Jump to ratings and reviews
Rate this book

ტრანსმუტაცია

Rate this book
კომპიუტერული თამაშებში ჩაძირული ბიჭის ცხოვრებაში წარმოუდგენელი ცვლილებები იწყება. ეს ცვლილებები თავდაყირა აყენებს არა მხოლოდ ყოველდღიურობის ჩვეულ დინებას, არამედ ბიჭის აზროვნებას, დამოკიდებულებას სამყაროს, ახლობლების, ოჯახის წევრების მიმართ. და ამ ცვლილებების ფონზე ავტორი ცდილობს გვაპოვნინოს პასუხი მარადიულ კითხვაზე - სინამდვილეში, რანი ვართ ჩვენ, ადამიანები.

226 pages, Paperback

Published January 1, 2018

3 people are currently reading
10 people want to read

About the author

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
5 (16%)
4 stars
3 (9%)
3 stars
12 (38%)
2 stars
6 (19%)
1 star
5 (16%)
Displaying 1 - 7 of 7 reviews
Profile Image for Ana Maisuradze.
Author 1 book74 followers
February 19, 2019
თავიდან რაღაც კარგად დაიწყო. კარგი იუმორით..
Profile Image for Vakho.
41 reviews2 followers
December 27, 2024
არავის ვურჩევ ასეთი "ჯენზი" და "პოპკალჩერ" სიდებილისა და სიბინძურის წაკითხვას. თავად მთავარი შინაარსი არის "ადამიანის ტრანსფორმაციაზე", მაგრამ ალოგიკურად და ზედმეტად დამახინჯებულად არის გადმოცემული. არავითარი პარალელი არ იკვეთება და ვერ გამოიკვეთება კაფკას "მეტამორფოზასთან". ვერც კი შეადარებთ.
თავად ავტორიც არის პიროვნულად კრიტიკისადმი მიუღებელი და საკმაოდ უზრდელი პიროვნება. პირადად ვესაუბრე და პიროვნულ შეურაცხყოფაზე გადავიდა იმის მაგივრად რომ მოესმინა კრიტიკა. მითხრა რომ მიცნობდა და გამაიგივა ამ წიგნის მთავარ პერსონაჟთან. შემდგომ მითხრა რომ თურმე პოეტიცაა და მხატვარიც, რაც არ ვიცი საერთოდ რატომ ახსენა. სხვათა შორის, მხატვრობაშიც ასეთივე არანორმალური აღმოჩნდა, როგორიც მწერლობაში. მოკლედ, ავტორიტეტის ამაღლებასაც ცდილობდა - უშედეგოდ. მსოფლმხედველობის კითხვაზე, რომელიც სამჯერ გავუმეორე, მიპასუხა რომ არ გააჩნია და ყველაფრიდან ყველაფერს იღებს შთაგონებისთვის, რაც სრული სიგიჟეა. ავტორის ეს უხასიათობა და ინფანტილურობა იკვეთება ამ "შეკვეთილ" ჯენზი სიმახინჯეში, რომელსაც ბესტსელერი აწერია და 3 ლარად ყრია დღემდე ბიბლუსის "ვაიმე ვერ გავყიდეთ და წაიღეთ ოფტომ" წიგნებში.

მოისროლეთ ნაგავში ეს ერეკლე დეისაძისნაირი უგუნურობა.
5 reviews1 follower
January 1, 2023
წიგნი ღირს წაკითხვად. განსაკუთრებით, რეალობაში, პასუხისმგებლობების და ვალდებულებებში დაკარგული ადამიანებისთვის. დასაწყისში მესამე პირის პირდაპირიბიწქტური პირია ნიშნების გამოუყენებლობა თანაც ნაცრისფერი ემოციის ფონზე სულაც არ ხდის წიგნს "ჩამთრევს", თუმცა კულმინაცია ღირებულია. ამ აბდაუბდას რომ მოვეშვა, ქარის ელემენტი მომწონს ქიგნში, ბოზი თამთას სისპეტაკე ზუს გონებაში და გონივრული ეჭვი მაქვს მერლინის გაუტეხავი კულტი იმდენად მავნეა რამდენადაც ობლობისგან თავშესაფარი. წარმატებები მწერალს!
2 reviews1 follower
December 23, 2023
იმდენი კითხვის ნიშანი დამიტოვა ამ წიგნმა მინდოდა ყველა მეგობარს წაეკითხა , რომ ერთად გვემსჯელა. მოულოდნელი, საინტერესო , დღევანდელობასთან შერწყმული წიგნია . თითქოს
იცნობ მთავარ გმირს და შენს გვერდით ცხოვრობს. შეიძლება ბევრმა საკუთარი თავიც კი იპოვოს .
Profile Image for Lana.
30 reviews1 follower
June 18, 2025

სამ ლარიანი წიგნი ორი ვარსკვლავით და ესეც ბევრი მგონია
Profile Image for Mikheil Samkharadze.
229 reviews36 followers
February 12, 2020
როგორი შთაბეჭდილება დატოვა, იცით? აი, ძალიან მაგარი და საინტერესო იდეა რომ დაგარტყამს თავში ავტორს, მაგრამ ვერ განავითარებ და ვერ გახსნი წიგნში. უდავოდ დამაინტრიგებელი დასაწყისია, ძალიან მაგარი იდეა ჩნდება და მერე ძალიან უფანტაზიოდ გრძელდება. ვფიქრობ, ამ იდეის გარშემო, ბევრად საინტერესო რომანის დაწერა შეიძლებოდა. ისე, საინტერესოდ კი იკითხება, ალაგ-ალაგ სასაცილოც კია.
წაკითხვად ღირს ნამდვილად.
Profile Image for Beka Adamashvili.
Author 2 books425 followers
January 7, 2020
მკაცრი რედაქტორის მსახვრალი ხელი ამ რომანიდან ერთ კარგ მოთხრობას გამოიყვანდა.
Displaying 1 - 7 of 7 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.