Jump to ratings and reviews
Rate this book

შულამელი გოგონები

Rate this book
უცხო და შორეულ ქვეყანაში წარმატებასაც მიაღწია და პირადი ბედნიერებაც იპოვა ლილემ, მაგარმ, ცოტა ხნით შინ დაბრუნებული, ძველ სიყვარულს შეხვდა. და აღმოჩნდა, რომ მაშინ არაფერიც არ დამთავრებულა... უცნაურად გადაიხლართა ერთმანეთთან ორი ეპოქა, ორი ქალის ბედისწერა - აღმოჩნდა, რომ როგორც საუკუნეების წინ, თანამედროვე ხანაშიც რთულია ჭეშმარიტი სიყვარულის პოვნა და დაცვა...

218 pages, Paperback

Published January 1, 2019

4 people are currently reading
91 people want to read

About the author

Gvanca Gubeladze

1 book7 followers

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
41 (43%)
4 stars
24 (25%)
3 stars
19 (20%)
2 stars
9 (9%)
1 star
2 (2%)
Displaying 1 - 12 of 12 reviews
Profile Image for ნათია.
Author 3 books122 followers
March 13, 2019
წიგნი, რომელმაც გამაგიჟა და გადამრია.
წიგნი, რომელმაც აღმაფრთოვანა და დღემდე ვერ გამოვდივარ ემოციებიდან.
წიგნი, რომელმაც მატირა, მაცინა, დამაფიქრა, გამაბედნიერა, გამზარდა, მასწავლა და საოცარი საათები მაჩუქა.
წიგნი, რომელიც უბრალოდ აუცილებლად უნდა წაიკითხოთ!
ორი ქალის ისტორია, რომელთაც საუკუნეები აშორებთ, თავს იყრის მესამე ამბავში და ისეთ სიუჟეტურ ხაზს ქმნის, ისე ოსტატურად და ლამაზად გვიყვება ავტორი ამ ყველაფერს, შეუძლებელია გულგრილი დარჩეთ და პირველი გვერდის წაკითხვის შემდეგ, მოახერხოთ, თუნდაც ცოტახნით მოწყდეთ წიგნს და იქაურ სამყაროს.
ამბავი ამბავში და პლუს ერთი შეხედვით დამხმარე ისტორიები, რომელთაც სინამდვილეში უდიდესი როლი ენიჭება საერთო სიუჟეტში.
არც კი ვიცი, სათანადოდ როგორ გამოვხატო აღფრთოვანება!
ვიცი მხოლოდ ერთი, #შულამელიგოგონები უკვე ისეთ ადგილს იკავებს ჩემს გულსა და გონებაში, მის ავტორთან ერთად, ყველგან და ყოველთვის ძალიან ბევრს ვისაუბრებ ამ წიგნზე!
Profile Image for Nino Getsadze.
24 reviews3 followers
August 5, 2022
ერთი ამოსუნთქვით იკითხება. ყველაზე მეტად ის მომეწონა, თუ როგორ ოსტატურად და ლამაზად აკავშირებს და აბამს ავტორი სხვადასხვა ეპოქის ქალების ისტორიებს და პირად განცდებს ერთმანეთთან...ამ წიგნის კითხვისას პარალელებს ვავლებდი და მახსენდებოდა ვასილ ბარნოვის ისტორიული რომანი "მიმქრალი შარავანდედი", რომელიც მე-16 საუკენეში გვაბრუნებს და სწორედ თინათინ დედოფლის პირადი ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. მოკლედ, ვისაც არ წაგიკითხავთ ჯერ, დიდი სიამოვნება გელით წინ!
Profile Image for Nini Giorgadze.
59 reviews1 follower
January 6, 2023
მხოლოდ ერთი რამ: წადით და სასწრაფოდ წაიკითხეთ!!
~"გაიქეცი შენს საკუთარ თავში!
შენს მესთან გაიქეცი, შულამელო გოგონავ!
დაბრუნდი საკუთარ მესთან"~
*მათ ვისაც წაიკითხა გეტყვით, რომ ძალიან იღბლიანები ხართ და ნეტავ მეც უფრო ადრე გამეგო ამ წიგნის არსებობის შესახებ, ხოლო მათ ვისაც ჯერ არ წაუკითხავს, ძალიან მშურს თქვენი (კეთილი შურით რათქაუნდა), რადგან თავიდან და პირველად შეგიძლიათ ამ წიგნის წაკითხვა და ამ ყველაფრის განცდა*
Profile Image for Lile Jobava.
22 reviews2 followers
August 18, 2023
"როდესაც რეალურ ცხოვრებაში წარსულის ძეგლები გაცოცხლებას იწყებენ, პირამიდა იმაზე მეტს ნიშნავს, ვიდრე ტურისტების მისაზიდი სანახაობა."
Profile Image for Tekla Bandzeladze.
22 reviews1 follower
July 19, 2023
რამდენიმე საათში წავიკითხე. მოკლე, გემრიელად წასაკითხი წიგნია, ადვილად დაწერილი და ამავდროულად ჩამთრევი. ხოდა, თუ მსუბუქ და საინტერესო საკითხავს ეძებთ, ,,შულამელი გოგონები” ცადეთ.
1 review
February 13, 2020
ჩემი ერთ-ერთი საყვარელი წიგნი, სავსე ემოციებით. მსუბუქი და საინტერესო წასაკითხია,ადვილად იკითხება და უამრავ ემოციას გიტოვებს, უმრავ განცდას. ძალიან საინტერესოდაა შერწყმული შუა საუკუნეებიდა ოცდამეერთე საუკუნე,ძალიან საინტერესოა. შემიყვარდა ამ წიგნის პერსონაჟები და ვისურვებდი რომ უფრო დიდი მოცულობის ყოფილიყო, იმდენად ჩამითრია რომ გამოსვლა არ მინდოდა ამ წიგნის სამყაროდან.
This entire review has been hidden because of spoilers.
Profile Image for Salome Nodia .
86 reviews7 followers
March 20, 2020
მიყვარს საჭირო დროს ისეთ წიგნს რომ გადავაწყდები, რომელიც ჩემთვის ღირებულ და საინტერესო საკითხებზე "მესაუბრება". იშვიათად მახსენდება ასე სასიამოვნოდ, მსუბუქად და ამავდროულად ძალიან ემოციურად მოთხრობილი, განსხვავებული, თუმცა მაინც მსგავსი ისტორიები. "შულამელი გოგონები" არის ამბები ქალებზე, მათ ტკივილზე, ემოციებსა და სიყვარულზე. წიგნის დასრულებისას მკითხველს გრჩება ზღვა ემოცია და მთავარი პასუხგაუცემელი კითხვა...
"არაფერი ხდება სამყაროში უმიზეზოდ...
არც ერთი წუთი იკარგება, არც ერთი სიტყვა...
და ამ სინამდვილეში, შენ გაბედავდი გაქცევას და საკუთარ თავთან დაბრუნებას, შულამელო გოგოვ?"
Profile Image for Ana Maisuradze.
Author 1 book74 followers
February 18, 2019
მიყვარს, როცა ისტორიულ პერსონაჟებს, მშრალი ბიოგრაფიული ცნობებისგან ალტერნატიულ რეალობას ქმნიან, ვარაუდებითა და რომანტიკული ისტორიებით. ამ რომანში თინათინ გურიელის ისტორიაა, რომელიც კახეთის დედოფალი გახდა, ლევან მეფის ცოლი. თუმცა ეს ისტორია ჩანართის სახითაა, რომელსაც მთავარი პერსონაჟი დღიურის სახით პოულობს. აი, მთავარი პერსონაჟის ისტორია კი - არ მომეწონა. ფინალი საერთოდ ბუნდოვანია, რაც მე არ მიყვარს. ერთადერთი, მთავარი პერსონაჯის შეხედულებები მომეწონა, ქალების ფუნქციებისა და ვალდებულებების შესახებ.
Profile Image for Linda Chikhladze.
7 reviews
February 17, 2022
ძალიან საინტერესო კონტექსტი საგრძნობი ინტელექტით <3

თან ვისიამოვნე და თან შევივსე.

წარმატებები ავტორს!
2 reviews
February 5, 2023
სასწაული წიგნია!! ორი ისტორია და ერთი დასასრული🤍მესამედ ვკითხულობ და იგივე გრძნობა მაქვს როცა პირველად წავიკითხე
Profile Image for Elene Pukhashvili.
27 reviews
January 6, 2024
ყველა სხვა წიგნისგან გამორჩეული. საუკეთესოა!
Displaying 1 - 12 of 12 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.