Jump to ratings and reviews
Rate this book

ცდუნება

Rate this book
ხელოვანი გოგონასა და წარმატებული საქმიანი კაცის სასიყვარულო ურთიერთობა ძლიერ ვნებაზეა დამყარებული. ამ ორი ადამიანიდან ერთისთვის მთავარია თავისუფლება და ძლიერი, რომანტიკული გრძნობა, ხოლო მეორესთვის _ საკუთარი ბიზნესინტერესები. როგორი გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს ასეთ სიყვარულს? სასწორის მეორე მხარეს კი არის ურთიერთობა, დამყარებული სულიერ სიახლოვეზე, მზრუნველობასა და უანგარო სიყვარულზე. ძალიან რთულია, გააკეთო სწორი არჩევანი, ძნელია, გაუძლო ცდუნებას...

325 pages

Published January 10, 2019

36 people are currently reading
382 people want to read

About the author

ნათია ჯაგოდნიშვილი დაიბადა 1997 წლის 15 იანვარს, თბილისში, საქართველოში.
დაამთავრა თბილისის N153 საჯარო სკოლა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი.

ავტორი გახდა გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მიერ ორგანიზებული კონკურსის, "გახდი ბესტსელერის ავტორი" 2018 წლის გამარჯვებული, რის შედეგადაც დაიბეჭდა მისი სადებიუტო რომანი - "ცდუნება". წიგნის პრეზენტაცია 2019 წლის 10 იანვარს გაიმართა და გამოცემისთანავე დაიკავა ადგილი "ბიბლუსის" ტოპ 10 ყველაზე გაყიდვად წიგნს შორის.

მეორე წიგნი - "შეცდომა" გამოიცა 2022 წლის თებერვალში, მისი პრეზენტაცია კი ამავე წლის 19 აპრილს გაიმართა. "შეცდომა" ასევე აღმოჩნდა "ბიბლუსის" ტოპ 10 ყველაზე გაყიდვად წიგნს შორის და გამოცემიდან არასრულ ერთ წელში მოხვდა ონლაინ წიგნების პორტალი "საბა"-ს ტოპ 10 ყველაზე გაყიდვად და წაკითხვად წიგნთა შორის.

მესამე წიგნი - "გადამწვარი ხიდები" გამოიცა 2023 წლის მაისში, პრეზენტაცია 19 მაისს გაიმართა. წიგნი წინამორბედებივით დიდი პოპულარობითა და გაყიდვების მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. "გადამწვარი ხიდები" გახდა "ბიბლუსის" 2023 წლის ტოპ 10 ყველაზე გაყიდვადი წიგნიდან ერთ-ერთი და 2024 წელს დაიბეჭდა მისი ლიმიტირებული გამოცემა, განახლებული ყდით და შესაბამისი აქსესუარებით. ლიმიტირებულ გამოცემაში მკითხველი ნაცნობ ისტორიასთან ერთად დამატებით, "ბონუს ეპიზოდს" გაეცნობა.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
124 (30%)
4 stars
89 (21%)
3 stars
86 (21%)
2 stars
67 (16%)
1 star
41 (10%)
Displaying 1 - 30 of 40 reviews
23 reviews
January 4, 2023
I am speechless... This book made me cry a lot. And the end... the end got me sobbing. I love it a lot. I finished reading it yesterday, and all I think about is the book. My heart is broken into pieces and at the same time I am happy he is back. I wish there was one more chapter of them. The only thing I didnt like in this book is that sometimes things were happening really fast. But the book is really good. And defenitely emotional.
This entire review has been hidden because of spoilers.
Profile Image for ninu.
11 reviews1 follower
June 8, 2022
თითქოს თავიდან საინტერესოდ დაიწყო,მაგრამ მთელი წიგნი ისე გაიწელააა და თან ამავდროულად ისე სწრაფად განვითარდა მოვლენები,რეალურად ვერაფერი შევიგრძენი + ამას ემატება ძალიან “პროგნოზირებადი” plot. “შეცდომა” ბევრად უკეთესი იყო,მაგრამ არც ამით დავრჩი უკმაყოფილო !! ირაკლი>>>>>>>>
7 reviews
October 28, 2022
მომეწონა მაგრამ თავიდან შინაარსის გაგება ცოტა გამიჭირდა
Profile Image for Salome Nodia .
86 reviews7 followers
Read
June 28, 2019
"ზოგჯერ რაღაც ზუსტად იმიტომ არის მიმზიდველი, რომ მიუღწეველია...
გგონია, ვერასდროს მიხვალ მასთან ახლოს.
გგონია, ვერასდროს შეეხები.
გგონია, ვერასდროს აისრულებ.
გგონია, მიახლოებითაც კი გააფუჭებ მის იდეალურობას.
უყურებ შორიდან და სუნთქვა გეკვრის, იმდენად სრულყოფილია შენი წარმოსახვა.
უვლი გარშემო და ფიქრობ, ვერასდროს ნახავ მისნაირს.
ერთ ნაბიჯს თუ წინ დგამ, ორით უკან იხევ, სურვილის მიუხედავდ, იმდენად გეშინია მასთან მიახლოების.
ზოგჯერ რაღაც ზუსტად იმიტომ არის მიმზიდველი, რომ მიუღწეველია...
ასრულებისას კი ისეთი ჩვეულებრივი ხდება, ისეთი მიწიერი...მიკარებაც აღარ გინდა მასთან.
შენივე წარმოდგენების ნამსხვრევებში იმარხები და ხვდები, ჯობდა, საერთოდ არ გაკარებოდი.
ზოგჯერ რაღაც ზუსტად იმიტომ არის მიმზიდველი, რომ მიუღწეველია...
გარეალურებით გამოწვეული იმედგაცრუება კი - ყველაზე მწარე."
Profile Image for america manns.
14 reviews5 followers
June 20, 2019
გახდი ბესტსელერის ავტორის შეჯიბრიდან ცდუნება მეორე წიგნია,რომელიც მომეწონა,მიუხედავად იმისა რომ ხარვეზები ჰქონდა მაინც სასიამოვნო და ერთი ამოსუნთქვით წასაკითხია :) აზრს გამოიტანს ადამიანი.
ამ წიგნში შეხვდებით ღალატს და უფრო დააფასებთ იმ ადამიანებს ვინც გვერდში გყავთ და გიყვართ,მაგრამ ამას რომ ვერ ამჩნევთ რადგან ყურადღება სულ სხვა ადამიანზე გაქვთ მიქცეული <3
Profile Image for Nini Giorgadze.
59 reviews1 follower
June 19, 2022
აი, რომ ამბობენ ხოლმე ემოციების ზღვა-ო, ზუსტად ეს წიგნია! წიგნის პირველ "ნახევარში" განცდილი სითბო, მეორე "ნახევარმა" გადაფარა და გააქრო. საბოლოოდ კითხვის პროცესში მართლაც ბევრი ემოცია განვიცადე. ერთადერთი, რასაც "დავუწუნებ" ისაა, რომ რაღაც მომენტებში ძალიან იწელებოდა და ერთ მომენტში კითხვაც კი მომბეზრდა, პლუს ღალატის დიდი მოყვარულიც არ ვარ წიგნებში...
20 reviews1 follower
April 12, 2021
ძალიან თბილი, ემოციური, 1 ამოსუნთქვით წასაკითხი. 5იანსაც დავუწერდი სიამოვნებით ცოტა ორიგინალური სიუჟეტიც რომ იყოს.
2 reviews
December 22, 2024
თავიდან ჩამთრევი სიუჟეტი ჰქონდა, მაგრამ მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდებოდა, რამაც ცოტა არ იყოს დამაბნია ... თითქოს ზღაპარს ვკითხულობდი, არადა რაღაც განსაკუთრებულს ველოდი. ისე ჩანდა თითქოს ჯერ სათაური დაიწერა და შემდეგ წიგნი, ეს გოგო საერთოდ არ იყო ირაკლის ღირსი! ჩამოუყალიბებელი სულელი იყო.

ავტორს კარგი თხრობის სტილი აქვს. წარმატებები ❤️
This entire review has been hidden because of spoilers.
Profile Image for Gvantsa Gubeladze.
11 reviews2 followers
March 13, 2019
განსხვავებული ენა... განსხვავებული სტილით შესრულებული ნაწარმოები.. ბევრი ემოციები... და საფიქრალი...
Profile Image for Ani Gvasalia.
2 reviews
May 31, 2023
არსებობს წიგნები,რომლებშიც მარტივად პოულობ საკუთარ თავს,პერსონაჟები კი იმაზე მეტად გიყვარს ვიდრე ადამიანები შენ გარშემო და გინდა წიგნში შეცხოვრდე)))ცოტაა წიგნი,რომელიც ხელმეორედ წამიკითხავს, ცდუნება კი ერთ-ერთია<3
ძალიან რეალური..
ძალიან ნამდვილი...
ძალიან ახლო..
თითქოს ყველა ჩემი ფიქრი თუ ნააზრევი გააცოცხლა ავტორმა<3
ეს არის წიგნი,რომელიც დაწყებიდანვე შემიყვარდა და დასრულებისთანავე მენატრებოდა საშინლად..<3
ბედნიერ ფრენას გისურვებთ "ცდუნებაში"<3
Profile Image for Maya.
16 reviews2 followers
January 5, 2023
Slay one. Irakli>>>
Profile Image for NIGHTSTAND CHAOS.
113 reviews6 followers
February 19, 2023
ემოციური და კარგი წასაკითხია. რაღაც დეტალები, დიალოგები ბანალურია, მაგრამ საერთო ჯამში მაინც სასიამოვნოდ იკითხება. ჩემს ემოციებს პერსონაჟებზე კი თავზე არ მოგახვევთ 😊 წარმატებები ავტორს
Profile Image for Mariami.
13 reviews
January 2, 2023
ძალიან მომეწონა
Profile Image for Linda.
26 reviews
December 23, 2024
ჰმ... რა ვთქვა არ ვიცი 🙂
Profile Image for peto.
1 review
January 11, 2023
was one of the good romance fictions i've read
Profile Image for Diana Chachua.
11 reviews
September 7, 2023
აივი არ მომწონდა. მთელი კითხვის განმავლობაში მაღიზიანებდა. არ იმსახურებდა ირაკლის,არანაირად. ჩემთვის ის პრინციპები და ღირებულებები არ ჰქონდა,რომელიც გოგოს,ძლიერ ქალს უნდა ჰქონოდა. იმსახურებდა ანდროს,მისნაირ ტოკსიკურ ბიჭს.
ასეთი გამაღიზიანებელი არცერთი მთავარი პერსონაჟი არ ყოფილა , როგორიც ანდრო და აივი იყვნენ ლოლ
Profile Image for Nanuka Tkebuchava.
7 reviews
June 30, 2023
არ მემეტება წიგნის სახელი იმ საზიზღარს უკავშირდებოდეს.
Profile Image for Chachii.
15 reviews1 follower
July 7, 2023
ძალინ საინტერესო და გამსხვავებული წერის სტილით გადმოცემული საინტერესო ისტორიაა. ზაფხულშუ საკითხათ მშვენიერი ვარიანტია.
September 6, 2023
მოკლედ, ეს წიგნი სადღაც ერთი თვის წინ დავასრულე და ისეთი უინტერესო იყო, რომ თითქმის არაფერი დამამახსოვრდა და გვერდებისთვის ნაჩქარევი გადახედვა მომიხდა, სიუჟეტის გასახსენებლად ;დ

დავიწყებ იქიდან, რომ წერის სტილი არის ნული. ზუსტად ასე ვწერდი 15-16 წლის რომ ვიყავი და სიტყვების მარაგი რომ არ მქონდა. არ მინდა ვიფიქრო, თუ რა უნდა ყოფილიყო სხვა წიგნები, ეს რომ გახდა გამარჯვებული. არ ვიცი ამ წიგნის კითხვისას ხალხი როგორ ვერ დაიტანჯა, როცა არანაირი ესთეტიური სილამაზე არ აქვს ნაწერს და არასასიამოვნო წასაკითხია.

ახლა პერსონაჟებს რაც შეეხება. ნუ, ყველა ერთმანეთზე უარესია და რომლით დავიწყო არც კი ვიცი. ჯერ ხომ ძალიან მეცინება იმ ფენომენზე, რასაც ხშირად ვხვდები თანამედროვე ქართულ წიგნებში. ვგულისხმობ, რომ აბსოლუტურად ყველა მეორეხარისხოვან პერსონაჟს ჰქვია ჩვეულებრივი სახელები: ნიკა, ანი, მარი, ლალი და სხვა, როდესაც წიგნის მთავარ გმირს რატომღაც რაღაც ძალიან ორიგინალური და უცხო სახელი აქვს ;დ

ჰოდა, როგორც ვახსენე, ცდუნებასაც, როგორც მოველოდი, უაზრო პერსონაჟები ჰყავს, რომლებსაც არანაირი სიღრმე არ გააჩნიათ. არც ერთი მათგანი არ იყო დასამახსოვრებელი ჩემთვის, პირიქით, ყველა მაღიზიანებდა თავისი ქცევებით. საინტერესო პერსონაჟების შექმნაშიც ერთი ძალიან დიდი ნული ამ წიგნს.

აივიზე საერთოდ ისე ვიქრინჯებოდი, რომ მეტი არ შემიძლია. განსაკუთრებით კი მაშინ, ანდროს ხელმეორედ რომ შეხვდა და რომ ჩაუწვა ;დ აი, საერთოდ ვერ ვხვდები ეგ ან როგორ მოხდა, ან კიდევ რა საჭირო იყო. თუ დრამა უნდოდა ავტორს, რამე უფრო ნორმალურად ასახსნელი მაინც გამოეძებნა და არა არასაჭირო ღალატი, რომელიც ანდროს ,,მანიპულირებას" მიეწერა მხოლოდ ;დ გოგო ვითომ მივიდა სასტუმროში სალაპარაკოდ და ბოლოს მის საწოლში აღმოჩნდა. ანუ, კარგი?!

ან ეს სიყვარულის ბუშტის წამში გასკდომა რა იყო საერთოდ არ ვიცი ;დ ერთი-ორჯერ ილაპარაკეს, აქა-იქ შეხვდნენ ერთმანეთს და მორჩა, თავდავიწყებით შეუყვარდათ ერთმანეთი. ირაკლის გავრცელებულ სიტყვებზე კი, აივის რომ ეუბნება —შენი კაკაო მოგიტანე რძით, რეალურად კი რძის გარეშე-ო, ისე დავიქრინჯე, მეტი რომ არ შეიძლება. ეს არის მთელი რომანტიკა? სერიოზულად?

დედის წამიერი გამოჩენა, აივისთვის საკმაო თანხის ჩუქება და უკვალოდ გაქრობა ხომ საერთოდ ცაკლე მოვლენაა, მხოლოდ იმისთვის შექმნილი, რომ აივის ეგ კაფე თუ ბარი ეყიდა ;დ

საბოლოო ჯამში, წიგნი კი არა უბრალო მაკულატურაა, რომელიც პატარა ბავშვებზე საღდება.
This entire review has been hidden because of spoilers.
82 reviews1 follower
February 8, 2023
არ ვიცი რით დავიწყო, რა ვთქვა.
მოდი იმას ვიტყვი პირველს, რომ ეს წიგნი არ მომეწონა.
ავტორის სხვა წიგნი "შეცდომა" ძალიან კარგი ჩამთრევი, ამავდროულად ცოტა გადაჭარბებულად საინტერესო იყო და ხანდახან ისეთ მომენტებს იპოვიდი იქაც, რომ კითხვის სურვილს გიკლავდა. მაგრამ შეცდომა მართლაც კარგი იყო.
და დადგა დრო ცდუნების წაკითხვისაც.
არ ჩამითრია, კიდევ წავიკითხე, ვცადე გამეგო, პერსონაჟების განცდები. ვერაფერი ვერ ვგებულობდი.
თანაც ხან სწრაფად, ხან ნელა განვითარებული მოვლენები. ერთ პერსონაჟს კი გამოცანებით საუბარი და ასევე გრძელი, დაუსრულებელი, გაწელილი საუბარი უყვარს (ჭანტურია).
აი და აივიზე ხომ ვერაფერს ვიტყვი, დამძიმებული, ტრაგიკოსი, ყველაფერს ისეთ ელფერს ფენდა, რომ უნდა ეტირა ყველას მასთან ერთად, ყველას უნდა გაეგო მისი.
რაც სუსტს აჩენდა.
არმინდა ავტორის შეურაწყოფად ჩამეთვალოს ეს და არც არანაირად ვგულისხმობ ამას.
ავტორს მოსწონს მენტალურად სუსტი პერსონაჟების წერა. (გოგონების). ჭანტურია კი არ ვიცი სხვა დონეა, ხან კარგი იყო ხან ცუდი.
ან ის დედის წამიერად გამოჩენა და გაქრობა, არ მესმის რა საჭირო იყო, მხოლოდ ბარი გახსნეს. კარგი, მაგრამ აქიდან გამომდინარე დედის გამოჩენის იმედი მქონდა, მეგონა რომ მხოლოდ წერილი არ იქნებოდა. თუმცა შევცდი. არც ეს იყო.
და ის რაზეც დედამის ასე გაუბრაზადა მიტოვებასთან ერთად, ღალატი. დედას ამის შემდეგ ვერც გაუგო?
ან ანდრიას ხელები აკავებდა, რომ მისგან გაქცეულიყო და არ შემცდარიყო? სრული გაუგებრობაა, ნებისმიერს შეეძლო გაქცევა ეს თუარუნდოდა, თუმცა აივის სურდა ეს, ისევე როგორც ვაჯბატონ ანდროს.
წიგნის დასასრული იყო ის რამაც ორი ვარსკვლავი მიცა თუმცა, საკმაოდ დრამატიზებულად იყო გაწერილი ბოლო გვერდები.
თუმცა ავტორი მაინც მიყვარს, ყოველთვის მივყვები და საინტერესოა, ველოდები მის მესამე წიგნს.
და დიდ იმედებსაც ვამყარებ😍
This entire review has been hidden because of spoilers.
Profile Image for Mari Booklover♡.
7 reviews
March 2, 2023
9/10

ლამაზად აღწერილი მოვლენების განვითარება ამ ავტორის მთავარი საყრდენი ღერძია რომლის გარშემოც ის ისტორიას აგებს. ცდუნებაც არაა გამონაკლისი. ის არის წიგნი ისტორიაზე სადაც მთავარი პერსონაჟი ანტაგონისტიცაა და პროტაგონისტიც. თუმცა განა ვინმეს რამეს უშავებს, საკუთარი თავის გარდა, ამიტომ სრულად ბოროტმოქმედად ვერ შევრაცხავთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის რომ ის არ არის გამოყვანილი ლოგიკურად მოაზროვნე უგრძნობ ადამიანად, გოგონა სრულებით ემოციებს ჰყვება და გრძნობებში ეფლობა. არც ვამტყუვნებ ავტორს მისი ასე წარმოჩენისთვის, რადგან ეს უფრო რეალისტურია და ადამიანები ასეთ პერსონაჟებს უფრო ამსგავსებენ თავს, რადგან ყველანი ადამიანები ვართ და გულს ხშირად ყურს იმდენად ვუგდებთ რომ სხვა აღარც არაფერი გვესმის. ამ მიზეზის გამო არ გამიჩნდა მთავარი პერსონაჟისადმი ზიზღი, ვინაიდან არ ვიცი მე როგორ მოვიქცეოდი, სავარაუდოდ იგივენაირად. ისტორია დიდ ტკივილს თუ ანერვიულებად იტევს ამიტომ მისი წ��კითხა ერთ დღეშია შესაძლებელი. დასასრულზე არ ვისაუბრებ დიდად, მხოლოდ იმას ვიტყვი რომ საუკეთესოდ დასრულდა როგორც შეიძლებოდა ეს ისტორია დასრულებულიყო
5 reviews1 follower
December 11, 2022
ერთხელ ოტიამ თქვა თუ წიგნი თუ კარგია რა დაგაძინებსო.. მე კი იმიტომ არ დავიძინე რომ მალე გამქრალიყო ჩემი დღის წესრიგიდან ეს წიგნი.
აქ მარტივად და უბრალოდ არის გადმოცემული ადამიანის სისუსტისა და ამაოების ჩვეულებრივობა.
მკითხველს მთავარი პერსონაჟის მიმართ დიდი მოლოდინი არ უჩნდება, თუმცა ყოველი გადაფურცვლისას მაინც რჩება პატარა იმედი რომ ის მეტი იქნება, ის შეძლებს.. ან პირიქით, ის არ გადაიტანს, ის დაასრულებს..
ამგვარი გამეორებით ცდილობს ავტორი ეფექტის მოხდენას, რაც, ჩემთვის, მეტისმეტი იყო; ფრაზა, წინადადება, გვერდი, ამბავი.. ასევე უხეში იყო მისგან მცდელობა განყენებული ჰო პერსონაჟებისაგან მათი „კაცი“ და „გოგონად" მოხსენიებით.
ავტორი მკითხველში ამბივალენტური გრძნობების გაღვიძებით ინარჩუნებს მას და მიუხედავად შეგრძნებისა „როგორი არაფრის მომცემია თითოეული წუთი“ არ ვტოვებთ წიგნს.

და მაინც, როგორი ეგოისტია ადამიანი თავისი არსით.. როგორი მწარე თუმცა ადვილი აღმოჩნდა სხვისთვის მიტევება და როგორი გარდაუვალი თავის დასჯა ..
7 reviews
May 27, 2023
აქ მთავარი პერსონაჟები არიან
აივი
ირაკლი ჭანტურია
ანდრო

ესეიგი აქ ორ წყვილზე იყო საუბარი აივიზე და ანდროზე
ხოდა ანდრო იყო მდიდარი ადამიანი აივი კიდევ უბრალო სულ იმაზე ქონდათკამათი ყურადღებაზე და აივის სულ არ მოწონდა ეს კაბები და რაღაცები
ხოდა დაშორდნენ ანდრო დაშორდა ფულიც შესთავაზა ფულიკიარა რაღაც ფილიალი

აივიმ ბევრი დალია და შეხვდა ირაკლისაც ირაკლი შეუყვარდა ნელნელა ერთადაც იყვნენ დაქორწინდნენ
მარა ანდრო გამოჩნდა ისევ და აივიმ ცდუნებას ვერ გაუძლო უღალატა ირაკლის
აივი ცუდად იყო ამის გამო ირაკლის უთხრა და დიდიხანია არ გამოჩენლია ირაკლი
პროსტა მერე ბოლოს ირაკლი გამოჩნდა მის გამოფენაზე ორი ჭიქით ხელში
ნორმალურად დასრულდა
Profile Image for Mariam Tsiklauri.
33 reviews1 follower
June 4, 2023
საერთოდ ამ თაობის ქართველ მწერლებზე კარგა ხანია ხელი ავიღე, ერთ-ერთი მათგანი აღმოჩნდა ნათიაც. წიგნი ყველაფრისგან დაცლილი ნაწარმოებია, თითოეული ფურცლის წაკითხვისას თავში ერთი ფრაზა მიტრიალებდა, თუ როდის დასრულდებოდა.
არც პერსონაჟებს აქვთ სიღრმე, არც ისტორიას, საერთოდ არაფერს, გასართობადაც კი ვერ წაიკითხავ ისეთი წიგნია.
ნათიას წარმატებები, დიდი იმედი მაქვს მომავალში უკეთეს რამეს დაწერს.
ერთი კი ვიცი, მის წიგნებს არასდროს მივუბრუნდები.
Profile Image for Khatia.
1 review
September 13, 2022
მართლაც, ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი წიგნია. ემოციებით დატვირთული, კიტხვისას ფურცლიდან ფურცელზე გადადიხარ და წერის მანერაც ისეთი განსხვავებულია, უბრალოდ შეუძლებელია მოსწყდე. ყოველი ფურცელი საინტერესო და სასიამოვნოა. მომეწონა, რომ ის პრობლემა წამოჭრა, რომელზეც ბევრს არ საუბრობენ და ყველა ადამიანის გადმოსახედიდან ღალატი და სიყვარული განსხვავებულად აღიქმება.
Profile Image for მაიკო დოხნაძე.
56 reviews3 followers
January 11, 2024
ავტორის სხვა ორი წიგნი მომეწონა და ამიტომ გადავწყვიტე ამის წაკითხვაც, მაგრამ დიდად ვერ მოვიხიბლე. ძალიან სუსტია. წერის მანერამაც ცოტა დამღალა. არც გმირებზე გადავირიე, რადგან ვერ გავიცანი ბოლომდე. მიუხედავად ამისა, ავტორს წარმატებები და კიდევ წავიკითხავ მის ნაშრომს, თუ გამოიცემა რამე.
1 review
June 20, 2024
რომანი არა უფრო ზღაპარი. ძალიან სწრაფად განვითარდა მოვლენები, მკითხველი ვერ აასწრებს აყოლას მოვლენების განვითარებას და არალეალურობის შეგრძნება გამიჩინა მე პირადად. შუაში შევწყვიტე კითხვა, იმდენად ზღაპარი რაღაცეები წერია, რელობას მოკლებული.
Profile Image for Mariam Topchishvili.
16 reviews
June 26, 2023
საშინლად არ მომეწონა. უფრო მეტს ველოდი ამ წიგნისგან. ძალიან საყვარელი წყვილი იყვნენ აივი და ირაკლი, მაგრამ აივის ღალატზე ძალიან გავბრაზდი და სიმართლე გითხრათ მომეწონა მიღებული კარმა
This entire review has been hidden because of spoilers.
Displaying 1 - 30 of 40 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.