ძე ესე ჩემი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წაწყმედულ იყო და იპოვა
წიგნი აღსარებისა სინანულის შესახებ
დეკანოზ ალექსი უმინსკის წიგნი ღსარებისა და ზიარების შესახებ მოგვითხრობს. ეს არ არის უბრალო დამოძღვრა, თუ როგორ უნდა მოემზადო ამ საიდუმლოებებისთვის, იგი მეტად მნიშვნელოვან პრაქტიკულ რჩევებს გვიზიარებს ხშირი აღსარებისა და ხშირი ზიარების შესახებ, გვასწავლის, რომ დაუშვებელია ცოდვისადმი ჰიპერტროფიული შიში, რომ ჭეშმარიტი სინანულისთვის მთავარი დაბრკოლება საკუთარ თავთან სიცრუეა. ალექსი უმინსკის საუბრები გულიდან გამომავალი ცოცხალი სიტყვებია. ცხადია, რომ ავტორი ფლობს ადამიანური ურთიერთობის ხელოვნებას. იმედია, წიგნი მართლმადიდებელ ქრისტიანს დაეხმარება, რომ უფრო ღრმად გაიაზროს თავისი მონაწილეობა სინანულისა და ზიარების საიდუმლოებებში.
წიგნი გამოსაცემად მომზადდა თბილისის ფერისცვალების დედათა მონასტერში
თარგმანზე მუშაობდნენ: მონაზონი ანისია (ქობალია) მონაზონი ირინე (იოსელიანი) დამკაბადონებელი: მაკა ცომაია ყდის დიზაინი;: რუსუდან ერისთავი კომპიუტერული მომსახურება: მაგდა გიგლემიანი