Jump to ratings and reviews
Rate this book

ნაგერალა 80

Rate this book
გელა ჩარკვიანის ახალი წიგნი, ავტორის ცხოვრებასავით, პოლიჟანრულია: ჩანაწერების გარდა, აქ მე-20 საუკუნის 70-80-იან წლებში დაწერილ მოთხრობებსა და პიესასაც შეხვდებით, რომლებმაც ერთი ციკლის ქვეშ მოიყარა თავი: „წარსულში ჩადენილი ლიტერატურული შეცოდებანი“.

როლებიც გამუდმებით იცვლება: 80-ს მიტანებული წიგნის მთავარი პერსონაჟი ხან მახვილგონიერი დამკვირვებელია, ხან ეპატაჟების მაძიებელი ახალგაზრდა, ხშირად კი სოლიდური პროფესიული გამოცდილების დიპლომატი, რომელიც აქტუალურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებზე სანდო და სიღრმისეულ ანალიზს გვთავაზობს, და ამის პარალელურად, იმავე ამპლუაში შექსპირისადმი მიძღვნილ ბრწყინვალე და ბევრისთვის დაუვიწყარ სიტყვას წარმოთქვამს შექსპირისავე სამშობლოში.

„ნაგერალა 80“ უხვად საზრდოობს გელა ჩარკვიანის, როგორც მეუღლის, მამისა და ბაბუის, ცხოვრებისეული „ივენთებითა“ და შტრიხებით. ამ შემთხვევაშიც ბუნებრივად მონაცვლეობს განწყობები: სევდიან ამბავს მხიარული შემთხვევა მოსდევს, მძაფრ პირად ტრაგედიებს დროის პარადოქსებით აღბეჭდილი მოგონებები...

220 pages, Paperback

Published January 1, 2019

12 people want to read

About the author

Gela Charkviani

11 books27 followers

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
12 (60%)
4 stars
4 (20%)
3 stars
3 (15%)
2 stars
1 (5%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 of 1 review
Profile Image for Mariam Keshealshvili.
206 reviews
October 16, 2021
გელა ჩარკვიანის სხვა წიგნებს თუ შევადარებთ, მაგალითად ნაგერალას პირველ და მეორე ნაწილებს ეს მეტისმეტად სუსტი იყო.

და მაინც მერამდენე ჩარკვიანის წიგნი უნდა წავიკითხო, რომ ჩამომიყალიბდეს ამ კაცისადმი რამე გრძნობა - მომწონს თუ არ მომწონს.. რაღაცნაირი რთული და უცნაური იუმორის მქონე ადამიანია.
Displaying 1 of 1 review

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.