველი ასო მოსტყდა” , ზინკა ადამიანს ალექსი უკვე თავისზე უსაზღვროდ შეყვარებულ თამრიკოსთან, ზღაპრების მოტრფიალე კოტიკოსა და ფინეთში ნატანების მანდარინის ჩამტან დათასთან ერთად ხვდება.
თბილისი ხუთივე მათგანის განსაცდელის მომსწრე გახდება… რომელ გზას აირჩევენ უპასუხო გრძნობების, ძვირფასი ადამიანების სიკვდილის წინაშე მდგარნი? თავად გააჭენებენ მერანს, თუ სირინოზებს სთხოვენ შველას? იქნებ, სულაც ერასმუსივით სისულელის არც ისე სულელურად მაქებრებმა გააგრძელონ სიყვარულით სავსე სიმღერა:
“ლამაზი გემი,
იალქანი, ღუზა, ზღვა,
არავინ მინდა სხვა,
მხოლოდ შენ გელი.
ლამაზო ჩემო,
მე შენი ცეცხლი მწვავს,
და აგერ, მტკვარზე მყავს,
ლამაზი გემი!”
Profile Image for Martha Gobejishvili.
9 reviews
April 10, 2020
“ლამაზი გემი,
იალქანი, ღუზა, ზღვა,
არავინ მინდა სხვა,
მხოლოდ შენ გელი.
ლამაზო ჩემო,
მე შენი ცეცხლი მწვავს,
და აგერ, მტკვარზე მყავს
ლამაზი გემი!” ❤️
Profile Image for Tiko narmania.
13 reviews2 followers
August 8, 2023
“კაცმა რომ იცოდეს, რა დღეში ჩააგდებდა ეს ცხოვრება, იმავე დღეს მტკვარში დაიხრჩობდა თავს.”
Profile Image for Nika Meleksishvili.
101 reviews10 followers
April 26, 2021
ლამაზი, თბილი, სევდიანი, ღიმილიანი, ჩახლართული, ძალიან თბილისური ეზოს სენტიმენტებით გაჟღენთილი.

"ზინკა ყურადღებით უსმენდა. ალექსი კოტიკოს თვალს არ აცილებდა.
- აბა, ერთი წაუმღერე.
- რა? - დაიბნა კოტიკო.
- სარაბანდა. როგორ იყო? ზინკა, რავიატა გამოიყვანე!
როგორი დღე იყო! და როგორი ღამე! გიზო გიზგიზებდა, ნიგომ კარტოფილის ღვეზელი დააცხო, ცხელზე ცხელი, და ლამაზები მღეროდნენ და იცინოდნენ და ისევ მღეროდნენ, ზინკასთან ერთად, და კოტიკო ხელს იქნევდა, დირიჟორობდა და: და დი და და ტი დაა და და!
...იქიდან, სადაც ბევრი წყალია, მხოლოდ პაპა და რავიატა დაბრუნდნენ. კოტიკო ზღვაში დარჩა. ალიონზე, სიცივეში, ყინულივით ცივ, ადრეული გაზაფხულის ზღვასთან ტალღამ დაჰკრა,გაიტაცა და აღარც გამოუშვა, წაიყვანა და წაიყვანა, სირინოზებს გადააბარა, სამხრეთის ზღვების ვარსკვლავებს, ვეშაპებს, ზურგის ქარს, ყველაფერს, რაც კოტიკოს არასოდეს უნახავს და მუდამ უყვარდა. დაკარგული, შავი ზღვის ნაპირზე კი კოჭლი ბერიკაცი დარბოდა, ეცემოდა, დგებოდა და ყვიროდა..."
This entire review has been hidden because of spoilers.
Profile Image for Aleko Beridze.
45 reviews6 followers
June 24, 2019
მეტად განსხვავებულია. თითქოს დაუჯერებელია თითოეული ამბავი, მაგრამ ამავდროულად საოცრად ახლო და ნაცნობი. ნოსტალგიის ზღვა გამოიწვია და მინაწერებიც კი მაქვს, თითოეული პერსონაჟი ვის მახსენებს ჩემი ბავშვობიდან. ძალიან თბილი, ემოციური, საოცრად მსუბუქი და სევდიანი წიგნია.
,,როგორც დათა იტყოდა, გამოცდილება არ ნიშნავს, რომ რამეს აღარ იზამ, გამოცდილება ისაა, რომ ზუსტად იცი, რომ ამასაც გადაიტან.''

,,ლამაზი გემი
იალქანი, ღუზა, ზღვა,
არავინ მინდა სხვა,
მხოლოდ შენ გელი!" ❤️
April 15, 2022
რამდენადაც დაიკოები და ძამიკოები გათბობენ და გახალისებენ თავიანთი თბილისური ამბებითა და ყოფით, წიგნის დასაწყისსა და შუაში, იმდენად მარტოობა იკიდებს ფეხს და გსუსხავს წიგნის ბოლოს და შეუჩვეველ სიცივესაც გიტოვებს.
ცუდი არ არის ნამდვილად.
გულით შევიყვარე ზინკა და ნიგო, ლამაზები და თამრიკო, თავიანთი გულწრფელობით და უბრალოებით, ხუმრობებით, სიცილ-კისკისებითა და დაუვიწყარი სიმღერებით.

“ლამაზი გემი.
იალქანი, ღუზა, ზღვა,
არავინ მინდა სხვა,
მხოლოდ შენ გელი.”
Profile Image for Beka Sukhitashvili.
Author 9 books211 followers
March 8, 2022
რამდენიმე თვის წინ, გორგილაძის გადაცემაში, წამყვანი სიკვდილზე ეკითხება ანას და ის პასუხობს: "გულწრფელად რომ გითხრა, მე ამაზე არ ვფიქრობ, იმიტომ რომ მე ამაზე ფიქრი არ მინდა. და მე ამაზე, არ ვიფიქრებ".

რამდენიმე წლის წინ დაიწერა ეს ტექსტი.
Profile Image for Mariam Metreveli.
14 reviews4 followers
September 18, 2019
წიგნში არის ესეთი თავი, სათაურით ,, გავგიჟდი, გადავირიე" ხოდა, ზუსტად მსგავსი რაღაც დამემართა ამ წიგნის კითხვის პროცესში და კითხვის ბოლოს.
ვურჩევ ყველას!
Profile Image for ნატი.
84 reviews
August 4, 2022
სათაურში არსებული “ადამიანი” მგონია იმას ეფუძნება, რომ წიგნი მხოლოდ ადამიანურ, ყოველდღიურ თემებს ეხება და სხვა არაფერი. კარგია ისე. ოღონდ როგორც ანას სხვა წიგნზეც, ვერც ამაზე მივხვდი კაი ხანი, ზუსტად რას ვკითხულობდი
Profile Image for Nino.
7 reviews
August 24, 2022
მართლაც ოქრო ამბავია.
Profile Image for Lizi.
38 reviews
June 6, 2024
“ეს რა ყოფილა… ეს ვის გაუგია?”
ეს წიგნი ის მზეა, თვითონ ანამ რომ დამიხატა.
92 reviews
March 18, 2023
ვერ ვხვდები, რატომ ითვლება ეს კარგ წიგნად.
Profile Image for ჟანა ფოფხაძე.
2 reviews1 follower
April 12, 2020
დრამატიზმის გარეშე მოთხრობილი ამბები უბრალო მაგრამ ბრალიან ადამინებზე. ამბები, ბოროტ ზღაპრებს რომ გავს, გაგაღიმებს, დაგასევდიანებს და გაკვირვებასაც არ დაგაცდის, რადგან პერსონაჟები დაგასწრებენ და შენამდე იტყვიან ,,ეს რა ყოფილა? ეს ვის გაუგია?”
ალბათ, უფრო იმიტომ ,,გავგიჟდი და გადავირიე,” რომ ეს ამბები მშობლიურია და ახლობელი.
Profile Image for Mikheil Samkharadze.
229 reviews36 followers
December 8, 2020
საინტერესო პერსონჟებით სავსეა წიგნი, მაგრამ რატომღაც შინაარსით ვერ მოვიხიბლე. სხვა შემფასებლების მიმოხლივების წაკითხვის შემდეგ ბევრად დიდი მოლოდინი მქონდა, მაგრამ იმედგაცრუება გამოდგა. რაღაც მომენტებში საერთოდ ვერ ვხვდებოდი ესა თუ ის ეპიზოდი საერთოდ რატომ იყო წიგნში ან რას ემსახურებოდა. შეილება მე ვერ გავიგე და ვერ აღქვი, მაგასაც ვუშვებ.
Profile Image for Keso Gagoshidze.
222 reviews23 followers
February 15, 2024
ფაქტი: ანა კორძაია-სამადაშვილი არის დიალოგების დიდოსტატი.
Profile Image for Ani Kazakhashvili.
12 reviews3 followers
April 9, 2023
რაღაც შინაურულს, მარტივს და ტკბილს თუ ეძებთ, ეს წიგნი მიგნებაა 🌸🌝

მადლობა ავტორს , ცოტათი მაინც რომ მომწყვიტა რეალობას 🤍
Profile Image for ოთო გიგოლაშვილი.
22 reviews1 follower
October 18, 2023
საკმაოდ დიდი მოლოდინი იყო და ვერ გაამართლა. ჩემი მეგობრების გამო , უფრო ცუდად აღარ შევაფასებ😅
Profile Image for Megi.
230 reviews1 follower
May 27, 2019
მესამედაც ხოარ წამეკითხა ამ ერთ თვეში? დამანებოს თავი.
Profile Image for Keta Bagashvili.
1 review2 followers
June 19, 2022
რა გასაოცარი უნდა იყოს იმ ადამიანის თავში ცხოვრება, ვინც მაგიური "ზინკა ადამიანი" დაწერა, მაგიური ალექსით, კოტიკოთი, დათათი, თამარ ქალით. ყველაფერი ერთნაირად მაგიურია ამ წიგნში. მტკვარიდან ამომძვრალი მომღერალი სირინოზები და კოჭლი, ცალ ფეხა ლამაზები, მოღალატე ლეკვიშვილი და სოკოებს გაყოლილი ნინიკო. ყველაფერი ლამაზია ამ წიგნში, ლამაზები ულამაზესები არიან, ზინკა ადამიანია, ყველაზე კარგად გამოგონილი ადამიანი. მადლობა, ანა.
Profile Image for Natia Morbedadze.
845 reviews83 followers
November 18, 2023
ამ წიგნს თუ ჩემსავით "შუშანიკის შვილების" შემდეგ წაიკითხავთ, ალბათ ისეთი განცდა დაგრჩებათ, რომ თბილისის ნამდვილ უბანში (დიახ, ნამდვილი თბილისი სწორედ ასეთია) დასახლებული ზინკა ადამიანი, პაპა ალექსი თავისი განუყრელი აკორდეონითა და ძმაკაცებით კოტიკოთი და დათათი, თამრიკო, ნიგო, ლეკვიშვილი შუშანიკის შვილები არიან - ისე ცოცხლობენ და კვდებიან, რომ მათ ვერავინ ამჩნევს, უცნაურ სიხარულს კი გვიტოვებენ...
Profile Image for Natalie Goletiani.
31 reviews6 followers
June 13, 2019
მოვიწყინე.
ეს რა ყოფილა.. ეს ვის გაუგია?!
Profile Image for Nino Meladze.
585 reviews14 followers
October 13, 2019
წარმომიდგა თვალწინ ეს ბევრი პერსონაჟი, ისორია, დიალოგი. ძალიან რეალური, თან ცოტა ზღაპრული, ზუსტად ისეთი როგორი თბილისიც მახსოვს და მიყვარს.
Displaying 1 - 30 of 81 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.