წიგნში წარმოდგენილია მე-20 საუკუნის ქართველი მწერლების რჩეული მოთხრობები. ამ მოთხრობების თემატური, აზრობრივი და სტილური მრავალსახოვნება ორგანულ მთლიანობას ქმნის და ქართული ლიტერატურის მკვიდრ თვითმყოფადობას ცხადყოფს. ეს წიგნი გამოცდილ მკითხველს ჭეშმარიტ ესთეტიკურ სიამოვნებას მიანიჭებს, ხოლო მოზარდებს საკუთარი ქვეყნის, საკუთარი კულტურის შეცნობაში დაეხმარება.
მიქელა - დავით კლდიაშვილი სული მთვლემარე - ვასილ ბარნოვი ყბაჩამ დაიგვიანა - მიხეილ ჯავახიშვილი საბა - ნიკო ლორთქიფანიძე ალმასგირ კიბულან - ლეო ქიაჩელი ენგადი - გრიგოლ რობაქიძე სოფლის შარაზე - გიორგი ლეონიძე ზარები გრიგალში - კონსტანტინე გამსახურდია კაც - დემნა შენგელაია ორფეხი - ბასილ მელიქიშვილი უხსენებელი - ოთარ ჩხეიძე დიდთოვლობისას - არჩილ სულაკაური ირინა და მე - გურამ რჩეულიშვილი ჟამი - გურამ გეგეშიძე პროხორ - შოთა ჩანტლაძე მტარვალი - ვლადიმერ სიხარულიძე მივემგზავრები მადრიდს - ნაირა გელაშვილი წვეულება - ნოდარ წულეისკირი თოვლი - რევაზ ინანიშვილი ორმოცი დღე და ორმოცი ღამე - გიორგი ბაქანიძე გია - რევაზ ჭეიშვილი სოლომონიანი - ჯემალ ქარჩხაძე იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი, ანუ გრიშა და მთავარი - გურამ დოჩანაშვილი აქეთ მაშხალები, კვაზიმოდო! - მერაბ აბაშიძე დიოსკურია ზღვაში ჩაძირული ქალაქია - ჯემალ თოფურიძე ბაქანი "ბოტანიკური ბაღი" - სოსო პაიჭაძე .
წარმოუდგენლად მრავალფეროვანი შემოქმედება გვაქვს და რა სამწუხაროა, ბევრი ნიჭიერი ავტორი ვიწრო წრეში რომ იკითხება მხოლოდ. რამდენიმე საერთოდ პირველად გავიგე, არადა ყველა გენიალური მოთხრობაა, ბასილ მელიქიშვილის "ორფეხი" განსაკუთრებით, მეგონა კაფკას ვკითხულობდი.