ახალგაზრდა თბილისელი კაცი, საკუთარი თავის, ადგილის, დანიშნულების და რაც მთავარია, მეტი თავისუფლების ძიებაში სხვა ქვეყანაში და სულ სხვა ხალხში ხვდება. განსხვავებებთან ერთად, ბევრ მსგავსებასაც აღმოაჩენს მასსა და სხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის წარმომადგენელთა შორის. ამ ძიებაში ის უახლოვდება ორ რადიკალურ განსხვავებულ ადამიანს, რომლებთან შეხვედრა მის სულიერ ფორმირებაზე წარუშლელ კვალს ტოვებს. რა ელის მთავარ გმირს? იპოვის თუ არა იმას, რასაც ეძებს? - ამ კითხვაზე პასუხს მთრავარ გმირთან ერთად მოგზაურობისას იპოვით.
ესე ის არაა რასაც თქვენ ფიქრობთ. ეს წიგნი არ არის ტოლერანტულობაზე, მიუხედავად იმისა, რომ მთავარი პერსონაჟი ლონდონში ინდოელს უმეგობრდება, წიგნის დასაწყისშივე ხაზგასმით არმენოფობიური და თურქოფობიური განწყობა ჩანს. სამაგიეროდ რუსული ოკუპაციის მიმართ აქვს დელიკატური დამოკიდებულება. შეყვარებულსაც, ბანალურ-გრუზინულად, ამხელა ლონდონში, რუს გოგოს პოულობს. მეცხრე და მეთერთმეტე თავები კარგად იკითხება და ერთი ვარსკვლავი ამაში მოვუმაეტე... საერთოდ კი, ბოლო დროს ბევრი წიგნი წავიკითხე ქართულ ემიგრაციაზე და ყველა რაღაცნაირად ერთნაირია. ყველა ემიგრირებული პერსონაჟი რაღაცნაირი უპასუხისმგებლო და შეუმდგარია. ალბათ ეს უპასუხისმგებლობაა რის გამოც გარბიან. მათი უმრავლესობა, ბოლოს მაინც ბრუნდება. მოკლედ ამ სიუჟეტურმა ერთფეროვნებამაც დამღალა.
წიგნი სასიამოვნო და მარტივია წასაკითხად, მთავარი პერსონაჟის სხვა სამყაროსთან ადაპტირების საფეხურები ბუნებრივად არა აღწერილი. ავტორი გულწრფელად და ობიექტურად აფასებს თავის ნაშრომს, ის არ არის მხატვრული ლიტერატურის გამორჩეული მარგალიტი, თუმცა ის იმდენად ნამდვილია, წაკითხვადაც ღირს და თამამადაც ურჩევ ყოფიერებაში დაბნეულ ადამიანს წაიკითხოს და იგრძნოს რომ ადამიანები, ერთი შეხედვით უბრალო, არაფრისმომცემი გამვლელები ატარებენ თავის ადამიანად ყოფნის სიმძიმეს.