“მზესთან ერთად დაჰყურებდა ჯადოქართა ქალაქს. კადარედიიდან ამომავალი კვამლი და შუადღის კანიონი, ცეცხლი სახურავებზე და გასხივოსნებული ტაძრები”… “ორი წითელთვალებიანი ჯადოქრისკენ გაექანა, მაგრამ სწორედ იმ წამს გადმოხტნენ უკან, როცა ზემოდან მეტეორივით ცეცხლი უნდა დასცემოდათ და ნახტომშივე გატყორცნეს შუბები შავკანიანისკენ. შუბები არსაიდან გამოძერწილმა სინათლემ ჩაყლაპა და ჰაერშივე გველებად გარდაქმნილნი დაღდასმულებისკენ გაცურდნენ”… “კლასიკურ მაგიას ორი მხარე აქვს. პირველი მის ექვს ფუნდამენტში იმალება - ექვს ბარონში, რომელთაც გამუდმებით სწავლობენ, მაგრამ ამდენწლიანი გამოცდილების მიუხედავად, მე თვითონ ახლოსაც არ ვარ იმასთან, რასაც ბელიალის, კაეშის, ან თუნდაც, ექვსიდან სხვა რომელიმეს არსი ჰქვია...”
საინტერესო მაგიის სისტემაა და გული დამწყდა, რომ უფრო ადრე არ იყო წიგნში ეგ ელემენტი შემოტანილი. ყველაზე მეტად ლაი ზუს პერსონაჟმა დამაინტერესა მაგ მიზეზით და ეგეც მარტო ერთ ინტერლუდში იყო :D თავიდან ანჯელას პერსონაჟი რომ შემოვიდა მეთქი რანაირი სახელია, სხვებს მართლა ანგელოზების სახელები ჰქვიათ და ამას პირდაპირ ანჯელა რა წესია თქო და ბოლოს წერილი რომ გააყალბეს "არქ დე ანჯელებიო", მანდ მივხვდი არქანჯელები რატომაც ჰქვია წიგნს :D ჰო... და... კიდევ... ძალიან ბევრი მრავალწერტილი. ღმერთო, ამდენი მრავალწერტილი ყველა წიგნი რაც წამიკითხია, რომ გავაერთიანო, ჯამში იქ არ იქნება. წიგნის შუაში ისე არა, მაგრამ სადღაც პირველი 50 გვერდი და ბოლოშიც ძალიან გაჯერებული იყო ტექსტი ამ მრავალწერტილებით და რომ არ მოვიტყუო, გამაღიზიანა მაგან.
This entire review has been hidden because of spoilers.