Jump to ratings and reviews
Rate this book

შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა

Rate this book
ამბავი იან კლაინზეა, უცნაურ მხატვარზე, რომლისთვისაც ყოველი დღე ერთნაირად უიმედოა; ფილოსოფიაც თავისებური აქვს - ფერების ფილოსოფია; მეგობრებიც ჰყავს, თუმცა მაინც მარტოსულია... და მაინც, ვინ არის ის? ქალაქში მკვლელობების სერია იწყება და დეტექტივები მორგანი და ფორდი ამ საქმეებს იძიებენ. იანი კი პოლიციის განყოფილების მხატვარი გახდება და დახატავს ბოროტმოქმედთა ფოტორობოტებს; თუმცა, რატომღაც, დამნაშავის კვალი ყოველთვის იან კლაინთან მიდის. საინტერესოა, ვინ არის რეალური დამნაშავე - თავად იანი, სანისადმი მისი სიყვარული თუ შვიდი მომაკვდინებელი გრძნობიდან ერთ-ერთი?

390 pages, Paperback

Published January 1, 2019

59 people are currently reading
796 people want to read

About the author

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
130 (26%)
4 stars
101 (20%)
3 stars
103 (21%)
2 stars
84 (17%)
1 star
68 (13%)
Displaying 1 - 30 of 35 reviews
Profile Image for Promethea.
333 reviews12 followers
October 11, 2022
ეს კაცი 13 წლის გოგოსავით წერს სხვა 13 წლის გოგოებისთვის.
არა მე ის მაინტერესებს ავტორს წერა თუ არ შეეძლო, ვინ ექაჩებოდა.
და ვი ტან ჯე.
პირდაპირი მნიშვნელობით.
ყოველ გვერდზე ვევედრებოდი ავტორს მოეკეტა, მაგრამ მაინც ბოლომდე დავამთავრე, მხოლოდ იმიტომ, რომ სხვებისთვის დამემტკიცებინა- თხემით ტერფამდე იდიოტობაა.
წიგნში შეხვდებით ისეთ გენიალურ შედარებებს როგორიცაა:
“მოლოდინს ისეთი თვალები აქვს მომლოდინე ადამიანს რომ ექნებოდა. “
სადღაც შუაში შვიდი ზუსტად ერთნაირად დასატანჯავი თავია რომლებსაც გრძნობების სახელები ჰქვიათ და ერთმანეთისგან მხოლოდ იმით განსხვავდებიან, რომ სხვადასხვა გრძნობის ფუძეა ამღებული და განსხვავებულ ფორმაში ჩასმული, შეიძლება ავტორს უბრალოდ იმის ჩვენება უნდოდა, რომ მეხუთე კლასში ბრუნვები ისწავლა და ახლა ამარიაჟებს:
მარტოობა
მარტოობამ
მარტოობას
მარტოობამ მან ის მარტო დატოვა და მან მარტოობა შეიგრძნო (ეს ზუსტი ციტატა არ არის მაგრამ რომ იყოს არ გამიკვირდება, უბრალოდ წარმოდგენის შესაქმნელად დავწერე)
და ა. შ.
ძალიან ბანალური დასაწყისის მერე, უძალიანბანალურესი შუა ნაწილი მოდის და კულმინაციურად- ჩემს სანაგვეში მთავრდება.
ავტორს ქალების წერა არ შეუძლია და სასიყვარულო ობიექტის გარდა (რომელიც რა თქმა უნდა manic dream pixie girl არის და არანაირი პერსონალობა არ გააჩნია) რატომღაც ყველა გოგო კისერზე ეხვევა, მაგრამ მას არავინ უნდა, ის ხომ მარტოსული მგელია.
ძალით მოჩმახული უაზრო ყოველ წინადადებაში ჩაკვეხებული “ფილოსოფიაც” იმაზე მიანიშნებს, რომ ავტორი იმაზე მეტს წერს, ვიდრე ფიქრობს.
საბოლოოდ ყოველ ხეს მინდა ბოდიში მოვუხადო ამ სისულელის დაბეჭვდვისთვის რომ მოჭრეს.
Profile Image for Khatia Martiashvilii.
20 reviews
August 12, 2020
წიგნის პირველი ნაწილი ზედმეტად უაზრო და გაწელილი იყო, კითხვისას მუდმივად ველოდი, რომ რაღაც საინტერესო მოხდებოდა, მაგრამ არამც და არამც! მეორე ნაწილი ბევრად უკეთესად განვითარდა, დამაინტრიგებელი და საინტერესო იყო, თუმცა საბოლოო ჯამში, რისი თქმა სურდა ავტორს ჩემთვის ისევ უცნობია. მოკლედ რომ ვთქვა, მეშვიდე გრძნობა დამრჩა - იმედგაცრუება.
Profile Image for america manns.
14 reviews5 followers
June 20, 2019
აზრი ვერ გამოვიტანე,თუ რისი თქმა უნდოდა ავტორს :) ძაან გაწელილი უაზრო,დეპრესიული "წიგნი" აღიარება ხელისგულზე ხო ნაგავია და ეს უარესი.ვერც წაიკითხავ ისეთი.
რატომ გიჟდება ქართველი მკითხველი ასეთ უაზრო "შემოქმედებაზე" არ მესმის.
Profile Image for Sophie.
133 reviews
December 19, 2021
ეს ორი ვარსკვლავი გრძნობებს.
Profile Image for theblueprint.
33 reviews
December 17, 2022
მეასე გვერდზე მოვრჩით მე და ეს წიგნი ურთიერთობას.
კატასტროფაა
Profile Image for NIGHTSTAND CHAOS.
113 reviews6 followers
May 12, 2022
წიგნის პოპულარობის გამო გამიჩნდა სურვილი წამეკითხა,თავიდან დიდად არ მომწონდა და ველოდებოდი სად იყო ის შვიდი გრძნობა, იანის ამბავი ცოტა ნაცნობიც და ბანალურიც კი მომეჩვენა,შვიდი გრძნობის გამოჩენის მერე კი სიტუაცია საინტერესო გახდა ამის შემდეგ სულ ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე,საინტერესოდ განვითარდა მოვლენები და დეტექტივის ჭრილები ქონდა რომელიც მიყვარს და რამაც უფრო საინტერესო გახადა წიგნი, თუმცა საბოლოო ჯამში, რისი თქმა სურდა ავტორს ჩემთვის ისევ უცნობია. მოკლედ რომ ვთქვა, მეშვიდე გრძნობა დამრჩა - იმედგაცრუება.
Because of the popularity of the book, I wanted to read it, at first I did not like it very much and I was waiting for where the seven senses were, Ian's story seemed a bit familiar and even banal, but after the appearance of the seven senses the situation became interesting after that. Which I love and which made the book more interesting, though in the end what the author wanted to say is still unknown to me. In short, the seventh feeling is left - frustration.
Profile Image for Tekla.
127 reviews2 followers
Read
August 30, 2024
I have no idea what i just read. It was a struggle to get through this book. The dialogue between ian and sani was unbearable at times. The book had a strange sense of time and some events didn’t feel solid. Some elements of magical realism or just mystic things? Usually i find it cool, but this book just wasn’t it. It felt a boring and a little random, so all the actual mysteries got overshadowed. Things were happening in the second half, which is progress frankly. Idea of speaking to emotions and seeing what happens when they leave? That i can get behind. People/certain characters being symbols for each emotions at the end? Sure. But like things kinda just happened. I guess i didn’t see it coming, but that’s because it was semi random and confusing. What tf was the connection between ian and adam (and not the stupid pun). There was so much explanation given at the end, and it still didn’t make much sense. Tbh you shouldn’t have to give that much explanation if things just make sense. Quite unsatisfying. Won’t rate it just in case it has do w my lack of understanding of georgian subtext or smt
This entire review has been hidden because of spoilers.
Profile Image for Linda.
26 reviews
December 19, 2024
ამ წიგნის წაკითხვა იმიტომ გადავწყვიტე, რომ არ მიყვარს იმის შეფასება რაც ჯერ არ ვიცი. ამიტომაც დამაინტერესა რატომ ქონდა ამდენი მოწონება, მეგონა მართლა ბევრს ვკარგავდი ჯერ, რომ არ მქონდა წაკითხული, ამიტომაც იყო საჩქაროდ რომ დავიწყე კითხვა.

პირველ რიგში მგონია რომ მწერალს გონებაში დალაგებული აზრი კარგად არ აქვს გადმოცემული ფურცელზე.
კითხვის პროცესში მთელი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით თავი ვაიძულე ბოლომდე ჩამეკითხა.
ბოლოს არადაკავშირებული პერსონაჟების დაკავშირებამ საერთოდ გამაკვირვა.
ამასთან ძალიან არეული შინაარსი იყო.
მთავარი იყო ის 7 გრძნობა , რომელსაც მთავარი გმირი გადის ღალატის შემდეგ, მაგრამ თითქოს რაღაც აკლდა.

ჩემთვის ძალიან არეული შინაარსი ქონდა.

არვიცი ჩემთვის დროის კარგვა აღმოჩნდა.
Profile Image for Keti.
27 reviews
April 21, 2023
არ წაიკითხოთ, რა.
Profile Image for ellen.
19 reviews1 follower
November 13, 2022
რამდენიმე თვიანი ჭიდილის შემდეგ გადავწყვიტე, რომ აღარ მეცადა ამ წიგნის დამთავრება, პირველი ნაწილი მაინც ვერ ჩავამთავრე იმდენად არ მაინტერესებდა რა მოხდებოდა, რაც სამწუხარო ფაქტია. ხალხის კომენტარებიდან ვხვდები, რომ მეორე ნაწილში ოდნავ უნდა დაიძრას ამბის თხრობა, თუმცა მაქამდე მისაღწევად არც დრო და არც ნებისყოფა არ მყოფნის. საკმაოდ ბევრს ველოდებოდი ამ წიგნისგან და იმედი გამიცრუვდა. მეეჭვება მომავალში კიდევ მივუბრუნდე, მაგრამ არაფერია გამორიცხული (მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ავტორის სხვა ��იგნებიც მაქვს წაკითხული, რომლებიც შედარებით უკეთესი იყო).
Feels like the book's target audience were 12 years old girls.
March 19, 2023
“ამიერიდან გრჩება მხოლოდ საკუთარი თავი. ვისაც შეგიძლია ჰკითხო და ვისთანაც შეგიძლია პასუხი მიიღო. ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვიქნებიდით, მაგრამ ვხედავ, რომ ჩემ გარეშეც არანაკლებ ძლიერი ხარ და კიდევ უფრო მეტად იქნები, მეხუთე მთავარი გრძნობდი , ბრაზის გარეშე”
Profile Image for Ann.
7 reviews16 followers
March 22, 2020
წიგნის პოპულარობის გამო გამიჩნდა სურვილი წამეკითხა,თავიდან დიდად არ მომწონდა და ველოდებოდი სად იყო ის შვიდი გრძნობა, იანის ამბავი ცოტა ნაცნობიც და ბანალურიც კი მომეჩვენა,შვიდი გრძნობის გამოჩენის მერე კი სიტუაცია საინტერესო გახდა ამის შემდეგ სულ ერთი ამოსუნთქვით ეავიკითხე,საინტერესოდ განვითარდა მოვლენები და დეტექტივის ჭრილები ქონდა რომელიც მიყვარს და რამაც უფრო საინტერესო გახადა წიგნი,ერთი სული მქონდა ბილოში გავსულიყავი რომ გამეგო რაში იყო საქმე მოკლედ საინტერესო იყო ძალიან,ცოტა ფენტეზიც გვხვდება მაგრამ ჯამში კარგია და გირჩევთ❤️
Profile Image for Gio Mane.
17 reviews
June 25, 2023
50 გვერდი, მეტი ვერ შევძელი. არადა, როგორ მაინტერესებდა. უკაცრავად, ბატონო ნიკოლოზ, მაგრამ წიგნები ასე არ იწერება. თუ გინდათ, რომ თქვენი მთავარი გმირის წუწუნი ვისმინოთ და მას გავუგოთ, ის მაინც უნდა ვიცოდეთ, ვინ არის, რა უნდა და რატომ წუწუნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გამოდის უმიზნო მელოდრამატული წუწუნი, რომელიც ჩემთვის, როგორც მკითხველისთვის, მხოლოდ და მხოლოდ დამღლელია. და თუ ბოლოს უნდა გავიგოთ, რატომ წუწუნებს, ესეც ვერ არის კარგი გათვლა, ამდენ წუწუნს უმიზეზოდ თქვენი მთავარი გმირისგან კი არა, ოჯახის წევრისგან ვერ მოვისმენ.
Profile Image for Martha Ivaneishvili.
11 reviews1 follower
July 7, 2021
წიგნის მიხედვით მეშვიდე გრძნობა-იმედგაცრუება დამრჩა ამის დასრულების დროს😕😒
Profile Image for Nino Iakobadze.
4 reviews1 follower
March 8, 2023
წიგნი მოგვითხრობს ცხოვრებისეულ სირთულეებზე,ცხოვრებაზე,ადამიანებზე.იმაზე თუ როგორი ბინძურები ვართ ადამიანები.ამ წიგნმა დამანახა როგორ ადვილად შეუძლიათ ადამიანებს ერთმანეთის მიტოვება,ან როგორ ადვილად შეუძლიათ ერთმანეთს გული ატკინონ,როცა მანამდე სიყვარულს ჰპირდებოდნენ.ჩემი აზრით წიგნის პირველი ნაწილი არის ზედმეტად გაწელილი,აი რაღაცნაირია,დეპრესიული.ზედმეტად დეპრესიული.წიგნის მთავარი გმირი არის იან კლაინი,რომელიც არის ძალიან სევდიანი. მე ამ წიგნში ბევრი რამ მომეწონა,თუმცა არ მომწონს წიგნში ამ გმირის დასასრული.სწორედ ამიტომ ვაკლებ ამ წიგნს 2 ვარსკვლავს,ზედმეტად გაწელილია,უსამართლოდ მთავრდება,და რაც ყველაზე მეტად არ მომეწონა ამ წიგნში,ერთ-ერთი პერსონაჟი-სანი. სანი არის მაგალითი,თუ როგორები არ უნდა ვიყოთ ადამიანები.მეტს აღარ გავაგრძელებ,არ მინდა ვინმე დავასპოილერო.6,5-7/10 ამ წიგნს💕
Profile Image for Lia .
9 reviews
May 28, 2023
თუ გინდა იპოვო საკუთარი თავი, უფრო კი ის, თუ რომელი გრძნობაა მეტად შენში, მაშინ წაიკითხეთ ნიკოლოზ ტოტოღაშვილის "შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა" და სცადე უარყო რომელიმე, სცადე ახლად აღმოჩენილ "მე"-ს გაექცე და გადაიმალო შენს კარგად დავიწყებულ გრძნობებთან ერთად...

“ცუდია ადამიანის დაკარგვა, როგორი უმნიშვნელოც უნდა იყოს ის. დაკარგავ და მერე სულ გაკლია რაღაც, რასაც ის გაძლევდა და ყოველთვის გამოუსადეგარ ნივთად გრჩება რაღაც კონკრეტული, რასაც მას აძლევდი, რადგან ზუსტად იმავეს სხვისთვის ვერ გაიმეტებ და არც უნდა გაიმეტო.
ჩვენ არ შეგვიძლია რაღაც ან ვიღაც სამუდამოდ დავტოვოთ ჩვენთან. დღე, რომელსაც ხვალეს ვუწოდებთ, ხვალ დღევანდელი დღე იქნება და ზეგ გუშინდელი. ერთადერთი, რაც სამუდამოდ ჩვენთან არის, მარტოობაა."
This entire review has been hidden because of spoilers.
Profile Image for Muza.
1 review
February 19, 2025
ამ წიგნის კითხვა დაახლოებით 2 წლის წინ დავიწყე თუმცა დაახლოებით 100 გვერდამდე ისე მოსაწყენად მომეჩვენა მივაგდე და ახლა რატომღაც გადავწყვიტე წამეკითხა და სულ სხვანაირი განცდა მქონდა თითქოს უფრო მომწონდა და ჩემთვის ბევრად საინტერესო იყო თითქოს იმიტომ რომ ბევრ საერთოს ვხედავდი ჩემსა და წიგნს შორის, დასაწყისი ცოტაარიყოს გაწელილია მაგრამ შუა ნაწილი ძალიან ჩამთრევი და საინტერესო წიგნის ბოლოს ძალიან დამაინტრიგებელი და საინტერესო გახდა მინდოდა რაც შეიძლება მალე წამეკითხა მაგრამ ყველაზე დიდი იმედგაცრუება დასასრული იყო, იმედგაცრუებაში არა ცუდ არამედ უაზრო და საშინლად არარეალურ დასასრულს ვგულისხმობ
Profile Image for Mari Booklover♡.
7 reviews
March 26, 2023
ბანალური დეტექტივი. თხრობის სტილი ლამაზი და ესთეტიკურია, შინაარსი ცოტა არ იყოს თან რეალობას მოკლებული თან ჩვეულებრივი. დიდად არ აღვფრთოვანდი და დასასრულისგანაც მეტს მოველოდი. ფილოსოფიური გამოხტომები რომლებიც უფრო უაზრობად მომეჩვენა. მთავარი პერსონაჟი თავს განსხვავებულ, საინტერესო ბიჭად მოგვაჩვენებს რეალობაში კი ერთი ტიპიური თავში ავარდნილი ახალგაზრდაა. საბოლოოდ, არაფერი განსაკუთრებული, ეს ორი ვარსკვლავიც ჩანაფიქრის გამო, რომლის გადმოცემაც ავტორს არ გამოუვიდა
Profile Image for 🐇🐇🐇 ♡.
2 reviews
April 19, 2023
ეს წიგნი არ ისე ძალიან მომეწონა , ვფიქრობ გაწელილი იყო ის ნაწილი სადაც სანისთან ჰქონდა ურთიერთობა. განსაკუთრებით ჩამითრია წიგნის ბოლო ნაწილმა. წაკითხვად ნამდვილად ღირს და მე პირადად 7/10 დავუწერე. აი მკვლელის ვინაობამ კი ნამდვილად გამაოცა. აგრეთვე ან წიგნში კარგადაა აღწერილი შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა : მოლოდინი, მონატრება, მარტ��ობა , შიში, ბრაზი და ყველაზე მთავარი იმედგაცრუება! 🩷
4 reviews
August 3, 2025
რაც წამიკითხავს ყველა წიგნს შორის უფრო განსხვავებული და უჩვეულო წიგნია და ვფიქრობ სწორედ ამიტომ შემიყვარდა ეს წიგნი ყველაზე მეტად. უმაგრესი და გულში ჩამწვდომია. განსაკუთრებით კი ფინალური ეპიზოდი და სიუჟეტის გახსნა იყო ყველაზე საოცარი. ის მოხდა რასაც ყველაზე მეტად არ ველოდი და ამან უფრო დიდი ემოციური ფონი შექმნა. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს წიგნი ძალიან მომწონს.
3 reviews
September 10, 2023
I wanna give you a 0, but that's not possible so I give you a 1.

დასაწყისში რაღაცნაირად მომეწონა, ემოციებზე და ცხოვრებაზე რასაც ამბობდა მხატრულად მომეწონა, მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა ისეთ სისულელეებში და არარეალობაში გადავიდა, ჩემ თავს ვეკითხებოდი მეთქი რას კითხულობ თქო.
Profile Image for Lasha Moistsrapishvili.
1 review
June 5, 2019
კარგია ! ❤️ სურვილი გიჩნდება ერთ დღეში წაიკითხო სრულიად ! 📚
This entire review has been hidden because of spoilers.
Profile Image for Shota Tsimakuridze.
3 reviews
January 28, 2020
საინტერესო და ორიგინალური მიდგომაა გრძნობების და განცდების აღწერის და მათი ადამიანთან ურთიერთობის გადმოსაცემად. რომანი დატვირთულია მოულოდნელობებითა და დეტექტიური მომენტებისგან.
Profile Image for Keti Molashvili.
123 reviews7 followers
February 16, 2021
კარგი, გასართობი და საინტერესო წიგნი, შენ საკმარისი არ ხარსა და აღიარება ხელისგულებს სჯობს 100 თავით 😑
Profile Image for Mariami.
13 reviews
January 2, 2023
წიგნი რომელიც ყველაზე გამორჩეულად მომწონს ქართული წიგნებიდან
Profile Image for Anna.
1 review2 followers
Read
June 3, 2023
საშინელება.
Displaying 1 - 30 of 35 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.