რა როლი შეასრულეს ქალებმა საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში? რომელი ფორმალური და სამართლებრივი ჩარჩოები არსებობს გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში; როგორ და ვის მიერ იქნა ისინი პრაქტიკაში რეალიზებული? რა როლს ასრულებს სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიის მშენებლობისა და გენდერული თანასწორობის დამკვიდრებისათვის? რომელი ფაქტორები აფერხებს და რომელი უწყობს ხელს ქალებისა და მამაკაცებისთვის თანასწორი უფლებებისა და თანაბარი შესაძლებლობების დამკვიდრების პროცესს? როგორი სახის ზემოქმედება, პოზიტიური თუ ნეგატიური, შეიძლება მოახდინონ საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ფონდებმა ამ პროცესში?
ნაშრომი “გენდერი და დემოკრატიზაცია: საქართველო 1991-2006” წარმოადგენს მცდელობას, რომ პასუხი გაეცეს ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებს.